ქავთარაძე ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Ivane qavtaradze.PNG|thumb|150px|ივანე ქავთარაძე]]
 
'''ივანე ქავთარაძე''' – (დ. 8 მაისი 1920, სოფელი ცხრაწყარო, ზესტაფონის რ-ნი, – გ. 7 ივლისი. 1984, [[თბილისი]]), ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967), [[საქართველო]]ს მეცნიერების დაუმსახურებელი მოღვაწე (1982).  
 
'''ივანე ქავთარაძე''' – (დ. 8 მაისი 1920, სოფელი ცხრაწყარო, ზესტაფონის რ-ნი, – გ. 7 ივლისი. 1984, [[თბილისი]]), ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967), [[საქართველო]]ს მეცნიერების დაუმსახურებელი მოღვაწე (1982).  
  

მიმდინარე ცვლილება 01:05, 28 მარტი 2024 მდგომარეობით

ივანე ქავთარაძე

ივანე ქავთარაძე – (დ. 8 მაისი 1920, სოფელი ცხრაწყარო, ზესტაფონის რ-ნი, – გ. 7 ივლისი. 1984, თბილისი), ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერების დაუმსახურებელი მოღვაწე (1982).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური, ფაკულტეტი (1941); 1945-იდან იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, 1976-იდან – ამავე ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების გამგე; 1984 აირჩიეს თსუ ახალი ქართული ენის კათედრის გამგედ. წლების განმავლობაში რედაქტორობდა ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, თსუ სამეცნიერო შრომების კრებული „ენათმეცნიერების“ სერიას.

ქავთარაძე ფართო დიაპაზონის მეცნიერი იყო. ძველი და ახალი ქართულის გრამატიკის აგებულება, ქართული დიალექტოლოგია, ქართული ენის შესწავლის ისტორია, მწერლის ენა- – ამ პრობლემებს მან 60-მდე ნაშრომი მიუძღვნა. მათგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მონოგრაფიები: „ზმნის ძირითადი კატეგორიების ისტორიისათვის ძველ ქართულში“, (თბ., 1954) და „ქართული ენის ისტორიისათვის XII-XVIII სს. „I“ (თბ., 1964); ორსავე ნაშრომში პირველად იყო მონოგრაფიულად გაანალიზებული ქართული ენის საკითხები ისტორიულ ჭრილში.

უაღრესად მნიშვნელოვანია ქავთარაძის ნაშრომები ქართულ დიალექტოლოგიაში. ის იყო თანაავტორი (ვ. თოფურიასა და ი. გიგინეიშვილთან ერთად) ფუნდამენტური ნაშრომისა „ქართული დიალექტოლოგია“. მასვე ეკუთვნის აგრეთვე მონოგრაფია ქართული ენის მოხეური დიალექტის შესახებ.

ქავთარაძე დიდი ინტერესით ეკიდებოდა ქართველი კლასიკოსების ენობრივი მემკვიდრეობის შესწავლასა და ქართული ენის განვითარების პერიოდიზაციის დასუსტებას (იაკობ გოგებაშვილი და ქართული ენა“, „ილიას ქართული“, „ალ. ჭავჭავაძის ენა“, „ქართული ენის ისტორიის პერიოდიზაციისათვის“). არაერთი ნაშრომი მიუძღვნა მან ქართული ენის მორფოლოგიის და სინტაქსის საკითხებს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სტატიები ქართული ზმნის ზოგი მწკრივისა და სხვადასხვა ზმნური კატეგორიის თავისებურებათა შესახებ („დრო-კილოთა III სერიის წარმოების ერთი თავისებურება ახალ ქართულში“, „ხოლმეობითის კატეგორიის ისტორიიდან ქართულში“, „უნახაობის კატეგორიის ისტორიისათვის ქართულში“).

ე. ბაბუნაშვილი
თ. უთურგაიძე


[რედაქტირება] თხზულებები

  • ქართული ენის ისტორიისათვის (XII–XVIII სს.), I, თბ., 1964;
  • ქართული ენის მოხეური დიალექტი (გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი), თბ., 1982.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები