ახალციხის საფაშო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 7: ხაზი 7:
 
ათ. მხედარს ითვლიდა.  
 
ათ. მხედარს ითვლიდა.  
  
ახალციხის საფაშო ოსმალეთისათვის ხელსაყრელი [[პლაცდარმი]] იყო, ერთი მხრით, დასავლეთ [[საქართველო|საქართველოზე]] სამეთვალყურეოდ, ხოლო მეორე მხრით, ქართლ-კახეთის საწინააღმდეგოდ და დაღესტანთან დასაკავშირებლად. ახალციხეში თავს აფარებდნენ ლეკთა მოთარეშე [[რაზმი (სამხედრო)|რაზმები]] ([[ლეკიანობა]]).
+
ახალციხის საფაშო ოსმალეთისათვის ხელსაყრელი [[პლაცდარმი]] იყო, ერთი მხრით, დასავლეთ [[საქართველო|საქართველოზე]] სამეთვალყურეოდ, ხოლო მეორე მხრით, [[ქართლი|ქართლ]]-კახეთის საწინააღმდეგოდ და დაღესტანთან დასაკავშირებლად. ახალციხეში თავს აფარებდნენ ლეკთა მოთარეშე [[რაზმი (სამხედრო)|რაზმები]] ([[ლეკიანობა]]).
  
 
ქართველ მეფეებს, განსაკუთრებით [[ერეკლე II|ერეკლე II-ს]], არაერთხელ ულაშქრიათ ახალციხის საფაშოში ([[ასპინძის ბრძოლა 1770]]). 1828-29 წლებში, [[რუსეთ-ოსმალეთის ომი 1828-29|რუსეთ-ოსმალეთის ომი]]ს დროს, [[რუსეთი|რუსეთის]] [[ჯარები|ჯარებმა]] [[იერიში|იერიშით]] აიღეს ახალციხე და საფაშოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაიპყრეს. ეს ტერიტორია 1829 წელს [[ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებები|ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით]] რუსეთის მფლობელობაში გადავიდა.  
 
ქართველ მეფეებს, განსაკუთრებით [[ერეკლე II|ერეკლე II-ს]], არაერთხელ ულაშქრიათ ახალციხის საფაშოში ([[ასპინძის ბრძოლა 1770]]). 1828-29 წლებში, [[რუსეთ-ოსმალეთის ომი 1828-29|რუსეთ-ოსმალეთის ომი]]ს დროს, [[რუსეთი|რუსეთის]] [[ჯარები|ჯარებმა]] [[იერიში|იერიშით]] აიღეს ახალციხე და საფაშოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაიპყრეს. ეს ტერიტორია 1829 წელს [[ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებები|ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით]] რუსეთის მფლობელობაში გადავიდა.  

12:00, 20 დეკემბერი 2019-ის ვერსია

ახალციხის საფაშო – ჩილდირის ვილაიეთი, ოსმალთა იმპერიის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული მის მიერ დაპყრობილ სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე. ჩამოყალიბდა XVI საუკუნის ბოლოს. ახალციხის საფაშოს შემადგენლობაში შედიოდა სამხრეთ ქართული პროვინციები – სამცხე, ჯავახეთი, პალაკაციო, კოლა, არტაანი, ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, აჭარა და სხვა.

ახალციხის საფაშოს პოლიტიკური ორგანიზაცია ოსმალურ საფუძველზე იყო მოწყობილი, თუმცა ქართული ფეოდალური გადმონაშთების სახით მთელ რიგ თავისებურებებს ინარჩუნებდა, რითიც გამოირჩეოდა სხვა ოსმალური ვილაიეთებისაგან. ახალციხის ფაშებად, როგორც წესი, გამაჰმადიანებული ქართველი ფეოდალები ინიშნებოდნენ, ძირითადად, ათაბაგთა (ჯაყელების) საგვარეულოდან.

ახალციხის საფაშოს სამხედრო ძალებში შედიოდნენ ციხეებისა და ქალაქების გარნიზონები, დაქირავებულთა რაზმები და სიპაჰთა ფეოდალური ლაშქარი. ეს უკანასკნელი ძირითადად გამაჰმადიანებული ქართველი თავადაზნაურებისა და მათი მხლებლებისაგან შედგებოდა და XVII საუკუნის 50-იან წლებში 2 ათ. მხედარს ითვლიდა.

ახალციხის საფაშო ოსმალეთისათვის ხელსაყრელი პლაცდარმი იყო, ერთი მხრით, დასავლეთ საქართველოზე სამეთვალყურეოდ, ხოლო მეორე მხრით, ქართლ-კახეთის საწინააღმდეგოდ და დაღესტანთან დასაკავშირებლად. ახალციხეში თავს აფარებდნენ ლეკთა მოთარეშე რაზმები (ლეკიანობა).

ქართველ მეფეებს, განსაკუთრებით ერეკლე II-ს, არაერთხელ ულაშქრიათ ახალციხის საფაშოში (ასპინძის ბრძოლა 1770). 1828-29 წლებში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, რუსეთის ჯარებმა იერიშით აიღეს ახალციხე და საფაშოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაიპყრეს. ეს ტერიტორია 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით რუსეთის მფლობელობაში გადავიდა.

ახალციხის საფაშოს ოსმალთა ხელში დარჩენილი მიწები XIX საუკუნის შუა წლებში სხვადასხვა ვილაიეთებს (პროვინციებს) შეუერთდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები