საგზაო ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Sagzao betoni.PNG|thumb|250პქ|საგზაო ბეტონი]]
 
[[ფაილი:Sagzao betoni.PNG|thumb|250პქ|საგზაო ბეტონი]]
'''საგზაო ბეტონი''' − [[ბეტონი]]ს სახეობა, რომელსაც იყენებენ საავტომობილო გზების მშენებლობაში. საგზაო ბეტონი უნდა იყოს მტკიცე, ცვეთა-, ყინვა- და ატმოსფერომედეგი. ერთფენიანი და ორფენიანი ბეტონის საფარისათვის გამოიყენება არანაკლებ 400 მარკის საგზაო [[პორტლანდცემენტი]] (სამკალციუმიანი ალუმინატის 10%-ზე ნაკლები შემცველობით), ბეტონის გზების საფუძვლისათვის – არანაკლებ 300. სასურველია საგზაო პლასტიფიცირებული ან ჰიდროფობული ცემენტის გამოყენება. ზედა ფენისათვის გამოიყენება მხოლოდ გარეცხილი [[ღორღი]] ან ხრეში, რომელშიდაც თიხოვანი, მტვროვანი და ლამიანი ნაწილაკების მასითი რაოდენობა არ აღემატება 1,5%-ს (ქვედა ფენისათვის – 2%-ს). ღორღი აუცილებელია იყოს მაღალი სიმტკიცის: ამოფრქვეული [[ქანი|ქანიდან]] – არანაკლებ 120 მპა, [[დანალექი სამთო ქანი|დანალექი ქანიდან]] – არანაკლებ 80 მპა, ქვედა ფენისა და საფუძვლისათვის ამოფრქვეული ქანიდან – 80 მპა-ზე მეტი, დანალექი ქანიდან – 60 მპა-ზე მეტი. ხრეშის ან ღორღის მარცვლების უდიდესი ზომაა არანაკლები: ზედა ფენისათვის 20 მმ, ქვედა ფენისათვის – 40 მმ, საფუძვლისათვის – 70 მმ. საგზაო ბეტონის [[ყინვამედეგობა|ყინვამედეგობისა]] და ნარევის ხარისხის ასამაღლებლად მასში შეჰყავთ ზედაპირულად აქტიური დანამატი: სუპერპლასტიფიკატორი, ორგანულ-მინერალური, ჰაერჩამთრევი და სხვ. დანამატის ხარჯი ისეთია, რომ უზრუნველყოს [[ბეტონის ნარევი|ბეტონის ნარევში]] საჭირო რაოდენობის ჰაერის ჩართვა. რეკომენდებულია ჩათრეული ჰაერის შემდეგი შემცველობა (მოცულობითი): [[შემვსები]]ს მაქსიმალური სიმსხოს (40-70 მმ) დროს – (4,5±1)%, მარცვლების უმცირესი (-20 მმ) სიმსხოს დროს – (5,5±1)%. საგზაო საფარის დეკორატიული მიზნისათვის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების, გამყოფი ზოლების, [[პარკები|პარკის]] ბილიკებისა და ქალაქის კეთილმოწყობის ელემენტების დასამზადებლად გამოიყენება [[ფერადი ბეტონი]]. ასეთი ბეტონი მიიღება ნარევში ტუტე და შუქმედეგი [[პიგმენტი]]ს (ცემენტის მასის 8-10%) დამატებით (ოხრა, მუმია, [[სურინჯი]] და სხვ.) ან ფერადი ცემენტის გამოყენებით. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ფერადი შემვსები, მაგ., [[ტუფი]], წითელი [[კვარციტი]], [[მარმარილო]] და სხვ.
+
'''საგზაო ბეტონი''' − [[ბეტონი]]ს სახეობა, რომელსაც იყენებენ საავტომობილო გზების მშენებლობაში. საგზაო ბეტონი უნდა იყოს მტკიცე, ცვეთა-, ყინვა- და ატმოსფერომედეგი. ერთფენიანი და ორფენიანი ბეტონის საფარისათვის გამოიყენება არანაკლებ 400 მარკის საგზაო [[პორტლანდცემენტი]] (სამკალციუმიანი ალუმინატის 10%-ზე ნაკლები შემცველობით), ბეტონის გზების საფუძვლისათვის – არანაკლებ 300. სასურველია საგზაო პლასტიფიცირებული ან ჰიდროფობული ცემენტის გამოყენება. ზედა ფენისათვის გამოიყენება მხოლოდ გარეცხილი [[ღორღი]] ან ხრეში, რომელშიდაც თიხოვანი, მტვროვანი და ლამიანი ნაწილაკების მასითი რაოდენობა არ აღემატება 1,5%-ს (ქვედა ფენისათვის – 2%-ს). ღორღი აუცილებელია იყოს მაღალი სიმტკიცის: ამოფრქვეული [[ქანი|ქანიდან]] – არანაკლებ 120 მპა, [[დანალექი სამთო ქანი|დანალექი ქანიდან]] – არანაკლებ 80 მპა, ქვედა ფენისა და საფუძვლისათვის ამოფრქვეული ქანიდან – 80 მპა-ზე მეტი, დანალექი ქანიდან – 60 მპა-ზე მეტი. ხრეშის ან ღორღის მარცვლების უდიდესი ზომაა არანაკლები: ზედა ფენისათვის 20 მმ, ქვედა ფენისათვის – 40 მმ, საფუძვლისათვის – 70 მმ.  
 +
 
 +
საგზაო ბეტონის [[ყინვამედეგობა|ყინვამედეგობისა]] და ნარევის ხარისხის ასამაღლებლად მასში შეჰყავთ ზედაპირულად აქტიური დანამატი: სუპერპლასტიფიკატორი, ორგანულ-მინერალური, ჰაერჩამთრევი და სხვ. დანამატის ხარჯი ისეთია, რომ უზრუნველყოს [[ბეტონის ნარევი|ბეტონის ნარევში]] საჭირო რაოდენობის ჰაერის ჩართვა. რეკომენდებულია ჩათრეული ჰაერის შემდეგი შემცველობა (მოცულობითი): [[შემვსები]]ს მაქსიმალური სიმსხოს (40-70 მმ) დროს – (4,5±1)%, მარცვლების უმცირესი (-20 მმ) სიმსხოს დროს – (5,5±1)%. საგზაო საფარის დეკორატიული მიზნისათვის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების, გამყოფი ზოლების, [[პარკები|პარკის]] ბილიკებისა და ქალაქის კეთილმოწყობის ელემენტების დასამზადებლად გამოიყენება [[ფერადი ბეტონი]]. ასეთი ბეტონი მიიღება ნარევში ტუტე და შუქმედეგი [[პიგმენტი]]ს (ცემენტის მასის 8-10%) დამატებით (ოხრა, მუმია, [[სურინჯი]] და სხვ.) ან ფერადი ცემენტის გამოყენებით. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ფერადი შემვსები, მაგ., [[ტუფი]], წითელი [[კვარციტი]], [[მარმარილო]] და სხვ.
  
  

მიმდინარე ცვლილება 00:36, 16 თებერვალი 2023 მდგომარეობით

საგზაო ბეტონი

საგზაო ბეტონიბეტონის სახეობა, რომელსაც იყენებენ საავტომობილო გზების მშენებლობაში. საგზაო ბეტონი უნდა იყოს მტკიცე, ცვეთა-, ყინვა- და ატმოსფერომედეგი. ერთფენიანი და ორფენიანი ბეტონის საფარისათვის გამოიყენება არანაკლებ 400 მარკის საგზაო პორტლანდცემენტი (სამკალციუმიანი ალუმინატის 10%-ზე ნაკლები შემცველობით), ბეტონის გზების საფუძვლისათვის – არანაკლებ 300. სასურველია საგზაო პლასტიფიცირებული ან ჰიდროფობული ცემენტის გამოყენება. ზედა ფენისათვის გამოიყენება მხოლოდ გარეცხილი ღორღი ან ხრეში, რომელშიდაც თიხოვანი, მტვროვანი და ლამიანი ნაწილაკების მასითი რაოდენობა არ აღემატება 1,5%-ს (ქვედა ფენისათვის – 2%-ს). ღორღი აუცილებელია იყოს მაღალი სიმტკიცის: ამოფრქვეული ქანიდან – არანაკლებ 120 მპა, დანალექი ქანიდან – არანაკლებ 80 მპა, ქვედა ფენისა და საფუძვლისათვის ამოფრქვეული ქანიდან – 80 მპა-ზე მეტი, დანალექი ქანიდან – 60 მპა-ზე მეტი. ხრეშის ან ღორღის მარცვლების უდიდესი ზომაა არანაკლები: ზედა ფენისათვის 20 მმ, ქვედა ფენისათვის – 40 მმ, საფუძვლისათვის – 70 მმ.

საგზაო ბეტონის ყინვამედეგობისა და ნარევის ხარისხის ასამაღლებლად მასში შეჰყავთ ზედაპირულად აქტიური დანამატი: სუპერპლასტიფიკატორი, ორგანულ-მინერალური, ჰაერჩამთრევი და სხვ. დანამატის ხარჯი ისეთია, რომ უზრუნველყოს ბეტონის ნარევში საჭირო რაოდენობის ჰაერის ჩართვა. რეკომენდებულია ჩათრეული ჰაერის შემდეგი შემცველობა (მოცულობითი): შემვსების მაქსიმალური სიმსხოს (40-70 მმ) დროს – (4,5±1)%, მარცვლების უმცირესი (-20 მმ) სიმსხოს დროს – (5,5±1)%. საგზაო საფარის დეკორატიული მიზნისათვის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების, გამყოფი ზოლების, პარკის ბილიკებისა და ქალაქის კეთილმოწყობის ელემენტების დასამზადებლად გამოიყენება ფერადი ბეტონი. ასეთი ბეტონი მიიღება ნარევში ტუტე და შუქმედეგი პიგმენტის (ცემენტის მასის 8-10%) დამატებით (ოხრა, მუმია, სურინჯი და სხვ.) ან ფერადი ცემენტის გამოყენებით. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ფერადი შემვსები, მაგ., ტუფი, წითელი კვარციტი, მარმარილო და სხვ.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები