პეტერბურგის კონვენციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(პეტერბურგის კონვენცია 1797)
(წყარო)
ხაზი 54: ხაზი 54:
 
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:კონვენციები]]
 
[[კატეგორია:კონვენციები]]
 +
[[კატეგორია:პეტერბურგის კონვენციები]]

21:37, 29 ივნისი 2024-ის ვერსია

პეტერბურგის კონვენციები

სარჩევი

1. პეტერბურგის კონვენცია 1772

პეტერბურგის კონვენცია 1772 რუსეთს, პრუსიასა და ავსტრიას შორის (რეჩ პოსპოლიტას პირველი გაყოფის შესახებ), – ხელმოწერილ იქნა აგვისტოში რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის გრაფ ნ. პანინის, პრუსიის წარგზავნილის გრაფ სოლმსისა და ავსტრიის წარგზავნილის თავად ლობკოვიჩის მიერ.

რეჩ პოსპოლიტას გაყოფის ინიციატორი იყო პრუსია, რომელიც დიდი ხანია ესწრაფოდა ბრანდენბურგსა და აღმოსავლეთ პრუსიას შორის განლაგებული პოლონური მიწების მიტაცებას. პოლონეთის გაყოფის წინადადებით პრუსიის მეფის ფრიდრიხ II-ის მიერ რუსეთისადმი მიმართვა მოხდა შვიდწლიანი ომის დასასრულიდან ცოტა ხნის შემდეგ. მაგრამ ეს წამოწყება გადაჭრით უარყო რუსეთმა, რომელიც თავისი მნიშვნელოვანი გავლენის ზონაში აპირებდა პოლონეთის ჩართვას. მაშინ, პრუსიამ ისარგებლა პოლონეთში წამოწყებული არეულობით, (ანტირუსული კონფედერაციის შექმნა 1768) და დაიპყრო დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო რაიონები, პომორიეს სავოევოდოს ნაწილი. ავსტრიისა და საფრანგეთის მიერ 1768 პროვოცირებულმა რუსეთ-თურქეთის ომმა (რომელიც ცენტრალურ ევროპაში რუსეთის გავლენის შესუსტებაზე იყო გათვლილი), ფრიდრიხ II-ის აზრით, სასურველი მდგომარეობა შექმნა პოლონეთის გასაყოფად, პოლონეთი აფერხებდა რუსეთის ძალების თავმოყრას სამხრეთში, რასაც რუსეთი უფრო დამთმობი უნდა გაეხადა.

1769 წლის თებერვალში ფრიდრიხ II-მ პეტერბურგში გაგზავნა „გრაფ ლინარის გეგმის“ სახელით ცნობილი გაყოფის პროექტი, თუმცა რუსეთის მთავრობისაგან პრუსიას თანხმობა არც ამჯერად მიუღია. ამავდროულად რუსეთ-თურქეთის ომში რუსებმა ზედიზედ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს, რამაც გამოიწვია მათი ჯარების მიერ დუნაისპირა სამთავროების (მოლდავეთისა და ვლახეთის) დაკავება. ფრიდრიხ II, რომელსაც თურქეთის ხარჯზე რუსეთის გაძლიერებისა ეშინოდა, ცდილობდა მიეღწია გამარჯვებულებისაგან დამარცხებულთა მიმართ წაყენებული მოთხოვნების შერბილებისათვის, ამის სანაცვლოდ ის სთავაზობდა ეკატერინე II-ს „მიეღო სანაცვლო პოლონეთის საზღვრისპირა მხარეებიდან“ ამას, თავის მხრივ, ხელ-ფეხი უნდა გაეხსნა პრუსიისათვის, ეწარმოებინა ანალოგიური ქმედებები, როგორც საზღაური იმ სუბსიდიებისა, რომელსაც იგი (სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე) უხდიდა რუსეთს ამ უკანასკნელის თურქეთთან ომის განმავლობაში.

რეჩ პოსპოლიტას გაყოფაზე რუსეთის თანხმობისათვის რომ მიეღწია, ფრიდრიხ II-მ დაიწყო დაახლოება ავსტრიასთან, რომელსაც აქეზებდა რუსეთის მიმართ მტრული გამოხდომებისაკენ. 1770 ავსტრიამ დაიკავა პოლონეთის რამდენიმე სასაზღვრო რაიონი და ცოტა ხნის შემდეგ (6.VI.177I) დაამყარა კავშირი სულთანთან რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევისათვის, თუკი ეს უკანასკნელი არ შეარბილებდა თავის მოთხოვნებს თურქეთის მიმართ. რუსეთის მთავრობა ითვალისწინებდა რა ავსტრიისა და პრუსიის დაახლოებასა და თურქეთის მხრიდან მათი მხარდაჭერის საფრთხეს, ბოლოსდაბოლოს დათანხმდა განეხილა რეჩ პოსპოლიტას გაყოფის საკითხი და მიანიჭა პრუსიას შუამავლის როლი მასა და ავსტრიას შორის, რათა გაეადვილებინა ამ უკანასკნელთან დაახლოება. ეკატერინე II დათანხმდა, ხელი აეღო მოლდავეთისა და ვლახეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნისაგან, შეინარჩუნა რა თურქეთის მიმართ წაყენებული ზავის ყველა დანარჩენი პირობა. 1772 წლის 28 იანვარს ავსტრიას მისცა პრინციპული თანხმობა რეჩ პოსპოლიტას გაყოფის თაობაზე.

1772 წლის 17 თებერვალს ნ.ი. ჰანინმა და ვიცე-კანცლერმა თავადმა ა. გოლიცინმა ახალი მოლაპარაკებების შედეგად პეტერბურგში სოლმსთან ერთად ხელი მოაწერეს საიდუმლო კონვენციას, რომელიც აყენებდა წინასწარ პირობებს რეჩ პოსპოლიტას გაყოფის თაობაზე. ეს კონვენცია შემუშავებულ იქნა ერთი თვით ადრე (15.11.1772), რათა შესაძლებელი ყოფილიყო მასზე, როგორც დოკუმენტზე, დაყრდნობა. ეს იმის პირობებს ქმნიდა, რომ ავსტრია განეხილათ როგორც გაყოფის პროცესში მოგვიანებით ჩართული სახელმწიფო და ამის შესაბამისად მოეპყრობოდნენ მის მოთხოვნებსაც. პრუსია და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ მოეწვიათ ავსტრია გაყოფაში მონაწილეობის მისაღებად და უარის შემთხვევაში განეხორციელებინათ გაყოფა ამ უკანასკნელის გარეშე. ცალკე, მკაცრად გასაიდუმლოებულ მუხლში, რუსეთი და პრუსია ვალდებულებას იღებდნენ იარაღით დახმარებოდნენ ერთმანეთს, თუკი ავსტრია თავს დაესხმოდა ერთ-ერთ მათგანს.

ავსტრიის მთავრობა სპეციალური აქტით შეუერთდა რუსეთ-პრუსიის კონვენციას იმ პირობით, რომ გაყოფის წილი სამივე სახელმწიფოსათვის თანაბარი უნდა ყოფილიყო. რეჩ პოსპოლიტას გაყოფის მონაწილე ქვეყნების ჯარები შევიდნენ პოლონეთში და დაიკავეს ის რაიონები, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ. რუსეთის ზეწოლის შედეგად პრუსია იძულებული გახდა, უარი ეთქვა გდანსკსა და ტონუნზე.

1772 პეტერბურგში, გაყოფის საბოლოო პირობების შესამუშავებლად, დაიწყო მოლაპარაკება, რომლის მსვლელობისას პრუსიისა და ავსტრიის მოთხოვნები მნიშვნელოვანწილად გაიზარდა. პეტერბურგის კონვენცია ხელმოწერილ იქნა 5.VIII. 1772, გაფორმებული იყო როგორც ცალმხრივი აქტები, რომლებიც მოლაპარაკებულმა მხარეებმა ერთმანეთთან გაცვალეს. რუსეთმა მიიღო ახალი საზღვარი მდ. დვინზე, დნეპრსა და პრუტზე, შემოიერთა დასავლეთ ბელორუსია და რეჩ პოსპოლიტას კუთვნილი ლივონიის ტერიტორია – სულ დაახლ. 93 ათასი კვ. კმ. 1300 ათასი მცხოვრებით. ავსტრიამ მიიღო ოსვენციმისა და ზატორის სამთავროები, რომლებიც ვისლის დასავლეთით მდებარეობდნენ, აგრეთვე კრაკოვისა და სანდომიეჟის სავოევოდოს ნაწილები, ბელმის სავოევოდო და პოდოლსკის სავოევოდოს ნაწილი, სულ დაახლ. 83 ათას. კვ. კმ. 2650 ათასი მცხოვრებით; პრუსიამ მიიღო ვარმის სამთავრო, პომორიის სავოევოდო გდანსკის გარეშე, მალბორგის, სელმის სავოევოდოები ტორუნის გარეშე, ინოეროცლავისა და გნეზნის სავოევოდოების უმეტესი ნაწილი, აგრეთვე პოზნანის სავოევოდოს ნაწილი, სულ 36 ათასი კვ. კმ. 580 ათასი მოვისრებით. მხარეებმა ერთმანეთს გაუცვალეს გარანტიები ახლად მოპოვებულ სამფლობელოებზე და პირობა დადეს, ერთად ემოქმედათ პოლონეთის მთავრობასთან მოლაპარაკებაში. რათა ამ უკანასკნელს მიეღო კონვენციის პირობები. რაკი რუსეთმა უარი თქვა ვლახეთისა და მოლდავეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე, ავსტრიამ და პრუსიამ იკისრეს თანადგომა გაეწიათ რუსეთისათვის თურქეთთან ზავის დადებაში.

პეტერბურგის კონვენციის დადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სამივე სახელმწიფომ გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომელშიც წამოყენებული იყო რეჩ პოსპოლიტას გაყოფის საფუძვლები: რუსეთის მხარე ბრალს სდებდა პოლონეთს მისადმი მტრულ მოქმედებაში, რუსეთის საზღვრისპირა მიწების უკანონო მითვისებაში და მის მიმართ თურქეთის წაქეზებაში. რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები განიხილებოდა, როგორც პოლონეთისაგან მიყენებული ზარალის კომპენსაცია. მიწები, რომლებიც რუსეთს მიეკუთვნა, წარმოადგენდნენ რუსებითა და ბელორუსებით დასახლებულ მხარეებს, წარსულში დაპყრობილს ლიტვურ-პოლონური სახელმწიფოს მიერ. ის მიწები, სადაც პოლონური მოსახლეობა სჭარბობდა, რუსეთის კუთვნილებაში არ გადასულა. პრუსიამ, ეყრდნობოდა რა იმ ფაქტს, რომ მის მიერ შემოერთებული სამფლობელოები XIII-XV სს. ეკუთვნოდა გერმანიის რაინდ ელ ორდენს, განაცხადა, რომ ტერიტორიული პრეტენზიები დამყარებულიყო „ისტორიულ უფლებაზე“. პრუსიას გადაეცა მხარეები, სადაც მცხოვრებთა აბსოლუტურ უმრავლესობას პოლონელები შეადგენდნენ. ავსტრიის მხარე, მის მიერ დაკავებული ტერიტორიების გარშემო, მხოლოდ თავისი, თითქოსდა, ძველი უფლების ზოგადი მინიშნებით შემოიფარგლებოდა. მას გადაეცა ტერიტორია, რომელიც დასახლებული იყო პოლონელებითა და უკრაინელებით.

როდესაც (18.IX.1772) სამი სახელმწიფოს ელჩებმა თავიანთი შეთანხმების შესახებ აცნობეს პოლონეთის მთავრობას, ამ უკანასკნელმა პროტესტი განაცხადა მათი ამ ქმედების მიმართ, განსაკუთრებული პროტესტი იყო გამოთქმული პრუსიისა და ავსტრიის მიერ ძირძველი პოლონური მიწების დასაკუთრების გამო. დახმარების თხოვნით პოლონელებმა მიმართეს ინგლისისა და საფრანგეთის მთავრობებს, მაგრამ თანადგომას ვერ მიაღწიეს. ინგლისმა, რომელიც იმ დროს საფრანგეთის წინააღმდეგ რუსეთთან კავშირს ესწრაფოდა, უარი განაცხადა პოლონეთის საქმეებში ჩარევაზე, საფრანგეთმა კი სამი ქვეყნის საერთო ბლოკის წინააღმდეგ მარტო გამოსვლა ვერ გაბედა. რუსეთი, პრუსია და ავსტრია ძალას ატანდნენ პოლონეთის მთავრობას, მიეღწიათ მისგან მიტაცებული მიწების ფორმალური და გარეგნულად ნებაყოფლობითი დათმობისათვის, რათა პოლონეთის მხარეს შემდგომში პროტესტის საფუძველი არ ჰქონოდა. სამი ელჩის მოთხოვნით პოლონეთის მეფემ სტანისლავ ავგუსტმა მოიწვია კონფიდენციალური სეიმი (19.I V.1773). რომელსაც უნდა ეცნო მომხდარი გაყოფა, ვარშავაში ჯარების შეყვანის მუქარით გამოითხოვეს სეიმის შემადგენლობიდან დელეგაცია, რომელიც უფლებამოსილი იყო სეიმის სახელით მიეღო გადაწყვეტილება. დელეგაციის მუშაობისას პრუსიამ და ავსტრიამ მოულოდნელად დამატებითი პირობები წამოაყენეს, პრუსიამ მიაღწია მიწების დამატებით შეერთებას მდინარე ნოტეცის ზემო დინებაში, მაგრამ ვერ შეძლო გდანსკის შემოერთება რუსეთის პროტესტის გამო. პოლონეთ-ავსტრიის საზღვრის საკითხი (ავსტრია მოითხოვდა მის გატარებას მდინარე ზბრუჩზე) ცალკე უნდა გადაწყვეტილიყო ერთობლივი პოლონურ-ავსტრიელი სასაზღვრო კომისიის მიერ (საბოლოოდ საზღვარმა გაიარა მდ. ზბრუჩზე, 1777). 18.1X.1773 სეიმის დელეგაციამ რუსეთის, პრუსიისა და ავსტრიის სასარგებლოდ უარი იქვა კონვენციით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე. 30.1X.1773 ეს მოლაპარაკებები რატიფიცირებულ იქნა სეიმის მიერ, სოლო 8.XI.1773 – სტანისლავ ავგუსტის მიერ. 1775 სეიმმა დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია, რომელიც, მცირედი ცვლილებების გარდა, იმეორებდა „კარდინალურ კანონებს“, შემუშავებულს ვარშავაში 1768 რუსეთ-პოლონეთის მოლაპარაკებაზე. რეჩ პოსპოლიტას სისუსტის დამამტკიცებელი ამ დოკუმენტის დაცვა თავს იდო რუსეთმა, რომელმაც განსაკუთრებული აქტით უზრუნველყო „კარდინალური კანონების“ გარანტირება.

2. პეტერბურგის კონვენცია 1793

პეტერბურგის კონვენცია 1793, (78 რუსეთსა და პრუსიას შორის (რეჩ პოსპოლიტას მეორე გაყოფასთან დაკავშირებით), ხელმოწერილ იქნა 23.I.რუსეთის ნდობით აღჭურვილი პირების: ვიცე-კანცლერ გრაფ ი. ა. ოსტერმანის, გრაფ ა. ა. ბეზბოროდკოსა და ა. ი. მარკოვის, ხოლო პრუსიის მხრიდან გრაფ გოლცის მიერ. XVIII ს-ის 80-იანი წლების ბოლოს რუსეთი რთულ საერთაშორისო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ის იძულებული იყო ერთდროულად ეწარმოებინა ომი თურქეთსა (1787-91) და შვედეთთან (1788-90), ინგლისსა და პრუსიასთან, აშკარა მტრული ურთიერთობების პირობებში. პოლონეთის მთავრობამ გადაწყვიტა ამით ესარგებლა და პრუსიის დახმარებით გათავისუფლებულიყო რუსეთის გავლენისაგან. პოლონეთის მეფე სტანისლავ ავგუსტის მიერ შეკრებილმა ე.წ. ოთხწლიანმა სეიმმა უარი განაცხადა რუსეთის მიერ 1775 გარანტირებულ კონსტიტუციაზე, პრუსიის წარგზავნილმა მარკიზმა ლუკუზინიმ შესთავაზა პოლონეთს რუსეთის წინააღმდეგ კავშირის შექმნა და ახალი სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა პრუსიის მიერ დაკავებულ პომორიეზე პოლონური საქონლის გატარებისათვის დაწესებული გამაკოტრებელი ბაჟის შემცირებას. ამ დათმობების საფასურად ლუკეზინი აპირებდა მოეთხოვა პრუსიისათვის გდანსკის და ტორუნის გადაცემა. პრუსია-პოლონეთის ეს დაახლოება 29.I11,1790 სამოკავშირეო ხელშეკრულებით დამთავრდა, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, პრუსია ვალდებულებას იღებდა იარაღით დახმარებოდა პოლონეთს ამ უკანასკნელის შინაურ საქმეებში მესამე სახელმწიფოს ჩარევის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, პრუსიამ ვერ მოახერხა სასურველი ტერიტორიის მიღებაზე თანხმობის მიღწევა სეიმისაგან. რომელმაც 1790 მიიღო კანონი პოლონური მიწების გაუსხვისებლობის შესახებ. 3. V. 1791 სეიმმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც აუქმებდა სახელმწიფო ინსტიტუტებს (მეფის არჩევითობა და სხვა), რომლებიც გარანტირებულნი იყვნენ რუსეთის მხრიდან და წარმოადგენდნენ პოლონური სახელმწიფოს სისუსტის მიზეზებს. ახალი კონსტიტუციის გარანტად გამოვიდა ავსტრიის იმპერატორი ლეოპოლდ II, რომელიც ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას, შეესუსტებინა რუსეთის პოზიციები პოლონეთში. მან ასეთივე გარანტად გამოსვლაზე დაითანხმა პრუსიის იმპერატორი ფრიდრის ვილჰელემ II პილნიცაში (25.VIII.1791) შეხვედრისას. ეკატერინე II-მ, რომელიც ამ დროს თურქეთთან ომით იყო დაკავებული და სხვა სახელმწიფოებთან რაიმე უთანხმოების ჩამოგდებას ერიდებოდა, მიიღო პოლონეთის საშინაო მდგომარეობის ყველა ცვლილება. 1791 აღმოსავლეთ ევროპაში ვითარება შეიცვალა. საფრანგეთის რევოლუციით შეშფოთებული პრუსია და ავსტრია ეძებდნენ რუსეთთან კავშირს, რათა რევოლუციისათვის მონარქიული სახელმწიფოების კოალიცია დაეპირისპირებინა. ამით ისარგებლა ეკატერინე II-მ. იგი ცდილობდა ავსტრიისა და გერმანიის ცდუნებას ფრანგული ტერიტორიების მიერთების პერსპექტივით. ამავე დროს ითვალისწინებდა რა ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ფარულ მეტოქეობას, უბიძგებდა მათ საფრანგეთის წინააღმდეგ ომისკენ, რაც რუსეთის პოზიციებს პოლონეთში გარკვეულ შეღავათს უქმნიდა. თურქეთთან ომის ძლევამოსილად დამთავრების შემდეგ (იასის სამშვიდობო ხელშეკრულება. 1792), ეკატერინე II-მ მიიღო ზომები პოლონეთის ახალი კონსტიტუციის ლიკვიდაციისა და ამ ქვეყანაში რუსეთის შერყეული პოზიციების აღდგენისათვის, პოლონეთის მთავრობამ დახმარების თხოვნით მიმართა პრუსიას. მაგრამ ფრიდრის ვილჰელმ II-მ უარი თქვა 1790 სამოკავშირეო ხელშეკრულების შესრულებაზე. აპირებდა რა პოლონეთის მიწების ნაწილის მიტაცებას, მან რუსეთის მთავრობას განუცხადა, რომ მზად იყო არ შეეწინააღმდეგებოდა მის მოქმედებას ამ ქვეყანაში და გამოთქვა სურვილი პოლონეთის შემდგომ ბედზე მოლაპარაკების წარმოების შესახებ. ეს იყო ახალი გაყოფის წინადადება. მიუხედავად ამისა, ეკატერინე II არ ჩქარობდა პრუსიისათვის თანხმობის მიცემას. მაშინ. 1792 შამპანში წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ, ფრიდრიხ ვილპელმ II-მ რუსეთისგან მოითხოვა, რომ საფრანგეთთან ომის სანაცვლოდ პრუსიას პოლონეთში დაუყოვნებლივ მისცემოდა კომპენსაცია: წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა ფრანგებთან სეპარატული ზავის შეკვრით. რუსეთი, შიშობდა რომ, პრუსია დასავლეთის ომს გამოეთიშებოდა და ძალით დაიპყრობდა პოლონეთის ნაწილს, ამიტომ იძულებული იყო დათანხმებოდა ახალ გაყოფას, თუმცა, ისევე როგორც 1772, ერჩივნა გადაერჩინა პოლონეთი გაყოფას და მთლიანად მოექცია თავის გავლენაში. 1792 დაიწყო მოლაპარაკება რუსეთსა და პრუსიას შორის, რომელიც დამთავრდა პეტერბურგის კონვენციის ხელმოწერით 1793. რუსეთმა და პრუსიამ ისარგებლეს საფრანგეთთან წარუმატებელი ომის შედეგად ავსტრიის გართულებული მდგომარეობით და იგი მოლაპარაკებაში მონაწილეობისაგან გამოთიშეს, პეტერბურგის კონვენციის თანახმად, გერმანია კისრულობდა გაეგრძელებინა ომი საფრანგეთის წინააღმდეგ ავსტრიასთან ერთად კავშირში და არავითარ შემთხვევაში არ დაედო სეპარატული ზავი, ამის სანაცვლოდ რუსეთი თანხმობას აცხადებდა, პრუსიას გადასცემოდა გდანსკი და ტორუნი, თითქმის მთელი დიდი პოლონეთი, მაზოვიის მნიშვნელოვანი ნაწილი, კრაკოვის სავოევოდოს ნაწილი ქ. ჩენსტოსოვასთან ერთად. სულ პრუსიამ მიიღო 58300 კვ. კმ ტერიტორია სუფთა პოლონური მოსახლეობით, რომლის რაოდენობაც 12 მილიონს შეადგენდა. პრუსიის საზღვარი გადიოდა ვარშავიდან 60 კმ-ის დაშორებით. რუსეთს გადაეცა ბელორუსიისა და უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსეთმა დაისაკუთრა დაახლ. 250 ათ. კვ. კმ უკრაინული და ბელორუსული მოსახლეობით, რომლის რაოდენობა შეადგენდა დაახლ. 3 მლნ-ს, გარდა ამისა, რუსეთმა ფაქტობრივად მიიღო პოლონეთში მოქმედების თავისუფლება, იკისრა რა თავისი შეიარაღებული ძალებით ყოფილიყო პოლონეთში ავსტრიისა და პრუსიის მიერ საფრანგეთის წინააღმდეგ წარმოებული ომის განმავლობაში და ჩაეხშო ნებისმიერი ამბოხება თუ სხვა მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მოლაპარაკებული ქვეყნების ინტერესებს. რუსეთმა და პრუსიამ თავს იდეს „პირველი შემთხვევისთანავე“ დახმარებოდნენ ავსტრიას ბელგიის გაცვლაზე ბავარიაში. აქვე მითითებული იყო, რომ ავსტრიას ეცნობებოდა პოლონეთის განაწილების შესახებ და წინადადება მიეცემოდა, ფორმალურად შეერთებოდა კონვენციას რუსეთისა და პრუსიის მიერ ახლად მოპოვებული სამფლობელოების გარანტად გამოსვლით; სამაგიეროდ მათი მხრიდან მიეცემოდა გარანტია ბავარიის ავსტრიასთან შეერთებისა, როგორც კი შედგებოდა გაცვლა, თუკი ავსტრია „რაიმე ხინჯისა გამო წინამდებარე კონვენციისა და მისი შედეგებისადმი“ თავს დაესხმოდა მოლაპარაკებულ სახელმწიფოთაგან ერთ-ერთს, მაშინ მეორე მათგანი პირობას დებდა მთელი მისი ძალებით აეძულებინათ პოლონეთის მთავრობა დათანხმებოდა ამ ახალ გაყოფაზე. 1793 წლის აპრილის დასაწყისში რუსეთმა და პრუსიამ დაიკავეს პეტერბურგის კონვენციით შეთანხმებული რაიონები და გამოაქვეყნეს დეკლარაცია, რომელშიც გაყოფის მიზეზად მოყვანილი იყო პოლონეთში ფართოდ გავრცელებული იაკობინელების აღკვეთის აუცილებლობა და წამოყენებული იყო სეიმის სასწრაფოდ შეყრის მოთხოვნა ტერიტორიული საკითხების „მეგობრულად“ გადაწყვეტის მიზნით. რეჩ პოსპოლიტას მიერ ქ. გროდნოში I7. VI. 1793 შეკრებილმა უკანასკნელმა სეიმმა დადო ხელშეკრულება რუსეთთან ამ უკანასკნელისათვის უკრაინული და ბელორუსული მიწების გადაცემის თაობაზე (22.VII.1793). სეიმი სასტიკი წინააღმდეგი იყო პრუსიისათვის სუფთა პოლონური მიწების დათმობისა, მაგრამ ძლიერი ზეწოლის შედეგად იძულებული იყო პრუსიასთანაც დაედო ხელშეკრულება (25,IX 1793), რაც, ფაქტობრივად, პრუსიის მიერ პოლონური ტერიტორიების დაპყრობის სანქციას უდრიდა. რუსეთმა თავისი პოზიციები იმითაც გაამყარა, რომ მეორე გაყოფის შედეგად მნიშვნელოვნად დაუძლურებულ რეჩ პოსპოლიტასთან (რომელმაც შეინარჩუნა 3830 კვ. მილი ტერიტორია 4 მლნ მოსახლეობით). დადო სამოკავშირეო ხელშეკრულება (16-X 1793), რომლის თანახმადაც თავის თავზე აიღო პოლონეთის სამფლობელოების დაცვის მისია და გამოვიდა 1775 კონსტიტუციის საფუძველზე აღდგენილი რეაქციული სახელმწიფოებრიობის დაცვის გარანტად. პოლონეთს წაერთვა სხვა სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამოუკიდებლად დამყარების უფლება.

3. პეტერბურგის კონვენცია 1795

პეტერბურგის კონვენცია 1795 (რეჩ პოსპოლიტას მესამე გაყოფის შესახებ), ხელმოწერილ იქნა 24. X რუსეთის ნდობით აღჭურვილი პირების: ვიცე-კანცლერ გრაფ ი. ა. ოსტერმანის, გრაფ. ა. ა. ბეზბოროდკოსა და ი. ა. მარკოვის, ავსტრიის წარგზავნილის – გრაფ კობენცლისა და პრუსიის წარგზავნილის – გრაფ ტაუენცინის მიერ.

1794 პოლონეთში დაიწყო ეროვნულ-გამათავისუფლებელი აჯანყება ტადეუშ კოსტიუშკოს მეთაურობით, რამაც გაყოფის მონაწილე ქვეყნების სერიოზული განგაში გამოიწვია, რუსული და პრუსიული ჯარები პოლონეთში შევიდნენ. პრუსიის ჯარებმა აიღეს ქ. კრაკოვი და კრაკოვისა და სანდომიეჟის სავოევოდოები. ავსტრიის მთავრობამ, შეშფოთებულმა პრუსიის მიერ იმ მხარეების დაპყრობით, რომელთა შემოერთებასაც იგი თავად აპირებდა, საჩქაროდ დაიწყო მოლაპარაკება რეჩ პოსპოლიტას საბოლოო გაყოფასთან დაკავშირებით. ავსტრია პრეტენზიას აცხადებდა პოლონეთის ოთხ სამხრეთ – ლუბლინის, სოლმის, კრაკოვისა და სანდომიეჟის – სავოევოდოზე. გაყოფის აუცილებელ პირობად იგი აყენებდა ქ. კრაკოვის ავსტრიისათვის გადაცემას. ამასთან ერთად, მან წარმოადგინა რუსეთის, ავსტრიისა და ინგლისის მჭიდრო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პრუსიის მზარდი ძლიერების აღკვეთას. რუსეთისათვის ეკატერინე II მოითხოვდა საზღვრებს მდინარე ნემასსა და ბეგზე, აგრეთვე კურლანდიის მისთვის გადაცემას.

1794 წლის დეკემბერში პეტერბურგში დაწყებული მოლაპარაკებები მალე ჩიხში მოექცა იმის გამო, რომ პრუსიის წარმომადგენელი კატეგორიულ უარს აცხადებდა, ავსტრიისათვის გადაეცა ქ. კრაკოვი და კრაკოვისა და სანდომიეჟის სავოევოდოები. რომლებიც პრუსიის ჯარების მიერ იყო ოკუპირებული, პრუსიის მთავრობა რუსეთისა და ავსტრიისგან მოითხოვდა თანხმობას იმაზე, რომ მისი საზღვარი გასულიყო მდინარე ვინდაეზე, ნემანზე, ნარეასა და ვისლაზე. იმავდროულად პრუსიამ დაიწყო მოლაპარაკება საფრანგეთთან, რათა მეტი თავისუფლება ჰქონოდა აღმოსავლეთში მოქმედებისათვის. ეკატერინე II-მ გადაწყვიტა მომხდარი ფაქტის წინაშე დაეყენებინა პრუსია და დაედო ხელშეკრულება მარტო ავსტრიასთან, რაც განმტკიცებული იქნებოდა სათანადო სამხედრო კავშირით პრუსიის მხრიდან მტრული გამოხდომის შემთხვევაში, თუმცაღა, პრუსიას შეუნარჩუნდა უფლება, მოგვიანებით შეერთებოდა გაყოფის აქტს. 3. 1. 1795. პრუსიისაგან მკაცრად გასაიდუმლოებული ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთის ნდობით აღჭურვილმა პირებმა: ი. ა. ოსტერმასმა, ა. ა. ბემბოროდეჯომ. ი. ა. მარკოემა და ავსტრიის წარგზავნილმა ლ. კობენცლმა ხელი მოაწერეს ორ საიდუმლო შეთანხმებას – რეჩ პოსპოლიტას გაყოფასთან დაკავშირებით და სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომლებიც გაფორმებული იყო როგორც იდენტური შინაარსის ორი ურთიერთ გაცვლილი დეკლარაცია. გაყოფის შეთანხმების მიხედვით, ავსტრიამ მიიღო მდ. პილიცას, ვისლასა და ბუგს შორის განლაგებული ტერიტორია, მათ შორის: კრაკოვის, სანდომიეჟის, ლუბლინის სავოევოდოები, მაზოვიეცის, პოდლიაშის, სოლმისა და ბრესტ-ლიტოვსკის სავოევოდოების ნაწილები. რუსეთის ახალი საზღვარი გადიოდა მდ. ბეგზე ნემიროვამდე, შემდგომ – სწორხაზოვნად გროდნომდე, ხოლო შემდეგ – მდინარე ნემანის გასწვრივ აღმოსავლეთ პრუსიის საზღვართან მის გადაკვეთამდე. მთავრობებმა მისცეს ერთმანეთს გარანტიები ახალი სამფლობელოების შესახებ და შეთანხმდნენ, წინადადებით მიემართათ პრუსიისათვის, შემოერთებოდა გაყოფის აქტს. რუსეთმა და ავსტრიამ გადაწყვიტეს პრუსიისათვის შეეერთებინათ მდინარე პილიცას, ვისლას, ბუგსა და ნემანს შორის განლაგებული პოლონური მიწები, რომლებიც მოიცავდნენ: მაზოვიეცის სავოევოდოს მნიშვნელოვან ნაწილის ქ. ვარშავასთან ერთად, ტროქსისა და პოდლიაშის სავოევოდოების ნაწილსა და რაესკის სავოევოდოს დანარჩენ ნაწილს. ამასთან ერთად, ისინი მზად იყვნენ ამ) სამფლობელოების გარანტად გამოსულიყვნენ. სამოკავშირეო ხელშეკრულება ითვალისწინებდააგრეთვე რუსეთ-ავსტრიის მიერ 1972 თურქეთთან მიმართებაში დადებული პეტერბურგის სამოკავშირეო ხელშეკრულების საიდუმლო მუხლის გავრცელებას პრუსიაზე, ე.ი. მოლაპარაკების ერთ-ერთ მხარეზე პრუსიის თავდასხმის შემთხვევაში, მეორე მხარე კისრულობდა ვალდებულებას, მთელი თავისი ძალებით გამოსულიყო მოკავშირის დასახმარებლად, ხოლო თურქეთთან ავსტრიისა და რუსეთის ერთობლივი ომის შემთხვევაში, ავსტრია თავს იდებდა, ხელი შეეწყო ვლახეთის, მოლდავეთისა და ბესარაბიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებისათვის და მათი გადაცემისათვის სამემკვიდრეო უფლებით რუსეთის იმპერატორისა საგვარეულოს ერთ-ერთი წევრისათვის, ამის სანაცვლოდ, რუსეთი თანხმობას აცხადებდა, ხელი შეეწყო ავსტრიისათვის ბალკანეთში არსებული თურქეთის კუთვნილი ზოგიერთი ტერიტორიის მიერთებაში, იმ შემთხვევაში, თუკი შეუძლებელი შეიქნებოდა ავსტრიისათვის სასყიდლის გადაცემა საფრანგეთის ხარჯზე. ეკატერინე II თანახმა იყო, ავსტრიას მიერთებოდა ვენეციის სამფლობელოები, იმავე დღეს ცალკე აქტით, ავსტრია შეუერთდა 1793 წლის პეტერბურგის კონვენციის იმ ნაწილს, რომელიც ეხებოდა ავსტრიისა და რუსეთის ინტერესებს (ბელგიის გაცელა ბავარიაზე და რუსეთის მონაპოვრები) და გამოვიდა რუსეთის მიერ ამ კონვენციის შედეგად მოპოვებული მდგომარეობის გარანტად. პრუსიის მონაპოვრის გარანტირება ავსტრიამ გადადო რუსეთ-ავსტრიის შეთანხმებასთან პრუსიის მხრიდან შეერთებამდე.

რუსეთი და ავსტრია ითვალისწინებდნენ პრუსიის მხრიდან სამხედრო გამოსვლის საშიშროებას და ამიტომ თავი მოუყარეს თავიანთ ჯარებს საზღვრებთან, რის შემდეგაც 9.VII.1795 დეკლარაციებით აცნობეს პრუსიის მთავრობას მათ, შორის დადებული შეთანხმების შესახებ. ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ ვერ გაბედა იარაღით გამოსულიყო რუსეთისა და ავსტრიის წინააღმდეგ და ამიტომ დათანხმდა შეერთებოდა მოლაპარაკებას იმ პირობით, რომ კონვენციაში აღნიშნული ტერიტორიების გარდა პრუსიას დამატებით მიერთებოდა კრაკოვის სავოევოდოს სილეზიასთან მოსაზღვრე ნაწილი და ვარშავის აღმოსავლეთით მდინარე ბუგსა და ვისლას შორის მდებარე ტერიტორიები.

პეტერბურგში, განახლებული მოლაპარაკებების მსვლელობისას, ავსტრიამ და პრუსიამ აპელაცია გააკეთეს ეკატერინე II-ის წინაშე და მას მიანდვეს მსაჯულის როლი ურთიერთ პრეტენზიების გადასაწყვეტად, საბოლოოდ, ეკატერინე II-მ მოახერხა მიეღწია ორივე მხარის კომპრომისისთვის, რადგან პრუსიის დათმობისუნარიანობაზე დიდ გავლენას ახდენდა 1795 წლის სექტემბერში საბოლოოდ ჩამოყალიბებული რუსეთ-ინგლის-ავსტრიის კავშირი. და თუმცა ეს უკანასკნელი მიმართული იყო საფრანგეთის წინააღმდეგ, მაგრამ, აუცილებლობის შემთხვევაში, შეეძლო ემოქმედა პრუსიის წინააღმდეგაც. ყველა ამ მოლაპარაკების შედეგად დაედო 1795 პეტერბურგის კონვენცია, რომელიც გაფორმებულია, როგორც იდენტური შინაარსის ორს საიდუმლო შეთანხმება – რუსეთ-პრუსიასა და პრუსია-ავსტრიას შორის. პრუსია შეუერთდა რუსეთ-ავსტრიის 3.1.1795 მოლაპარაკებას. ავსტრია უარს ამბობდა ვარშავის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, რომელიც შემოსაზღვრული იყო სწორხაზოვნად სვიდრიდან ვისლის გასწვრივ ბუგისა და ნარვის შესართავამდე. პრუსიის სასარგებლოს: თავის მხრივ, პრუსიამ თავს იდო 6 კვირის ვადაში დაეცალა მანამდე ოკუპირებული ქ. კრაკოვი და კრაკოვისა და სანდომიეჟის სავოევოდოს ნაწილები. სადავო საკითხზე. რომლებიც შეეხებოდა კრაკოვის სავოევოდოს ავსტრიასა და პრუსიას შორის დემარკაციის საკითხს. მხარეები შეთანხმდნენ, გამოეყოთ ერთობლივი კომისია რუსი კომისრის ხელმძღვანელობით და ამ საკითხის გარშემო წარმოქმნილ დავაში რუსეთის აზრი მიეჩნიათ საბოლოოდ და გადამწყვეტად. ავსტრიამ და პრუსიამ წინასწარ დაუმოწმეს ერთმანეთს ტერიტორიები, რომლებიც გაერთიანებული კომისიისა და რუსეთის ნდობით აღჭურვილი გადაწყვეტილების თანახმად გადაეცემოდა ერთ ან მეორე მხარეს. გათვალისწინებული იყო აგრეთვე, ერთმანეთის დასახმარებლად მთელი ძალებით დაუყოვნებლივ გამოსვლა, თუკი შეთანხმებაში მონაწილე რომელიმე მხარეს თავს დაესხმოდა გარეშე სახელმწიფო. 1797 პეტერბურგის კონვენციით საბოლოოდ მოწესრიგდა რეჩ პოსპოლიტას საბოლოო გაყოფასთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა სადავო საკითხი. რეჩ პოსპოლიტას სამი გაყოფის შედეგად რუსეთს გადაეცა ლიტვის, ბელორუსიისა და უკრაინის მიწები (გარდა უკრაინის დასავლეთ ნაწილისა, რომელიც ავსტრიამ დაიპყრო). პირველი პოლონური მიწები გაყოფილ იქნა პრუსიასა და ავსტრიას შორის.

პეტერბურგის კონვენცია 1797

პეტერბურგის კონვენცია 1797 რუსეთს, პრუსიასა და ავსტრიას შორის. ამ დოკუმენტმა დაამთავრა რეჩ პოსპოლიტას გაყოფა; ხელმოწერილია 26. 1 რუსეთის მხრიდან გრაფ ი. ა. ოსტერმანის, გრაფ ა. ა. ბეზ~ბოროდკოსა და თავად ა. ბ. კურაკინის მიერ, პრუსიის მხრიდან – მისი წარგზავნილის გრაფ ტაუეგნცინის, ხოლო ავსტრიის მხრიდან – გრაფ ლ. კობენცლის მიერ.

პეტერბურგის კონვენციებმა საბოლოოდ გააუქმა პოლონეთის მოქალაქეობა და პოლონელი მაგნატების სამფლობელოების სახელმწიფოებრიობა ძველ რეჩ პოსპიოლიტას ტერიტორიაზე. პოლონეთის ყოფილ ქვეშევრდომებს წინადადება მიეცათ, ხუთი წლის განმავლობაში აერჩიათ ახალი მოქალაქეობა. უძრავი ქონების მფლობელობა ერთდროულად იმ ტერიტორიებზე, რომლებიც. რეჩ პოსპოლიტას გაყოფის შედეგად სხვადასხვა სახელმწიფოს მიეკუთვნა, კატეგორიულად იკრძალებოდა, ეს ეხებოდა იმ მიწებსაც, რომლებიც სასულიერო მფლობელობაში იყო გადაცემული. საზღვარგარეთ არსებული ქონების ლიკვიდაციისათვის მიცემული იყო იგივე ვადა – 5 წელი, რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ თავის თავზე აიღეს ყველა იმ ვალის გადახდა, რომლებიც აღებული იყო ყოფილი მეფის სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკისა და პოლონეთის სახელმწიფოს მიერ. ამისათვის გამოიყო სპეციალური კომისია სამი სახელმწიფოს წარმომადგენელთაგან. სტანისლავ ავგუსტს დაენიშნა ყოველწლიური სუბსიდია. პეტერბურგის კონვენციის ცალკე გამოყოფილი გასაიდუმლოებული მუხლით რუსეთისა და ავსტრიის იმპერატორებმა და პრუსიის მეფემ იკისრეს, არ ჩაერთოთ თავიანთ ტიტულებში პოლონეთის სამეფოს სახლი, რათა ეს უკანასკნელი სამუდამოდ მისცემოდა დავიწყებას. პეტერბურგის კონვენციას თან ერთვოდა 25.XI.1795 სტანისლავ ავგუსტის მიერ ტასტის უარყოფის აქტი. პეტერბურგის კონვენციის დადებასთან ერთად გადაწყვეტილ იქნა დავა ავსტრიასა და პრუსიას შორის ყოფილი კრაკოვის სავოევოდოს ტერიტორიაზე გამავალი საზღვრის გარშემო და 31.1.1797 კრაკოვში რუსეთის შუამდგომლობით ხელმოწერილ იქნა პრუსია-ავსტრიის შეთანხმება ამ საკითხზე.

პეტერბურგის კონვენცია 1801

პეტერბურგის კონვენცია 1801 (საზღვაო) რუსეთსა და ინგლისს შორის, ხელმოწერილი იქნა 17.VI გრაფ ნ.პ. პანინის და ლორდ სენტ-ელენს შორის, როგორც 1800 წარმოშობილი რუსულ-ინგლისური კონფლიქტის მომწესრიგებელი დოკუმენტი. ინგლისის მიერ კუნძულ მალტის მიტაცებამ და მისმა მცდელობამ, განედევნა ხმელთაშუა ზღვიდან საფრანგეთი და რუსეთი, იძულებული გახადა პავლე I, გაეწყვიტა ინგლისთან დიპლომატიური ურთიერთობა, სეკვესტრი დაედო ინგლისურ ხომალდებსა და ქონებაზე რუსულ პორტებში და სასწრაფოდ შესდგომოდა ინგლისელების წინააღმდეგ ახალი, შეიარაღებული ნეიტრალური ლიგის ჩამოყალიბებას. მასში შევიდნენ დანია, შვედეთი და პრუსია, რომლებიც ასევე ზარალდებოდნენ ინგლისის საზღვაო ბატონობისგან. რუსეთსა და მის მოკავშირეებზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, ინგლისის ფლოტმა 2.IV.1801 დაბომბა კოპენჰაგენი და შევიდა ბალტიის ზღვაში.

ალექსანდრე I-ის გამეფების შემდეგ ინგლისსა და რუსეთს შორის დაიწყო მოლაპარაკება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. პეტერბურგის კონვენციის თანახმად, ინგლისმა ცნო ნეიტრალური სახელმწიფოების თავისუფალი ვაჭრობის უფლება იმ პირობით, რომ თვითონ ექნებოდა უფლება შეუფერხებლად შეემოწმებინა მათი სავაჭრო გემები. განსაკუთრებული გასაიდუმლოებული მუცლით ინგლისის მთავრობამ თავს იდო, გაეყვანა თავისი ესკადრა ბალტიის ზღვიდან. პეტერბურგის კონვენციას აგრეთვე საზღვარი უნდა დაედო საზღვაო ბლოკადის გამოცხადების საკითხში გამეფებული თვითნებობისათვის, მაგრამ მოლაპარაკებების მსვლელობისას ინგლისის ელჩმა მოატყუა პანინი, დაამახინჯა რა შესაბამისი მუხლის ტექსტი. თავდაპირველ რედაქციაში რომელიმე პორტის ბლოკირების საფუძვლად ითვლებოდა მასში მეომარი სახელმწიფოს ხომალდების ყოფნა, საბოლოო ტექსტში კი ბლოკირების საფუძვლად ჩაითვალა მეომარი სახელმწიფოს გემების ყოფნა პორტში ან მის ახლოს. ეს საშუალებას იძლეოდა ადვილად დარღვეულიყო ბლოკადის გამოცხადების შეზღუდვის პრინციპები. 8.X.1801 მოსკოვში ხელმოწერილ იქნა პეტერბურგის კონვენციის დამატებითი მუხლები, რომელთა მიხედვითაც ის ვაჭრები, რომლებიც დაზარალდებოდნენ არასწორი სეკვესტრის შედეგად, უფლებას იღებდნენ, მიეღოთ სამაგიერო. რუსეთის წინადადებით კონვენციას შეუერთდნენ დანია და შვედეთი, რაც გაფორმებულ იქნა შესაბამისი აქტებით.

პეტერბურგის კონვენცია 1810

პეტერბურგის კონვენცია 1810 რუსეთსა და საფრანგეთს შორის, ხელმოწერილ იქნა 16.I კანცლერის, გრაფ ნ. პ. რუმიანცევისა და საფრანგეთის ელჩის ა. კოლენკურის მიერ. შენბრუნის 1809 სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, ნაპოლეონ I-მა მის მიერ 1807 შექმნილ ვარშავის საჰერცოგოს შეუერთა ე.წ. დასავლეთ გალიცია ქ. კრაკოვთან ერთად, ე.ი. ტერიტორია, რომელიც ავსტრიამ მიიღო რეჩ პოსპოლიტას მესამე გაყოფის შედეგად, ამან პეტერბურგში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რუმიანცევის განცხადებით, ორი მილიონი მცხოვრებით დასახლებული ტერიტორიის ვარშავის საჰერცოგოსთან მიერთებას პოლონელებში შეეძლო გაეცოცხლებინა პოლონეთის სამეფოს ძველ საზღვრებში აღდგენის იმედი. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის მთავრობამ მტკიცედ მოსთხოვა საფრანგეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების დადება, რომლითაც საფრანგეთის უნდა მიეცა გარანტია რუსეთისათვის იმ უკრაინული და ბელორუსული მიწების მფლობელობისა, რომლებიც ადრე რეჩ პოსპოლიტას ეკუთვნოდა. საკუთარი დინასტიის განმტკიცებისათვის მზრუნველმა ნაპოლეონმა, რომელიც აპირებდა დაქორწინებულიყო ევროპის ერთი რომელიმე დიდი სამეფო ოჯახის წარმომადგენელზე, თავისი არჩევანი რუსეთის დიდი თავადის ასულ ელენე პავლეს ასულზე შეაჩერა. ამით ის აპირებდა საფრანგეთისა და რუსეთის კავშირის განმტკიცებას. ამ საკითხის გარშემო ალექსანდრე I-თან წარმოებული საიდუმლო მოლაპარაკებისას ნაპოლეონმა გადაწყვიტა, დამთმობი ყოფილიყო პოლონეთის საკითხში: კოლენკურმა მიიღო უფლებამოსილება, ხელი მოეწერა კონვენციისათვის რუსეთის მიერ წაყენებულ პოლონურ მოთხოვნებზე თანხმობით. პეტერბურგის კონვენცია ხელმოწერილ იქნა პეტერბურგში 16.I.1810. I მუხლში ნათქვამი იყო, რომ პოლონეთის სამეფო არასოდეს აღდგებოდა და რუსეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ, გამოეყენებინათ ყველა საშუალება ამისათვის, რომ სახელწოდება „პოლონეთი“ მასში შემავალ არც ერთ ყოფილ ოლქს არ მინიჭებოდა და საერთოდ გამქრალიყო სახელმწიფო დოკუმენტებიდან. საფრანგეთი ვალდებულებას იღებდა შემდგომში აღარ გაეფართოებინა ვარშავის საჰერცოგო პოლონეთში ადრე შემავალი ტერიტორიების ხარჯზე. ალექსანდრე I-მა ხელმოწერის დღესვე გაუკეთა რატიფიცირება პეტერბურგის კონვენციას. ნაპოლეონი აყოვნებდა რატიფიკაციას, რადგან ელოდა პასუხს თავის საქორწინო წინადადებაზე. ალექსანდრესაგან უარის მიღების შემდეგ მან გადაწყვიტა, არ მოეხდინა პეტერბურგის კონვენციის რატიფიცირება. 1810 წლის ივნისში კოლენკურმა რუსეთის მთავრობას წარუდგინა კონვენციის კონტრპროექტი, რომლის მიხედვითაც, პეტერბურგის კონვენციისაგან განსხვავებით, ნაპოლეონი ვალდებული იყო „არასოდეს შეეწყო ხელი იმ ღონისძიებებისათვის, რომლებსაც შედეგად პოლონეთის აღდგენა შეიძლება მოჰყოლოდა." ამგვარად, ნაპოლეონი არ იძლეოდა გარანტიას, რომ პოლონეთი არ აღდგებოდა. ამის გარდა მან რუსეთისაგან მოითხოვა შემდგომში პოლონური მიწების მიერთების პერსპექტივის ფორმალური უარყოფა. ნაპოლეონის ეს შემხვედრი წინადადებები რუსეთის მთავრობამ არ მიიღო. ნაპოლეონის მიერ პეტერბურგის კონვენციის რატიფიცირების შეჩერება მოწმობდა რუსულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები