ტაილანდი
ტაილანდი - (Thailand - ტაილანდის სამეფო), სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანას სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვა სიამის ყურით, ხოლო უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით – ანდამანის ზღვა.
ფართობი- 514ათ. კმ2.
მოსახლეობა – 68,1 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ტაილანდური.
დედაქალაქი - ქ. ბანგკოკი.
ადმინისტრაციულად იყოფა 73 ჩანგვადად (პროვინცია).
ტაილანდში კონსტიტუციური მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაურია მეფე. საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული ასამბლეა, აღმასრულებელი – მთავრობა.
კონსტიტუციური მონარქია გამოცხადდა 1932 წელს. თანამედროვე ტაილანდ განვითარებადი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა.
მთავარი საზღვაო პორტებია: ბანგკოკი, პუკეტი, სატაჰიპი.
საერთაშორისო აეროპორტები: ბანგკოკი, ჰატიაი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 305 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 200 ათ., სამხედრო-საჰაერო 55 ათ. და სამხედრო-საზღვაო 50 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.