ვარხთანაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ვარხთანაგ-ი''' ''(ოს. Уæрхтанæг – „მგლისტყაოსანი“)'' – ნართული ეპოს...)
 
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:კავკასიური მითები]]
 
[[კატეგორია:კავკასიური მითები]]
[[კატეგორია:აფხაზური მითები]]
+
[[კატეგორია:ოსური მითები]]
 
[[კატეგორია:მითიური გმირები]]
 
[[კატეგორია:მითიური გმირები]]
 
[[კატეგორია:ნართული ეპოსი]]
 
[[კატეგორია:ნართული ეპოსი]]
 
[[კატეგორია:ნართული ეპოსის პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:ნართული ეპოსის პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 15:43, 12 ივლისი 2018 მდგომარეობით

ვარხთანაგ-ი (ოს. Уæрхтанæг – „მგლისტყაოსანი“) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, უცოლოდ დაბერებული გმირი, რომელმაც ნართი ახალგაზრდების წაქეზებით ფოლადისულვაშა ხამიცის ქალიშვილი შეირთო და ვაჟი – სიბალცი შეეძინა; მზის ასულის – ადაძა მზეთუნახავის მამამთილი, რომელსაც მზემ ჯადოსნური ჯაჭვის პერანგი უსახსოვრა. პერანგის საყელო მღეროდა, წინა უბე ბანს აძლევდა, სახელოები ტაშს უკრავდნენ, კალთები კი ცეკვავდნენ. ვარხთანაგი ჯაჭვის პერანგით თავს იწონებდა და ხალხიც ზედ ესეოდა. ერთხელაც, როცა სიბალცი სათარეშოდ იყო წასული, ნიხასში მჯდარ ჯაჭვისპერანგოსან ვარხთანაგს ნართების მტრის – სოფარის ვაჟები თავს დაესხნენ, პერანგი წაართვეს და ზურგზე ტყავიც ააძვრეს. შერცხვენილი ვარხთანაგი სახლში მოკუნტული მივიდა და ერთ კუთხეში მანამდე იჯდა, ვიდრე სიბალცი არ დაბრუნდა. ვაჟმა მოძალადეები ამოხოცა და მამას ჯაჭვის პერანგი და ზურგის კანი დაუბრუნა.


[რედაქტირება] ლიტერატურა

ნართები. ოსური ხალხური ეპოსი. თარგმნა მ. ცხოვრებოვამ. ცხინვალი, 1977.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები