სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია (სეატო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) მ (მომხმარებელმა Labashidze გვერდი „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია (სეატო)“ გად...) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) მ (მომხმარებელმა Labashidze გვერდი „სეატო“ გადაიტანა გვერდზე „[[სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულე...) |
მიმდინარე ცვლილება 15:06, 9 მარტი 2018 მდგომარეობით
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია (სეატო) – სამხედრო-პოლიტიკური კავშირი. ხელშეკრულებას შექმნის შესახებ ხელი მოაწერეს ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ტაილანდის, პაკისტანისა და ფილიპინების წარმომადგენლებმა 1954 წლის 8 სექტემბერს; ძალაში შევიდა 1955 წლის 19 თებერვალს. უმაღლესი ორგანო იყო მინისტრთა საბჭო, სამუშაო ორგანოები – რწმუნებულთა საბჭო და სამხედრო დაგეგმვის კომიტეტი. იგი დაიშალა 1977 წლის 30 ივნისს.