სახაზო ჯარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 5 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სახაზო ჯარები
1. მძიმე ქვეითი ჯარის და კავალერიის შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები რუსეთის და დასავლეთ ევროპის არმიებში, სახაზო, კოლონების და გაფანტული მწყობრის ტაქტიკის პერიოდში;
2. რუსეთის არმიის ჯარები (სახაზო ბატალიონები), რომლებიც იცავდნენ სახელმწიფო საზღვრებს და სასაზღვრო სიმაგრეებს (XIX–XX საუკუნის დასაწყისი).
XX საუკუნის დამდეგს რუსეთის არმიის მთელი სახაზო ჯარები გარდაიქმნა მსროლელთა და სარეზერვო ჯარებად;
3. ლიტერატურაში ასეთი სახელწოდებით გვხვდება სამხედრო ფორმირებები, რომლებიც განკუთვნილია საბრძოლო მოქმედების წარმოებისათვის, სარეზერვოთაგან განსხვავებით.