ნუთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნუთი
(ძვ. წ. I ს.), ჰეიდელბერგი, არქეოლოგიური მუზეუმი

ნუთი(ეგვ.) ცის ქალღმერთი (სხვა მითოლოგიებისა და რელიგიებისგან განსხვავებით, ცა ეგვიპტელების წარმოდგენაში მდედრული ბუნებისაა, მიწა კი – მამრული), ღმერთთა ცხრეულის (ენეადის) ერთ-ერთი წევრი; შუსა და თეფნუთის ნაშიერი მიწა-გებთან ერთად. თავის მხრივ, ნუთის შვილები არიან ცის კაბადონზე განლაგებული ვარსკვლავები და თავად რაე, მზის ღმერთი.

ნუთი – ცა ფურის სახით

ნუთი დიდი, მიწაზე გადმომხობილი ფურის სახით არის წარმოდგენილი, ვარსკვლავები ღამით მის მუცელზე მოძრაობენ, დღისით კი მის მუცელში არიან, რადგან დილით ყლაპავს მათ. ამან გააჯავრა მისი მეუღლე გები, ამიტომაც შუმ, როგორც ჰაერის სივრცემ, განაშორა მეუღლეები ერთმანეთისგან.








წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები