ლილვი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლილვი (ლილვაკი) – (ინგლ. round (bowtell) < შუაინგლ. rond მრგვალი < ძვ. ფრანგ. ront ღერო < ლათ. rotundus მრგვალი, წრიული) ნახევარწრიული მოხაზულობის არქიტექტურული ნატეხი, წრიული განივკვეთის ცილინდრის, ზოგჯერ უსწორო გეომეტრიული ფორმის, რომელიც გამოიყენება კლასიკური ანტაბლემენტის ფრიზის, არქიტრავის, კარნიზისა და ფრონტონის, აგრეთვე სვეტის (კოლონის) დეკორატიულ ელემენტად.