ლაომედონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(3 მომხმარებლების 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ლაომედონი''' – ''(ბერძნ.)'' [[ტროა]]ს მეფე. [[ილოსი]]ს ძე. [[ჰესიონე]]ს, [[პრიამოსი]]სა და [[ტითონოსი]]ს მამა.
 
'''ლაომედონი''' – ''(ბერძნ.)'' [[ტროა]]ს მეფე. [[ილოსი]]ს ძე. [[ჰესიონე]]ს, [[პრიამოსი]]სა და [[ტითონოსი]]ს მამა.
  
როდესაც ტროაში გამეფდა ლაომედონი, განიზრახა ქალაქის გარშემო გალავნის აგება. მას გაუმართლა: მოხდა ისე, რომ ზუსტად
+
როდესაც ტროაში გამეფდა ლაომედონი, განიზრახა ქალაქის გარშემო [[ქალაქის გალავანი|გალავნის]] აგება. მას გაუმართლა: მოხდა ისე, რომ ზუსტად იმ ხანად [[ზევსი|ზევსს]] აუმბოხდნენ [[აპოლონი]] და [[პოსეიდონი]]. უზენაესმა ღმერთმა ისინი დასაჯა, აიძულა მიხმარებოდნენ ლაომედონს გალავნის აგებაში. ასე ამბობენ, პოსეიდონი აშენებდაო, აპოლონი კი [[ჩანგი|ჩანგს]] აჟღერებდა და მწყემსავდა არვეს. ლელეგი [[ეაკოსი]]ც მათ გვერდით იყო. ასე რომ, მალე აიგო დიდებული [[გალავანი]], მაგრამ ლაომედონმა თავის ღვთაებრივ მშენებლებს სამადლობელი საზღაური არ მიაგო. განრისხდნენ ღმერთები: აპოლონმა ტროას ჭირი მიუვლინა, პოსეიდონმა – ზღვის ურჩხული, რომელიც ადამიანებს იტაცებდა და შთანთქავდა. შეწუხდნენ ტროელები, მიმართეს სამისნოს და შეიტყვეს, რომ მათ თავს დამტყდარი [[უბედურება]] მხოლოდ მაშინ დასრულდებოდა, თუ მეფის ასულ [[ჰესიონე]]ს გასწირავდნენ ზღვის ურჩხულისთვის. ლაომედონმა თავისი ხელით მიიყვანა მშვენიერი ჰესიონე კბოდესთან და მიაჯაჭვა. ეს რომ შეიტყო გმირმა [[ჰერაკლე]]მ, ქალიშვილის დახსნა განიზრახა. მან იცოდა, რომ ლაომედონს ოდესღაც ჰყავდა ულამაზესი ძე [[განიმედესი]], რომელიც მოეწონა ზევსს და თან წაიყვანა [[ოლიმპოსი|ოლიმპოსზე]]. სანაცვლოდ კი მეფეს დიდებული მერნები უბოძა. სწორედ ეს მერნები სთხოვა ჰერაკლემ ლაომედონს ჰესიონეს ხსნის გასამრჯელოდ. მეფე დათანხმდა. როდესაც ჰერაკლემ [[განგმირვა|განგმირა]] საზარელი ურჩხული, ჰესიონე ჯაჭვებიდან ჩამოხსნა და მეფეს ეახლა ძვირფასი ძღვენით, ვერ მიიღო ზევსის მერნები. [[სიტყვა]] გატეხა ლაომედონმა. გმირს არ შეეძლო მაშინვე გადაეხადა სამაგიერო ცბიერი მეფისათვის – მისი ამალა მცირერიცხოვანი იყო და ვერ გაუმკლავდებოდა [[ტროა]]ს მთელ [[ლაშქარი|ლაშქარს]]. დროც არ ითმენდა. ჰერაკლეს სხვა საქმეები ელოდა. მაგრამ მალე მობრუნდება იგი ტროაში, აიღებს ქალაქს და სიცოცხლეს გამოასალმებს მეფეს, რომელმაც პირობა არ შეასრულა.
იმ ხანად [[ზევსი|ზევსს]] აუმბოხდნენ [[აპოლონი]] და [[პოსეიდონი]]. უზენაესმა ღმერთმა ისინი დასაჯა, აიძულა მიხმარებოდნენ ლაომედონს გალავნის აგებაში. ასე ამბობენ, პოსეიდონი აშენებდაო, აპოლონი კი [[ჩანგი|ჩანგს]] აჟღერებდა და მწყემსავდა არვეს. ლელეგი [[ეაკოსი]]ც მათ გვერდით იყო. ასე რომ, მალე აიგო დიდებული გალავანი, მაგრამ ლაომედონმა თავის ღვთაებრივ მშენებლებს სამადლობელი საზღაური არ მიაგო. განრისხდნენ ღმერთები: აპოლონმა ტროას ჭირი მიუვლინა, პოსეიდონმა – ზღვის ურჩხული, რომელიც ადამიანებს იტაცებდა და შთანთქავდა. შეწუხდნენ ტროელები, მიმართეს სამისნოს და შეიტყვეს, რომ მათ თავს დამტყდარი უბედურება მხოლოდ მაშინ დასრულდებოდა, თუ მეფის ასულ [[ჰესიონე]]ს გასწირავდნენ ზღვის ურჩხულისთვის. ლაომედონმა თავისი ხელით მიიყვანა მშვენიერი ჰესიონე კბოდესთან და მიაჯაჭვა. ეს რომ შეიტყო გმირმა [[ჰერაკლე]]მ, ქალიშვილის დახსნა განიზრახა. მან იცოდა, რომ ლაომედონს ოდესღაც ჰყავდა ულამაზესი ძე [[განიმედესი]], რომელიც მოეწონა ზევსს და თან წაიყვანა [[ოლიმპოსი|ოლიმპოსზე]]. სანაცვლოდ კი მეფეს დიდებული მერნები უბოძა. სწორედ ეს მერნები სთხოვა ჰერაკლემ ლაომედონს ჰესიონეს ხსნის გასამრჯელოდ. მეფე დათანხმდა. როდესაც ჰერაკლემ განგმირა საზარელი ურჩხული, ჰესიონე ჯაჭვებიდან ჩამოხსნა და მეფეს ეახლა ძვირფასი ძღვენით, ვერ მიიღო ზევსის მერნები. სიტყვა გატეხა ლაომედონმა. გმირს არ შეეძლო მაშინვე გადაეხადა სამაგიერო ცბიერი მეფისათვის – მისი ამალა მცირერიცხოვანი იყო და ვერ გაუმკლავდებოდა ტროას მთელ ლაშქარს. დროც არ ითმენდა. ჰერაკლეს სხვა საქმეები ელოდა. მაგრამ მალე მობრუნდება იგი ტროაში, აიღებს ქალაქს და სიცოცხლეს გამოასალმებს მეფეს, რომელმაც პირობა არ შეასრულა.
+
  
  
ხაზი 11: ხაზი 10:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:მითიური მეფეები]]

მიმდინარე ცვლილება 00:48, 26 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

ლაომედონი(ბერძნ.) ტროას მეფე. ილოსის ძე. ჰესიონეს, პრიამოსისა და ტითონოსის მამა.

როდესაც ტროაში გამეფდა ლაომედონი, განიზრახა ქალაქის გარშემო გალავნის აგება. მას გაუმართლა: მოხდა ისე, რომ ზუსტად იმ ხანად ზევსს აუმბოხდნენ აპოლონი და პოსეიდონი. უზენაესმა ღმერთმა ისინი დასაჯა, აიძულა მიხმარებოდნენ ლაომედონს გალავნის აგებაში. ასე ამბობენ, პოსეიდონი აშენებდაო, აპოლონი კი ჩანგს აჟღერებდა და მწყემსავდა არვეს. ლელეგი ეაკოსიც მათ გვერდით იყო. ასე რომ, მალე აიგო დიდებული გალავანი, მაგრამ ლაომედონმა თავის ღვთაებრივ მშენებლებს სამადლობელი საზღაური არ მიაგო. განრისხდნენ ღმერთები: აპოლონმა ტროას ჭირი მიუვლინა, პოსეიდონმა – ზღვის ურჩხული, რომელიც ადამიანებს იტაცებდა და შთანთქავდა. შეწუხდნენ ტროელები, მიმართეს სამისნოს და შეიტყვეს, რომ მათ თავს დამტყდარი უბედურება მხოლოდ მაშინ დასრულდებოდა, თუ მეფის ასულ ჰესიონეს გასწირავდნენ ზღვის ურჩხულისთვის. ლაომედონმა თავისი ხელით მიიყვანა მშვენიერი ჰესიონე კბოდესთან და მიაჯაჭვა. ეს რომ შეიტყო გმირმა ჰერაკლემ, ქალიშვილის დახსნა განიზრახა. მან იცოდა, რომ ლაომედონს ოდესღაც ჰყავდა ულამაზესი ძე განიმედესი, რომელიც მოეწონა ზევსს და თან წაიყვანა ოლიმპოსზე. სანაცვლოდ კი მეფეს დიდებული მერნები უბოძა. სწორედ ეს მერნები სთხოვა ჰერაკლემ ლაომედონს ჰესიონეს ხსნის გასამრჯელოდ. მეფე დათანხმდა. როდესაც ჰერაკლემ განგმირა საზარელი ურჩხული, ჰესიონე ჯაჭვებიდან ჩამოხსნა და მეფეს ეახლა ძვირფასი ძღვენით, ვერ მიიღო ზევსის მერნები. სიტყვა გატეხა ლაომედონმა. გმირს არ შეეძლო მაშინვე გადაეხადა სამაგიერო ცბიერი მეფისათვის – მისი ამალა მცირერიცხოვანი იყო და ვერ გაუმკლავდებოდა ტროას მთელ ლაშქარს. დროც არ ითმენდა. ჰერაკლეს სხვა საქმეები ელოდა. მაგრამ მალე მობრუნდება იგი ტროაში, აიღებს ქალაქს და სიცოცხლეს გამოასალმებს მეფეს, რომელმაც პირობა არ შეასრულა.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები