თედიაშვილი ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან თედიაშვილი

ლევან თედიაშვილი – დაიბადა 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში. — საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, სპორტსმენი. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (82 კგ, 90 კგ, 100 კგ). ოლიმპიური თამაშებისა XX (მიუნხენი) და XXI მონრეალი ოლიმპიური თამაშების XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ - თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ - სამბოში (1973). მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1978), მსოფლიო თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78). სსრკ-ის ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) და VI სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი (1975), სსრკ-ის სამგზის ჩემპიონი (1971, 73, 74) და მეორე (1969, 77, 80)) პრიზიორი. ერთადერთი მოჭიდავე მსოფლიოში, რომელმაც ჩემპიონობა მოიპოვა სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში (ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი იყო 82 და 90 კგ-ში, ევროპის ჩემპიონი -100 კგ). სსრკ-ის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). სტუდენტთა მსოფლიოს თამაშების (1973) ჩემპიონი.

სარჩევი

განათლება

თბილისის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი (1971).

სამუშაო გამოცდილება

  • კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული (1993-95);
  • ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი (1999);
  • მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №11 საგარეჯოს ოლქი, ფრაქცია სმკ-ს თავმჯდომარის მოადგილე;
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999- 2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე;
  • საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი 2009 წლიდან.
ლევან თედიაშვილი ერთადერთი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ქართველ ფალავანთა შორის

სპორეული კარიერა

1972 წლის ოლიმპიური თამაშები

82 კგ, 24 მონაწილე
1. ლევან თედიაშვილი (სსრკ)
2. ჯონ პეტერსონი (აშშ)
3. ვასილე იორგა (რუმინეთი)
I წრე ­ აშკარა უპირატესობით (17:1) მოუგო იბრაჰიმ დიოპს (სენეგალი); II წრე ­ ქულებით სძლია ტომორინ არტაგს (მონღოლეთი); III წრე ­ წმინდად (8,44; 23:0­-ზე ტრავმა) დაამარცხა კურტ ელმგრენი (შვედეთი); IV წრე ­ ქულებით გაიმარჯვა ჯონ პეტერსონთან (აშშ); V წრე ­ ქულებით სძლია პეტერ ნეიმარს (გფრ); VI წრე ­ ქულებით (5:0) მოუგო ვასილე იორგას (რუმინეთი).

1976 წლის ოლიმპიური თამაშები

90 კგ, 21 მონაწილე
1. ლევან თედიაშვილი (სსრკ)
2. ბენჯამინ პეტერსონი (აშშ)
3. სტელიან მორკოვი (რუმინეთი)
I წრე ­ წმინდად (1,47) დაამარცხა უეინ თომასი (ვირჯინიის კუნძულები); II წრე ­ სუფთად (8,27) მოუგო ფრენკ ანდერსონს (შვედეთი); III წრე ­ წმინდად (1,05) გაიმარჯვა მორის ალანთან (დიდი ბრიტანეთი); IV წრე ­ სუფთად (9,00) მოუგო ჰორსტ შტოტმაისტერს (გდრ); V წრე ­ წმინდად (4,30) სძლია ტერი პეისს (კანადა); VI წრე ­ ქულებით (7:2) დაამარცხა სტელიან მორკოვი (რუმინეთი); ფინალში ქულებით (11:5) გაიმარჯვა ბენჯამინ პეტერსონთან შეხვედრაში.

იხილე აგრეთვე

ლევან თედიაშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები