ახსარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახსარ-ი (ოს. Æхсæр – „ძალა“, „სიმამაცე“, „გმირობა“) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, ვარხაგისა და საინაგონის ვაჟი, ახსართაგის ტყუპისცალი. უდანაშაულო ახსარს ეჭვიანობის ნიადაგზე კლავს თავისი ძმა – ახსართაგი. ეპოსის ზოგიერთი ვარიანტით, ახსარს ატყვევებენ ბHცენთები, საიდანაც მას ახსართაგი დაიხსნის. ახსარს ბHცენთებისგან მოაქვს ციური მადანი, რომლისგანაც ქურდალაგონს მახვილთა შორის უმტკიცეს მახვილს – ახსარგარდს გამოაჭედვინებს და ორლესულ პირზე ავაძ-საცხს წაუსვამს. ამ მახვილით ხოცავს იგი ახსართაგის მკვლელ ბHცენთებს და მათ ბელადს – ყარამაგს.



ლიტერატურა

Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 1. Владикавказ, 2003.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები