ცათამბჯენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ბურჯ-ხალიფა“, დუბაი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები

ცათამბჯენი – ძალიან მაღალი შენობა ფოლადის კარკასზე, რომელიც შეიძლება იყოს საცხოვრებელი ან საოფისე დანიშნულების (სიმაღლით არა ნაკლები 150 მ). სიმაღლის დადგენა ხდება სამი კრიტერიუმის მიხედვით: შენობის კონსტრუქციული სიმაღლე (ქუჩის ტროტუარიდან შენობის კონსტრუქციული ელემენტების ყველაზე მაღალ წერტილამდე), სიმაღლე შენობის ყველაზე მაღალი სართულის იატაკამდე და ანტენის (შპილის) წვერომდე.

ფოლადის, რკინა-ბეტონის, მინის წარმოების ტექნოლოგიის განვითარებამ, გაანგარიშებების კომპიუტერული პროგრამების შექმნამ, აგრეთვე წყლის დაწნევითი ტუმბოების და სამგზავრო ლიფტების კონსტრუქციების დახვეწამ, საშუალება მისცა ინჟინრებს ათჯერ და მეტად გაეზარდათ შენობების სიმაღლე, რაც განსაკუთრებით მოთხოვნადია მეგაპოლისებში, სადაც დაშენების ფართობის ღირებულება კატასტროფულად მაღალია. 2014 წლის მაისამდე მსოფლიოში ექსლუატაციაში იყო 2980 ცათამბჯენი, მათ შორის 79 ძალიან მაღალი და 841 – 200 მ-ზე მაღალი. აშენებული ცათამბჯენების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზეა ჩინეთი (ჰონკონგის და მაკაოს ჩათვლით) - 1006; შემდეგ მოდიან: აშშ - 679, იაპონია - 190, არაბეთის გაერთიანებული ემირატები - 177, სამხრეთ კორეა - 175, ავსტრალია - 76, სინგაპური - 70, რუსეთი - 26. ყველაზე მაღალ ცათამბჯენად ითვლება არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ დუბაიში 2009 წელს აშენებული „ბურჯ-ხალიფა“, რომლის სიმაღლეა 829,8 მ, სართულების რაოდენობა - 162. ამ ნაგებობის ჩათვლით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენების ათეული ასე გამოიყურება: აბრაჯ ალ-ბეიტ, მექა - 601 მ, 2012 წ;

  • მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 1, ნიუ-იორკი - 541 მ, 2013 წ. (ამ დასახელების ნაგებობის პირველი ორიცათამბჯენი სიმაღლით თითოეული 417 მ, აშენებული 1972 წ, განადგურებული იქნა 2001 წელს ტერორისტების მიერ);
  • ტაიბეი 101, ტაიბეი, 509 მ, 2004 წ.;
  • შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი, შანხაი, 492 მ, 2008 წ.;
  • საერთაშორისო კომერციული ცენტრი, ჰონკონგი, 484 მ, 2010 წ.;
  • პეტრონას-1, კუალა-ლუმპური, 452 მ, 1998 წ.;
  • პეტრონას-2, კუალა-ლუმპური, 452 მ, 1998 წ.;
  • ფინანსური ცენტრი ნანცზინ გრინლენდ, ნანკინი, 450 მ, 2010 წ.;
  • უილის-ტაუერ, ჩიკაგო, 442 მ, 1973 წ.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები