თედიაშვილი ლევან
ლევან თედიაშვილი – დაიბადა 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში. — სპორტსმენი. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (82 კგ, 90 კგ, 100 კგ). ოლიმპიური თამაშებისა XX (მიუნხენი) და XXI მონრეალი ოლიმპიური თამაშების XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ - თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ - სამბოში (1973). მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1978), მსოფლიო თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78). სსრკ-ის ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) და VI სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი (1975), სსრკ-ის სამგზის ჩემპიონი (1971, 73, 74) და მეორე (1969, 77, 80)) პრიზიორი. ერთადერთი მოჭიდავე მსოფლიოში, რომელმაც ჩემპიონობა მოიპოვა სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში (ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი იყო 82 და 90 კგ-ში, ევროპის ჩემპიონი -100 კგ). სსრკ-ის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). სტუდენტთა მსოფლიოს თამაშების (1973) ჩემპიონი.
სარჩევი |
განათლება
თბილისის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი (1971).
სამუშაო გამოცდილება
- კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული (1993-95);
- ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი (1999);
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №11 საგარეჯოს ოლქი, ფრაქცია სმკ-ს თავმჯდომარის მოადგილე;
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999- 2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე;
- საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი 2009 წლიდან.
1972 წლის ოლიმპიური თამაშები
82 კგ, 24 მონაწილე
1. ლევან თედიაშვილი (სსრკ)
2. ჯონ პეტერსონი (აშშ)
3. ვასილე იორგა (რუმინეთი)
I წრე აშკარა უპირატესობით (17:1) მოუგო იბრაჰიმ დიოპს (სენეგალი); II წრე ქულებით სძლია ტომორინ არტაგს (მონღოლეთი); III წრე წმინდად (8,44; 23:0-ზე ტრავმა) დაამარცხა კურტ ელმგრენი (შვედეთი); IV წრე ქულებით გაიმარჯვა ჯონ პეტერსონთან (აშშ); V წრე ქულებით სძლია პეტერ ნეიმარს (გფრ); VI წრე ქულებით (5:0) მოუგო ვასილე იორგას (რუმინეთი).
1976 წლის ოლიმპიური თამაშები
90 კგ, 21 მონაწილე
1. ლევან თედიაშვილი (სსრკ)
2. ბენჯამინ პეტერსონი (აშშ)
3. სტელიან მორკოვი (რუმინეთი)
I წრე წმინდად (1,47) დაამარცხა უეინ თომასი (ვირჯინიის კუნძულები); II წრე სუფთად (8,27) მოუგო ფრენკ ანდერსონს (შვედეთი); III წრე წმინდად (1,05) გაიმარჯვა მორის ალანთან (დიდი ბრიტანეთი); IV წრე სუფთად (9,00) მოუგო ჰორსტ შტოტმაისტერს (გდრ); V წრე წმინდად (4,30) სძლია ტერი პეისს (კანადა); VI
წრე ქულებით (7:2) დაამარცხა სტელიან მორკოვი (რუმინეთი); ფინალში ქულებით (11:5) გაიმარჯვა ბენჯამინ პეტერსონთან შეხვედრაში.
იხილე აგრეთვე
წყარო
- ქართველი სპორტსმენები
- ქართველი მოჭიდავეები
- ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები
- მსოფლიო ჩემპიონები
- ევროპის ჩემპიონები
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1999-2004 წლების საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- ვახტან გორგასლის სახელობის ორდენის კავალრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები