საჰაერო-სადესანტო ჯარები
(ახალი გვერდი: '''საჰაერო-სადესანტო ჯარები''' – ზოგიერთი სახელმწიფოს [[შეიარ...) |
|||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | ||
[[კატეგორია:ჯარების გვარეობები ]] | [[კატეგორია:ჯარების გვარეობები ]] | ||
− |
16:52, 4 აპრილი 2018-ის ვერსია
საჰაერო-სადესანტო ჯარები – ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მაღალმობილური ჯარების გვარეობა, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ზურგში საბრძოლო მოქმედებებისათვის. მოიცავს საჰაერო-სადესანტო (საპარაშუტო-სადესანტო) შენაერთებს და ნაწილებს, სპეციალურ ჯარებსა და ლოგისტიკას. ძირითადი ორგანიზაციული ერთეულია საჰაერო-სადესანტო დივიზია (ბრიგადა). გამოიყენება ოპერატიულ-სტრატეგიული, ოპერატიული, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური საჰაერო დესანტების შემადგენლობაში.
საჰაერო-სადესანტო ჯარები ამოცანებს ასრულებს სხვადასხვა სახეობის შეიარაღებული ძალების და ჯარების გვარეობების შენაერთებთან და ნაწილებთან ურთიერთქმედებით. ზოგი სახელმწიფოს არმიაში საჰაერო-სადესანტო ჯარები შეიქმნა II მსოფლიო ომის წინ. ყველაზე მეტი განვითარება პოვეს გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირში. ომის შემდგომ პერიოდში გამოიყენება ლოკალურ ომებსა და სამხედრო კონფლიქტებში.