მონღოლეთი
მონღოლეთი (Mongolia) - სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის გარეშე.
ფართობი - 1,565 მლნ. კმ2.
მოსახლეობა - 3 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – მონღოლური.
დედაქალაქი – ქ. ულან-ბატორი.
ადმინისტრაციულად იყოფა 21 აიმაკად (მხარედ).
მონღოლეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა დიდი სახელმწიფოებრივი ხურალი, აღმასრულებელ – მთავრობა.
1924 წლიდან მონღოლეთი სახალხო რესპუბლიკაა. 1992 წლიდან იწოდება მონღოლეთად. მონღოლეთი აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა. სოფლის მეურნეობის 70%-ს შეადგენს მეცხოველეობა.
მრეწველობის ძირითადი დარგებია: სამთამადნო, მსუბუქი, კვების და ელექტროენერგეტიკა.
საერთაშორისო აეროპორტი – ულან-ბატორი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგნლობით 10 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 9,2 ათ., სამხედრო-საჰაერო 0,8 ათ., რეზერვი – ათასი კაცი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.