მშენებლობა (შენობების აგების პროცესი)
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
==== სამოქალაქო მშენებლობა==== | ==== სამოქალაქო მშენებლობა==== | ||
სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის პროცესი. | სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის პროცესი. | ||
− | |||
მიმდინარე ცვლილება 13:15, 25 აგვისტო 2022 მდგომარეობით
მშენებლობა – შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესი, რომელიც შეიცავს მოწყობილობების მონტაჟის, ტრანსპორტირების, დამხმარე ნაგებობების აგებისა და სხვ. სამუშაოებს. მშენებლობას მიეკუთვნება აგრეთვე შენობა-ნაგებობების რემონტი, რეკონსტრუქცია, აღდგენა, დემონტაჟი, საკომუნიკაციო ქსელების აგება, ლანდშაფტური მშენებლობა და სხვ.
არსებობს მშენებლობის სახეები: ასაწყობი, ასაწყობ-მონოლითური, დაუმთავრებელი, ინდუსტრიული, კაპიტალური, კერძო, მიწისზედა, მიწისქვეშა, მონოლითური, მსხვილბლოკური, მსხვილპანელოვანი, ნაკადური, საავიაციო, საგზაო, საზღვაო, სამდინარო, სამოქალაქო, სამრეწველო, სამხედრო, სარკინიგზო, სასოფლო, სატრანსპორტო, სესმომედეგი, უნებართვო, ჰიდროსამელიორაციო, ჰიდროტექნიკური და სხვ.
სარჩევი |
[რედაქტირება] ინდუსტრიული მშენებლობა
შენობებისა და ნაგებობების აგების მექანიზებული ნაკადური პროცესი ქარნული წესით დამზადებული მსხვილზომიანი კონსტრუქციებისა და დეტალებისგან.
[რედაქტირება] საგზაო მშენებლობა
საავტომობილო გზების, გზაგამტარების, ესტაკადების, ხიდების მშენებლობა და შეკეთება, მათზე საგზაო სამოსის დატანა, შემდგარი საფარის, ფუძისა და ქვედაფენისაგან, რომელიც დაიდება მიწის ვაკისზე. საფარი შეიძლება იყოს ცემენტ-ბეტონის (ხისტი), ღორღის, ქვიშის, ბიტუმის (არახისტი) და სხვ.
[რედაქტირება] სარკინიგზო მშენებლობა
სარკინიგზო გზის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი (ლიანდაგები, ხიდები, გვირაბები, გზაგამტარები, ესტაკადები, ბაქნები, სადგურები და სხვ.).
[რედაქტირება] სამოქალაქო მშენებლობა
სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის პროცესი.