სინტაქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სინტაქსი''– (< ბერძნ. syntaxis – შედგენა, წყობა), [[გრამატიკა|გრამატ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სინტაქსი''–  (< ბერძნ. syntaxis – შედგენა, წყობა),  [[გრამატიკა|გრამატიკის]] დარგი, რომელიც შეისწავლის სიტყვათა შეკავშირებასა და წინადადებათა ტიპებს.
+
'''სინტაქსი''' –  (< ბერძნ. syntaxis – შედგენა, წყობა),  [[გრამატიკა|გრამატიკის]] დარგი, რომელიც შეისწავლის სიტყვათა შეკავშირებასა და წინადადებათა ტიპებს.
  
ტრადიციული გაგებით. სინტაქსი როგორც გრამატიკის დარგი, არკვევს, რა და რა ტიპის სიტყვები შეეწყობა ერთმანეთს და როგორ, რა დანიშნულება აქვს წინადადებაში შემავალ სიტყვებს: განიხილავს წინადადების აღნაგობას, მის ტიპებსა და თითოეულისათვის დამახასიათებელ გრამატიკულ თავისებურებებს და აგრეთვე იმ საშუალებებს, რომელთა მეოხებითაც ხორციელდება სიტყვათა შეთანხმება წინადადებასა და სიტყვათა შეკავშირებაში.  
 
მიმდინარე ცვლილება 00:08, 21 თებერვალი 2024 მდგომარეობით

სინტაქსი – (< ბერძნ. syntaxis – შედგენა, წყობა), გრამატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სიტყვათა შეკავშირებასა და წინადადებათა ტიპებს.

ტრადიციული გაგებით. სინტაქსი როგორც გრამატიკის დარგი, არკვევს, რა და რა ტიპის სიტყვები შეეწყობა ერთმანეთს და როგორ, რა დანიშნულება აქვს წინადადებაში შემავალ სიტყვებს: განიხილავს წინადადების აღნაგობას, მის ტიპებსა და თითოეულისათვის დამახასიათებელ გრამატიკულ თავისებურებებს და აგრეთვე იმ საშუალებებს, რომელთა მეოხებითაც ხორციელდება სიტყვათა შეთანხმება წინადადებასა და სიტყვათა შეკავშირებაში.

იმ ენებში, სადაც სიტყვები მდიდარია მიმოსახრელი, ანუ ფორმაცვალების აფიქსებით, მორფოლოგიადა სინტაქსი გრამატიკის თანასწორუფლებიანი დარგებია. სინტაქსური კატეგორიები მჭიდროდ არის დაკავშირებული მორფოლოგიურ კატეგორიებთან. მაგ. ბრუნვისა და რიცხვის მორფოლოგიური, კატეგორიები არსებითია სინტაქსში სიტყვათა შეწყობისათვის – შეთანხმებისა და ჩართვისათვის.

სინტაქსის საგნის შესახებ ენათმეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. რამდენადაც „სიტყვა“ ყველა ენაში არ არის თანაბრად დამოუკიდებელი ერთეული, შემოთავაზებულია სინტაქსის უფრო ზოგადი („სიტყვის“ ცნების ავლით) დეფინიცია, რომლის თანახმად, სინტაქსი სწავლობს წინადადების წევრებს შორის ურთიერთმიმართებებს და იმ წესებს, რომელთა საფუძველზეც ხდება წინადადებათა განლაგება ფართო მიმდევრობებში. ამ დეფინიციის მიხედვით შეიძლება ლაპარაკი „სიტყვათა სინტაქსზეც“. ტრანსფორმაციულ გრამატიკაში სინტაქსური კომპონენტი გაგებულია როგორც გრამატიკის სამი ძირითადი კომპონენტიდან ერთ-ერთი (ფონოლოგიურ და სემანტიკურ კომპონენტებთან ერთად). რომელიც შეიცავს წესებს სინტაქსურ სტრუქტურათა წარმოსაქმნელად. ერთი თვალსაზრისით, სინტაქსის საგნად სიტყვათა შეხამება-შეკავშირებაა მიჩნეული, სხვა თვალსაზრისით – წინადადება, წინადადების წევრები. ქართული ენის სინტაქსის მკვლევრები აანალიზებენ წინადადებას როგორც სიტყვათა შეხამება-შეკავშირების, ასევე წინადადების წევრთა სტატუსის დადგენის თვალსაზრისით.

ცალკეულ ერთეულთა სინტაქსური ფუნქცია წინადადებაში სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს იმისდა მიხედვით, თუ რა ლოგიკურ, გრამატიკულ, სტილისტიკურ, საკომუნიკაციო დატვირთვას შეიძენენ ისინი. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სინტაქსური ელემენტების ფუნქციაზე: შეხამებულ ერთეულთა გრამატიკული ფორმა; მათი განლაგების რიგი; მათი შემაერთებელი დამხმარე სიტყვები; ინტონაცია, რიტმო-მელოდიკა და სხვ.

გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოიკვეთა ტენდენცია სინტაქსის სფეროს გაფართოებისა პრაგმატიკისა და კომუნიკაციის თეორიის მიმართულებით. თანდათანობით სინტაქსურ კვლევაში შემოდის ისეთი პრობლემები. როგორიცაა წინადადების მიმართება მასში აღწერილ სიტუაციებთან, ზეფრაზული ერთეულების ანალიზი, სუბიექტური ინტერპრეტაციები და მისთ.

კვლევის სფეროს გაფართოების შესაბამისად, სინტაქსური ანალიზისათვის ნაირგვარი მეთოდებია გამოყენებული. მათგან უმთავრესია, ერთი მხრივ, წინადადების „ტრადიციული“ ანალიზი წევრთა მიხედვით, ხოლო, მეორე მხრივ სტრუქტურალისტური ანალიზი, კერძოდ – სინტაგმატური ანალიზის მეთოდი, წინადადების ანალიზი უშუალო შემადგენელთა მიხედვით. ამ უკანასკნელისაგანაა განვითარებული ტრანსფორმაციული და რელაციური მეთოდები, დისტრიბუციული ანალიზი. არის ცდები ფსიქოლინგვისტური, სტილისტიკური, სემანტიკური თუ სხვ. მეთოდების დანერგვისა სინტაქსური ანალიზის სფეროში.

კ. გაბუნია

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ. 1977;
  • ენუქიძე ლ. ძირითადი სინტაქსური თეორიები, თბ. 1988.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები