დავით X

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:27, 25 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით X – ქართლის მეფე 1505 1515 წლებში, კონსტანტინე II ძე, იწოდებოდა „მეფეთა-მეფედ“.

მის წინააღმდეგ იბრძოდნენ იმერეთის მეფე ალექსანდრე II, რომელმაც 1509 წ. ქალაქი გორი დაიკავა ერთი წლით და კახეთის მეფე გიორგი II (ავ გიორგი). ამ უკანასკნელის ალაგმვა ითავა დავით X-ის ძმამ ბაგრატმა, რომელსაც ამ დამსახურებისთვის შეპირებისამებრ მეფე დავითმა უბოძა მუხრანი საუფლისწულოდ. ბაგრატი მუხრანში დასახლდა და საფუძველი ჩაუყარა როგორც ახალი სათავადოს – სამუხრანბატონოს ჩამოყალიბებას, ისე ბაგრატიონთა დინასტიის მუხრანბატონთა შტოს.

1513-1518 წლებში ქართლ-კახეთი დროებით გაერთიანდა დავით X-ის მეთაურობით. ამ ერთიანობას ბოლო მოუღო ოსმალეთსა და ირანს შორის დაწყებულმა ომმა. 1518 წელს ირანის შაჰი ისმაილ I წამოვიდა ქართლის დასამორჩილებლად. სამეფოს აოხრებისაგან გადარჩენის მიზნით დავით X-მ მორჩილება არჩია. მან შაჰის სარდალს თავისი ძმის რაზმს ხელით დიდი ძღვენი გაუგზავნა. მოხდა შეთანხმება, რომლის ძალითაც ქართლის მეფე მორჩილებასა და ყოველწლიურ ხარკს კისრულობდა. ამგვარად, ქართლი 1518 წლიდან სეფიანთა სახელმწიფოს ვასალი გახდა.

ქართლის ასეთი გართულებული ვითარებით ისარგებლე კახეთის მეფის გიორგი II-ის შვილმა ლევანმა და მისმა მომხრეებმა და კახეთში მეფობა აღადგინეს. დავით X-ის ბრძოლა კახეთის ხელახალი შემოერთებისთვის მარცხით დასრულდა.

1520 წელს შაჰ ისლამ I ისევ წამოვიდა ქართლისაკენ. ბრძოლა მოხდა თელეთთან. დავით X დამარცხდა. შაჰის ჯარი თბილისში შეიჭრა, ეკლესიები გაძარცვა, გადაწვა, ავლაბრის ხიდის ყურთან მეჩეთი ააგო, თბილისის ციხეში კი თავისი გარნიზონი ჩააყენა.

1524 წელს დავით X-მ თბილისი დაიბრუნა. აიღო და დაანგრია აღჯაყალის ციხე (შაჰ ისმაილის მიერ ქართლის შემოსამტკიცებლად აგებული სტრატეგიული პუნქტი) და ირანის ვასალობისგან გათავისუფლდა.

ამ დროს ქართლის სამეფო კარზე არეულობა დაიწყო. 1525 წელს დავით X გადადგა და აღიკვეცა ბერად „ტფილისსავე მონასტერსა შინა“ დამიანეს სახელით.

ბერობაში მყოფი მეფე დავით, ყოფილი დამიანე აღესრულა ქ. თბილისს 1526 წელს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები