ახსართაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:13, 1 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ახსართაგ-ი (ოს. Æхсæртæг <– æхсæр – „ძალა“, „სიმამაცე“, „გმირობა“) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, ნართების პირველწინაპრის – ვარხაგისა და საინაგონის ვაჟი, ახსარის ტყუპისცალი, წყალთა უფლის დონბეთირის ასულის – ძერასას ქმარი, ურუზმაგისა და ხამიცის მამა, სახელოვანი ნართული გვარის – ახსართაგათას ფუძემდებელი. ახსართაგი ეჭვიანობის ნიადაგზე კლავს უდანაშაულო ძმას და, როცა სიმართლეს იგებს, თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს (იშვიათი ვარიანტით, ახსართაგს ბHცენთები კლავენ, შურისმაძიებლის როლში კი ძმა – ახსარი გამოდის).
ლიტერატურა
Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 1. Владикавказ, 2003.