თემურლენგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თემურლენგი - (1336–1405), გათურქებული მონღოლი შუა აზიიდან, სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი, ემირი (1370-დან). 1362 წელს ფეხში დაიჭრა და სამუდამოდ დაკოჭლდა, რის გამოც შეარქვეს „თემურლენგი“ (კოჭლი თემური).
თემურლენგმა ახალგაზრდობიდანვე სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, ჩამოაყალიბა სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი იყო სამარყანდი. ჩაატარა დაპყრობითი და მძარცველური ლაშქრობები ირანში, კავკასიაში, ვოლგისპირეთში, ინდოეთში, მცირე აზიასა და სხვა. თემურლენგ მოქმედებდა განსაკუთრებული სისასტიკით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი