სამოქალაქო მშენებლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საცხოვრებელი სახლი

სამოქალაქო მშენებლობა – მშენებლობის დარგი, რომელიც ემსახურება ეკონომიკის არასაწარმოო სფეროს ობიექტების მშენებლობას. მას მიეკუთვნება: საცხოვრებელი სახლები, საერთო საცხოვრებლები, სასტუმროები; სასწავლო, სამედიცინო და საბავშვო დაწესებულებები; თეატრები, სასპორტო ნაგებობები, კაფე-რესტორნები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები და ადმინისტრაციული შენობები.

სამოქალაქო მშენებლობას აქვს უდიდესი სოციალური მნიშვნელობა, რადგანაც არის დაკავშირებული მოსახლეობის ცხოვრების პირობების ხარისხობრივ გაუმჯობესებასთან. მისთვის დამახასიათებელია კომპლექსურობა – საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პარალელურად გვარდება ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის, განათლების, კულტურის, კეთილმოწყობისა და მიმდებარე ტერიტორიების გამწვანების საკითხები. თანამედროვე პირობებში მეტად მნიშვნელოვან და პერსპექტიულ მიმართულებას წარმოადგენს საოფისე შენობების (ხშირად ცათამბჯენების), აგრეთვე საშუალო და მცირე ფორმის ოფისების მშენებლობა. როგორც წესი, ასეთი შენობების ასაგებად გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული სამშენებლო კონსტრუქციები, რასაც ემატება შესანიშნავი არქიტექტურული გამომსახველობა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები