პიგმენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიგმენტი –(ლათ. pigmentum საღებარი), კომპოზიტური მასალის კომპონენტი, რომელიც მასალას აძლევს ფერს, ანიჭებს გაუმჭვირობას, კოროზიამედეგობას და სხვა თვისებებს. განასხვავებენ ბუნებრივ მინერალურ პიგმენტს (საღებარის არაორგანული კომპონენტი) და ბიოლოგიურ პიგმენტს (ბუნებრივი საღებარი ცოცხალი ორგანიზმის შემადგენლობაში). ჩვეულებრივი საღებავებისგან განსხვავდება წყალში უხსნადობითა და მდგრადობით ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ. გამოიყენება პლასტმასის, ქაღალდის, კერამიკული და ბეტონის ნაკეთობების შესაღებრად. წყალში ხსნად ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება სხვა მასალების ზედაპირული ღებვისათვის, უწოდებენ საღებავ ნივთიერებას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები