რუისის ფერისცვალების ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Ruisis fericvalebis tadzari.JPG|thumb|250პქ|რუისის ფერისცვალების ტაძარი]]
 
[[ფაილი:Ruisis fericvalebis tadzari.JPG|thumb|250პქ|რუისის ფერისცვალების ტაძარი]]
'''რუისის ფერისცვალების ტაძარი''' − (ინგლ. Ruisi Temple of Transfiguration), VII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით მდებარე სოფელ რუისის ცენტრში. კომპლექსში შედის: ტაძარი, [[კოშკი]]-[[სამრეკლო]] და [[გალავანი]]. რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური ხანის [[საქართველო]]ს არა ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართლის მეფედ აკურთხეს [[გიორგი II]] (1072-1083 წწ.). ამ დროს რუისი [[ქართლი]]ს დედაქალაქის როლს ასრულებდა. 1104 წელს მეფე [[დავით IV|დავით IV აღმაშენებლის]] (1089-1125 წწ.) თაოსნობით მოწვეულ იქნა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. რუისის საეპისკოპოსო წარმოადგენდა მძლავრ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას. აქ მოღვაწეობდნენ ანტონ მროველი (IX-X სს.), ლეონტი მროველი (XII-XIII სს.), დიონისე ლარაძე (XVI ს.), დომენტი ავალიშვილი (XVI-XVII სს.), ნიკოლოზ ორბელიანი (1672-1732 წწ.), იონა გედევანიშვილი (1737-1821 წწ.) და სხვა. აქ იყო დიდი წიგნთსაცავი, სადაც ინახებოდა ბევრი ხელნაწერი. მათგან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა რუისის სახარება (XI ს.).
+
'''რუისის ფერისცვალების ტაძარი''' − (ინგლ. Ruisi Temple of Transfiguration), VII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით მდებარე სოფელ რუისის ცენტრში. კომპლექსში შედის: ტაძარი, [[კოშკი]]-[[სამრეკლო]] და [[გალავანი]]. რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური ხანის [[საქართველო]]ს არა ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართლის მეფედ აკურთხეს [[გიორგი II]] (1072-1083 წწ.). ამ დროს რუისი [[ქართლი]]ს დედაქალაქის როლს ასრულებდა. 1104 წელს მეფე [[დავით IV|დავით IV აღმაშენებლის]] (1089-1125 წწ.) თაოსნობით მოწვეულ იქნა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება.  
 +
 
 +
რუისის საეპისკოპოსო წარმოადგენდა მძლავრ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას. იქაურ მწიგნობართაგან ცნობილია ანტონ მროველი (IX-X სს.), [[ლეონტი მროველი]] (XI ს.), რომელსაც მიეწერება მეფეთა ცხოვრება, ნინოს ცხოვრება და არჩილის წამება, აგრეთვე თარგმანი [[აპოკრიფი|აპოკრიფული]] ძეგლისა,  (თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა ეფრემისი, თარგმანი დაბადებისათვის ცისა და ქუეყანისა და ამისათვის, ვითარ მისცუალდეს გუამი მისი და დამარხეს გოლგოთას“), გიორგი მროველი (XII–XIII სს), რომლის დავალებით შატბერდს გადაუწერიათ გამოკრებილი საკითხავები (შ M4939), დიონისე ლარაძე (XVI ს.ს, გერმანე მროველი (XVIII ს.), რომლის სახელთანაა დაკავშირებული მოზრდილი კრებული (A. №903), სპარსთა ტყვეობიდან ხელნაწერთა დამხსნელი დომენტი ავალიშვილი (XVII .), პოეტი, ლიტურგისტი და კალიგრაფი ნიკოლოზ ორბელიანი (1672– 1732), მოგზაური მემუარისტი [[იონა გედევანიშვილი]] (1737-1821) და სხვ. ხელნაწერთაგან გამოირჩევა XI ს. ე. წ. რუისის სახარება (A. №845).
  
 
==== მთავარი ტაძარი ====
 
==== მთავარი ტაძარი ====
ხაზი 18: ხაზი 20:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
+
* [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
 +
* [[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]

მიმდინარე ცვლილება 12:01, 15 თებერვალი 2024 მდგომარეობით

რუისის ფერისცვალების ტაძარი

რუისის ფერისცვალების ტაძარი − (ინგლ. Ruisi Temple of Transfiguration), VII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით მდებარე სოფელ რუისის ცენტრში. კომპლექსში შედის: ტაძარი, კოშკი-სამრეკლო და გალავანი. რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური ხანის საქართველოს არა ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართლის მეფედ აკურთხეს გიორგი II (1072-1083 წწ.). ამ დროს რუისი ქართლის დედაქალაქის როლს ასრულებდა. 1104 წელს მეფე დავით IV აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) თაოსნობით მოწვეულ იქნა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება.

რუისის საეპისკოპოსო წარმოადგენდა მძლავრ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას. იქაურ მწიგნობართაგან ცნობილია ანტონ მროველი (IX-X სს.), ლეონტი მროველი (XI ს.), რომელსაც მიეწერება მეფეთა ცხოვრება, ნინოს ცხოვრება და არჩილის წამება, აგრეთვე თარგმანი აპოკრიფული ძეგლისა, (თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა ეფრემისი, თარგმანი დაბადებისათვის ცისა და ქუეყანისა და ამისათვის, ვითარ მისცუალდეს გუამი მისი და დამარხეს გოლგოთას“), გიორგი მროველი (XII–XIII სს), რომლის დავალებით შატბერდს გადაუწერიათ გამოკრებილი საკითხავები (შ M4939), დიონისე ლარაძე (XVI ს.ს, გერმანე მროველი (XVIII ს.), რომლის სახელთანაა დაკავშირებული მოზრდილი კრებული (A. №903), სპარსთა ტყვეობიდან ხელნაწერთა დამხსნელი დომენტი ავალიშვილი (XVII ს.), პოეტი, ლიტურგისტი და კალიგრაფი ნიკოლოზ ორბელიანი (1672– 1732), მოგზაური მემუარისტი იონა გედევანიშვილი (1737-1821) და სხვ. ხელნაწერთაგან გამოირჩევა XI ს. ე. წ. რუისის სახარება (A. №845).

[რედაქტირება] მთავარი ტაძარი

სამრეკლო

მთავარი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა გეგმით 27,3х19,6 მ, სიმაღლით – 23,2 მ. თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთის ნაწილი. ტაძარი თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო-მომწვანო და იასამნისფერი ქვიშაქვის კვადრებით. აღდგენა-შეკეთებისას გამოყენებული იყო მონაცისფრო-მოშავო ბაზალტის კვადრები, შირიმი და აგური. ტაძარში სამი მართკუთხა შესავლელია: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. თორმეტწახნაგა მაღალი გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ სვეტს. გუმბათში 12 სარკმელია (6 ამოაშენეს XV საუკუნეში). 1781 წელს საკურთხევლის წინ აჟურული კანკელი დაუდგამთ. ამჟამად ინტერიერი შელესილი და შეღებილია. აქა იქ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. შენობის ძირითადი მასა გუმბათის ყელთან შედარებით დაბალია. ეს განსაკუთრებით ჩანს აღმოსავლეთიდან. ფასადი შესამჩნევად ფართო, დამჯდარი და თითქმის მოურთველია. ტაძრის გუმბათის ყელი XI საუკუნეში აუმაღლებიათ და მოურთავთ. სარკმლების ნაირგვარი ორნამენტით მორთულ საპირეებს შემოვლებული აქვს ორმაგლილვებიანი დეკორატიული თაღები და ნახევარსვეტები. გუმბათი, ისე როგორც ფასადები, დასრულებულია ლილვისა და მეოთხედი წრეთარგისაგან შედგენილი ლავგარდნით. ტაძრის ჯვრის მკლავების ფრონტონების ქვეშ მოთავსებული იყო მოჩუქურთმებული ჯვრები (შემორჩენილია სამხრეთის და დასავლეთის ფასადებზე). ფასადებზე გაფანტულია X-XI საუკუნეების ორნამენტირებული ფრაგმენტები.

[რედაქტირება] კოშკი-სამრეკლო

კოშკი-სამრეკლო მდებარეობს ტაძრის დასავლეთით, ჩაშენებულია გალავანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შენობა სამსართულიანია (7,4X6,8 მ), ნაგებია ქვიშაქვისა და შირიმის კვადრებით, ნატეხი და შირიმის ქვებით, აგურით. I სართულის კომპლექსის ეზოში შესასვლელს წარმოადგენს და მთელ სიგანეზეა გახსნილი. გადახურულია ნახევარწრიული კამარით. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე მასიური კონტრფორსებია მიშენებული. სავარაუდოა აქ ზედა სართულზე ასასვლელი კიბე იყო. II სართული საცხოვრებელია, მის კედელში ბუხარი (ამოშენებულია მოგვიანებით) და თახჩა ნიშებია. დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო კარია. III სართული საკუთრივ სამრეკლოს წარმოადგენს. დასავლეთით და აღმოსავლეთით იგი წყვილ-წყვილი თაღით იხსნება, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს თითო თაღი აქვს. გადახურვა დეფორმირებულია.

ტაძარი საკმაოდ მდიდარია ორნამენტებითა და მხატვრობით, რომლის კოლორიტში ჭარბობს მოწითალო-ყავისფერი, ლურჯი და მწვანე ფერები.




[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები