ადაძა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადაძა (ოს. Адæдза) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, მზის ქალიშვილი, ნართი ვარხთანაგისა და ხამიცის ასულის ვაჟის – სიბალცის ცოლი. ადაძა და სიბალცი ერთდროულად დაიბადნენ. ქალიშვილმა მომავალ საქმროს როგორც კი ჩახედა თვალებში, მაშინათვე შეუყვარდა და სიკვდილამდე მისი ერთგული მეუღლე იყო.
ლიტერატურა
ნართები. ოსური ხალხური ეპოსი. თარგმნა მ. ცხოვრებოვამ. ცხინვალი, 1977.