კავალერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კავალერია - (ფრანგული cavalerie, ლათინური caballus - ცხენი), ცხენოსანი ჯარი, სახმელეთო ჯარების გვარეობა, რომელიც გადაადგილდებოდა და იბრძოდა ცხენებით.
კავალერია შუა საუკუნეებში ჯარების მთავარი გვარეობა იყო, XIX საუკუნეში მისი როლი შემცირდა, ხოლო XX საუკუნის 30–50-იან წლებში არსებობა შეწყვიტა.