ყარა-იუსუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ყარა-იუსუფი''' – (გ. 1420), დასავლეთის ოღუზი თურქმანების მომთაბა...)

22:16, 9 სექტემბერი 2024-ის ვერსია

ყარა-იუსუფი – (გ. 1420), დასავლეთის ოღუზი თურქმანების მომთაბარე ტომთა ერით-ერთი გაერთიანების – ყარა-ყოიუნლუს („შავბატკნიანთა“) ბელადი.

ყარა-ყოიუნლუს სადგომი იყო ვანისა და ურმიის ტბების მიდამოები, საიდანაც თანდათან გაავრცელეს გავლენა აზერბაიჯანზე და აღმოსავლეთ ანატოლიის სასაზღვრო რაიონებზე. თემურლენგიანომში დამარცხებული ყარა-იუსუფი, ერთხანს ოსმალეთის სულთნის კარზე აფარებდა თავს, შემდეგ ეგვიპტეში გაიქცა, სადაც სულთანმა ბარკუკმა თემურლენგის შიშით დაატუსაღა. თემურის გარდაცვალების (1405) შემდეგ ყარა-იუსუფი ჯაბრუნდა აზერბაიჯანში და დაიწყო ომი თემურიანთა წინააღმდეგ. 1410 მან დაამარცხა თავისი ყოფილი მოკავშირე აჰმედ ჯალაირიანი და ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფო, რომელმაც 1468-მდე იარსება აზერბაიჯანში, სომხეთსა და არაბეთს ერაყში.

ყარა-იუსუფი ცდილობდა დაემორჩილებინა შარეანი, რომლის გამგებელმაც იბრაჰიმ შაჰმა დახმარება სთხოვა საქართველოს მეფეს კონსტანტინე I-სდა შაქის გამგებელს სიდი აჰმედს, 1412 წლის დეკემბერში მტკვრის მარცხენა ჩალაღანში ყარა-იუსუფთას ბრძოლაში მოკავშირეები დამარცხდნენ, დაიღუპა ბევრი ქართველი მეომარი, ტყვედ ჩავარდა კონსტანტინე, რომელიც ყარა-იუსუფის ბრძანებით 300 ქართველ აზნაურთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ. ყარა-იუსუფმა ყურადღება თემურიანთა ირანის სამფლობელოებზე გადაიტანა. მოკვდა თემურიან მაპრუხთან ომის დროს.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები