გუთნური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
გუთნეული რთული ორგანიზაციაა. მასში [[მოდგამი]]ს, ნაცვალგადახდას წესით რამდენიმე კომლია გაერთიანებული [[გუთნისდედა|გუთნისდედის]] ხელმძღვანელობით. შემონატანისა და ფუნქციის მიხედვით მოდგამნი ალოებს ინაწილებდნენ და მორიგეობით იხნავდნენ სავარგულებს. გარეკახეთში (ნორიო) მაგალითად, გუთნეულში 8-10 უღელ ხარ-კამეჩს აბამდნენ, გუთნისდედასთან ერთად აქ იყვნენ მეხრეები (მეტი მეხრე, გუთნის თავის მეხრე, სამოზვრე მეხრე, წინა მეხრე. ხანგრძლივ კოლექტიურად მომუშავე ჯგუფს საერთო სათქმელი ლექს-სიმღერები ჰქონდა რომელშიც აისახებოდა მომუშავის ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ყოფა და მსოფლმხედველობრივი წარმოდგენები.  
 
გუთნეული რთული ორგანიზაციაა. მასში [[მოდგამი]]ს, ნაცვალგადახდას წესით რამდენიმე კომლია გაერთიანებული [[გუთნისდედა|გუთნისდედის]] ხელმძღვანელობით. შემონატანისა და ფუნქციის მიხედვით მოდგამნი ალოებს ინაწილებდნენ და მორიგეობით იხნავდნენ სავარგულებს. გარეკახეთში (ნორიო) მაგალითად, გუთნეულში 8-10 უღელ ხარ-კამეჩს აბამდნენ, გუთნისდედასთან ერთად აქ იყვნენ მეხრეები (მეტი მეხრე, გუთნის თავის მეხრე, სამოზვრე მეხრე, წინა მეხრე. ხანგრძლივ კოლექტიურად მომუშავე ჯგუფს საერთო სათქმელი ლექს-სიმღერები ჰქონდა რომელშიც აისახებოდა მომუშავის ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ყოფა და მსოფლმხედველობრივი წარმოდგენები.  
  
გუთნურში პირველად გუთნის ქებას წარმოთქვამდნენ: „შენი ჭირიმე გუთანო გათლილო წმინდა ხისაო; შენ აჭმევ პურსა ცოცხალსა, დამმარხველი ხარ მკვდრისაო“. მართლაც, მიწათმოქმედთა ცხოვრებაში. სახვნელ იარაღს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდ.ა ღარიბ მოსახლეს 6–10 უღელი გამწევი ძალის ყოლა არ შეეძლო, ამიტომ შეამხანაგდებოდნენ და ერთად ხნავდნენ. გუთნურის თემატიკა მრავალფეროვანია მასში ადგილს პოულობს  
+
გუთნურში პირველად გუთნის ქებას წარმოთქვამდნენ: „შენი ჭირიმე გუთანო გათლილო წმინდა ხისაო; შენ აჭმევ პურსა ცოცხალსა, დამმარხველი ხარ მკვდრისაო“. მართლაც, მიწათმოქმედთა ცხოვრებაში. სახვნელ იარაღს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდ.ა ღარიბ მოსახლეს 6–10 უღელი გამწევი ძალის ყოლა არ შეეძლო, ამიტომ შეამხანაგდებოდნენ და ერთად ხნავდნენ. გუთნურის თემატიკა მრავალფეროვანია მასში ადგილს პოულობს როგორც შრომის იარაღები და გამწევი ძალა ისე მომუშავენი. თითოეული რეალისტური ფერებითაა დახატული. გუთნური სოციალური ისტორიის მადლიან მასალას წარმოადგენს. აქ სენტენცია-[[შაირი|შაირებთან]] ერთად [[გაბაასება|გაბაასებანიც]] გვხვდება მასში ძველთაძველი [[დრამა|დრამის]] ნიმუშები იჩენს თავს (სახნისმა თქვა: ქვეშკნელს დავალ, მზისა მუქი მენატრება. საკვეთელმა გაიგონა: ჩემზე მეტი შენ რა გვხვდება? და ა. შ.).  
როგორც შრომის იარაღები და გამწევი ძალა ისე მომუშავენი. თითოეული რეალისტური ფერებითაა დახატული. გუთნური სოციალური ისტორიის მადლიან მასალას წარმოადგენს. აქ სენტენცია-[[შაირი (მუსიკა)|შაირებთან]] ერთად [[გაბაასება|გაბაასებანიც]] გვხვდება მასში ძველთაძველი [[დრამა|დრამის]] ნიმუშები იჩენს თავს (სახნისმა თქვა: ქვეშკნელს დავალ, მზისა მუქი მენატრება. საკვეთელმა გაიგონა: ჩემზე მეტი შენ რა გვხვდება? და ა. შ.).  
+
  
 
გუთნური სიმღერები და ლექსები შრომის პროცესში იქმნებოდა იმპროვიზაციულად. თანდათან დაგროვილმა მარაგმა ტრადიციული ფორმა მიიღო და უმდიდრესი [[რეპერტუარი]]ს სახით მოგვევლინა. გუთნური ლექსების დიდი უმრავლესობა მაღალპოეტურია, კოლექტიური თანაავტორობის მადლიანი ბეჭედი აზის და მელოდიასთანაც მეტად ჰარმონიულად არის შერწყმული.  
 
გუთნური სიმღერები და ლექსები შრომის პროცესში იქმნებოდა იმპროვიზაციულად. თანდათან დაგროვილმა მარაგმა ტრადიციული ფორმა მიიღო და უმდიდრესი [[რეპერტუარი]]ს სახით მოგვევლინა. გუთნური ლექსების დიდი უმრავლესობა მაღალპოეტურია, კოლექტიური თანაავტორობის მადლიანი ბეჭედი აზის და მელოდიასთანაც მეტად ჰარმონიულად არის შერწყმული.  

მიმდინარე ცვლილება 17:35, 2 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

გუთნური – შრომის სიმღერა, რომელიც გუთნით მუშაობის დროს სრულდებოდა; გუთნეულთან სათქმელ სიმღერას გუთნური ეწოდება.

გუთნური გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველო მიწის გუთნით დამუშავების წესს არ იცნობდა და ამის გამო ტრადიციული გუთნური სიმღერები იქ არც გვხვდება. ქართლ-კახეთში ხვნა-თესვის სიმღერას ოროველასაც ეძახიან. იგი ზოგადი სახელიდან მომდინარეობს და გამოყოფით არსებობს „გუთნური ოროველა“, „კალოს ოროველა!“ პარალელურად.

ჩვენში სახენელი საშუალებების გამოყენების შესახებ პირველი ვრცელი წერილობითი ცნობები ბერძნულ ლიტერატურაში გვხვდება (პინდარი, როდოსელი) ხოლო ქართველი ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი გვაუწყებს, – ველზე კვალის გავლების დროს მიწათმოქმედნი თამარის საქებარ ლექსებს მღეროდნენო. „ყმანი მემროწლენი, განპებასა შინა ორნატთასა, თამარის ქებათა მელექსობდიან“. გუთნის ხსენება ქართულ წყაროებში XII ს-ზე ადრე არ გვხვდება თუმცა ამგვრ სამეურნეო იარაღს ადრეც იყენებდნენ და სხვა სახელით აღნიშნავდნენ (ერქუანი).

გუთნეული რთული ორგანიზაციაა. მასში მოდგამის, ნაცვალგადახდას წესით რამდენიმე კომლია გაერთიანებული გუთნისდედის ხელმძღვანელობით. შემონატანისა და ფუნქციის მიხედვით მოდგამნი ალოებს ინაწილებდნენ და მორიგეობით იხნავდნენ სავარგულებს. გარეკახეთში (ნორიო) მაგალითად, გუთნეულში 8-10 უღელ ხარ-კამეჩს აბამდნენ, გუთნისდედასთან ერთად აქ იყვნენ მეხრეები (მეტი მეხრე, გუთნის თავის მეხრე, სამოზვრე მეხრე, წინა მეხრე. ხანგრძლივ კოლექტიურად მომუშავე ჯგუფს საერთო სათქმელი ლექს-სიმღერები ჰქონდა რომელშიც აისახებოდა მომუშავის ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ყოფა და მსოფლმხედველობრივი წარმოდგენები.

გუთნურში პირველად გუთნის ქებას წარმოთქვამდნენ: „შენი ჭირიმე გუთანო გათლილო წმინდა ხისაო; შენ აჭმევ პურსა ცოცხალსა, დამმარხველი ხარ მკვდრისაო“. მართლაც, მიწათმოქმედთა ცხოვრებაში. სახვნელ იარაღს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდ.ა ღარიბ მოსახლეს 6–10 უღელი გამწევი ძალის ყოლა არ შეეძლო, ამიტომ შეამხანაგდებოდნენ და ერთად ხნავდნენ. გუთნურის თემატიკა მრავალფეროვანია მასში ადგილს პოულობს როგორც შრომის იარაღები და გამწევი ძალა ისე მომუშავენი. თითოეული რეალისტური ფერებითაა დახატული. გუთნური სოციალური ისტორიის მადლიან მასალას წარმოადგენს. აქ სენტენცია-შაირებთან ერთად გაბაასებანიც გვხვდება მასში ძველთაძველი დრამის ნიმუშები იჩენს თავს (სახნისმა თქვა: ქვეშკნელს დავალ, მზისა მუქი მენატრება. საკვეთელმა გაიგონა: ჩემზე მეტი შენ რა გვხვდება? და ა. შ.).

გუთნური სიმღერები და ლექსები შრომის პროცესში იქმნებოდა იმპროვიზაციულად. თანდათან დაგროვილმა მარაგმა ტრადიციული ფორმა მიიღო და უმდიდრესი რეპერტუარის სახით მოგვევლინა. გუთნური ლექსების დიდი უმრავლესობა მაღალპოეტურია, კოლექტიური თანაავტორობის მადლიანი ბეჭედი აზის და მელოდიასთანაც მეტად ჰარმონიულად არის შერწყმული.

მ. ჩიქოვანი


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • შრომის სიმღერები, თ. ოქროშიძის რედ., 1961;
  • მ. ჩიქოვანი, ქართ. ხ. სიტყვ. ისტორია, 1956;
  • მისიეე. კახეთის 1961 წლის ფოლკლორული ექსპედიცია: კრ. „ქართ. ფოლკლორი“, 1964;
  • თ. ოქროშიძე, ქ. ხ. შრომის პოეზია, 19632;
  • თ, მამალაძე, შრომის სიმღერები კახეთში, 1961;
  • ქართლის ცხოერება, II, ს. ყაუხჩიშვილის რედ., 1959.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები