კონსტანტინე I (საქართველოს მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე I

კონსტანტინე I – ერთიანი საქართველოს მეფე 1407-1412 წლებში ბაგრატ V-ის ძე. 1401 წელს კონსტანტინე ბატონიშვილი, თავისი ძმის, საქართველოს მეფის გიორგი VII-ის დავალებით, აწარმოებდა მოლაპარაკებას შამქორში მდგარ თემურლენგთან.

1411 წელს კონსტანტინე მეფე შარვანშაჰთან ერთად მონაწილეობდა თურქმენების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. მოკავშირეებმა ჩალაღანთან სასტიკი დამარცხება განიცადეს.

1412 წელს დატყვევებულ კონსტანტინე I-ს ყარა-იუსუფის ვაჟმა ფირ-ბუდაყმა საკუთარი ხელით თავი მოკვეთა.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები