ხამიცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხამიც-ი (ოს. Хæмыц) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, ახსართაგისა და ძერასას ვაჟი, ურიზმაგის ტყუპისცალი, სახელოვანი ნართი გმირის – ბათრაძის მამა; დანარჩენი ნართებისაგან განსხვავებით, არ არის მეომრული ბუნების გმირი, უფრო ფუქსავატი და მექალთანეა. ფოლადისულვაშა ხამიცი ფლობს მამიდის მიერ ნაჩუქარ, ქალების მაცდუნებელ კბილს („არყიზი დანდაგი“), რის გამო ბევრ მტერს იჩენს, განსაკუთრებით ბორათების გვარში. ბორათა ბურაფარნიგისა და სხვა ნართების თხოვნით ხამიცს საინაგ-ალდარი კლავს. ამ მკვლელობით ახსართაგთებსა და ბორათებს შორის არსებული კონფლიქტი კულმინაციას აღწევს.

სახელი Хæмыц, ისევე როგორც ამ გმირის ვაჟის სახელი (Батырадз, Батраз), მონღოლური წარმომავლობისაა (შდრ. მონლოღური სახელი Xabiči). მონღოლურ ეპოსში, რომელმაც ნართულ თქმულებებზე მძლავრი ზეგავლენა იქონია, გვხვდება სახელი Xabiči-Batyr. არ გამორიცხავენ, რომ ოსური Хæмыц და Батыр (адз, аз) მიღებულია აღნიშნული მონღოლური სახელის გაყოფის გზით.


ლიტერატურა

  • Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948;
  • Гуриев Т. А. К проблеме генезиса осетинского нартовского эпоса. Орджоникидзе, 1971;
  • მისივე, Антропонимия осетинского нартовского эпоса. Орджоникидзе, 1982.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები