ისისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 19: ხაზი 19:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ეგვიპტური მითები]]
 
[[კატეგორია:ეგვიპტური მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:ქალღმერთები]]
 +
[[კატეგორია:ეგვიპტური ქალღმერთები]]

15:34, 7 ივლისი 2017-ის ვერსია

ისისი და ნეფერთარი. ნეფერთარის სამარხის ფერწერა

ისისი – იზიდა, (ეგვიპტ.) ქალღმერთი, გების (მიწის) და ნუთის (ცის) ასული, ოსირისის და და მეუღლე, ჰორის დედა.

მითოსში ისისი გვევლინება, როგორც ერთგული მეუღლე, რომელიც თავის დასთან ნეფთისთან ერთად ფრინველად ქცეული მოძებნის მუხანათი ძმის, სეთის ხელით მოკლული ოსირისის ცხედარს, დასტირის მას, ჩაისახავს მისგან ძეს – ჰორს მამის შურისმგებლად და გვევლინება როგორც დედა, რომელიც ზრუნავს ობლად დარჩენილ ჰორზე და ცდილობს მემკვიდრეობის უფლება აღუდგინოს მას, როგორც ოსირისის კანონიერ ძეს; ებრძვის თავის ძმას სეთს, რომელიც ცდილობს ოსირისის ადგილის დაკავებას.

სეთსაც ჰქონდა თავისი სიმართლე: როცა ცოცხალია უფროსი ძმა, უმცროსს (ჰორი ძმად არის ჩათვლილი) რატომ უნდა მიეცეს მეფობაო? ჰორი კი ამბობდა: ნუთუ მეფობა მიეცემა ძმას დედის მხრიდან, როცა ღვიძლი შვილი ცოცხალიაო? ნუთუ მიეცემა სეთს ოსირისის ღირსება, როცა ძე მისი, ჰორი, აქ არის? დავა ღმერთებმა ვერ გადაწყვიტეს, ზოგი სეთს ემხრობოდა, ზოგი – ჰორს. ბოლოს, ისისმა ხერხი იხმარა: სეთს მშვენიერი მწყემსი ქალის სახით გამოეცხადა და ასეთი საჩივარი მოახსენა: „მე მწყემსის ცოლი ვიყავი და მეყოლა შვილი. ქმარი მომიკვდა და ყმაწვილმა მემკვიდრეობად მიიღო მამის ნახირი. მოვიდა უცხო კაცი, დაჯდა ჩვენ ხულაში და უთხრა ჩემს შვილს: გცემ და წაგართმევ ნახირს და გაგაგდებ აქედან. ბიჭს მამა არ ჰყავს, არავინ არის, რომ დაიცვას იგი უცხო მოძალადისგან. გთხოვ, შენ დაიცვა ჩემი შვილი“. სეთმა უთხრა, „ნუთუ ნახირი უცხო კაცს ჩაუვარდება ხელში, როცა პატრონის ვაჟი ცოცხალია?“ ისისსაც ამ პასუხის მოსმენა უნდოდა მისგან, უცებ ძერად გადაიქცა, ხეზე აფრინდა და სეთს ჩამოსძახა: ივალალე! შენმა საკუთარმა ბაგემ წარმოთქვა ეს და შენმავე გონებამ გაგამტყუნა! ასე გაამარჯვებინა ისისმა ჰორს, რომელიც მამის ნაცვლად გამეფდა.

ისისი არა მხოლოდ თავისი ძის ჰორის ინტერესებისთვის იბრძვის, არამედ თავისი თავისთვისაც. ისისმა მოისურვა ძალაუფლება მოეპოვებინა მზის ღმერთზე, რაეზე, რისთვისაც მას მისი საიდუმლო სახელი („რომელიც უწოდა მას დედამ შობისას“) უნდა გაეგო. ქალღმერთმა შექმნა გველი რაერაეს ნერწყვში აზელილი მიწისგან და დააგდო რაეს გასავლელ გზაზე. გველმა უკბინა მზის ღმერთს, დაშხამა და შხამი, როგორც ცეცხლი, აგიზგიზდა მის სხეულში. არც ერთმა ღმერთმა, რომელსაც კი შეევედრა იგი, არ მოისურვა მისი განკურნება. ერთადერთი ისისი გამოეხმაურა, ოღონდ განკურნების პირობად საიდუმლო ჭეშმარიტი სახელის გამხელა მოსთხოვა. მაგრამ რაეს არ სურს მისი გამხელა: ჩამოუთვლის უამრავ სახელს, რომელთაგან არც ერთი არ არის ჭეშმარიტი. ისისი ხვდება და უარს ამბობს განკურნებაზე. შხამი კი წვავს შიგნიდან რაეს სხეულს. ბოლოს, გაწამებული რაე გაუმჟღავნებს თავის ნამდვილ სახელს. ისისი წარმოთქვამს შელოცვას და რაეც განიკურნება. ამ მითოსს პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა: როგორც რაე განიკურნა შხამისგან, ასე განიკურნება ყველა გველნაკბენი, თუ ამ ტექსტს წაუკითხავენ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები