გუთანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუთანი

გუთანი - საქართველოში გავრცელებული რთული სახვნელი იარაღი, რომლის ფუნქციას შეადგენს ხვნის პროცესში ღრმა და განიერი კვალის გაკეთება, ბელტის აჭრა, გადაბრუნება და დაფშვნა. გუთნის გამოყენების შედეგად ნიადაგის სტრუქტურა თხელდება, მცენარეულის ფესვები იშლება. გადაბრუნებულ ბელტზე კარგად მოქმედებს მზე და წვიმა.

გუთანს ახასიათებს ასიმეტრიული აღნაგობა, იგი ცალმხრივი იარაღია, ცალფრთიანი, მართკუთხა სახნისით და არატოლფერდა თვლებით, მასში ებმის 8 და მეტი უღელი ხარ-კამეჩი. ძირითადად გამოიყენებოდა გრძელი მინდვრების (ტირიფონი, მუხნარი, ქარელი, კოდა, გარდაბანი, წითელქალაქი, მცხეთა, თრიალეთი) სახნავად.

გუთნით ღრმად მოხნულ ნათესს სინესტეს უნარჩუნებს და შეძლებისდაგვარად აცილებს გვალვის საშიშროებას. გუთანთან დაკავშირებულია კოოპერატიული შრომის ფორმები. გუთნის ტიპის სახვნელები გავრცელებულია ამიერკავკასიაში და წინა აზიის ზოგიერთ ქვეყანაში. ენის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სიტყვა „გუთანი“ კავკასიური წარმოშობისაა. ივ. ჯავახიშვილის აზრით, მისი ფონეტიკური სახეცვლილებანი საქართველოს ირგვლივ ტრიალებს და სავსებით დასაშვებია, რომ იგი საქართველოში იყოს წარმოშობილი.


ლიტერატურა

გ. ჩიტაია, გუთანი, შრომები, ტ.I, 1997.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები