ცეცხლსასროლი იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:53, 15 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცეცხლსასროლი იარაღი – პირობალისტიკური იარაღი, იარაღის სახეობა, რომელშიც დამაზიანებელი ელემენტის (ჭურვი, ნაღმი, ყუმბარა, ტყვია და სხვა) გასროლისათვის გამოიყენება ძლიერ შეკუმშული და გახურებული აირის ენერგია, რომელიც წარმოიქმნება ლულის არხში სასროლი მუხტის უსწრაფესი წვის შედეგად. იყოფა: საარტილერიო ქვემეხები, სასროლი იარაღი და ყუმბარსატყორცნი. შეიარაღებაზე გაჩნდა XII-XIII საუკუნეებში.