ჰესიონე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰესიონე(ბერძნ.) ტროას მეფის, ლაომედონის ასული.

როდესაც ლაომედონი ტროას გალავანს აშენებდა, მას გაუმართლა: იმ ხანად ზევსს ღმერთები აუმბოხდნენ. განრისხებულმა ზევსმა აპოლონი და პოსეიდონი აიძულა დღიურ მუშებად ემსახურათ ლაომედონთან. მეფემ პირი გატეხა და სამუშაოს დასრულების შემდეგ საზღაური არ გადაუხადა ღმერთებს. მაშინ პოსეიდონმა მას მიუგზავნა ზღვის ურჩხული, რომელიც ტროას აჩანაგებდა. ორაკულის რჩევით, ამ უბედურებისაგან თავდასაღწევად საჭირო იყო მეფის ასულის მსხვერპლად შეწირვა. მეფემაც, ხალხმაც გაიმეტეს ჰესიონე და კლდეს მიაჯაჭვეს. იგი გადაარჩინა გმირმა ჰერაკლემ, რომელმაც მოკლა ურჩხული. სანაცვლოდ ლაომედონს მისთვის ზევსის მიერ ნაბოძები მერნები უნდა მიეცა. არც ეს პირობა შეასრულა ლაომედონმა. ამ ამბებიდან მცირე ხნის შემდეგ ჰერაკლე დიდძალი ლაშქრით შეიჭრა ტროაში, დაამხო ქალაქი, ლაომედონი სიცოცხლეს გამოასალმა, მისი ქალიშვილი კი ტელამონზე დააქორწინა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები