სამრეწველო მშენებლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამრეწველო მშენებლობა – კაპიტალური მშენებლობის დარგი, რომელიც ქმნის მრეწველობის ძირითად ფონდებს. მისი ამოცანაა სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოთა მთელი კომპლექსის შესრულება, ახალი საწარმოების ამოქმედება ან მოქმედ საწარმოთა გაფართოება-რეკონსტრუქცია.
სამრეწველო მშენებლობას მიეკუთვნება მხოლოდ სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა (ფაბრიკები, ქარხნები, კომბინატები, ჰიდროკვანძები, სამელიორაციო ნაგებობები და სხვ.).