სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(Sin.Geo.O.15. ოთხთავი.)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
==== ბიბლიური წიგნები ====  
 
==== ბიბლიური წიგნები ====  
 
===== Sin.Geo.O.15. ოთხთავი. =====  
 
===== Sin.Geo.O.15. ოთხთავი. =====  
978 წ. 293 ფ.; ეტრატი; 19x14სმ.; ნუსხური; ღია ყავისფერი ტყავის ყდა; გადამწერი და შემმოსველი: იოვანე-ზოსიმე; გადაწერის ადგილი: სინაწმინდა. ოთხთავი ადრებიზანტიური რედაქციის ტექსტია. ფიქრობენ, რომ იგი კესარიული ოთხთავის თარგმანია (Blake 1928(a): 291, შენ.7; Lyonnet 1935: 376 n°7; ჯავახიშვილი 1947: 34-36; Vööbus 1954:185; მელიქიშვილი 2012(a): 161,169-170). ამონიოსის სექცია მარცხენა არშიაზეა აღნიშნული, ევსების კანონები-შიდაზე. ხელნაწერს ერთვის ანდერძი, რომელშიც მოხსენიებულნი არიან იოვანე-ზოსიმეს თანამედროვე სინელი მამები. წიგნი დათარიღებულია: „... ოდეს ესე დაიწერა სინა წმიდას ჴელითა იოვანე ფრიად ცოდვილისა იოვანე ზოსიმისითა დ[...] წელნი იყვნეს ხფპბ და ქორონიკონი იყო“ (292r). ხელნაწერის შესახებ ცნობები რამდენჯერმეა გამოქვეყნებული (Цагарели 1888:199 n°8; ჯავახიშვილი 1947:34-36).
+
978 წ. 293 ფ.; ეტრატი; 19x14სმ.; [[ნუსხური]]; ღია ყავისფერი ტყავის ყდა; გადამწერი და შემმოსველი: იოვანე-ზოსიმე; გადაწერის ადგილი: სინაწმინდა. ოთხთავი ადრებიზანტიური რედაქციის ტექსტია. ფიქრობენ, რომ იგი კესარიული ოთხთავის თარგმანია (Blake 1928(a): 291, შენ.7; Lyonnet 1935: 376 n°7; ჯავახიშვილი 1947: 34-36; Vööbus 1954:185; მელიქიშვილი 2012(a): 161,169-170). ამონიოსის სექცია მარცხენა არშიაზეა აღნიშნული, ევსების კანონები-შიდაზე. ხელნაწერს ერთვის ანდერძი, რომელშიც მოხსენიებულნი არიან იოვანე-ზოსიმეს თანამედროვე სინელი მამები. წიგნი დათარიღებულია: „... ოდეს ესე დაიწერა სინა წმიდას ჴელითა იოვანე ფრიად ცოდვილისა იოვანე ზოსიმისითა დ[...] წელნი იყვნეს ხფპბ და ქორონიკონი იყო“ (292r). ხელნაწერის შესახებ ცნობები რამდენჯერმეა გამოქვეყნებული (Цагарели 1888:199 n°8; ჯავახიშვილი 1947:34-36).
  
 
===== Sin.Geo.O.38. ოთხთავი. =====  
 
===== Sin.Geo.O.38. ოთხთავი. =====  

23:46, 7 თებერვალი 2024-ის ვერსია

სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართული ხელნაწერები — ქართული ხელნაწერი წიგნის საზღვარგარეთულ კოლექციათა შორის საგანგებო მნიშვნელობა ენიჭენა სინის წმ. ეკატერინეს მონასტრის წიგნსაცავში დაცულ ქართულ მანუსკრიპტებს, როგორც ყველაზე ადრეულ და მრავალრიცხოვან კოლექციას, რომელიც აერთიანებს IX-XV სს-ში გადაწერილ სასულიერო შინაარსის 221 ხელნაწერ წიგნსა და ფრაგმენტს.

ეს ვრცელი კოლექცია პირობითად 2 ნაწილად იყოფა. პირველს ეწოდება ძველი (Sin. Geo. O.), ვინაიდან სამეცნიერო საზოგადოებას ცნობები მის შესახებ უკვე XIX ს-ვე მიაწოდეს პ. უსპენსკიმ (Успенский 1856(a):211-213;1856(b):240) და კონსტანტინე ფონ ტიშენდორფმა, რომელთაც საგანგებოდ არ შეუსწავლიათ ქართული ხელნაწერი წიგნები, მაგრამ სწორედ მათი მეშვეობით ეს ქართული წერილობითი სიძველეები მოხვდა პეტერბურგისა და ევროპის წიგნსაცავებში. ოდნავ მოგვიანებით სინის მთას ეწვია და 92 ხელნაწერი წიგნის აღწერილობა შეადგინა ალ. ცაგარლმა (Цагарели 1988). 1902 წელს, როდესაც წმინდა ეკატერინეს მონასტერს ეწვივნენ ნ. მარი და ივ. ჯავახიშვილი, საცავში მხოლოდ 87 ხელნაწერი ინახებოდა. გარდა რაოდენობის კლებისა, 1902 წლის ექპედიციამ ალ. ცაგარლისეულ კატალოგთან სხვა სახის შეუსაბამობაც გამოავლინა, კერძოდ, ნიკო მარის მიერ აღწერილი 44 ხელნაწერიდან (Марр 1903;1940) ალ. ცაგარლის კატალოგში შესატყვისი არ მოეძებნა 6 ხელნაწერს (მარ.№№ 41, 49, 53, 54, 92, 96), ხოლო ივ. ჯავახიშვილის მიერ აღწერილი 44 ხელნაწერიდან (ჯავახიშვილი 1947) ცაგარლის კატალოგში ანალოგი არ მოეძებნა 3 (ჯავ.№№2, 10, 21). 1927 წელს სინის მთაზე იმყოფებოდა ცნობილი ამერიკელი ბიზანტინისტი რობერტ პიერპონტ ბლეიკი. მისი ცნობებით, ალ. ცაგარლის კატალოგში არსებულ ხელნაწერთაგან 12 (ცაგ.№№ 1,2,9, 28, 29, 40, 65, 66, 69,81, 92, 93) აღარ იყო სინის მთაზე (Blake 1932(c):273-276). განსაკუთრებული წვლილი სინის ქართულ ხელნაწერთა კვლევასა და კატალოგიზაციაში შეიტანა ბელგიელმა ორიენტალისტმა ჟერარ გარიტმა. მასაც წიგნსაცავში დახვდა მხოლოდ 87 ქართული ხელნაწერი. ჟ. გარიტმა ალ. ცაგარლისეულ კატალოგთან შესატყვისობები მოუძებნა ნ. მარისა და ივ. ჯავახიშვილის მიერ აღწერილ ხელნაწერებს და თავადაც შეადგინა 36 არალიტურგიკული ხელნაწერი წიგნის აღწერილობა (Garitte 1956(a).

ჯერ კიდევ XX ს-ის დასაწყისში გაირკვა, რომ ალ. ცაგარლის ყოფნის შემდგომ სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის წიგნსაცავიდან გატანილი იყო 8 ხელნაწერი წიგნი, რომელთაგან 5 ამჟამად გრაცის ბიბლიოთეკაშია დაცული, 1 გეტინგენში, 1 პრინსტონში და ამავე ხელნაწერის 1 ფურცელი - პარიზში, 1-ია (ცაგ.81) ნაწილი - პეტერბურგსა და ნაწილი-აშშ-ში, კერძო კოლექციაში. 7 ხელნაწერის (ცაგ.№№22, 34, 36, 40, 51, 62, 66) ბედი დღემდე უცნობია. არსებული აღწერილობებისა და XX ს-ის 50-იან წლებში კონგრესის ბიბლიოთეკის დახმარებით მიღებული ძველი კოლექციის ხელნაწერ წიგნთა მიკროფირების საფუძველზე ქართველ მეცნიერებს მიეცათ აღნიშნული წერილობითი ძეგლების კვლევისა და ვრცელი სამეცნიერო აღწერილობების შედგენის საშუალება.

XX ს-ის 80-იან წლებში ე. მეტრეველის ხელმძღვანელობითა და რედაქციით კ.კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევართა ჯგუფმა (ე. მეტრეველი, ლ. ხევსურიანი, ც. ჭანკიევი, ლ. ჯღამაია) აღწერა და ვრცელი კომენტარების დართვით გამოსცა ძველი სინური კოლექციის ლიტურგიკული ხელნაწერები (აღწერილობა 1978(a); 1979; 1987). აღნიშნული აღწერილობების შედგენისა და ლიტურგიკულ ხელნაწერთა კვლევის პროცესში თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ სინის მთის ეკატერინეს მონასტერში დაცულ ქართულ ხელნაწერებთა უდიდესი ნაწილი წარმოადგენს ადრექრისტიანული ტრადიციის საღვთისმსახურო კრებულს. სინური ქართული კოლექციის ხელნაწერთა სიძველემ უცხოელ მკვლავერთა დიდი ყურადღება დაიმსახურა. ამ წიგნებმა შემოინახეს ზოგადად, აღმოსავლური ქრისტიანული მწერლობის ეტაპობრივი განვითარების სურათი. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია X ს-ში სინის მთაზე მოღვაწე რედაქტორისა და გადამწერის, იოანე-ზოსიმეს, ხელიდან გამოსულმა ლიტურგიკულმა კრებულმა Sin. Geo.O. 34, რომლის ტექსტები და კომენტირებული კალენდარი ბერძნულ წყაროთა მიხედვით გამოსცა ჟ. გარიტმა (Garitte 1958).

ახალი კოლეცია (Sin.Geo.N.) აღმოჩნდა 1975 წელს ეკატერინეს მონასტრის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის შემდგომ. 1981 წელს გერმანელი მეცნიერის ი. ასფალგის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აკაკი შანიძემ და მზექალა შანიძემ 1981 წელს გამოაქვეყნეს ზოგადი ხასიათის წერილები ახლადაღმოჩენილი ხელნაწერების შესახებ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ძალისხმევით 1990 წელს სინის მთაზე გაემგზავრა ქართველ მაცნიერთა (ზ. ალექსიძე და მ. ქავთარია) პირველი ექსპედიცია. 1994, 1996 წლებში წმ. ეკატერინეს მონასტერში მუშაობდა კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა (ზ. ალექსიძე, მ. შანიძე, მ. ქავთარია, ლ. ხევსურიანი, ლ. ქუთათელაძე, ნ. თარგამაძე, დ. გოგაშვილი, ი. იაკობაშვილი, თ. მესხი) მეორე და მესამე ექსპედიციები, რომელთა შედეგად სინის ეპისკოპოსსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე 2005 წელს გამოქვეყნდა ახალი კოლექციის კატალოგი ბერძნულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. კატალოგში შესულია 99 ეტრატის, 33 ქაღალდის ხელნაწერისა და 10 გრანილის აღწერილობა (აღმოჩენები 2005). 2014 წელს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა კიდევ ერთი ექსპედიცია (ბ. კუდავა, მ. კარანაძე, ლ. შათირიშვილი, ნ. ჩხიკვაძე, დ. ჩიტუნაშვილი, გ. ჟღენტი, დ. გურგენიძე) 1 კვირის განმავლობაში მუშაობდა ძველი და ახალი კოლექციის ხელნაწერთა კოდიკოლოგიური მონაცემების დაზუსტებასა და ფოტოფიქსაციაზე. ახალი კოლექციის აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ სინის მთის ქართული ხელნაწერების, არამედ შუა საუკუნეების სამონასტრო კრებულების, ლიტურგიკული პრაქტიკისა და ზოგადბიზანტიური სამწერლობო ტრადიციების კვლევისა და მანამდე უცნობი ფაქტებისა თუ რედაქციების გამოვლენისთვის. სწორედ ახალი კოლექციის ხელნაწერთა საფუძველზე გახდა შესაძლებელი ქართული ფილოლოგიისა და ისტორიოგრაფიის, ზოგადკავკასიური ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი პრობლემების შესწავლა, ალბანური ანბანის კვლევა და პუბლიკაცია (Aleksidze 2000:175-180; ალექსიძე 2001: 3-24; 2003: 5-15; 2011: 7-12, 13-25, 26-33, 57-66, 67-82; 83-92, 112-119,156-174, 205-213). ხელნაწერ წიგნებში დაცული თხზულებების ტექსტოლოგიური კვლევის გარდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ ნუსხებზე დართული ანდერძ-მინაწერების შესწავლას, იმ ისტორიული რეალიების გამოყოფას, რომელთა შესახებ გვაწვდიან ცნობებს ხელნაწერთა კოლოფონები. ნათელი ხდება, რომ სინის მთაზე ქართველ მოწესეთა ცხოვრებასა და საქმიანობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდა ინტენსიური ხასიათი (კლდიაშვილი1989: 117-135; 2008).

კოლექციის მრავალფეროვნების, სიძველისა და რედაქციული მნიშვნელობის გათვალიწინებით წინამდებარე გამოცემა სინურ ხელნაწერებს წარმოგიდგენთ წიგნების დარგობრივი დაჯგუფების მიხედვით, ქრონოლოგიის დაცვით. გამოცემაში ნუსხების კოდიკოლოგიური მონაცემები შემოტანილია არსებული აღწერილობებისა (Garitte 1956(a), აღწერილობა 1978(a), 1979, 1987; აღმოჩენები 2005) და ცალკეული მონოგრაფიული ნაშრომების საფუძველზე, რომლებიც მითითებულია შესაბამის ერთეულთან.

სარჩევი

ბიბლიური წიგნები

Sin.Geo.O.15. ოთხთავი.

978 წ. 293 ფ.; ეტრატი; 19x14სმ.; ნუსხური; ღია ყავისფერი ტყავის ყდა; გადამწერი და შემმოსველი: იოვანე-ზოსიმე; გადაწერის ადგილი: სინაწმინდა. ოთხთავი ადრებიზანტიური რედაქციის ტექსტია. ფიქრობენ, რომ იგი კესარიული ოთხთავის თარგმანია (Blake 1928(a): 291, შენ.7; Lyonnet 1935: 376 n°7; ჯავახიშვილი 1947: 34-36; Vööbus 1954:185; მელიქიშვილი 2012(a): 161,169-170). ამონიოსის სექცია მარცხენა არშიაზეა აღნიშნული, ევსების კანონები-შიდაზე. ხელნაწერს ერთვის ანდერძი, რომელშიც მოხსენიებულნი არიან იოვანე-ზოსიმეს თანამედროვე სინელი მამები. წიგნი დათარიღებულია: „... ოდეს ესე დაიწერა სინა წმიდას ჴელითა იოვანე ფრიად ცოდვილისა იოვანე ზოსიმისითა დ[...] წელნი იყვნეს ხფპბ და ქორონიკონი იყო“ (292r). ხელნაწერის შესახებ ცნობები რამდენჯერმეა გამოქვეყნებული (Цагарели 1888:199 n°8; ჯავახიშვილი 1947:34-36).

Sin.Geo.O.38. ოთხთავი.

979 წ.144 ფ., ეტრატი; 26x20,5სმ.; მთავრული; ნაკლული; შემორჩენილია ტვიფრული ყდის ქვედა ფრთა. შემმოსველი და რედაქტორი: იოვანე-ზოსიმე; გადაწერის ადგილი: სინაწმინდა. სახარება იწყება ლუკა 13,2-დან. ხელნაწერში გადაწერილია ლუკასა და იოვანეს სახარებები. მოგვიანებით ჩაკერებულია მარკოზისა და მათე მახარებელთა გრაფიკული გამოსახულებები. იოვანე-ზოსიმემ დაურთო სახარებას განთესულნი, ქრონიკონი, ანუ აღდგომის გამოანგარიშების ცხრილები, მთვარისა და მზის ციკლების ამსახველი 2 წრიული სქემა – პასქალიონები. წიგნის დასარულს გადაწერილია „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ ნუსხურით. აღდგომის ცხრილებს ახლავს იოვანე-ზოსიმესეული განმარტებითი მინაწერები. წიგნი თარიღდება ანდერძის საფუძველზე: „...ოდეს ესე წიგნი დაიწერა და შეიმოსა და გასრულდა ჴელითა იოვანე ფრიად ცოდვილისა ზოსიმესითა სინაწმიდას, დასაბამითგანნი წელნი იყვნეს ბერძულად ხჳოა და ქორონიკონი იყო პზ და ქართულად დასაბამითგანნი წელნი იყვნეს ხფპგ და ქორონიკონი იყო რჟთ ...“ ხელნაწერს აქვს რამდენიმე გვიანდელი მინაწერი. წიგნის საცავ ფურცელზე მიწერილი ერთ-ერთი მათგანი გვაწვდის ცნობას ლიპარიტ IV ბაღვაშის შესახებ: „...მას ჟამსა დავწერე ესე, ოდეს ლიპარიტ თურქთა გაუშუეს. გევედრები არაღირსი, ლოცვა-ყავთ“ 143v (კარანაძე 2007(a): 317-318). ხელნაწერის შესახებ ცნობები რამდენჯერმეა გამოქვეყნებული (Цагарели 1888:201-204 n°12; Марр 1903 (a):32; ჯავახიშვილი 1947:101-105; Vööbus 1954: 185; მელიქიშვილი 2012(a): 161).

Sin.Geo.O.30. ოთხთავი.

X ს. 161ფ.; ეტრატი; 25,5x20სმ.; მთავრული; გადამწერი: ეზრა ქობულიანისძე; რედაქტორი და შემმოსველი იოვანე-ზოსიმე: „და მჩხრეკალი ამისი იოვანე ფრიად ცოდვილი ლოცვასა წმიდასა თქუენსა გვედიეთ და ყოველი დაკლებულებაჲ შემინდვეთ“ (2r); შემორჩენილია ტყავგადაკრული ტვიფრული ყდის ზედა ფრთა, ესაა სინური კოლექციის პირველი სახარება, რომელიც იწყება ევსებიოსის კანონებით, ოღონდ დეკორირებულ კამარათა გარეშე. ყოველ სახარებას უძღვის მახარებლის გრაფიკული გამოსახულება. მთავრდება წიგნი ლუკას 10,29 მუხლზე და ტექსტი გრძელდება Sin.Geo.O.38-ში. სახარების თითოეული თავის დასასრულს ახლავს გადამწერის ანდერძი: „...დაიწერა წმიდაჲ სახარებაჲ წმიდისა მარკოზ მახარებელისაჲ თავი სლგ ჴელითა გლახაკის ეზრა ძისა ქობულეანისაჲთა...“ (121v). ხელნაწერის შესახებ ცნობები რამდენჯერმეა გამოქვეყნებული (Цагарели 1888:201 n°11; Lyonnet 1935: 376; ჯავახიშვილი 1947:51-53; Vööbus 1954: 185, not.3; მელიქიშვილი 2012(a): 161,169-170).

Sin.Geo.O.19. ოთხთავი.

1074 წ. 284 ფ.; ეტრატი; 20,5x14სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და განთესულნი სინგურით; გადამწერები: მიქაელი და მოსე; გადაწერის ადგილი: სინაწმიდა; ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა. ამონიოსის სექცია ერთვის მარცხენა აშიაზე მთავრულითა და სინგურით. ევსებიოსის კანონები არაა მითითებული ქვედა აშიაზე. ხელნაწერი შემკულია ჯვრებით. ოთხთავის თავებს არ უძღვის სასწაულთა საძიებლები, მაგრამ ერთვის „განგებაი სახარებისაჲ ბერძულსა წესსა ზედა, საძიებელი რიცხჳთ უცთომელი საწელიწდოჲ“. საკითხავები გაწერილია 1-ლი სექტემბრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ისევე, როგორც Sin.Geo.O.16. წიგნს ასრულებს „პავლენი სამსგებსონი“ (278v-283r). ძირითადი ანდერძის თანახმად, სახარება გადაწერილია ახალთარგმნილი დედნიდან: „ახალ თარგმნილისაგან დაგჳწერია და დედად დიად მართალი არს... ხოლო დაიწერა მთასა წმიდასა სინას, საყოფელსა წმიდისა და ღმრთისმხილველისა მოსესსა ქორონიკონი იყო სჟდ (1074 წ.)...“ ამავე შინაარსის მინაწერები იკითხება თითოეული სახარების დასარულს. (Цагарели 1888: 200-201 n°10; Марр 1903:26-27; Harnack 1903:837; Lyonnet 1935:376c; ჯავახიშვილი 1947:41-42; Vööbus 1954:205).

Sin.Geo.N.12. ოთხთავი.

1075 წ. 196 ფ.; ეტრატი; 19,2×14სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები მთავრულითა და სინგურით; ამონიოსის თავები, ევსების კანონები და საკითხავების სათვალავი მთავრულით; წიგნი შემკულია ჯვრებით; გადამწერი: მიქაელი; გადაწერის ადგილი: სინაწმინდა; უყდო. თითოეულ თავს მოსდევს გადამწერის ანდერძი, რომელშიც დასახელებული არიან სინელი ქართველი მამები, მითითებულია თარიღი: „...ხოლო დაიწერა მთასა წმიდასა სინასა,.. მას ჟამსა ქრონიკონი იყო სჟე“. ანდერძი საყურადღებო ცნობას გვაწვდის სამონასტრო წიგნებისა და, შესაბამისად, ლიტურგიკული პრაქტიკის თავისებურებათა შესახებ: „დედაჲ საუდაბნოედ დაწერილი იყო და ქუე გარესა კერძოსა რიცხუნი იგი შესაერთებელნი არა ეწერნეს“. საფიქრებელია, რომ სახარების ტექსტის ლიტურგიკულ მონაკვეთებად დაყოფაც უპასუხებდა არა ზოგადად სამონასტრო, თუ სამრევლო მსახურების, არამედ ცალკეული ლავრის პრაქტიკაში დადგენილ წესსაც. შეიცავს სახარების საწელიწდო საკითხავთა განგებას. განგება ბოლონაკლულია, წყდება დიდმარხვის მეოთხე კჳრიაკეზე. ანდერძებში დასახელებული ზოგიერთი პირი ნახსენებია Sin. Geo.O. 19 ხელნაწერშიც, რომელიც 1074 წელს გადაუწერია იმავე მიქაელს (Garitte1956(a):53–58). ანდერძის თანახმად, ოთხთავი კონსტანტინეპოლური რედაქციისაა და გადაწერილია გიორგი ათონელის ნარედაქციევი ტექსტიდან: „ახალ თარგმნილისაგან დაგჳწერია და დედაჲ ფრიად მართალ არს...ხოლო ესე ჭეშმარიტებით იცოდეთ...რამეთუ კონსტანტინეპოლეს შინა დამარხულ არს წმიდათა მახარებელთა ჴელითავე აღწერილი წმიდაჲ სახარებაჲ ძელისა ცხორებისასა თანა სამეფოსა საგანძურსა შინა და მისგან თარგმნილ არს.“ (188r)

Sin.Geo.O.16. ოთხთავი.

XIს. 331ფ.; ეტრატი; 20x14,5სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები; საზედაოები; განთესულნი სინგურით; გადამწერი: გაბრიელი; მომგებელი: დანიელ ჯვრის დეკანოზი; გადაწერის ადგილი: ჯვრის მონასტერი; ტყავგადაკტრული ტვიფრული ხის ყდა. ოთხთავი შემკულია ჯვრებით, ერთ-ერთი მათგანია ლორენული ანუ საპატრიარქო ჯვარი. ამ ტიპის ჯვრებით გაფორმებული ქართული ხელნაწერები ძირითადად XI ს-დან გვხვდება და კოსტანტინოპოლის ხელოვნებად მიიჩნევა (Шмерлинг 1967: 147-157; 1979: 149). სახარების ყოველ თავს უძღვის მახარებლის მიერ მის დაწერასთან დაკავშირებული ტრადიციული ეპილოგი, სასწაულთა ზანდუკი, ოთხთავს ერთვის საკითხავთა კონსტანტინეპოლურ ლიტურგიკულ კალენდარზე გაწყობილი წეს-განგება. წიგნის ამგვარი კომპოზიცია ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში გვხვდება XI ს-ის II ნახევრიდან. ყველა ნიშნის მიხედვით, ოთხთავი გიორგი ათონელის რედაქციისაა. მომგებლის ანდერძის მიხედვით, რომელიც ამჟამად დაკარგულია და ცნობილია მხოლოდ ცაგარლისეული პუბლიკაციით (Цагарели 1888: 198-199 n°7), ხელნაწერი 992 წლით თარიღდება: „დაიწერა წმიდაჲ ესე ოთხთავი წმიდასა ქალაქსა იერუსალემს... ქორონიკონი იყი სიბ.“ ამავე ანდერძის საფუძველზე ჟ. გარიტი ოთხთავს X ს-ით ათარიღებს (Garitte 1956(a):49). როგორც ჩანს, ანდერძის ამოკითხვაში დაშვებულია უზუსტობა, ვინაიდან მომგებელი მოიხსენიებს გიორგი პროხორესა და ჯვრის მამა გიორგის, რომელიც ამ წოდებას 1061 წლიდან ატარებდა (მეტრეველი 1962: 36). ტექსტი შესწავლილია (Blake 1928(a): 291, შენ, n°8; Lyonnet 1935: 376 n°8; ჯავახიშვილი 1947:36-38; Vööbus 1954: 185; მელიქიშვილი 2012(a): 161,169).

Sin.Geo.O.81. ოთხთავი.

XII-XIII სს.274 ფ.; ქაღალდი; 18x13სმ.; ნუსხური; შავი მელანი; მუქი ყავისფერი ტყავის ყდა. სახარების ყოველი თავის დასაწყისი და მარკოზის თავის დასასრული შემკულია ლორანული, ანუ საპატრიარქო ჯვრით. ოთხთავის თავსა და ბოლოში ჩაკინძულ ფურცელებზე იკითხება სახარების არაბული ტექსტი (Цагарели 1888:204-205 n°14). მახარებელთა თავებს ახლავს კონსტანტინეპოლური რედაქციისათვის დამახასიათებელი განმარტებითი მინაწერები. გადამწერის ანდერძის თანახმად, ტექსტი გიორგი ათონელის რედაქციისაა: „ახალ თარგმნილისაგან დაგუწერია და დიდად მართალ არს, ხოლო ესე ჭეშმარიტებით იცოდეთ, რომელ მახარებელთა თქუმული ესთენ არს.“ (Марр 1940:214-219; Vööbus 1954: 208, შენ. 5)

Sin.Geo.N.19p. ოთხთავი.

XIII ს. 10ფ.; 17×12,5სმ.; ქაღალდი; ნუსხური; შავი მელანი; დასაწყისი მთავრულითა და სინგურით. შემორჩენილია ლუკას სახარების 21,5–22,50. ტექსტი გიორგი ათონელის რედაქციისაა (იმნაიშვილი 1979). საკითხავთა ლიტურგიკული საძიებელი, ანუ წეს-განგება ნაკლულია, მოიცავს სექტემბერ-ოქტომბერს, დეკემბერ-იანვარს, ივლის-აგვისტოს. 8r-ზე მოცემულია აღდგომისა და ახალკვირის საკითხავების ცხრილი.

Sin.Geo.O.29. ფსალმუნი.

X ს. 78 ფ., ეტრატი; 18x17სმ.; მთავრული ნაკლული; ტყავგადაკრული ხის ყდა. ასოებით კანონებისა და გალობების დანომვრა გვიანდელია და არ აქვს სისტემური ხასიათი. ამ ხელნაწერის მიხედვით ფსალმუნის ტექსტი გამოქვეყნებულია აკადემიურ გამოცემაში (შანიძე 1960(b). ფსალმუნი წინაათონური რედაქციისაა. გადამწერის მთავრულით შესრულებული ანდერძი ძირითადი ტექსტიდან გამოყოფილია სინგურითა და დეკორირებული ასოთი: „...მომიჴსენეთ, მე, იოვანე საწყალობელი მღდელი და მწარედ ცოდვილი, ლოცვასა თქუენსა ...ქრისტე, შეიწყალე იოვანე, კჳრიელჱსონ...“ (Цагарели 1888:197-198 n°4; ჯავახიშვილი 1947:50)

Sin.Geo.O.42. ფსალმუნი.

X ს. 259 ფ.; ეტრატი; 15,5x13,5სმ.; მთავრული; სათაურები სინგურით; ტყავგადაკრული ხის ყდა; შემწირველი მიქაელი: „... მე, გლახაკი მიქაელ, და მწარედ ცოდვილი, ღირს ვიქმენ შეწირვად მთასა სინას საგალობელი ესე წმიდისა დავითისი“. (Цагарели1888: 197 n° 3; Марр 1940:31-33; Kalligerou 2009:158-159).

Sin.Geo.N.15. ფსალმუნი.

Xს. 115ფ.; ეტრატი; 17,5×15,5სმ.; ნაკლული; ნუსხური; სათაურები, საზედაოა სოები და ზოგიერთი სტრიქონი ტექსტში მთავრულით; გადამწერი: იოვანე ოშკელი; მომგებელი: მიქაელ დეკანოზი; გადაწერის ადგილი: სინაწმინდა; უყდო. ხელნაწერი იწყება 30,1 ფსალმუნიდან, არასრულია. მას მოჰყვება გალობები. ფსალმუნთა სათაურებში ზოგან შეტანილია ქრისტოლოგიური ინტერპრეტაციები. ზოგიერთი ფსალმუნის შემდეგ აღნიშნულია მუხლთა რაოდენობა წინარეათონური რედაქციის სათვალავის მიხედვით (შანიძე 1979:40). ხელნაწერი ტექსტობრივად ახლოა ძველიკოლექციის ნუსხებსა (Sin.Geo.O. 22,29,42; შდრ. Garitte 1956(a):58, 66,156) და გრაცის ხელნაწერთან Graz.Geo. 2058/2 (შანიძე 1929:343; იმნაიშვილი 2004: 70-220).

Sin.Geo.N.21. ფსალმუნი.

Xს. 113 ფ.; ეტრატი; 6,5x4,5სმ.; მთავრული; ნაკლული; შავი მელანი; სათაურები სინგურით; უყდო. ხელნაწერს ძველი წინაათონური რედაქციების ნიშნები აქვს. ზოგიერთი ფსალმუნის შემდეგ ნაჩვენებია მასში შემავალ მუხლთა რაოდენობა ძველი „ქართული“ სათვალავის მიხედვით. იწყება მსჯელობით ფსალმუნის ხუთწიგნად დაყოფის შესახებ და დიაფსალმის განმარტებით. ფსალმუნი დანართებით მიჰყვება ძველი რედაქციის ე.წ. „მცხეთის ფსალმუნისა“ (ხეც A-38) და იოვანე-ზოსიმეს შედგენილი ლიტურგიკული კრებულის Sin.Geo.O.34-ის იმ ფრაგმენტებს, რომლებიც ამჟამად რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება (შანიძე 1960(b): 448-460, 470; აღწერილობა 1973: 117-119; 1978(a):138).

Sin.Geo.N.51. ფსალმუნი.

X ს. 199ფ.; ეტრატი; 12×9,5სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები, ფსალმუნთა სათვალავი არშიებზე, მუხლთა რაოდენობა თითოეულ ფსალმუნში, განსუენებისა დაკანონების აღნიშვნა მთავრულით და სინგურით; გადამწერი: გიორგი დიაკონი; ხის ტყავგადაკრული ყდა. ხელნაწერი შეიცავს 1-150 ფსალმუნსა და, 1-9 გალობას. ტექსტი წინარეათონური რედაქციისაა, მაგრამ არშიებზე გვიანდელი ხელით მითითებულია კანონთა დასაწყისები გიორგი ათონელისეული რედაქციებისათვის დამახასიათებელი სისტემით (აღმოჩენები 2005:284) ხელნაწერს 199r-ზე ერთვის გადამწერის ანდერძი.

Sin. Geo.O.22. ფსალმუნი.

X-XI სს.276+1ფ.; ეტარტი; 19x14 სმ.; ნუსხური; შავი მელანი, სათაურები სინგურით, გვხდება რამდენიმე ორნამენტული ასო. გადაწერის ადგილი სინაწმინდა. ნუსხა ნაკლულია, იწყება ფს.6,2, თავდება 147,8. მინაწერებში მოხსენიებული არიან სინელი მოღვაწეები: იოვანე, დავითი, ძმანი სინელნი (Цагарели 1888:198 n°5; ჯავახიშვილი 1947:44).

Sin.Geo.N.82. ფსალმუნი.

XI-XIIსს. 18ფ.; ეტრატი; 10,5x6სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით; ტექსტის დასაწყისი: ფს.118,3. ფრაგმენტულია. ტექსტი წინარეათონური რედაქციისაა (აღმოჩენები 2005:302-303).

Sin.Geo.N.85. ფსალმუნი.

XII-XIII სს. 3ფ.; ეტრატი; 18,5x13,5სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულით; შავი მელანი.ტექსტი ძველი, წინარეათონური რედაქციისაა (აღმოჩენები 2005:303-304).

Sin.Geo.N.2p. ფსალმუნი.

XII-XIIIსს. 135ფ.; ქაღალდი; 19x12სმ.; ნაკლული; შავი მელანი; სათაურები და ზოგიერთ მუხლთა დასაწყისი საზედაო ასოები სინგურით; ტყავგადაკრული ხის ყდა; შემორჩენილია მხოლოდ ზედა ფრთა და ყუა. ტექსტი გიორგი ათონელის რედაქციისაა (შანიძე 1960(b); 1979; აღმოჩენები 2005:313-314).

Sin.Geo.N.18p. ფსალმუნი.

XII-XIIIსს. 20ფ.; ქაღალდი; 15x11სმ.; ცალკეული დაშლილი ფურცლები; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და მუხლთა დასაწყისი საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით. შემორჩენილია ფს.: 65,11-68,7; 70,11-73,15; 74,9-78,3; 95,10-98,4; 102,16-103,9. ტექსტი გიორგი ათონელის რედაქციისაა (აღმოჩენები 2005:321). Sin.Geo.N.20p.

ფსალმუნი. XIII ს. 2ფ.;

ქაღალდი; სხვადასხვა ზომისა: 17x12სმ. და 16X12სმ.; ნუსხური; ფრაგმენტი შეიცავს ფსალმუნის რამდენიმე მუხლს: 118,61-118,75. ტექსტი გიორგი მთაწმიდლის რედაქციისაა (აღმოჩენები 2005: 321).

Sin.Geo.O.86. ფსალმუნი.

XIV-XV სს. 364ფ.; ქაღლდი; 13x12სმ.; ახლავს ლიგატურები, საყურადღებოა მხატვრულად გაფორმებული საზედაო ასოები; ტყაგადაკრული ტვიფრული ხის გვიანდელი ყდა; ხელნაწერი შეიცავს 151 ფსალმუნსა და გალობებს. ცალკეული ფსალმუნის (ფს.: 6, 15, 32, 38, 39, 40, 41) გასწვრივ გვხვდება გვიანდელი ტრადიციისთვის დამახასიათებელი სამკურნალო-დაცვითი შინაარსის მინაწერები, მაგალითად: „წამალნი ფსალმუნისგან, უფალო, ნუ გულისწყრომითა. ესე ფსალმუნი ვისცა თუალი სტკიოდეს, სამჯერ წამალსა ზედა წარიკითხოს, სამსა დილასა თუალთა უწთევ“ (9v).(Цагарели 1888: 198 n°6; Марр 1940:247-248).

Sin.Geo.O.39. საქმე მოციქულთა. ეპისტოლეები.

974 წ.132 ფ.; ეტრატი; 24,8x20 სმ.; მთავრული; მელანი შავი; სათაურები, მუხლთა პაგინაცია სინგურით; თავნაკლული; გადამწერი: იოვანე; გადაწერის ადგილი: სინაწმინდა; ღია ყავისფერი ტვიფრული ყდა. ხელნაწერი შეიცავს „საქმე მოციქულთასა“ და მცირე ეპისტოლეებს. წიგნის დასასრულს გადაწერილია აღდგომიდან ამაღლებამდე საკითხავთა და ფსალმუნთა განგება. ხელნაწერის რამდენიმე ანდერძ-მინაწერში იხსენიება გადამწერი იოვანე: „...მომემადლა მე, ფრიად ცოდვილსა იოვანეს დაწერად წმიდაჲ ესე წიგნი საქმჱ წმიდათა მოციქულთაჲ ჴელითა ჩემითა... ბრძანებითა პატიოსნისა მღდელისა მიქაელ დეკანოზისაჲთა... ქორონიკონი იყო რჟდ“ (132r). ხელნაწერის გადამწერი იოვანე არ არის X ს-ის ცნობილი გადამწერ-რედაქტორი იოვანე-ზოსიმე (Цагарели 1888: 206 n°17; Марр 1940:247-248; ჯავახიშვილი1947:106-107; ჭანკიევი 1973:45-51; კუტიბაშვილი 1980: 121-142; Kalligerou 2009: 163-164). საქმე მოციქულთასა და ეპისტოლეთა ქართული თარგმანები შესწავლილი და გამოცემულია (აბულაძე 1950; Vööbus 1954: 186, 388-389; Garitte 1955 (a): 11-12; ლორთქიფანიძე 1956; ძოწენიძე 1974; მელიქიშვილი 2012 (a):184-205).

Sin.Geo.O.58-31-60. პავლენი და „საქმე მოციქულთა“.

977წ. 178ფ.; ეტრატი; 26x20,5სმ.; მთავრული; შავი მელანი; სათაურები და საძიებლის საკითხავები სინგურით; არშიებზე გატანილი შენიშვნები, საკითხავ დღეთა მითითება იოვანე-ზოსიმეს ხელითაა შესრულებული; ესაა სამ ნაწილად დაშლილი ერთი ხელნაწერი; თავნაკლულია; გადამწერი წიგნისა არის კვირიკე სოხასტრელი; მომგებელი კჳრიკე მიძნაძორელი; ცაგარლის აღწერილობით, ხელნაწერი 186 ფურცელს შეიცავდა; ყდისაგან შემორჩენილია მხოლოდ ტვიფრული ტყავის ქვედა ფრთა. ხელნაწერი ნაკვლევია (Цагарели 1888:205-206 n°16; Марр 1940:97-99; ჯავახიშვილი 1947:53-56; Garitte 1956(a): 189-197; მენაბდე 1980: 66; მელიქიშვილი2012(a):184-205); ნუსხის მიხედვით ტექსტი გამოცემულია (Garitte 1955(a); ძოწენიძე 1974).

Sin.Geo.N.8. სამოციქულო.

977წ. 13ფ.; ეტრატი; 26x20 სმ.; მთავრული; შავი მელანი; საზედაო ასოები მთავრულით; მომგებელი: კჳრიკე მიძნაძოროელი; გადამწერი: კჳრიკე სოხასტრელი; გადაწერის ადგილი: სინაწმინდა. ფრაგმენტები შეიცავს: პავლეს ეპისტოლეებს, კათოლიკე ეპისტოლეებს (I პეტ. 1,22-3,1). ხელნაწერის 1-13 ფურცლები წარმოადგენს Sin.Geo.O.58-31-60 ნაწილებს. ხელნაწერის თარიღი, მომგებლისა და გადამწერის ვინაობა დადგენილია Sin. Geo.O.58-31-60-ის ანდერძების საფუძველზე. ანდერძების სრული ტექსტები გამოქვეყნებულია (Garitte 1956(a): 195-196).

კრებულები

Sin.Geo.O.32-57-33. სინური მრავალთავი.

864 წ. 275 ფ.; ეტრატი; 24,5x13,5სმ.; მთავრული; ყავისფერი მელანი; გადამწერი: მაკარი ლეთეთელი; შემმოსველი: იოვანე-ზოსიმე; გადაწერის ადგილი: საბაწმიდის მონასტერი. ყდაში მესამედ ჩასმულია 981 წ. სინაწმინდაზე. იწყება ხარების საკითხავებით. შეტანილია დიდ საუფლო დღესასწაულებზე საკითხავი, ჰომილეტიკური და აგიოგრაფიულ-აპოკრიფული ტექსტები - სულ 50 თხრობა. ჰომილეტიკური ნაწილის ავტორები არიან: გრიგოლ ნოსელი, ანთიპატროს ბოსტრელი, ათანასე ალექსანდრიელი, პროკლე კონსტანტინეპოლელი, ეპიფანე კვიპრელი, ბასილი დიდი, იოვანე ოქროპირი, კირილე იერუსალიმელი, ტიმოთე იერუსალიმელი, მაკარი ანტიოქელი. აგიოგრაფიულ-აპოკრიფულ ნაწილში წარმოდგენილია სტეფანე პირველმოწამისა და სინა-რაითის მამათა მარტვილობის, ღვთისმშობლისა და მოციქულთა ციკლის, ასევე, ჯვრის გამოჩინების, სამსჭვალთა პოვნის, იოვანე ნათლისმცემლის თავის კვეთის თხრობები; დასასრულს იოვანე-ზოსიმეს მიერ დამატებული „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენჲსაჲ“. ადრებიზანტიური რედაქციის ამ ტექსტების მთარგმნელად ივარაუდება სეითი (კეკელიძე 1980:501). წიგნი დათარიღებულია ანდერძის საფუძველზე: „...დაიწერა წმიდაჲ ესე წიგნი დასაბამითგან ხჳჲჱ ქორონიკონი იყო პდ(864).„და მე გლახაკმან მაკარი შევწირე წმიდაჲ ესე მრავალთავი წმიდათ წმიდასა მთასა სინას...“ „...შეიმოსა მესამედ... დასაბამითგანთა წელთა ქართულთა ხფპე-სა და ქორონიკონსა სა...“ გამოცემულია როგორც მთლიანი კრებული (შანიძე 1959), ასევე მასში შესულ ცალკეულ თხზულებათა ქართული რედაქციები (კეკელიძე 1918:28-44; Marr 1926: 657-670; 715-733; 1940:5-6,16-17; 1946:98-100; შანიძე 1935: 36-54; იმნაიშვილი 1953:290-301; გვარამია 1973; ფუტკარაძე 2000). ხელნაწერი რამდენჯერმეა აღწერილი (Цагарели 1888: 234-237 n°83,84; Марр 1903 (a):20, 50; 1940: 1-26, 93-97; კარანაძე 2002:9-16; Kalligerou 2009:171,172,174).

in.Geo.N.89. სინური მრავალთავი.

ფრაგმენტი.864 წ., 2ფ.; ეტრატი; 24,5x21სმ.; მთავრული; შავი მელანი. შეიცავს: კირილე იერუსალიმელის „ნათლისღებისათვის“ ბოლო ნაწილსა და ევსუქი იერუსალიმელის „მიგებებისათვის“. ევსუქი იერუსალიმელის ჰომილიის ავტორად ჟ.გარიტის აღწერილობაში ნავარაუდებია ტიმოთე იერუსალიმელი (Garitte 1956(a): 78). ჰომილიის ავტორის ვინაობა ადრეულ ქართულ მრავალთავებში ამ ორ სახელს შორის მერყეობს. ჟ.გარიტმა ოთხი მრავალთავისმიხედვით გამოაქვეყნა ჰომილიის ტექსტი და ავტორად დასახელებული ჰყავს ევსუქი იერუსალიმელი (Garitte 1971:361-372). ფრაგმენტს შემოუნახავს ნუსხურით შესრულებული ანდერძი, რომელშიც მაკარი ლეთეთელი გადამწერად მოიხსენიება: „ამის წიგნისა დამწერელსა ცოდვილსა მა[კა]რ[ი] [ლეთეთე]ლს მღდელ-მონ[აზონსა, შეუნდვენ ღმერთმან] ცოდვანი მისნი“.

Sin.Geo.O.97. ეფრემ ასურის ჰომილიები.

IX-X სს. 272ფ.; ეტრატი; 25x20სმ.; მთავრული; სათაურები სინგურით; ბოლონაკლულია; გადამწერი: გიორგი ტყელელი; გადაწერის ადგილი: საბაწმინდა. კრებულში შედის ეფრემ ასურის 25 ჰომილიის ადრებიზანტიური თარგმანი, საბაწმინდური რედაქცია. ანდერძი ინახება მინგანას კოლექციაში Mingana. Geo.2. ხელნაწერი რამდენჯერმეა აღწერილი და ანდერძები გამოქვეყნებულია (Цагарели 1888: 231 n°78; ჯავახისვილი 1947: 137-138; Garitte 1956(a): 291-292; 1960:244-245; Kalligerou 2009: 170-171).

Sin.Geo.O.36. ასკეტიკურ-ჰომილეტიკური კრებული.

925 წ. 253 ფ.; ეტრატი; 28,5x24 სმ.; შავი მელანი; სათაურები მთავრულითა და სინგურით; გადაწერის ადგილი: საბაწმინდა; ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა. კრებულში შედის იოვანე ოქროპირის, ბასილი დიდის, მარკოზ მონაზვნის, ეფრემ ასურის, ამონას, მაკარის, აბრაჰამ მონაზვნის ჰომილიები, იოვანე მოსხის „ლიმონარი“, მარკოზ განშორებულის თხრობა. ამავე ხელნაწერის ანალოგს წარმოადგენს ათონური კოლექციის ხელნაწერი Ivir.Geo.9 (ჩხიკვაძე 2002:172-182). ხელნაწერი გადაწერილია საბაწმიდის მონასტერში, გადამწერის ანდერძი ამჟამად არ იძებნება, ცნობილია ალ. ცაგარლისეული პუბლიკაციით: „... მე გლახაკმან სულითა და ჴორცითა ღირს ვიქმენ დაწერად წმ. ამის წიგნისა ჩემ მიერ ლავრასა შინა წმ. საბასასა, თანაშეწევნითა სულიერისა შჳლისა ჩემისა ტიმოთესაჲთა... დაიწერა წმიდაჲ ესე წიგნი ჩემ მიერ პატრიარქობასა ლეონისასა და საბაწმიდას მამასახლისობასა იოანე რაკისასა, დასაბამითგან იყუნესა ხფკჱ, ქორონიკონი რმე..“(925წ.) (Цагарели 1888:233-234 n°82; ჯავახიშვილი 1947: 74-83). კრებული შეიცავს მამათა სწავლანისა და ლიმონარის ადრებიზანტიური რედაქციების თარგმანებს, რომელთა იდენტური დედნები ამჟამად არ იძებნება. კრიტიკული ტექსტები გამოცემულია (აბულაძე 1955 (a), 1960; შდრ.: გაბიძაშვილი 2009 (b): 274, №90).

Sin.Geo.O.35. ასკეტიკური კრებული.

973წ. 320 ფ., ეტრატი; 34,5x27 სმ.; მთავრული; შავიმელანი; გადამწერი და შემმოსველი: იოვანე-ზოსიმე; გადაწერის ადგილი: სინაწმინდა. კრებულის ნაკლული ფურცლები (Graz.Geo.2058/BდაC) ინახება გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (იმნაიშვილი2004:314), ხოლო იოვანე-ზოსიმეს ანდერძი გამოყენებულია Sin.Geo.O.67 ყდის ქვედა ფრთის საცავ ფურცლად (დვალი 1978: 72-80; კარანაძე 2002: 19, შენ. 89; 33 შენ. 132; Kalligerou 2009:156). კრებულში შესულია ანტონი დიდის, დორეთეოზის, ევაგრე მონაზვნის, სევერიანე გაბალონელის, არსენის, ამონას, მარკოზ მონაზვნის, კასიანეს, მაკარის მეგვიპტელის, ისააკის, ესაიას, იოვანე კლემაქსის, ბარსანოფისა და ჲოვანეს , ბასილი დიდის სვიმეონ მესვეტე უმცროსის ჰომილიები და აპოთეგმები. ტექსტები ადრებიზანტიური რედაქციის თარგმანებია. ტექსტების ნაწილი გამოცემულია (აბულაძე 1955 (a); Garitte 1955(a): 1-47; 1955(b): 267-275, ჯავახიშვილი 1947, 59-74).ხელნაწერი რამდენჯერმეა აღწერილი (Цагарели 1888: 232-233 n°80; Марр 1903(a): 32; Blake 1932 (c): 274-275; ჯავახიშვილი 1947: 59-74).

Sin.Geo.N.67. სინელ მამათა სწავლანი.

974 წლამდე. 101ფ.; ეტრატი; დაახლ. 8x7,5სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურითა და მთავრულით, ასევე მთავრულნარევი ნუსხურით; გადაწერილია 974 წლამდე, რასაც მოწმობს შემმოსელის, იოანე-ზოსიმეს ანდერძი (101r). ხელნაწერში შედის: არაიდენტიფიცირებული ლოცვა, სვიმეონ სალოსის ლოცვა და „მამათა სწავლანი“. „სწავლანი“ აერთიანებს სინელ მამათა 15 სწავლებას (ჩიტუნაშვილი 1999: 111-115). აპოთეგმების ქართული თარგმანები გამოცემულია (დვალი 1974). ხელნწერს ერთვის იოვანე-ზოსიმეს ანდერძი: „სახელითა ღმრთისაჲთა შეიმოსა წმიდაჲ ესე წიგნი ჴელითა იოვანე ცოდვილისაჲთა დასაბამითგანთა წელთა ხფო[ჱ], ქრონიკონი იყო რჟდ“. ხელნაწერის ყდა აღწერილია (Kalligerou 2009: 155-156).

Sin.Geo.O.6. აგიოგრაფიული კრებული.

981,982,983 წწ. 225ფ.; ეტრატი; 27,5x20სმ.; ნუსხური; სათაურები მთავრულით, სინგურით; 3 გადამწერი, ერთ-ერთია იოვანე-ზოსიმე; დამკვეთი: მიქაელი; ყდა იოვანე-ზოსიმესი; გადაწერის ადგილი: სინაწმინდა. თხზულებებს უძღვის მთავრულით გადაწერილი ზანდუკი. კრებულში შესულია ადრეული, პალესტინური რედაქციის აგიოგრაფიული და აპოკრიფული თხზულებები: იაკობის პირველსახარება, სვიმეონ ჰალაფელის ცხოვრება, საბა ასურის ცხოვრება, ეპიფანეს ცხოვრება, იოვანე ხუცის ეპიფანე კვიპრელის ცხოვრება, პოლიბიოსის ეპიფანეს ცხოვრება, პოლიბიოსის წერილი საბინოსის მიმართ, შიშველ-მართალთა ისტორია, “წმ. ფებრონის წამება“, “ქრისტინეს წამება“, “ეკატერინეს წამება“, სტეფანე მძოვრის სწავლა, “ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“. კრებულმა არაერთი მკვლევრის ყურადღება მიიპყო, სხვადასხვა დროს გამოიცა სხვადასხვა თხზულების ტექსტი და სამეცნიერო კომენტარები (Цагарели 1888: 229-230 n°76; ყუბანეიშვილი 1946: 416; ჯავახიშვილი 1947:184-193; Garitte 1954(b): 71-92, 1957: 233-265; კეკელიძე 1955: 183-196; ინგოროყვა 1965: 363,541-542; Birdsall 1970: 49-72; შანიძე 1977, 7-35; ფუტკარაძე 2000; გაბიძაშვილი 2004: n° 364, 1151). ხელნაწერი თარიღდება იოავანე-ზოსიმეს ანდერძის საფუძველზე.

Sin.Geo.O.52. აგიოგრაფიული კრებული.

983 წ. 99 ფ.; ეტრატი, 10,5x8,5 სმ.; ნუსხური; მომგებელი მიქაელი; გადამწერები: კჳრიკე და იოვანე-ზოსიმე, რომელიც შემმოსველია კრებულისა; ტიპური სინური ყდა. კრებულში შედის 2 აგიოგრაფიული თხზულება: წმ. მამაჲს წამება და წმ. ქსენეფორეს ცხოვრება. კრებული დათარიღებულია ანდერძის ჩვენებათა საფუძველზე: „… დასაბამითგან წელნი იყვნეს ქრთულად ხფპზ და ქორონიკონი იყო სგ. ქრისტე შეიწყალე იოვანე-ზოსიმე და მიქაელ და გიორგი…“ ( 99v) (Цагарели 1888:226-227 n° 70; Марр 1940:74-76).

Sin.Geo.N.20. ალექსანდრე კვიპრელი. ჯვრის პოვნის საკითხავი. 986წ. 23 ფ.; ეტრატი; 15x12სმ.; მთავრული და ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით; გადამწერი: იოანე-ზოსიმე;გადაწერის ადგილი: სინაწმინდა. ფრაგმენტები წარმოადგენს ალ. ცაგარლის მიერ 93-ე ნომრით აღწერილი სინური ხელნაწერის დასაწყისს. Sin.N.Geo.20-სა და ცაგარლის n°93-ს შორის 1 ფურცელი დაკარგულია, ხოლო მეორე არის ბირმინგემის Mingana. Geo. 4. ფრაგმენტი. ცაგარელის აღწერილი 93-ე ხელნაწერის 99ფ. ამჟამად ინახება პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. საფონდო ნომრით Garitt. 24. ალექსანდრე კვიპრელის ამ საკითხავის ბოლო 29ფ. ცაგარელს აღწერილი აქვს 92 ნომრით, რადგანაც იგი სხვა ნუსხა ეგონა. ეს ფრაგმენტები დღეს დაცულია გერმანიაში, გეტინგენის ბიბლიოთეკის სირიულ ფონდში Ms.Syr. 17,19,21,22,23,24,25.SuUB. ამ ერთეულის 7 ფურცელი ცაგ. 93-ის შევსებაა, ხოლო 23-ცაგ. 92-ისა. დღემდე დაკარგულია იოვანე-ზოსიმეული ანდერძი, რომელიც ცნობილია ცაგარლის პუბლიკაციით (Цагарели 1988: 239-240 n°92). ე.ი. ალექსანდრე კვიპრელის 986 წელს გადაწერილი საკითხავი ამჟამად დაცულია 4 სხვადასხვა ცენტრში: სინის მთაზე, პრინსტონის უნივერსიტეტში, ბირმინგემსა და გეტინგენში. ამ ნაწილების მთლიანობა და თანამიმდევრობა დადგენილია მ. შანიძის მიერ (შანიძე 1999: 113-126; აღმოჩენები 2005:266-267). საკითხავის ნაწილები აღწერილია (Цагарели 1988:239-240 n° 92, n°93; Garitte 1960: 249-251, 1967: 557-558; Assfalg 1963(a); 1963(b); გაბიძაშვილი 2009(a):№1873). ალექსანდრე კვიპრელის ტექსტი გამოცემულია (მგალობლიშვილი 1978).

Sin.Geo.O.11. აგიოგრაფიული კრებული. X ს. 399ფ.; ეტრატი; 20,3x15,5სმ.; მთავრული; გადამწერები: დავითი და იოვანე; X ს-ის ტიპური სინური ყდა. კრებული შეიცავს სექტემბერ-იანვრისა და ივნის-ივლისის გამოკრებილ 28 კიმენურ ჰაგიოგრაფიულ თხზულებას შესატყვისი კალენდარული დღის მითითებით. თვეთა თანამიმდევრობა დარღვეულია. ტექსტები წინაათონური თარგმანებია. მსოფლიო ეკლესიის წმინდათა შორის შეტანილია აბო თბილელის „მარტვილობა“. ხელნაწერს აქვს არაერთი ანდერძ-მინაწერი. საყურადღებოა კრებულში შესული თავნაკლული, არაიდენტიფიცირებული ტექსტის დასასრული, რომელშიც მითითებულია თხზულების მთარგმნელის ვინაობა და თარგმანის შესრულების ადგილი: „ითარგმნა იჱრუსალემს ჴელითასეთ თარგმანისაჲთა და დაიწერა პალავრას ჴელითა პავლესითა“(240r). აღნიშნული მინაწერის საფუძველზე ჩანს, რომ კრებული აერთიანებს იერუსალიმური ტრადიციის ადრეულ თარგმანებს. თხზულებათა ნაწილი შესულია ოქსფორდის უორდროპის კოლექციის კრებულში MS.Georg.b.I (Peeters 1912(a): 3-1-818). ტექსტების ნაწილი გამოცემულია (Peetres 1912(b):277-313; კეკელიძე 1918:106-114; 1946:20-26, 62-63, 81-85 შანიძე 1935:71-76; აბულაძე 1944:133-147; იმნაიშვილი 1953: 184-202; გაბიძაშვილი 2004: 178,184). ხელნაწერი რამდენჯერმე აღწერილია (Цагарели 1888:216-217 n° 50; ჯავახიშვილი 1947:23-31; Kalligerou 2009:166,169).

Sin.Geo.O.25. ასკეტიკურ-აგიოგრაფიული კრებული.

X ს.213ფ.; ეტრატი; 16x11 სმ.; ნუსხური; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; გადამწერის ანდერძიდაკარგულია; უყდო. შეიცავს მაკარი მეგვიპტელის, ამონას, ანტონის, ამბა მოსეს, ეფრემ ასურის, არსენი დიდის ჰომილიებს, მამათა სწავლანს, ევსტათის მარტვილობას. თზხულებათა უმეტეს ნაწილს არ ეძებნება შესატყვისი ბერძნული დედანი. ჟ. გარიტი კრებულში შემავალი ზოგიერთი თხზულებისთვის უთითებს პარალელურ ლათინურსა და კოპტურ ტექსტებს. მამათა სწავლანის ტექსტები გათვალისწინებულია კრიტიკულ გამოცემაში (აბულაძე 1955 (a); Garitte 1956(a):60-66). ხელნაწერი რამდენჯერმე აღწერილია (Цагарели 1888: 228-229, n° 74; ჯავახიშვილი 1947:45-47).

Sin.Geo.O.43. კირილე სკვითეპოლელი. ეფთვიმეს ცხოვრება.

X ს. 138 ფ.; ეტრატი; 16,5x12,5 სმ.; მთავრული; შავი მელანი; თავნაკლულია. დასასრულს იკითხება წიგნის სინაწმინდისთვის შემწირველ გიორგი მანაველის ნუსხურით შესრულებული ანდერძი, რომლის თანახმადაც, კრებული ჩამოტანილია პალესტინის სავანიდან: „...მეოხებითა წმიდისა მამისა ჩუენისა ხარიტონისითა და წმიდისა საბაჲსითა და ამათ ყოველთა წმიდათა მამათაჲთა... აწ წმიდანო მამანო, ოდეს ღირს ვიქმენ მაგას წმიდასა მთასა თაყუანისცემად... ნაწყუდი ესე წიგნისაჲ – „ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ევთუიმისი„ შემოვწირე წმიდასა მაგას მთას სინას მე, გიორგი მანაველმან...“ წიგნში შესულია ადრებიზანტიური რედაქციის თარგმანი. ხელნაწერი ხელახლა აიკინძა და ყდაში ჩაისვა XIV-XV სს-ში (კარანაძე 2002:34; იხ. ასევე: Цагарели 1988: 229, n°75; Марр 1940:33- 36). ტექსტი ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერ Add.Ms.11281-ის მიხედვით გამოცემულია (იმნაიშვილი 1975:143-183).

Sin.Geo.O.44. სახარების თარგმანება.

X ს. 163 ფ.; ეტრატი; 14,5x12,2სმ.; მთავრული; მელანი შავი; სათაური სინგურით; ყავისფერი ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა. ხელნაწერი შეიცავს ეკლესიის მამათა მიერ შედგენილ მარხვის ციკლის ჰომილიებს _ ოთხთავის განმარტებებს შემდეგი თანამიმდევრობით: მათე, 6,1-33, ლუკა15,1-10, ლუკა15,11-32, ლუკა 18,1-8, ლუკა 10, 25-37, ლუკა 16, 19-31, იოანე 11,45-12,19. ტექსტი წინაათონური თარგმანია. XIX ს-ის დასასრულიდან ხელნაწერს დააკლდა 6 ფურცელი (Цагарели 1888: 231-232 n°79; Марр 1940: 37-44; გაბიძაშვილი 2009(b): 244, №125).

Sin.Geo.O.46. სვიმეონ მესვეტე უმცროსის ცხოვრება.

X ს. 269 ფ.; ეტრატი; 17x15სმ.; მთავრული, ხელნაწერის ბოლოს რამდენიმე სტრიქონი დაწერილია ნუსხურით; შავიმელანი, სათაური 1vზე სინგურით;ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა;ხელნაწერი 978 ან 980 წელს მეორედ ჩაუსვამს ყდაში იოვანე-ზოსიმეს.“ცხოვრება“ კიმენური რედაქციისაა, მისი ბერძნული რედაქციის ავტორია კვიპროსის მთავარეპისკოპოსი არკადი (გაბიძაშვილი 2014:61). ხელნაწერს ახლავს სინაწმინდისთვის წიგნის შემწირველთა მინაწერი: „…მე, მიქაელ ღრდულელმან, შევწირენ ესე წმიდანი წიგნი ცხორებაჲ წმიდისა სუმეონ ანტიოქელისაჲ და მე, გაბრიელ სინელმან ორთავე შევწირენით.“269r-v; „შეიმოსა მეორედ დასაბამითგან წელთა ხფპბ (978 წ.) და ქრონიკონი იყო ს“ (980წ.) ტექსტი გამოცემულია (კეკელიძე 1918:215-140). აღწერილია რამდენჯერმე (Цагарели 1888: 228,n°73;Марр 1940:45-53; კარანაძე 2002: 12-13; Kalligerou 2009:158,162,173).

Sin.Geo.O.50. იოანე ოქროპირის სწავლანი.

X ს. 183ფ.;ეტრატი; 17,7x14სმ.; ნუსხური; შავიმელანი; სათაურები სინგურით; ყდა ტვიფრული. კრებულში შედის იოანე ოქროპირის 9 ჰომილია. ადრებიზანტიური რედაქციის ეს ქართული თარგმანები ფიქსირდება ამავე ეპიქის ყველა ტაოკლარჯულსა და სინა-პალესტინურ ასკეტიკურ-ჰომილეტიკურ კრებულში. ანდერძი ამჟამად დაკარგულია. გამოქვეყნებული აქვს ცაგარელს: „მე, კირილე, დავწერე ჴელითა ჩემითა და ფასი ორი დრაკანი იოსებ მომცა და მან შეწირნა სინას წმ. ეკლესიასა ქართუჱლთასა წმ. იოვანესა... სალუცუჱლთად(!)“ (Цагарели1888:235-236,№84; Марр 1940: 61-66). ტექსტები შესულია„მამათა სწავლანის“ აკადემიური ტექსტის გამოცემაში (აბულაძე 1955(a).

Sin.Geo.O. 62. აგიოგრაფიული კრებული.

X ს. 143ფ.; ეტრატი;31,5x24სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები მთავრულითა და სინგურით;ნაკლული;უყდო; დასაწყისში დაკარგულია 4 რვეული. კრებულში შედის იანვარ-აგვისტოს საკითხავი მასალა-მარტვილობები:ანტონისა, კვიროსისა და იოვანესი, აგათანგელოსისა, თევდორესი, ბიკტორისა, წმ. გიორგისა, ქრისტეფორესი, ლეონტისი(გაბიძაშვილი 2004: №709), ფებრონიასი, მძლეთა წმინდანთა, დომენტისა, ორმაცდახუთი მოწამისა, კვირიკესა და ივლიტასი, მარინასი, ათანასისა, კოზმან და დამიანესი, ქრისტინასი, შვიდთა ყრმათა მაკაბელთა, ფოკასი(გაბიძაშვილი 2004: №№11,28, 120,215, 227, 289, 477, 664, 684, 762, 1140). კრებულის რამდენიმე მინაწერში მოიხსენიება იოვანე. ჟ. გარიტი კრებულს ათარიღებს 983 წლის შემდგომი პერიოდით და მას იოანე-ზოსიმეს გადაწერილად მიიჩნევს (Garitte 1956 (a):209; ასევე: Цагарели1888: 217,n°52; Марр 1940: 112-132).

Sin.Geo.N.3. აგიოგრაფიული კრებული.

Xს. 14ფ.; ეტრატი; 30×23სმ.; შავი მელანი; სათაურები სინგურით; ორი გადამწერი: იოვანე და ანონიმი; ნუსხური; ფრაგმენტულად შემორჩენილია: „აბოს წამება“, „ფილოთეოსის წამება“, „მამაჲს წამება“, ნეტარი პელაგიას ხსენება, „პეტრე ალექსანდრიელის წამება“. ეს თხრობა გამოცემულია Sin.Geo.O. 11-ის მიხედვით (Garitte 1956(a): 34). 14r-v ზანდუკი, ერთვის იესო ქრისტეს გამოსახულება.

Sin.Geo.N.4. ანბანური პატერიკი.

X ს. 26 ფ.; ეტრატი; 26,5×19სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და ცალკეულ თხრობათა დასაწყისი ასოები მთავრულითა და სინგურით; გადამწერი: გრიგოლი. ფრაგმენტი დასაწყისი ნაწილია Sin.Geo.O.8-ისა. პალეოგრაფიული ნიშნებით ორივე ხელნაწერი (Sin.Geo.O.8 და Sin.Geo.N.4) X საუკუნით თარიღდება. გადამწერის ანდერძი: „ქრისტე, შეიწყალე გრიგოლ“. 20v. მსგავსი ანდერძები აქვს Sin.Geo.O.8 ხელნაწერსაც (Garitte 1956(a): 29).

Sin.Geo.N.13. ასკეტურ-აგიოგრაფიული კრებული.

X ს.107ფ.; ეტრატი; პალიმფსესტი; 23×15სმ.; ქვედა გადარეცხილი ტექსტის დიდი ნაწილი კავკასიური ალბანურია, არის სომხურიც; ზედა ნაწერი ნუსხური; შავი მელანი; სათაურები მთავრულით; გადამწერი: მიქაელი. შეიცავს: 1.ათანასი ალექსანდრიელის„ანტონი დიდის ცხოვრების“ კიმენურ რედაქციას. მოკლე და ვრცელი რედაქციები გამოცემული (იმნაიშვილი1970 ; 1975:7-53); 2. ანტონის დიდის I-VII ეპისტოლეებს. ტექსტი გამოქვეყნებულია ორი სინური ხელნაწერის მიხედვით (Garitte 1955(c)). გამოცემაში ეპისტ. I თავნაკლულია, Sin.Geo.N.13 ამ დანაკლისს ავსებს. ეპისტ. VII ცალკეა გამოცემული Sin.Geo.O.25-ის მიხედვით(ჯავახიშვილი 1947: 236-237); 3. მაკარი დიდის I ეპისტოლეს.ტექსტი შემონახულია Sin. Geo.O.; 35 და Sin.Geo.O.25 ხელნაწერებში, რომელთა მიხედვითაც გამოქვეყნებულია(ნინუა 1982: 106-136); 4. ამონას I-XVI ეპისტოლეების ტექსტი ნაკლულია. ამონას ეპისტოლეები შემონახულია Sin.Geo.O.35 და Sin.Geo.O.25 (Garitte 1956 (a): 62, 103), გამოქვეყნებულია Sin. Geo.O.35-ის მიხედვით (Garitte 1976:123-131), 5) იოანე ოქროპირის „სინანულისათვის, ქალწულებისა და მოთმინებისათვის“. ნაკლულია. სრული ტექსტი შემონახულია Sin. Geo.O.25 და Sin.Geo.O.78 (ჯავახიშვილი 1947: 47,129; Garitte 1956(a): 64,230); 6. აპოლოსათვის. ტექსტი განსხვავებულია თხრობათაგან, რომლებიც გვხვდება Sin. Geo.O.25 და Sin.Geo.O.35 (Garitte 1956(a): 64, 118).ხელნაწერის ქვედა, გადარეცხილი ტექსტის ერთი ნაწილი შესრულებულია კავკასიური ალბანური დამწერლობით. მისი ნიმუშები დღემდე ცნობილი იყო მხოლოდ მცირერიცხოვანი ეპიგრაფიკული მასალით, რომლის მთლიანი ამოკითხვა და გაშიფვრა ჯერჯერობით არ ხერხდება. ალბანური დამწერლობით არის შესრულებული აგრეთვე Sin.Geo.N.55პალიმფსესტური ხელნაწერის ქვედა ტექსტის ერთი ნაწილი. პალიმფსესტის ტექსტი, რომელიც ამოიკითხა ზ. ალექსიძემ, შეიცავს ლექციონარის ფრაგმენტებს (Шанидзе 1938; 1960; Абуладзе 1976(a); 1976 (b); ალექსიძე 1998; 2001; Алексидзе 1999). Sin.Geo.N.13 და Sin.Geo.N55 ერთი პირის მიერაა გადაწერილი და არაა გამორიცხული, რომ პალიმფსესტები ერთი ძველი ხელნაწერის ნაწილები იყოს.

Sin.Geo.N.17 აგიოგრაფიული კრებული.

X ს. 132 ფ.; ეტრატი; 18x14სმ.; ნუსხური შავიმელანი; დასაწყისი ასოები მთავრულით; სათაურები სინგურით; ნაკლულია; უყდო. ხელნაწერი კრებული შეიცავს: „ხარიტონის ცხოვრებას“, „თეკლას წამებას“, „ბარბარეს წამებას“, კირილე სკვითოპოლელის „თევდოსი დიდის ცხოვრებას“, „ამბა პავლესა და ანტონის ცხოვრებას“, „ივლიტასა და კვირიკესა წამებას“,კირილე სკვითოპოლელის „იოანე შეყენებული სცხოვრებას“, არაიდენტიფიცირებულ ტექსტს. ტექსტები სხვადასხვა დროს შესწავლილი და გამოცემულია (კეკელიძე 1918: 15-27,1957(a):121; აბულაძე,1975:25-138; იმნაიშვილი 1975: 126-142, 184-197, 273-284).

Sin.Geo.N.32. ეფრემ ასური. სწავლანი.

X ს.12 ფ.; ეტრატი; 21x14 სმ.; მთავრული; შავი მელანი, სათაურები სინგურით. ადრებიზანტიური თარგმანი. ტექსტი შეესაბამება 925 წლის ნუსხის Sin. Geo.O.36-ისა და უმნიშვნელო განსხვავებებით X ს-ის ნუსხების საფუძველზე ილ. აბულაძის მიერ გამოცემული ტექსტების ეფრემ ასურისეულ შეგონებებს (აბულაძე 1955(a): 241-248).

Sin.Geo.N.48. ქართლის მოქცევა.

Xს.14ფ.; ეტრატი; 13,5×11,5სმ.; ნუსხური შიგადაშიგ მთავრულიც,საზედაო ასოები მთავრულით. ხელნაწერმა შემოინახა ნაწყვეტი „ქართლის მოქცევის „ქრონიკიდან“- წმ. ნინოს ქადაგება. ფრაგმენტი განსხვავდება „ქართლის მოქცევის“ დღემდე ცნობილი ორივე რედაქციისგან და მეტად მნიშვნელოვანია პროტორედაქციის აღსადგენად. ტექსტი შესწავლილი და გომეცემულია (Aleksidze 1995, 488-494; ალექსიძე 2003: 5-15; 2007).

Sin.Geo.N.50. ისტორიული და აგიოგრაფიული კრებული.

X ს-ის I ნახ.105ფ.; ეტრატი; 13,7x12,6სმ.; ნუსხური; შავიმელანი;სათაურებიდარიცხვები დაწერილია მთავრულითა და სინგურით. კრებულში შედის: 1. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ პირველი ნაწილი.ტექსტი რედაქციულად განსხვავდება დღემდე ცნობილი შატბერდული და ჭელიშური რედაქციებისაგან, 2. „იოვანე ზედაზნელის ცხოვრება“. ტექსტი რედაქციულად განსხვავდება დღემდე ცნობილი სხვა ტექსტებისგან(კაკაბაძე 1928: 19-26; ყუბანეიშვილი 1946:157-169;აბულაძე 1955(b) 1-68; 1964: 191-217).ტექსტში ჩართულია ზედაზნის მამასახლისთა ქრონოლოგიური სია, ასევე ზედაზნის, ჯვრისა და დავით გარეჯის მონასტერთა საგანძურისა და ბიბლიოთეკების აღწერილობები; შეიცავს საყურადღებო ცნობებს IV-VII სს. ქართლის მეფეთა, ერისმთავართა და მათი ოჯახის წევრთა ეპიტაფიებისა და გენეალოგიის შესახებ; 3. „აბიბოს ნეკრესელის წამება“.ტექსტი წარმოადგენს „წამების“ ვრცელ რედაქციას (Джанашвили 1908: 25-29; კაკაბაძე1928:42–46; ყუბანეიშვილი 1946:167-169; აბულაძე 1955(b):1-68; აბულაძე 1964:167-217). გამოცემულია ზ. ალექსიძის მიერ (ალექსიძე 2007). ხელნაწერს ერთვის შემწირველის ანდერძი: „სახელითა ღმრთისაჲთა ესე წიგნი ქართლის მოქცევისანი მე, არშუშა ყოფილმან იოვანე, შევწირენ წმიდასა მთასა სინას სალოცველად შვილთა ჩემთა: დემეტრე, ად[ა]რნესე და ნერსე და საჴსენებელად სულისა ჩემისათჳს. ლოცვა-ყავთ, ამჱნ“.

Sin.Geo.N.55. ანბანური პატერიკი.

X ს.; 59ფ.; ეტრატი; 7x14სმ.; ნუსხური; მუქი ყავისფერი მელანი; სათაურები სინგურით; პალიმფსესტი; გადამწერი: მიქაელი. ქვედა ფენაზე გვხვდება კავკასიის ალბანური, ასევე სომხურიც. ხელნაწერი გაქვავებული იყო, მისი ზოგიერთი ადგილის ამოკითხვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ეტრატის დარბილების შემდეგ. გამოცემული ხელნაწერი ტექსტუალურად და შედგენილობით სხვაობს აპოთეგმების გამოცემული (დვალი 1974) ტექსტისაგან. გადამწერიიგივე მიქაელია, რომელმაც გადაწერა Sin.Geo.N.13. მკვლევართა ვარაუდით, Sin.Geo.N.55, შესაძლოა, წარმოადგენდეს Sin.Geo.N.13-ის მომდევნო ნაწილს (აღმოჩენები 2005:288)

Sin.Geo.N.75. შერეული კრებული. ფრაგმენტი.

X ს. 17ფ.;ეტრატი; 22x15 სმ.; 18X11 სმ.; მთავრული; შავი მელანი; სათაურები სინგურით. შეიცავს აპოკრიფულ და ჰომილეტიკურ ტექსტებს: იოანე დამასკელის ღმრთისმშობლის შობის საკითხავის ფრაგმენტს, რომელიც მიჰყვება ეფთვიმე ათონელის თარგმანად მიჩნეულ ტექსტს (კეკელიძე 1980:206), იოანე მახარებელის ღვთისმშობლის მიძინების თავნაკლულ საკითხავს; „ფილიპე, თევდოსი ჰურიათა მთავრის აღსაარებას“. ტექსტი გამოცემულია (ყუბანეიშვილი 1946:24). ყველა ფრაგმენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება

Sin.Geo.N.94. კირილე სკვითოპოლელი.

„წმ. ეფთვიმის ცხოვრება“. X ს. 2ფ.; ფრაგმენტი; ეტრატი; 12,5x16სმ.; მთავრული; შავი მელანი. ფრაგმენტები Sin.Geo.O.43-ის ნაწილია

Sin. Geo.N.98. იოანე ოქროპირი.

სწავლა ღმრთის შიშისა და სინანულისათვის. Xს. 10ფ.; ეტრატი; 17X14სმ.; მელანი შავი; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულით; ტექსტიმიჰყვება ხეც S-1139 (აღწერილობა1961: 32), რომლის მიხედვითაც ტექსტი გამოცემულია (აბულაძე1955(a) : 3-12).

Sin.Geo.N.84.მამათა სწავლანი.

X-XIსს.7ფ.; ეტრატი; 15x10,5სმ.; პირველი ფურცელი პალიმფსესტია; ქვედა ფენა ნაწერია მთავრულით,ზედა – ნუსხურით; მუქი ყავისფერი მელანი; სათაურები მთავრულითა და სინგურით. სავარაუდოდ, Sin.Geo.N.90-ის ნაწილი. 3r-ზე იკითხება: „თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ მარხვისათჳს“.

Sin.Geo.N.90. პატერიკი.

X-XI სს. 38ფ.+2 მცირე ფრაგმენტი; ეტრატი; პალიმფსესტი; 15,5x12სმ.; ქვედა ტექსტი ნაწერია მთავრულით, ზედა – ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით. ხელნაწერში ამოკითხულია ანბანურ პატერიკის ფრაგმენტები. ანბანურიპატერიკების ქართული თარგმანები გამოქვეყნებულია სამი ხელნაწერის მიხედვით, მათ შორის ორი ძველი სინური კოლექციისაა: Sin.Geo.O.8, Sin.Geo.O.35 (Garitte1956(a):26,97;დვალი1974).Sin.Geo.N.90. სხვაობს გამოქვეყნებული ტექსტისაგან, შესაძლოა, იგი იყოს დამოუკიდებელი თარგმანი. ფრაგმენტის ყველა ნაწილის ამოკითხვა ვერ ხერხდება

Sin.Geo.O.78. შერეული კრებული.

1031წ.,XI ს. 288 ფ.; ქაღალდი; კონვოლუტი, I ნაწილი (1r-30v) 17,5x13,5სმ, II ნაწილი (31r-188v); 18,5x11,5სმ.; ნუსხური; ღია ყავისფერი ამოუტვიფრავი ტყავის ყდა. პირველი ნაწილი მოიცავს ზიარების ლოცვებს, „ავგაროზის ეპისტოლეს“, წმ. გრიგოლის ლოცვებსა და სახარების საკითხავებს. ყველა ეს თხზულება ერთობლივად წარმოადგენს ზიარების ციკლისათვის განკუთვნილ კრებულს (ჩხიკვაძე 2007: 48-49,115-121). მეორეში შედის იოვანე ოქროპირის სინანულის ჰომილიები და ნიკოდიმოსის სახარების სახელწოდებით ცნობილი აპოკრიფი. მეორე ნაწილის მომგებელია იოვანე გოგოთელი, გადამწერი- საბა მჭლე. მინაწერებში მოიხსნიებიან აბუქაბ, ზოლავარი და შვილნი მათნი. წიგნი გოლგოთის მონასტრის საკუთრება იყო. ხელნაწერი შესწავლილია, ტექსტები გამოცემულია (Цагарели 1888: 237-238,n°89; ჯავახიშვილი 1947:125-131; ქურციკიძე 1985; ჩხიკვაძე 2007).

Sin.Geo.O.8. აპოთეგმები.

XI ს. შუა წლები. 148ფ.; ეტრატი; 27x19 სმ.; ნუსხური; შავიმელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; ნაკლული; გადამწერი: გრიგოლ მღვდელი; უყდო. ხელნაწერი წამოადგენს ანაბნური პატერიკის თარგმანს. ცაგარლის მიხედვით, ხელნაწერში 164 ფურცელია (Цагарели 1888:229-230, n°76). XI ს-ის აპოთეგმათა ქართული თარგმანები შესწავლილი და გამოცემულია (ჯავახიშვილი 1947:21-22; დვალი 1966; 1974; 2014).

Sin.Geo.O. 80. ასკეტიკურ-აგიოგრაფიული კრებული.

XI ს.200ფ.; ქაღალდი; 18,5x14სმ.; ნუსხური; ტყავგადაკრულ ხის ყდა. კრებულში შედის ეფთვიმე ათონელის თარგმნილი ისააკ განშორებულის 34 ჰომილია და აგიოგრაფიული თხრობები: წმ.ხარალამპეს წამება, წმ. დიმიტრის წამება და საკვირველებანი, დავით ტბელის თარგმნილი გრიგოლ ღვთისმეტყველის წმ. დიმიტრის შესხმა, კლემენტი რომის პაპის „პეტრესათვის“, კლემენტის წამება (Цагарели 1888:237,n°87; ჯავახიშვილი 1947: 132-137; კეკელიძე 1957: 33, n°28; 91; გაბიძაშვილი 2014: 27,45,46).

Sin.Geo.N.27. პროხორე. იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრება.

XI ს.53ფ.; ეტრატი; 14,5×10,5სმ.; ნუსხური; შავი მელანი; ნაკლული; უყდო. იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრების ტექსტი გამოცემულია 1074 წლის ათონური ხელნაწერის მიხედვით (ათონის კრებული 1901: 117-175). თარგმნილია ეფთვიმე მთაწმიდლის მიერ (კეკელიძე 1957: 107).

Sin.Geo.N.27. პროხორე. იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრება.

XI ს. 53ფ.; ეტრატი; 14,5x10,5; ნუსხური; შავი მელანი. დაზიანებული, დაშლილი, თავბოლონაკლული.

Sin.Geo.N.28. პოლიბიოსი.

ეპიფანე კვიპრელის ცხოვრება. XI ს.30ფ.; ეტრატი; 14,5×12,3სმ.; ნუსხური; შავი მელანი; გამოიყოფა რამდენიმე ხელი. თხზულების ტექსტი გამოცემულია Sin.Geo.O.6 ხელნაწერის მიხედვით(იმნაიშვილი 1966:92-146).

Sin.Geo.N.42.იოანე ოქროპირი. მარგალიტი.

XI-XII სს.10ფ.; ეტრატი;15×11,3სმ.; ნუსხური; მუქი ყავისფერი მელანი; სათაურები სინგურით; გადამწერი: ჯოჯიკეული. შემორჩენილია ფრაგმენტულად. მკვლევართა ვარაუდით, ფრაგმენტი Sin.Geo.O. 51-ის ნაწილია. გადამწერის სახელი და კრებულის სათაური აღდგენილია ძველი კოლექციის დასახელებული ნუსხის მიხედვით (აღმოჩენები 2005: 279; მელიქიშვილი 2012(b): 387-394).

Sin.Geo.N.43. პოლიბიოსი. ეპიფანეს ცხოვრება.

XI-XII სს.3ფ.; ეტრატი; 14,5×12სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულით; მუქი ყავისფერიმელანი, სათაურები სინგურით; ფრაგმენტები შეიცავს: პოლიბიოსის „ეპიფანეს ცხოვრებას“, „პოლიბიოსის ეპისტოლეს საბინეს მიმართ“, „საბინეს ეპისტოლეს პოლიბიოსის მიმართ“. ტექსტი გამოცემულია Sin. Geo.O.6-ის მიხედვით (იმნაიშვილი1966 : 92–146).

Sin.Geo.N.47. იოანე ოქროპირი. სწავლა წიგნის მკითხველთათვის.

XI ს. 8ფ.; ეტრატი; 16,5×13,5სმ.; ნუსხური; შავი მელანი; ზემოდან დაკრული აქვს ბერძნულენოვანი ფურცელი. იკითხება ტექსტის ნაწილი. ტექსტი შეიცავს ილ. აბულაძის მიერ გამოცემულ ერთ-ერთ სწავლას (აბულაძე 1955(a): 18,21–19,24).

Sin.Geo.N.60. ლეონტი ნეაპოლელი. იოანე მოწყალის ცხოვრება.

XI-XII სს.118ფ.; ეტრატი; 11×9,8სმ.; ნუსხური; შავი მელანი; ქართულად ცნობილია თხზულების რამდენიმე თარგმანი (კეკელიძე 1957(a):94,128,182). ხელნაწერის ტექსტი მისდევს Sin. Geo.O.71-ს, რომელშიც ავტორად დასახელებულია „ლეონტი ეპისკოპოსი ნიკოპოლელი, რომელი არს კჳპრეს“ (Garitte 1956(a):221). ავტორის სახელი იმავე ფორმით დასახელებულია XI ს. Jer.Geo.3 ხელნაწერში (Blake1922-1923:364; Бенешевич 1912: 67), სხვაგან მას ეწოდება ლეონ ნიკონიელი (ხეც A199, XII-XIII სს.).(აღწერილობა 1976: 341).

Sin.Geo.O.51. ასკეტიკურ-ჰომილეტიკური კრებული.

XII ს. 92ფ., ეტრატი, 15,5x11,5სმ., ნუსხური, მელანი ყავისფერი, სათაურები სინგურით; უყდო. კრებული თავნაკლულია, შესულია იოვანე ოქროპირისა და ეფრემ ასურის ჰომილიები, მათ შორის ფსალმუნისა და ძველი და ახალი აღთქმის ცალკეულ წიგნთა და მუხლთა თარგმანებანი (გაბიძაშვილი2009(b): 270, № 48). გადამწერი აღნიშნავს, რომ კრებულში შესულია „მარგალიტი“ და ზოგი სხვა ჰომილია. საფიქრებელია, რომ წიგნი გადაწერილია გაცილებით დიდი მოცულობის ნუსხიდან: „...მე გლახაკმან ჯოჯიკეულმან, სწრაფასა შინა მწერალი არა ვინ მახლვიდა და თუით თავისა ჴელითა დავჩხრიკე, ძალი არა მაქუნდა, სრულად ვერ დავსწერდი, მარგალიტი ოდენ დავწერე და სხუათა საკითხავთაგან ნაწყუედები დავწერე.. “ (90v-91r).“შდრ.: Sin.Geo.N.42 (Цагарели 1888: 236, n°85; Джавахов 1912:28; Марр 1940:66-74; მელიქიშვილი 2012(b): 387-394).

Sin.Geo.O.85. გამოცხადება. ანდრია კესარიელისა და დოროთე ღაზელის თარგმანებანი.

XII ს. 182 ფ.; ქაღალდი; 15,7x9,7სმ.; ნუსხური; სათაურები მთავრულითა და სინგურით; გადამწერი: მოსე. შეიცავს გამოცხადების ტექსტს, ანდრია კესარიელის გამოცხადების თარგმანებასა და დოროთე ღაზელის ჰომილიების ეფთვიმე ათონელისეულ თარგმანს: „...რომელნიცა ამას საკჳრველსა წიგნსა იკითხვიდეთ, ლოცვა-ყავთ, ღმერთმან დაგაჯეროს გლახაკისა ეფთჳმჱსთჳს, ამის წიგნისა მთარგმნელისა და რომელნი გარდასწერდეთ, დასასრულსა ნუ დაივიწყებთ ჩემსა სახელსა დაწერად... ლოცვა-ყავთ გლახაკისა მოსჱსთჳსცა...“(Цагарели 1888: 239, n°90; Джавахов 1912: 18,23; Марр 1940: 242-247; მელიქიშვილი 2012 (a): 210; ოთხმეზური 2016: 274-275). „გამოცხადების თარგმანების“ ქართული რედაქციის ტექსტი გამოცემულია (იმნაიშვილი 1961: 1-205).

Sin.Geo.N.11p. კირილე სკვითოპოლელი. წმ. ეფთვიმის ცხოვრება.

XIIს.7ფ.; ქაღალდი; 22x14,5სმ.; ნუსხური; მელანი შავი; ფრაგმენტები შეიცავს ექვთიმეს ცხოვრების კიმენურ რედაქციას, რომელიც შესულია X ს. დათარიღებულ Sin.Geo.O.43 ნუსხაში. ძველი კოლექციის ხელნაწერი თავნაკლულია და მას ავსებს Sin.Geo.N.11p ხელნაწერის პირველი ფურცელზე შემონახული შესაბამისი ტექსტი.

Sin.Geo.N.12p. ნიკოლოზ მირონლუკიელის ცხოვრება

XII ს.3 ფ.; ქაღალდი; 26,5x17,5 სმ.; ნუსხური; შავი მელანი. ტექსტი მიჰყვება ხეც A-1103 (აღწერილობა 1954:80]) ექვთიმე ათონელის თარგმანს.

Sin.Geo.N.17p. იოვანე ოქროპირი. დაბადების თარგმანება.

XII ს.15 ფ.;ქაღალდი; 32×25სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათარგმანებელი ტექსტი ზოგჯერ დაწერილია სინგურით. ფრაგმენტში შემორჩენილია თხზულების დასაწყისი ნაწილი დაბადების პირველი ოთხი თავის ფარგლებში. ტექსტი თეოფილე ხუცესმონაზონის თარგმანია (კეკელიძე 1980:246). თარგმანების თეოფილე ხუცესმონაზვნისეული ტექსტი მომზადებულია გამოსაცემად (შდრ.:გაბიძაშვილი 2009(b): 263, №47; ოთხმეზური 2016: 287;).

Sin.Geo.N.99. პატერიკული თხრობა.

XII ს.1ფ.; ეტრატი; არაიდენტიფიცირებული ფრაგმენტი; ნუსხური; ყავისფერი მელანი. ტექსტის შინაარსი დაუდგენელია, სავარაუდოდ, ფრაგმენტი სინელ მამათა ცხოვრების ამსახველი პატერიკული ტექსტია. ფოტოასლი გამოქვეყნებულია (აღმოჩენები 2005: 620).

Sin.Geo.O.79. გრიგოლ ღვთისმეტყველი. კრებული.

XII-XIII სს. 121ფ.; ქაღალდი; 18,3x13,3 სმ.; ნუსხური; ტყავგადაკრულ ხის ყდა; დაზიანებული. შედის გრიგოლ ღვთისმეტყველის 5 სიტყვის ეფრემ მცირისეული თარგმანი (ბრეგაძე 1988:143-144). გრიგოლ ღვთისმეტყველის ტექსტები გამოცემულია (Sancti Gregorii 1998; 2000; 2001).

Sin.Geo.N.1p. იოანე სინელი. კლემაქსი.

XII-XIIIსს.126ფ.; 15x18სმ.; ქაღალდი; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები სინგურით; ნაკლული; გვხვდება ფურცლები, რომლეზეც მხოლოდ თითო-ოროლა სიტვა იკითხება; გადამწერი: ონოფრე; ტყავგადაკრული ხის ყდა. ხელნაწერი შეიცავს ეფთვიმე ათონელის თარგმნილი ოანე კლემაქსის ტექსტს. ეს ვერსია გამოცემულია (იოანე სინელი: 1902). Sin.Geo O.35 ხელნაწერში გვხვდება ამ ტექსტის ძველი თარგმანი, მოკლე ვერსია (კეკელიძე:1957(a): 65; Garitte, 1956 (a):115).

Sin.Geo.N.3p. შერეული კრებულები.

XII-XIII სს.70ფ.;ქაღალდი; 16,7x12,5 სმ.; ნაკლული; ნუსხური; შავიმელანი სათაურები სინგურით; შემორჩენილია ტყავგადაკრული ხის ყდის ქვედა ფრთა და ყუა. ხელნაწერი შეიცავს წმ. ეკატერინესადმი მიძღვნილ საგალობლებს და ათანასე მალემწერლის „წმ. ეკატერინეს წამების“ კიმენურ რედაქციას. იგივე ტექსტი გვხვდებამ ძველი სინური კოლექციის Sin.Geo.O.6, Sin.Geo.O.71 და Sin.Geo.O.91-ში. ხელნაწერი ასევე შეიცავს იოანე ოქროპირის ჰომილიას „სათნოებისათვის“, ტექსტი ბოლონაკლულია.

Sin.Geo.N.4p. მარინას წამება.

XII-XIII სს.35+1ფ.; 14x12 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; მოყავისფრო მელანი; საზედაო ასოები სინგურით; ქსოვილზე დაკრული ტყავის ყდა, რომლის საცავ ფურცლად გამოყენებულია ქაღალდი წმ. მარინესა და წმ. ბარბარეს გამოსახულებებით, იქვე გვხვდება მამაკაცის გამოსახულება განმარტებითი წარწერით „ბასილი“. ხელნაწერი შეიცავს „წმ. მარინას წამებას“, სათაურთან აღნიშნულია წმინდანის ხსენების დღე - 17 ივლისი, თხზულების დასაწყისი ახლო დგას Sin. Geo.O.62 ხელნაწერთან (Garitte 1956(a): 203).

Sin.Geo.N.6p. ჰომილეტიკური კრებული.

XII-XIII სს.29ფ., ქაღალდი [35x22სმ.]; ნუსხური; შავი მელანი; სამი ფურცლის გარდა ტექსტის გაბმით წაკითხვა შეუძლებელია; ტექსტების იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, პირობითად, ხელნაწერში შედის: ღვთისმშობლის სამოსელ-სარტყლის გამოჩინების, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების, ამავე თემაზე იოვანე დამასკელის ავტორობით ცნობილი ტექსტის, ჯვრისა და იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის საკითხავები.

Sin.Geo.N.7p. გრიგოლ ნოსელი.

ეფრემ ასურის შესხმა. XII-XIII სს.3ფ.; 35×26სმ; ქაღალდი; დაშლილი; მეორე ფურცელი კბ რვეულის ბოლოა; ძლიერ დაზიანებული; ნუსხური; შავი მელანი. თხზულების ტექსტი შემოუნახავს XI ს ხელნაწერს, გიორგი ათონელის თარგმნილ გრიგოლ ნოსელის თხზულებების ავტოგრაფს Ath 49 (Blake 1933-1934, (:241; ნოსელი 2005:329-355; გაბიძაშვილი 2009(a): №366). ფრაგმენტი შესაბამისი ტექსტი გვხვდება PG-ში: vol.46,col.825. ხოლი დანარჩენ ორ ფურცელზე შემორჩენილი ტექსტის დადგენა ვერ მოხერხდა.

Sin.Geo.N.9p. გერმანე კოსტანტინოპოლელი. მიქაელ მთავარანგელოზის სასწაულნი.

XII-XIII სს.1ფ.; ქაღალდი; 28x21სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით; სარესტავრაციოდ გამოყენებულ ქაღალდზე იკითხება ნუსხურით: „კლარჯეთი“ და „მამაჲ“. სრული ტექსტი შემონახულია Sin. Geo.O.68-ში; ეფთვიმე ათონელის თარგმანი (კეკელიძე 1957(a):23). სინური ტექსტის ნაწილი გამოქვეყნებულია (Марр 1940: 178-181). ხეც A-1103 და ხეც A-128 ხელნაწერებში (აღწერილობა 1954:80; 1976:124) ავტორად პანტელეიმონ დიაკონია დასახელებული (გაბიძაშვილი 2009 (a): № 789).

Sin.Geo.N.13p. ასკეტიკური თხზულება

XII-XIII სს.2ფ.; ქაღალდი; 22x16სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულით, რომელთა ნაწილი დაწერილია სინგურით. 1 ფურცლის თხრობაში ნახსენებია მამა იოვანე, ფ.2 შეიცავს ასკეტიკური შინაარსის შეგონებებს.

Sin.Geo.N.25p. აგიოგრაფიული კრებული.

XII-XIII სს. 2ფ.; 35x23სმ.; ქაღალდი; ნუსხური; შავი მელანი; ძლიერ დაზიანებული; მეორე ფურცლის მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი, რომელზეც ცალკეული სიტყვები განირჩევა. ფრაგმენტი შეიცავს „ევსტათის წამების“ ნაწყვეტს. წამების ბოლონაკლული ტექსტი მოიპოვება Sin.Geo.O. 25-ში (Garitte 1956(a):65). თხზულება გვხვდება აგრეთვე 1003 წ. დათარირებულ Ath.28-ში (Blake1933-1934:145). ფრაგმენტი ასევე შეიცავს „რიფსიმიანთა მარტვილობას“.

Sin.Geo.O.68. ასკეტიკური კრებული.

XIII ს.283ფ.; ქაღალდი; 26x17სმ.; ნუსხური; თავ-ბოლონაკლულია; ორი გადამწერი. კრებულში შედის: გერმანე კონსტანტინე-პოლელის, იოვანე დამასკელის, ბასილი კესარიელის, იოვანე სინელის, ანასტასი სინელის ჰომილიები, იოვანე მოსხის „ლიმონარი“, მამათა სწავლანი და აღდგომის ძლისპირები. თარგმანები კონსტანტინეპოლური რედაქციისაა, მაგრამ „ლიმონარი“, რომელიც ამ წიგნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, განსხვავდება PG-ში გამოქცეყნებული ბერძნული რედაქციისგან. ტყავის ტვიფრულ ყდაზე მცირე ზომის 0,8X0,9 სმ. დამღაა, მთავრული გრაფემებით „გბლ“ (გაბრიელ). კრებულში შესული იოვანე მოსხის „ლიმონარის“ ტექსტი შესულია აკადემიურ გამოცემაში (აბულაძე 1960; კარანაძე 2002: 11, შენ. 57).

Sin.Geo.O.71. აგიოგრაფიული კრებული.

XIII ს. 216 ფ.; ქაღალდი; 25x17სმ.; ნუსხური;მუქი ყავისფერიმელანი; სათაურები სინგურით; ტყავგადაკრული ხის ყდა. შედის წმინდანთა: პანტელეიმონის, დიმიტრის, კოზმან და დამიანეს, ანტონი რავახის, აკეფსიმა, იოსებ და აითალას, ანდრიასა და ნატალიას, იოვანე მოწყალის, წმ. ეკატერინეს „ცხოვრებები“ და „მარტვილობები“,კირილე ალექსანდრიელის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საკითხავი, პეტრე და პავლე მოციქულთა მოხსენიების ტექსტები. წიგნს ერთვის ზანდუკი.თვეთა თანამიმდევრობა არაა დაცული. ხელნაწერი შეწირულია სინაწმინდისთვის, გადაწერის ადგილი უცნობია: „მე, პეტრე გავგზავნე ესე წიგნი სინას ქართველთა ეკლესიასა ჴელითა იოვანე ხუცისაჲთა სალოცველად ბერისა ჩემისა გაბრიელისათჳს...“(215v). გადამწერია ბერი ათანასე: „ესე მე, ათანასე მალემწერალმან, მონანამან წმიდისა ეკატერინესმან, აღვწერე მოსაჴსენებელად მის წმიდისა ყოვლისა მოსწრაფებითა“(215r). 170r-ზე მინაწერში მოიხსებიება ბასილი კალიპოსელი: „წმინდაო იოვანე, მეოხ ეყავ ბასილსა კალიპოსელსა წინაშე წმიდისა სამებისა, ამენ“ (215r). ჩვენს ხელნაწერ ტრადიციაში ცნობილია მხოლოდ XI ს-ში მოღვაწე კალიპოსის წინამძღვარი ბასილი (მენაბდე 1980:159). თუკი დავუშვებთ, რომ მინაწერში მოხსენიებული ბასილი და კალიპოსის წინამძღვარი ერთი და იგივე პირია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კრებული ანტიოქური ტრადიციის ხელნაწერიდან იღებს სათავეს.

Sin.Geo.O.91. აგიოგრაფიული კრებული.

XIII ს- ის I მესამედი. 324ფ.; ქაღალდი; 32,4x25სმ.; ნუსხური; ყავისფერიმელანი; სათაურები სინგურით; გადამწერი იოვანე ანჩელის დისწული ოქროპირი; გადაწერის ადგილი: კაპპათას მონასტერი; ტყავგადაკრული ხის ყდა. წიგნი გადაწერილია რამდენიმე დედნიდან: „ოთხისა თუ ხუთისა დედისაგან ვწერდი, ნათხოვისა სხჳსა და სხჳსა მონასტრისაგან და ჟამსა თჳსსა ვერ ვიპოვნი დედაჲ...“ შესულია სექტემბერ-დეკემრის კალენდარზე გაწყობილი 29 აგიოგრაფიული თხრობა, მოსახსენებელი წმინდანებისა; კრებულს ერთვის ზანდუკი (322v-323r). ჟ. გარიტი ხელნაწერს XIV ს-ით ათარიღებს. თარიღი დაზუსტებულია გადამწერის შესახებ ქართულ მწერლობაში არსებული ცნობების საფუძველზე (Garitte 1960: 263; მენაბდე 1980: 146).

Sin.Geo.N.23p. ასკეტიკური კრებული.

XIII-XIV სს.9ფ.; 18x13სმ.; ქაღალდი; დაშლილი; დაზიანებული; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები სინგურით; გადამწერი: იოანე. შინაარსის გარკვევა შეუძლებელია. აქვს მინაწერები ტექსტის ხელთ: „ქრისტე, შეიწყალე იოანე“ 3v,4r. ტექსტი გაბმით არ მიჰყვება ერთმანეთს. გადამწერი: იოანე. ფოტოასლი გამოქვეყნებულია (აღმოჩენები 2005:645).

Sin.Geo.N.24p. იოანე ოქროპირი, სიტყვანი.

XIV-XV სს.8ფ.; 15,5x10,5 სმ.;ქაღალდი ჭვირნიშნიანი; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები მთავრულითა და სინგურით. ხელნაწერი შეიცავს იოანე ოქროპირის ორი თხზულების ფრაგმენტებს. ესენია: „მარხვისათჳს“ და „მარხვისათჳს და განწმედისათჳს სულისა და ძჳრუჴსენებლობისათჳს“. ქართული თარგმანები გამოცემულია (აბულაძე 1955 (a): 26-44).

Sin.Geo.N.92. აღდგომელ ოქროპირის წერილი სინელ მამა ნიკოლოზისადმი.

XV-XVI სს. 1ფ., ეტრატი; 20x14 სმ.; დაზიანებული; ნუსხური, შავი მელანი; v-ზე ნუსხურით ნაწერი ბერძნული ტექსტი; ხელმოწერის ნაცვლად დასმულია ჯვრები.

ლიტურგიკული კრებულები

Sin.Geo.N.10. იერუსალიმური ლექციონარი.

IXს.9ფ.; ეტრატი; სხვადასხვა ზომა; მთავრული; შავი მელნი; შეიცავს იერუსალიმური ლექციონარის ვრცელი ვერსიიდან გამოკრებილი სახარების საკითხავებს ბზობის, დიდი ხუთშაბათისა და დიდი პარასკევისათვის (შდრ.: Tarchnischvili1959, 1960: №581, 644, 647, 686, 690, 694).

Sin.Geo.N.77. იერუსლიმური ლექციონარი.

IX-X სს. 2ფ; 15x14სმ; ეტრატი; მთავრული; შავი მელანი; სათაურები სინგურით; ფრაგმენტი შეიცავს ნაწყვეტებს იერუსალიმური ლექციონარის ვრცელი ვერსიიდან: ზატიკთა მეექვსე შაბათს და წესებული ბრმისგან კურნების დღესასწაულის საკითხავებსა და ალილუია-ფსალმუნს. ლექციონარის გამოცემაში ტექსტი არ არის გათვალისწინებული (შდრ.:Tarchnischvili 1959,1960).

Sin.Geo.O.53. ლიტურგიკული კრებული.

IX-Xსს. 86ფ.; ეტრატი; 12,5x12სმ.; ნაკლული; მთავრული, სათაურები სინგურით; გადამწერი: ამბაკუმ თურმანეულელი, გადაწერის ადგილი: საბას ლავრა (35v). შემორჩენილია მხოლოდ ყდის ქვედა ფრთა. ხელნაწერი ასახავს იერუსალიმურ საღვთისმსახურო პრაქტიკას. კრებულმა შემოგვინახა კვირის სადა დღეების ჟამისწირვის განგება(Марр 1940:76-83; Outtier 1981(a): 76-88; Outtier 1981 22-23; იადგარი 1980: 737-738, 909).

Sin. Geo.N.26. ლიტურგიკული კრებული.

IX-X სს.; 213ფ+1 ფრაგმენტი ბოლოში; 12,5x 14სმ.; ეტრატი; ნაკლული; მთავრული; აქა-იქ გვხვდება ნუსხური; ყდის საცავ ფურცლად გამოყენებულია VIII ს-ის ბერძნულად ნაწერი ეტრატი; შავი მელანი, სათაურები სინგურით; ჟამისწირვის ტექსტი ხელნაწერში სრული სახითაა შეტანილი, ხოლო ერის განტევებანი მოკლე შედგენილობისაა. კრებული ჩასმულია სინისთვის დამახასიათებელ ტყავგადაკრულ ტვიფრულ ხის ყდაში (კარანაძე 2007(b): 346-351; Karanadze 2009: 273-275; Kalligerou 2009: 158, 160).

Sin.Geo.N.31. ლიტურგიკული კრებული.

IX-X სს.256ფ; ეტრატი; 13x11სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით; უყდო. კრებული შეიცავს იაკობის ჟამისწირვასა და დღესასწაულთა ჟამისწირვების ფსალმუნებს, საკითხავებს სამოციქულოდან დასახარებიდან, პოეტურ დასდებლებს. 29r-ზე წმინდანთა მოსახსენებლებში შეტანილია სახელები: წ~ჲ აბო, წ~ჲ შუშანიკ.

Sin.Geo.N.58. ლიტურგიკული კრებული.

IX-X სს.; 98ფ.; ეტრატი; 13,5x12; ნაკლული; ხელნაწერი 4 სხვადასხვა ნუსხის კონვოლუტია; მთავრული და ნუსხური; ყავისფერი და შავი მელანი, სათაურები სინგურით; ტყავგადაკრული ხის ყდა. კრებულში იაკობის ჟამისწირვის ტექსტი სრულადაა წარმოდგენილი, შესულია ზოგად დღესასწაულთა ჟამისწირვის საკითხავები სამოციქულოდან და სახარებებიდან, შეიცავს საეკლესიო კალენდარის მოკლე რედაქციას, კურთხევანის ნაწილში გვხვდება მიცვალებულთა დაკრძალვის წესი, განგება საბაწმიდურია (72r), ერთვის სახარებანი საცისკრონი.

Sin.Geo.O.37. იერუსალიმური ლექციონარი.

982წ. 294ფ.; ეტრატი; 25,9x19სმ.; მთავრული და ნუსხური; სათაურები, საკითხვთა და საგალობელთა სახელწოდებები, ხმა და დასაწყისები მთავრულით, სინგურით; ბოლოში ორი ფურცელი დაკარგულია. მომგებელი: კჳრიკე, სინის მთის დეკანოზი; გადამწერ-რედაქტორი და შემმოსველი: იოვანე-ზოსიმე; მათზე მოთავსებული იყო ანდერძი და წმ. ლუკას გამოსახულება. ყოველი ფურცლის თავზე წარწერილია შესაბამისი დღესასწაულის სახელწოდება; ხელნაწერს ერთვის ვრცელი განმარტებითი კომენტარები. ლექციონარის პირველი ნაწილი შეიცავს იერუსალიმური ლექციონარის საუფლო დღესასწაულთა განგებებს, ხოლო მეორე ნაწილი – დღესასწაულთა პოეტური საგალობლების სრულ ტექსტებს, რომლებიც ლექციონარის მხოლოდ ამ ნუსხამ შემოინახა. Sin.O.37 საფუძვლად დაედო მ. თარხნიშვილის იერუსალიმური ლექციონარის გამოცემას (Tarchnischvili 1959, 1960); ხელნაწერს აქვს ტიპური სინური ყდა. (Цагарели 1888: 209-210, № 30; ჯავახიშვილი 1947:83; КеКелидзе 1912: 6-11; ხევსურიანი 2016: 51; მელიქიშვილი: 2012 (a): 76; Kalligerou 2009: 166-167).

Sin.Geo.N.88. იერუსალიმური ლექციონარი.

X ს.2ფ; ეტრატი; 33,5x28,5სმ; მეორე ფურცელი წარმოადგენს მცირე ფრაგმენტს; მთავრული; შავი მელანი; დღესასწაულთა სათაურები, საკითხავთა და საგალობელთა დასახელებები და საზედაო ასოები სინგურით; ფრაგმენტში წარმოდგენილია იერუსალიმური ლექციონარის ნაწყვეტი (შდრ.:Tarchnischvili 1959,1960: №416,418,512,514,515,520,522). ფრაგმენტი უჩვენებს განსხვავებებს.

Sin.Geo.N.11. იერუსალიმური ლექციონარი.

Xს. 7ფ.+3 მცირე ფრაგმენტი; ეტრატი; [33X27სმ.]; მთავრული; შავი მელანი; საკითხავთა და საგალობელთა სახელწოდებები და საზედაო ასოები სინგურით. ხელნაწერი შეიცავს ნაწყვეტებს იერუსალიმური ლექციონარის ვრცელი ვერსიიდან (შდრ.:Tarchnischvili 1959,1960:№683,684,698-701, 732,735,738,739,757,758,1521-1527).

Sin.Geo.O.12. ლიტურგიკული კრებული.

Xს.301ფ.; ეტრატი; 19,2x15,2სმ.; თავნაკლული; ნუსხური და მთავრული; ორი ხელი; საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით; ხის ყდა; ხელნაწერი იერუსალიმური საღვთისმსახურო პრაქტიკის ლიტურგიკული კრებულია; შეიცვს: იაკობის ჟამისწირვას, წმ. განახლების საიდუმლოს, ჟამისწირვის კვერექსს, ერის განტევების ლოცვებს, კურთხევანს, საწელიწდო დღესასწაულთა ფსალმუნებსა და საკითხავებს, პასქალურ მასალასა და ქორონიკონს. კურთხევანი წინაათონური რედაქციისაა. ცაგარელის აღწერილობით ხელნაწერში იყო 394 ფურცელი (Цагарели 1888:211 n°35.), ჯავახიშვილის მიხედვით – 301 (ჯავახისვილი 1947: 31). ბ. უტიეს ვარაუდთ კი ხელნაწერში იყო 304 ფურცელი (Outtier 1983:162-174). ამჟამად ხელნაწერის ბოლო ფურცელი მინგანას კოლექციაშია მოხვედრილი_Mingana.Geo.5 (Garitte 1960: 251- 253; გარიტი 1973(a):170-183). იაკობის ჟამისწირვის ქართული რედაქცია სხვა ადრეული ნუსხების მიხედვით გამოცემულია (Кекелидзе 1908; 1912 (b); Tarchnišvili 1950 Frøyshov 2003).

Sin.Geo.O.34. ლიტურგიკული კრებული.

X ს. შუა წწ., 210 ფ.; ეტრატი და ქაღალდი, 18x14,5სმ; ნაკლული; მთავრული და ნუსხური; სათაურები და დასაწყისები სინგურით; კრებულის 7 გადამწერიდან 3 ცნობილია: იოვანე ხუცი, იოვანე-ზოსიმე და თომა. გადაწერის ადგილი: საბაწმინდა. ყდა ყავისფერი ტყავგადაკრული, ტვიფრული. მრავალფეროვანი შედგენილობის ამ კრებულს ლიტურგიკულ „ენციკლოპედიას“ უწოდებენ(კეკელიძე 1957:243). კრებულის რედაქტორია იოვანე-ზოსიმე. წიგნში შესულიაა რსებული საბაწმინდური, იერუსალიმური და კონსტანტინეპოლური რედაქციების ლიტურგიკული წიგნები და კალენდარი, ასევე ქართველ წმინდანთა ხსენებები და ქართული დღესასწაულები, რომელთა წყაროდაც გამოყენებულია შატბერდული ხელნაწერები. კრებულში, ასევე, შესულია მორალურ-ასკეტიკური ხასიათის თხზულება „სწავლანი ნეტარისა ბარსანოფისნი და იოვანესნი“, ცნობები ასტრონომია-ასტროლოგიიდან და სხვ. გამოიცა კალენდარი (ჯავახიშვილი 1947: 200-226; კეკელიძე 1957: 243-294.; Garitte 1958), ჟამნი (Frøyshov 2003). ხელნაწერს ერთვის საკმაოდ ბევრი კოლოფონი და განმარტებითი შინაარსი მინაწერი. ამ წიგნის ფრაგმენტები დაცულია რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ბერძნულ და სირიულ ფონდებსა (Греч.VI, 1-3; VII, 1-8, XLI, 1,3; Сир. Н. С . 16/1, 4-29, 56, 57, 16/3, 1-6) და ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდში (Cod. Ms. V 1096 UB). ხელნაწერი დაწვრილებითაა შესწავლილი (მეტრეველი 1971: 1007-1008; აღწერილობა 1978: 94-131; უძველესი იადგარი 1980: 557, 703-705; Kalligerou: 2009: 155,159; ხევსურიანი 2016: 22-24).

Sin.Geo.O.54.ლიტურგიკული კრებული.

Xს. 54ფ.; ეტრატი 16x14სმ.; ნაკლული; მთავრული; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; იერუსალიმური პრაქტიკის ლიტურგიკული დანიშნულების კრებული. ლიტურგიკულ მასალასთან ერთად, შეიცავს კვირიაკეთა სრულ განგებას (იადგარი 1980: 909-910). აღწერა და ლექციონართან პარალელები დაუძებნა ბ. უტიემ (Марр 1940: 83- 90, №54;Outtier 1981(a): 76-88;)

Sin. Geo.N.22. ლიტურგიკული კრებული.

X ს. 79 ფ; 16x14სმ.; ეტრატი; ნაკლული; სამი ხელი: I და III ნუსხური, II მთავრული; შავი მელანი, სათაურები სინგურით; უყდო. იაკობის ჟამისწირვა მოკლე რედაქციისაა, კრებული განკუთვნილია იერუსალიმური საღვთისმსახურო პრაქტიკისათვის. ამავე დანიშნულებისაა ზოგად დღესასწაულთა ფსალმუნები და საკითხავები სამოციქულოდან დასახარებიდან (Sin. Geo.N.54, Sin. Geo.N.58, Sin. Geo.O.12) (შდრ. Tarchnisvili 1959; 1960 n°1437-1599, აღწერილობა 1987: 45-46)

Sin. Geo.N.35. ლიტურგიკული კრებული.

X ს.8ფ.; ეტრატი; 19x16,8სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით. ფრაგმენტი შეიცავს ნაწყვეტს საუფლო და დიდ დღესასწაულთა ჟამისწირვებისათვის განკუთვნილი კვერექსების კომპლექტიდან. შემორჩენილია სულ 14 კვერექსი. ტექსტობრივად ემთხვევა: Sin.Geo.N.26, Sin. Geo.N.53, Sin. Geo.O.54, Sin. Geo.O.12.

Sin.Geo.N.53. ლიტურგიკული კრებული.

X ს. 227ფ; 11,5x10,5სმ.; ეტრატი; ნაკლული; ნუსხური; შავი მელანი, სათაურები სინგურით; უყდო. გადამწერი იოანე (7r); ხელნაწერში შესული იაკობის ჟამისწირვა, წმ. საიდუმლოს განახლების წესი, საუფლო და დიდი დღესასწაულების უფლისადმი სავედრებლები, ანუ კვერექსები და კურთხევანი ძირითადად მიჰქვება Sin.Geo.O.12-ში არსებულ ტექსტებს. იერუსალიმის ჟამისწირვის მოსახსენებლისთვის, რომელიც ასევე შედის კრებულის შემადგენლობაში, აღმწერლები არ მიუთითებენ პარალელურ ტექსტს. რაც შეეხება კურთხევანს, იგი წინარე ათონური რედაქციისაა (აღმოჩენები 2005:286).

Sin.Geo.N.59. ლიტურგიკული კრებული.

XI-XIIსს. 12ფ.;ეტრატი; 10x8,5სმ.; ნუსხური; შავი მელანი; ფფ.3-4 პალიმფსესტია (ქვედა ტექსტი ქართული); ფრაგმენტში 1r–6v-ზე მოთავსებულია არაიდენტიფიცირებული არასრული ჰიმნოგრაფიული კანონი, 7r–12v-ზე შემორჩენილი ტექსტის რაობის დადგენა ვერ მოხერხდა.

Sin.Geo.N.62. ლიტურგიკული კრებული.

XII ს. 12ფ; ეტრატი; 11,5; 9სმ.; ნუსხური; შავი მელანი, სათაურები სინგურით; ნუსხა შეიცავს ორ ჰიმნოგრაფიულ კანონსა და თუეთა მეტყველებას. მსგავსი ტიპის თვეთა მეტყველებანი მოგვიანო ხანის ჟამნებში არის შეტანილი.

Sin.Geo.O.83. საბაწმიდური ტიპიკონი.

XII-XIIIსს.148ფ.; ქაღალდი; 19,2X13სმ.; ნაკლული; ნუსხური, სათაურები და საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით; ხელნაწერი წარმოადგენს საბაწმინდის ტიპიკონის სვიმეონ საკვირვემოქმედის ლავრის რედაქციის ქართული თარგმანის კალენდარს, რომლის თარგმანი შემონახულია ამ ხელნაწერით. ხელნაწერი მისდევს XIII ს. დათარიღებულ შიომღვიმის ტიპიკონს H-1349, რომელიც ასევე შეიცავს საბაწმინდური ტიპიკონის ტექსტს (Кекелидзе 1908:313-347; 511-512; ჭანკიევი 1976: 127-131; აღწერილობა 1948: 303-306). სრული განგების ტექსტი შეიცავს მწუხრის, ღამისთევის, ცისკრისა და სამხრის მასალას (Цагарели 1888:207 n°21; Марр 1940:231-232).

Sin.Geo.O.76. ლიტურგიკული კრებული.

XII-XIVსს. 138 ფ.+1 (დაკრულია ყდის ქვედა ფრთაზე); ქაღალდი; 21,6x14,3სმ., ნუსხური; 6 ნაწილიანი კონვოლუტი; სხვადასხვა დროსისა და შინაარსის ლიტურგიკულ კრებულთა ნაკრები. ხელნაწერი დაწვრილებითაა აღწერილი და შესწავლილი (Цагарели 1888: 210-211 n° 32; ჯავახიშვილი 1947: 122-123; აღწერილობა 1987, 130-150).

Sin.Geo.O.82. ლიტურგიკული კრებული.

XIIIს., 182ფ.; 1-16ფფ. ეტრატი; ფფ.5-8 პალიმფსესტურია, 17-182ფფ. ქაღალდი; 16,5x10,5სმ.; კონვოლუტი; ნუსხური, სათაურები და საზედაო ასოები სინგურითა და მთავრულით; ორი ხელი: ანონიმი და გოდორაელი იოვანე დაყუდებული (161r). კვირის დღეთა განგებები შეიცავს ახალი რედაციის მასალას. საუფლო დღესასწაულთა მასალა მისდევს გიორგი ათონელის რედაქციის „თუენს“ (Цагарели 1888: 226 n°68; Марр 1940: 219-231; აღწერილობა 1979:252-262).

Sin.Geo.O 88. ლიტურგიკული კრებული.

XIII-XIVსს. 75ფ.; ქაღალდი; 16x12სმ.; ნუსხური; სათაურები და დასაწყისები სინგურით; ნაკლული; შეიცავს ჟამნს, პარაკლიტონს, მარხვანს. გამოიყოფა ოთხი ხელი; რესტავრირებულია არაბული ხელნაწერის ფურცლებით. ჟამნისა და პარაკლიტონის ტექსტები მიჰყვება გიორგი მთაწმინლის რედაქციას; პარაკლიტონის სინურმა ტესტმა შემოინახა ღმრთისმშობლის საგალობელთა ისეთი მასალა, რომელსაც პარალელი არ ეძებნება. მარხვანის ფრაგმენტი ზედმიწენითი სიზუსტით მიჰყვება საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერში Geo.5-ში დაცულ აღდგომის კანონის ეფრემ მცირისეულ თარგმანს (Марр 1940: 248-250; ხაჩიძე, 1983: 267-268; აღწერილობა 1987: 196-200).

Sin..Geo.N.1. სვინაქსარი.

XI ს. 18 ფ.; ეტრატი; 29X18,5სმ.; ნუსხური; შავი მელანი, კალენდარული მითითებანი და განგების ელემენტები გამოყოფილია სინგურით; გადამწერი: იოვანე; ტექსტი წარმოადგენს ფრაგმენტს გიორგი მთაწმიდლის დიდი სვინაქსრიდან. შეიცავს სვინაქსარულ ცხოვრებებს 8-28 აგვისტოს ფარგლებში და სვინაქსარში ზოგიერთ თარიღზე დამატებით შესატან მასალას. ხელნაწერი ნაწილობრივ ავსებს დანაკლისს Sin.Geo.O.4 დაSin.Geo.O.61 ხელნაწერებს შორის და ცხადყოფს, რომ სამივე ნუსხა ერთი მთლიანი ხელნაწერის ნაწილებს წარმოადგენდა. გადამწერის ვინაობა მითითებულიაSin.Geo.O.4-ის მიხედვით. ქართული სვინაქსრის შედგენილობა ნაკვლევია (Кекелидзе 1908: 483-506; აღწერილობა 1986(b): 87-92; დოლაქიძე 2017: 044). ხელნაწერი გათვალისწინებულია დიდი სვინაქსარის აკადემიურ გამოცემაში (დოლაქიძე 2017)

Sin.Geo.O.4. სვინაქსარი.

XI ს. 207ფ.; ეტრატი; 29X18სმ.; ნაკლული; ნუსხური; სათაურები და დასაწყისები სინგურით; შიგადაშიგ ტექსტი გადარეცხილია; გადამწერი: იოვანე; მოგებელი: მოძღვარი თევდორე სამოთხელი.სვინაქსარი გიორგი ათონელის რედაქციისაა, მისდევს A-97 ხელნაწერს; გვხვდება ლიტურგიკული და ტექსტუალური ხასიათის როგორც თანადროული ასევე XV-XVI სს-ის ანდერძ-მონაწერები. (Цагарели 1888: 214-215 n° 43; ჯავახიშვილი 1947: 12; გაბიძაშვილი 1968:351; 2004: n°761; აღწერილობა 1979:131-161). ხელნაწერი გათვალისწინებულია დიდი სვინაქსარის აკადემიურ გამოცემაში (დოლაქიძე 2017).

Sin.Geo.O.61. სვინაქსარი.

XI-XII სს.55ფ.; ეტრატი; 29,7x19,5სმ.; ნუსხური; ნაკლული; საზედაო ასოები და სათაურები მთავრულითა და სინგურით; დაზიანებული ყდა. შეიცავს გიორგი ათონელის რედაქციის სვინაქსარის ბოლო ნაწილს (შდრ. ხეც H-2211, 357r-429r). ტექსტში შიგადაშიგ ჩაწერილია მთავრულით: „ქრისტე, შეიწყალე იოანე“ (52r); „ქრისტე, შეიწყალე თეოდორე მოძღვარი“ (50v); „ქრისტე, შეგჳნდენ“ (92v) და სხვ. კრებული ნაკვლევია და გათვალისწინებულია დიდი სვინაქსრის აკადემიურ გამოცემაში (Цагарели 1888:207 n°20; Марр 1940:111-112; აღწერილობა 1979:161-162; n°61; დოლაქიძე 2017).

Sin..Geo.N.33. წმ. იაკობის ჟამისწირვა.

IX-Xსს. 2ფ.; ეტრატი; 15,5x13სმ.; მთავრული; შავი მელანი; ლიტურგიკული მითითებანი სინგურით. ფურცლები წარმოადგენს ფრაგმენტს Sin.Geo.O.54 ხელნაწერის და შეიცავს დაკარგული ტექსტის დასაწყისს. ტექსტი მიჰყვება Sin.Geo.N.26 (აღმოჩენები 2005:275).

Sin..Geo.N.65. წმ. იაკობის ჟამისწირვა.

IX-Xსს.76ფ.; ეტრატი; 12x10,5სმ.; უყდო; ნაკლული; მთავრული; შავი მელანი; სათაურები სინგურით; ხელნაწერის ტექსტი მსგავსებას იჩენს იაკობის ჟამისწირვის იმ რედაქციასთან, რომელიც შემონახულია Graz.Geo.2058/4 ხელნაწერში (Цагарели1888:210 n°31; იმნაიშვილი 2004:258-294). ტექსტი შეესაბამება გამოცემულ ჟამისწირვის დიდ ნაწილს (Tarchnišvili 1950)

Sin.Geo.N.54. წმ. იაკობის, წმ. ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ჟამისწირვები.

X ს.129ფ.; ეტრატი; 14,5×9,5სმ.; ნუსხური; შავიმელანი; სათაურები მთავრულით, სინგურით; გადამწერი: იოვანე (53r,83v,108v); ხელნაწერი შეიცავს იაკობის (1r–53r), ბასილისა (54r-84v) და იოანე ოქროპირის ჟამისწირვებს (85r–108v), ასევე ზოგადი დღესასწაულების ჟამისწირვათა ფსალმუნებსა და საკითხავებსსამოციქულოდან და სახარებიდან (109r–129v). 34v-სა და 35r-ზე იხსენიებიან წმ. აბო და წმ. ნინო. იაკობის ჟამისწირვა შეესაბამება გამოცემულ ტექსტს (Tarchnišvili 1950)48-63; Jacob 1964: 66-119). ბასილი დიდის ჟამისწირვა ცნობილია სამი განსხვავებული რედაქციით: Sin.O.Geo.89-ში, ხეც H-531 და ხეც S-4980 (ქაჯაია 1992: 260-317). ოქროპირის ჟამისწირვის ტექსტი დაბეჭდილია Graz.Geo. 2058/5-სა და Sin.Geo.O.89 ხელნაწერის მიხედვით. Sin.Geo.N.54 ხელნაწერის დასაწყისი ემთხვევა მ.თარხნიშვილის გამოცემული ტექსტს. ხელნაწერში შეტანილი ჟამისწირვის საკითხავები განკუთვნილია იერუსალიმური ლიტურგიკული პრაქტიკისათვის. (Цагарели1888: 209 n°29; Tarchnischvili 1959,1960 n°1437-1559; იმნაიშვილი 2004: 295-313).

Sin.Geo.N.63. წმ. იაკობის ჟამისწირვა.

X ს.75 ფ.; ეტრატი; 13x9,5სმ.; ნაკლული; ნუსხური, შავი მელანი, სათაურები სინგურით; 66r–75v დაწერილია გვიანდელი ხელით; ხელნაწერის დასაწყისი შეესაბამება მ.თარხნიშვილის გამოცემას: (Tarchnišvili 1950)). 65r-75v წარმოადგენს გამოკრებილს ვრცელი რედაქციის იერუსალიმური ლექციონარიდან(შდრ. Tarchnischvili 1959,1960: n°1152, 1153, 268, 270-274).

Sin.Geo.N.66. წმ. იოანე ოქროპირის ჟამისწირვა.

X ს.40ფ.; ეტრატი; 11x9სმ.; ტყავის ყდა[Kalligerou 2009: 172,175;დაზიანებული, ბოლო გვერდი დალაქავებულია და ცუდად იკითხება; მთავრულნარევი ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები სინგურით. იოანე ოქროპირის ჟამისწირვის ტექსტი გამოცემულია ორჯერ (Tarchnišvili 1950) ლათინური თარგმანით); გამოცემა ემყარება Graz.Geo.2058/5 ხელნაწერს, რომელიც სინური წარმოშობისაა (Цагарели 1888: 209 n°29; იმნაიშვილი 2004, 295-313); გერმანული თარგმანი: (Tarchnišvili1938:79-94; Jacob 1964:65-119) ლათინური თარგმანითურთ, გამოცემულია Sin. Geo.O. 89 ხელნაწერის მიხედვით.

Sin.Geo.N.70. წმ. იაკობის ჟამისწირვა.

Xს.12ფ.;ეტრატი; 12,8x10სმ.; ნუსხური; შავიმელანი, სათაურებისინგურით; ფრაგმენტი (1r-8v) ახლო დგას იაკობის ჟამისწირვის იმ ტექსტთან, რომელიც Graz.Geo.2058/4 (Цагарели1888:210, n° 31; იმნაიშვილი 2004:258-294) გამოსცა თარხნიშვილმა (Tarchnišvili 1950) 9r-12v შეიცავს ნაწყვეტს იერუსალიმური ლექციონარიდან: მოციქულთა ზოგადი განგების ფსალმუნებსა და საკითხავებს (Tarchnischvili 1959,1960: №№1455, 1459, 1460, 1464).

Sin.Geo.N.79. წმ. იაკობის ჟამისწირვა.

Xს. 6ფ.; ეტრატი; 11,5x9,8სმ.; შემორჩენილია ერთი რვეულის ნაწილი; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით; იმავე ტიპისაა, როგორიცაა მ. თარხნიშვილის გამოცემული ხელნაწერის ტექსტი, შდრ. Graz.Geo.2058/4 (Цагарели1888:210 n°31; იმნაიშვილი 2004:258-294; Tarchnišvili1950).

Sin.Geo.N.81. წმ. იაკობის ჟამისწირვა.

Xს.10ფ.; ეტრატი;11x8,2სმ.; შავიმელანი; ნუსხური. ტექსტიმ. თარხნიშვილის მიერ გამოცემულ ტექსტს მიჰყვება, შდრ. Graz.Geo.2058/4 (Цагарели 1888: 210 n° 31; Tarchnišvili 1950; იმნაიშვილი 2004:258-294).

Sin..Geo.N 83. წმ. იაკობის ჟამისწირვა.

X ს.2ფ.; ეტრატი; 16x14სმ.; ნუსხური; შავი მელანი; საზედაო ასოები მთავრულით და სინგურით. ფრაგმენტი წარმოადგენს Sin.Geo.N. 22-ის დასაწყის ნაწილს, შეესაბამება მ.თარხნიშვილის გამოცემას _ Graz.Geo.2058/4 (Цагарели1888:210,№31; Tarchnišvili 1950; იმნაიშვილი 2004:258-294).

Sin..Geo.N 68. ჟამისწირვა.

XIს.32ფ; ეტრატი;10x11სმ.; დაშლილი; ტექსტი ძალიან დაზიანებულია, ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით; გადამწერი: გიორგი (8r).

Sin.Geo.O.89. წმ. ბასილი დიდის, წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. იაკობ მოციქულის ჟამისწირვები.

XII ს.93ფ.; ქაღალდი; 14,5x0,5სმ.; ნუსხური; სათაურები და დასაწყისები სინგურით, ნაკლული; გადამწერი: სტეფანე დვალი (45v, 69v); გადაწერის ადგილი: გე[თ]სამანია (69v). ბასილი დიდის ჟამისწირვა ორი რედაქციითაა ცნობილი: ერთი დაცულია Sin. Geo.O. 89-ში, მეორე XIს. დათათარიღებულ ხეც H-531 ხელნაწერში (აღწერილობა 1951: 15). იოანე ოქროპირის ჟამისწირვის ტექსტი განსხვავდება მ. თარხნიშვილის გამოცემული X-XIსს. დათარირებული GrazGeo.2058/5-ის ტექსტისაგან (იმნაიშვილი 2004: 295-313). ორივე ხელნაწერში ლოცვების ტექსტები ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ განსხვავებაა ჟამისწირვის წესში. იაკობის ჟამისწირვის ქართული ტექსტი მიჰყვება მ. თარხნიშვილის გამოცემულ ტექსტს, რომელიც თარხნიშვილმა 985 წლით დათარიღებული გრაცში დაცული ხელნაწერის Graz.Geo. 2058/4 მიხედვით დაბეჭდა (Кекелидзе 1908:1; Марр, 1940:250; Tarchnišvili 1950; Jacob 1964: 85; 1967;Garitte 1961(a): 387;იმნაიშვილი 2004: 258-294).

Sin.Geo.N.1s. წმ. ბასილი დიდის ჟამისწირვა.

XIIIს.გრაგნილი; ეტრატი;184x19სმ.; ოთხი კეფი; დახვეულია მრგვალ ჯოხზე; თავნაკლული; ნუსხური; სათაურები სინგურით; საზედაოასოები გაფორმებულია ფოთლოვანი ლამაზი ორნამენტით. მცირეოდენი სხვაობებით მიჰყვება ბასილი დიდის ჟამისწირვის ტექსტს. გამოქვეყნებულია (ქაჯაია1992: 298-317). არშიებზე გვხვდება გვიანდელი მინაწერები.

Sin. Geo. N.4s. წმ. ბასილი დიდის ჟამისწირვა.

XIII ს. გრაგნილი; ეტრატი; 81x17სმ.; ორი კეფი, ნაწერია ორივე მხარეს; ნაკლული; ნუსხური; შავი მელანი, აქა-იქ გამოყენებულია სინგური. ტექსტი შედგენილობით მიჰყვება ბასილი დიდის ჟამისწირვის გამოცემას (ქაჯაია 1992: 308-312).

Sin..Geo.N.5s. წმ. ბასილი დიდის ჟამისწირვა.

XIII ს. გრაგნილი; ეტრატი; 31,5x17სმ.; ერთი კეფი; ნუსხური; შავი მელანი; დასაწყისი სინგურით და მთავრულით; გრაგნილში შემორჩენილი სიწმიდის შემოყვანების ლოცვის ტექსტი მიჰყვება ბასილი დიდის ჟამისწირვის გამოცემას (ქაჯაია,1992:267-268). დანარჩენი ნაწილი განსხვავებულია გამოცემული ტექსტისაგან.

Sin. Geo.N.6s. ჟამისწირვა.

XIII ს.გრაგნილი; 2 კეფი;ქაღალდი; 90×24სმ. და 59×24 სმ.; გადამწერი: არსენი ხობელისძე. გრაგნილის ტექსტი არ მიჰყვება ჟამისწირვების ცნობილ ტექსტებს. ზოგიერთი ადგილი ერთგვარ სიახლოვეს იჩენს ბასილი დიდის ჟამისწირვასთან. ფრაგმენტს ახლავს გადამწერის ანდერძი: „ლოცვა-ყავთ, წმიდანო ღმრთისანო, ჩემ ცოდვილისა არსენისთჳს; სინას ვინცა განაახლებდე, ასრე განაახლებდე, ვითა ამას შინა სწერია. არ-დებაჲ მესმა და არა დავიცონე ცოდვილმან არსენი ხობელისძემან“. იკითხება, ასევე, გრაგნილის გვიანდელი განმაახლებლის, ელისე ჩიდანის ძის (XIVს. 20- იანი წწ.), მინაწერები (კარანაძე 2002 : 33).

Sin..Geo.N.9s. წმ. ბასილი დიდის ჟამისწირვა.

XIIIს. ეტრატი; 39x17სმ.; ნუსხური; შავიმელანი; სათაურები სინგურით. შემორჩენილია ლოცვა „შემდგომად სიწმიდის შემოყვანებისა“.Recto-ზე ტექსტი მიჰყვება ბასილი დიდის ჟამისწირვის გამოცემულ ტექსტს (ქაჯაია 1992:306-308; 313-314).

Sin.Geo.N.10s. ჟამისწირვა.

XIIIს. გრაგნილის სამი მცირეფრაგმენტი; ქაღალდი; 2 თითო სტრიქონია, 1 დაუწერელია; ნუსხური; შავიმელანი; საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით; შემორჩენილია გრაგნილის დასახვევი ჯოხი.

Sin.Geo.N.8s. წმ. იოანეო ქროპირის ჟამისწირვა.

XVIს. გრაგნილი; ქაღალდი; 108x12სმ.; შემორჩენილია სამი კეფი; ნუსხური; შავი მელანი, გამოყენებულია სინგურიც; შემორჩენილია კათაკმეველთა განტევების, სიწმიდის შემოყვანების, მორწმუნეთა წირვის ტექსტები. ხელნაწერის ტექსტი მცირედ სხვაობს იოვანე ოქროპირის გამოცემული ტექსტისგან (Tarchnišvili 1950(a):64-83). ხელნაწერი აღწერილი აქვს ცაგარელსაც (Цагарели 1888: 209, №29).

Sin.Geo.N.23. ჟამნი.

986წ.54ფ.; ეტრატი; 15,5x12სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით; გადამწერი: იოვანე-მელი (54r); ადგილი: კონსტანტინოპოლი(54r). ხელნაწერი შეიცავს ღამის თორმეტი ჟამის ტექსტს, რომლებიც რედაქციულად განსხვავდება როგორც ჟამნის უძველესი ქართული ტექსტისაგან (Sin.Geo.O.34), ისე გიორგი მთაწმიდლის რედაქციისაგან (Jer.Geo. 127).

Sin.Geo.N.52. ჟამნი.

XII-XIII სს. 98ფ.; ეტრატი; 10,5x10სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით; ფურცელთა დიდი ნაწილი პალიმფსესტია; ქვედა ტექსტი ქართულია; ნუსხურით ნაწერი; უყდო; ნაკლული. შეიცავს: ჟამნის, ბიბლიურ გალობათა და 148-149,5 ფსალმუნთა ტექსტებს. ჟამნი რედაქციულად მიჰყვება გიორგი მთაწმიდლის ჟამნის ყველაზე ადრეულ ნუსხას Jer. Geo.127-ს, მაგრამ მისგან განსხვავებით არ შეიცავს I, III, VI, IX ჟამნთა „შედეგებს“.

Sin.Geo.N.80.ჟამნი.

XIს. 9ფ.; ეტრატი; [10,2x7,5სმ.]; შავი მელანი; სათაურები და დასაწყისები სინგურით; რეადაქციულად ახლო დგას გიორგი ათონელის თარგმნილ Jer.Geo.127 (Blake 1925-1926:136; კახაბრიშვილი 1973:122). ფსალმუნთა ტექსტები მითითებულია მხოლოდ დასაწყისებითა და ბოლო მუხლებით; ტექსტი შიგადაშიგ მიჰყვება ძველ რედაქციებს (შდრ. შანიძე 1960(b).

Sin.Geo.N.61. ჟამნი.

XIIს. 38ფ.; ეტრატი; 12x9სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით; 5,7,16–19, 35,36 ფფ. პალიმფსესტია; ქვედა ტექსტი ქართულია, დაწერილი წვრილი ნუსხურით; სათაურები მთავრულით. ფრაგმენტი შეიცავს სავედრებელ ლოცვებსა და იოსებ გამომეტყველის ავტორობით ცნობილ ერთ ჰიმნოგრაფიულ კანონს. რედაქციულად მიჰყვება გიორგი მთაწმიდლის შედგენილ ნუსხას Jer. Geo.127-ს.

Sin.Geo.N.15p. ჟამნი.

XIII-XIV სს.8ფ; ქაღალდ; 22x15სმ.; ნუსხური, შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; ფრაგმენტები შეიცავს: სერობის ჟამის განგებას, დიდ სერობას და იოსებ გამომთქმელის შუაღამის განგების ნაწილს. რედაქციულად მიჰყვება გიორგი ათონელის რედაქციის Jer.Geo.127-ს. ამავე რედაქციისაა Sin.Geo.O.88, Sin.Geo.N.52, Sin.Geo.N.61, Sin.Geo.N.80 და Sin.Geo.N.29p.

Sin.Geo.N.29p. ჟამნი.

XIIIს.9ფ.; ქაღალდი; 16x10სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაური და ზოგიერთი საზედაო ასო სინგურით. შეიცავს ცისკრის განგებას, პირველი ჟამისა და მისი შედეგის თავბოლონაკლულ ტექსტს. ფრაგმენტები მისდევს ჟამნის ყველაზე ადრეულ ნუსხას Jer.Geo.127. ამავე რედაქციის ხელნაწერებია: Sin.Geo.O.88,Sin. Geo.N.52, Sin. Geo.N.61, Sin. Geo.N.80, Sin. Geo.N.15p.

Sin.Geo.N.31p.„თვეთა მეტყველება“.

XIII ს. 2ფ.; ქაღალდი; 16x12სმ.; ნუსხური; მელანი შავი; სათაური და საზედაო ასოები სინგურით; შეიცავს ფრაგმენტს კალენდრიდან 1–23 ოქტომბრისათვის. რედაქციულად მისდევს საბაწმიდური ტიპიკონის კალენდარს. ტექსტი გვხვდება Sin.Geo.O.83- ში (აღწერილობა 1987: 171-173,). „თვეთა მეტყველება“ XII-XIII სს. შემდეგ ჩვეულებრივ შეტანილია ჟამნის ქართულ ხელნაწერებში.

Sin.Geo.O.47. სახარებანი საცისკრონი წმიდათა კჳრიაკეთანი.

977წ.;91 ფ.; 14,2x12სმ.; ეტრატი; ტყავგადაკრული ხის ყდა; მთავრულითა და ნუსხურით; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით; გადამწერი და შემმოსველი: იოვანე-ზოსიმე; ადგილი: სინაწმიდა; ხელნაწერი შეიცავს კვირა დღის ცისკრის საკითხავებს; შემკულია ჯვრებით; აქვს სინური ტიპური ყდა. ხელნაწერის ერთი ფურცელი, რომელიც მინგანაში (Mingana géorg. 6) ინახება, ავსებს Sin.Geo.O.47-ის ნაკლულ ადგილს 48-49 ფურცლებს შორის. ფრაგმენტი შეიცავს ნაწყვეტს (მარკოზ. XVI, 12-14) სახარების საკითხავიდან (Цагарели 1888: 217 n° 53; Марр 1940: 53-59; Garitte 1960: 253-255; გარიტი 1973: 170- 183; კარანაძე 2002: 14-15, დამ. I, 6, 7; Kalligerou 2009: 170).

Sin.Geo.O 63. საკითხავები სახარებდან.

X ს.,57ფ.; ეტრატი; 31,5x25სმ; მთავრული; სათაურები სინგურით; ტყავის ყვიფრული ყდა; გადამწერი: მიქაელი; ხელნაწერი შეიცავს შობის წინა დღიდან-ვნების კვირის დიდი ხუთშაბათის სახარების საკითხავებს. განიცდის როგორც ქრისტიანულ-აღმოსავლურ, ისე ბიზანტიური საღვთისმსახურო პრაქტიკის გავლენას. ტყავის ყდის ზედაპირზე ამოტვიფრულია ჯვარი. (Цагарели 1888: 204 n°13; Марр 1940:132-135; Garitte 1974: 70-85.Outtier 1978: 53-55).

Sin.Geo.N.71. სახარების საკითხავთა განწესება.

X ს.8ფ; ეტრატი; პალიმფსესტი; ქვედა ტექსტი კოპტური; 13,4×9,8სმ.; წარმოადგენს ხელნაწერის მეორე რვეულს: ნუსხური; შავიმელანი; ზატიკთა დღეები, სახარების საკითხავთა მითითებები და დასაწყისები გამოყოფილია სინგურით, შემოვლებული შავი მელნით; ხელის მიხედვით, გადამწერია იოანე-ზოსიმე; ფრაგმენტი შეიცავს იერუსალიმური ქართული ლექციონარის მიხედვით შედგენილ საკითხავთა საძიებელს (Tarchnischvili 1959,1960: №765–897). დამატებით შეიცავს მითითებებს ცისკრის სახარებებზე.

Sin.Geo.O.10. საწელიწდო სამოციქულო.

X ს.265 ფ.; ეტრატი; 22,5x15სმ.; ნუსხური; 218-ე ფურცლიდან ხელნაწერი პალიმფსესტია. ქვედა ტექსტი ნაწერია მთავრულით და ნუსხურით. ორი ხელი; საზედაო ასოები მთავრულით, სათაურები და საზედაო ასოები _ სინგურით. ასოები შიგა და შიგ გაფორმებულია. ხელნაწერი შეიცავს გიორგი ათონელის რედაქციის საწელიწდო სამოციქულოს. კრებულს ერთვის არაერთი მინაწერი, მათ შორის არაბულიც (ჯავახიშვილი1947:23; გვარამია 1981:77; აღწერილობა 1987:8-33). ეპისტოლეთა ქართული ვერსიები გამოცემულია (აბულაძე 1950; ლორთქიფანიძე 1956; ძოწენიძე 1974).

Sin.Geo.N.14p. სახარების საკითხავები.

XI-XII სს., 10ფ.; ქაღალდი; 19,5(20)×13სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები მთავრულითა და სინგურით; ფრაგმენტი Sin. Geo.O.74 დასაწყისს უნდა წარმოადგენდეს. საკითხავები გაწყობილია ბიზანტიური პრაქტიკის მიხედვით; თარგმანი შესრულებულია გიორგი ათონელის მიერ.

Sin.Geo.O.74. საწელიწდო სახარება.

XI-XII სს.194ფ.; ქაღალდი; 20X16სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები და სათაურები სინგურით. ხელნაწერი შეიცავს ბიზანტიური პრაქტიკის საწელიწდო სახარების საკითხავებს. ტექსტში ჩართულ ანდერძებში იხსენიებიან ეფთჳმე (122v) და გიორგი (70v) ათონელები. ნუსხას ერთვის არაბული კოლოფონები, რომელთა მიხედვითაც ბედუინთა ბატონობა მძიმე ტვირთად აწვა სინაზე მოღვაწე ქართველ ბერებს (გვარამია 1981: 81-82); ტექსტი შეისწავლა და გამოსცა ჟ. გარიტმა (Garitte 1978: 105-152, 367-448; Цагарели 1888: 205 n°15; ჯავახიშვილი 1947:118-119).

Sin.Geo.N.6. საწინასწარმეტყველო.

XII-XIIIსს. 3 ფ; ეტრატი; 25×15; 23,3×14; 23×14 (ზომები სხვაობს); ნუსხური; შავი მელანი; საკითხავთა დასახელებები სინგურით; ფრაგმენტში შემორჩენილი ტექსტი კონსტანტინოპოლური საწინასწარმეტყველოს საფუძველზე თარგმნა გიორგი ათონელმა XIს. I ნახევარში.

Sin.Geo.N.8p. საწინასწარმეტყველო.

XII-XIII სს. 40ფ; ქაღალდი; 26×19სმ.; ნუსხური; შავიმელანი; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით, სინგურით; ნაკლული. ტექსტი წარმოადგენს ბერძნული კონსტანტინოპოლური საწინასწარმეტყველოს გიორგი ათონელისეულ თარგმანს. ძეგლის სრული ტექსტი დაცულია Ivir.Geo.35-ში (XII-XIII სს.), რომლის შედგენილობაში რ.ბლეიკს აღნიშნული აქვს მხოლოდ საკითხავები სამოციქულოდან (Blake 1933-1934:225).

ჰიმნოგრაფიული კრებულები

Sin.Geo.O.1.იადგარი.

X ს-ის I ნახევარი.384ფ.; ეტრატი; 31x24 სმ.; ნუსხური; სათაურები, დასაწყისები და ძლისპირთა ბერძნული მოდელების დასაწყისები ქართული ტრანსკრიპციით, მთავრულითა და სინგურით; ძლისპირები, გალობათა უმეტესი ნაწილი ნევმირებულია; ტექსტში გამოყენებულია მარგინალური ნიშნები. მომგებელი: ტიმოთე; გადამწერი: იოვანე. კრებულში შესულია ადრეული, ე.წ. პალესტინური რედაქციის საგალობლები. წარმოადგენს „ახალი (დიდი) იადგარის“ ვრცელ რედაქციას (ხევსურიანი 2016:29,143-144). ტექსტი აღწერილი და გამოქვეყნებულია (Цагарели 1888:224 n°63; ჯავახიშვილი 1947:1-10; მეტრეველი 1971:0106;. ჭანკიევი 1973: 45-5; აღწერილობა 1978: 13-38).

Sin.Geo.O.14. იადგარი.

X ს. 276 ფ.; ეტრატი; 20,5x16სმ.; ნუსხური, დასაწყისები მთავრულითა და სინგურით; გადამწერები: კრავაჲ, მოსე. ყდა ტყავგადაკრულ ტვიფრული. ხელნაწერი „ახალიიადგარის“ ვრცელ რედაქციას წარმოადგენს (ხევსურიანი 2016:29;ჯღამაია 2016:143-144). საგალობელთა ერთი ნაწილი ნევმირებულია. გადამწერი უხვად იყენებს მარგინალურ ნიშნებს. ტექსტი აღწერილი და გამოქვეყნებულია (Цагарели 1888: 214 n°41; ჯავახიშვილი 1947: 33-34; აღწერილობა 1978: 39-53; ინგოროყვა 1965: 540-543; მეტრეველი 1971: 09-012).

Sin.Geo.O.18. იადგარი.

X ს-ის I ნახევარი. 300 ფ.; კონვოლუტი; ეტრატი; 20,5x14,8სმ.; მთავრული; ნუსხური, გაირჩევა 10 ხელი. სათაურები და ტროპართა დასაწყისები მთავრულითა და სინგურით, უყდო, ნაკლული;მისდევს „იერუსალიმურ ლექციონარს“ (Tarchnischvili 1959). რედაქციულად დგება ძველი რედაქციის იაგარებთან. არშიებზე და ტექსტში გვხვდება იოვანე-ზოსიმეს ხელით მიწერილი ტექსტოლოგიური და ლიტურგიკული შინაარსის შემცველი მინაწერები. კრებული აღწერილი და შესწავლილია, ტექსტი გამოქვეყნებულია (ჯავახიშვილი 1947: 40; ინგოროყვა 1965: 218, 563; ხევსურიანი 1978: 88; იადგარი 1980:557,699-701).

Sin.Geo.O.26. იადგარი.

X ს. შუა წლები. 305 ფ.; ეტრატი; ნაწილობრივ პალიმფსეტი; 14,2x11,4სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულით; 5 ხელი, ერთ-ერთია იოვანე-ზოსიმესი; მუქი ყავისფერი ტყავგადაკრული ხის ყდა. სამეცნიერო წრეებში კრებულს „მცირე იადგარს“ უწოდებენ (მეტრეველი 1971: 0108). კრებული საბაწმინდური ნუსხაა. იადგარს კიდეებზე ერთვის იოვანე-ზოსიმეს როგორც ტექსტუალური და ლიტურგიკული შინაარსის მითითეთები და შენიშვნები. ხელნაწერი აერთიანებს როგორც ძველ, ასევე ახალი რედაქციის საგალობლებს. ნუსხის საფუძველზე შესაძლებელი გახდა „უძველესი იადგარის“ სრული ტექსტის აღდგენა და გამოქვეყნება). ხელნაწერში უხვად გვხვდება კრიპტოგრამები (შანიძე 1926: 237-243; ათანელიშვილი 1973: 61-63). იადგარი აღწერილი და შესწავლილია (ჯავახიშვილი 1947:48-50,№ 26; ინგოროყვა 1965: 558; მეტრეველი 1971: 014-016, 0108-0109; იადგარი 1980:6, 557, 711; ხევსურიანი 2016:25-29).

Sin.Geo.O.20.იადგარი.

978 წ. 132 ფ.; ეტრატი; 15,6x11,9 სმ.; თავნაკლული; ნუსხური; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; გადამწერი: იოვანე; მომგებელი: კჳრიკე; ყდა ტიპური სინური. იადგარი შეიცავს საუფლო დღესასწაულების დასდებლებს, ძლისპირებსა და ღმრთისმშობლისებს, როგორც ძველი, ისე ახალი რედაქციის საგალობლებს. კრებული შესწავლილი და ტექსტი გამოცემულია (Цагарели 1888: 224, n°64; ჯავახიშვილი 1947:43,№20; ინგოროყვა 1965: 542, 558-561; ჭანკიევი 1973:46-48; მეტრეველი 1971: 016-019, 0109; აღწერილობა 1978(a):73- 77; იადგარი 1980:557).

Sin.Geo.O.40. იადგარი.

X ს. 254 ფ.; ეტრატი; 15,5 x12სმ.; მთავრული, სათაურები და დასაწყისები სინგურით; ყდა დაზიანებული. გადამწერი: სჳმეონ მგალობელი; მომგებელი: თეოდორე პალავრელი; გადაწერის ადგილი: საბაწმინდის. მონასტერი. ნუსხა თავნაკლულია. რედაქციულად მიჰყვება ძველ იადგარებს. წიგნს ახლავს გადამწერისა და მომგებლების ანდერძები. გადამწერის ანდერძი: „ესე იადგარანი დაჩხრეკილანი თევდორე პალავრელმან დაყუდებულმან დამაწერინაცოდვილსა მე, სჳმეონს მგალობელსა ...“ (253r). კრებული შესწავლილია (ჯავახიშვილი 1947: 107- 109,№40; Цагарели 1888: 225 n°67; იადგარი 1980:701-702; ინგოროყვა 1965: 218, 561-563). ტექსტი გამოცემულია (იადგარი1980: 557).

Sin.Geo.O.41. იადგარი.

X ს.183 ფ.; ეტრატი; 17x14სმ.; [X ს.]; მთავრული; სათაურები საზედაო ასოები სინგურით; უყდო; ნაკლული ( Марр 1940: 27-31,№41; აღწერილობა 1978 (a) 153-156). იადგარი განეკუთვნება ძველ რედაქციას. „უძველესი იადგარის“ გამოცემაში ეს ხელნაწერი გათვალისწინებულია D ლიტერით (იადგარი 1980:557,703 ).

Sin.Geo.O.49. იადგარი.

X ს. 120 ფ.; ეტრატი; 15,8 x13,5სმ., ნუსხური; ნაკლული; დაზიანებული; რამდენიმე გვერდი პალიმფსესტურია, ქვედა ტექსტი ბერძნულია; გადამწერი იოანე-ზოსიმე; უყდო; შეიცავს საწელიწდო იადგრის (ივნისი-დეკემბერი) სათვეო ნაწილს. რედაქციულად დგას საწელიწდო იადგრის პალესტინური ჯგუფის კრებულებთან, მაგრამ Sin.Geo.O.49 გამოკრებილი წიგნია (Марр 1940:59; აღწერილობა 1978 156-162).

Sin.Geo.O.59. იადგარი.

X ს. 226ფ.; ეტრატი; ზომა 24,5x19სმ.; უყდო; დაზიანებული; ნაკლული; კალიგრაფიული ნუსხური; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით. ზოგიერთი საგალობელი იწყება ქართული ტრანსკრიპციით დაწერილი ბერძნული წარწერები; კრებული შესწავლილია (Цагарели 1888: 215 n°45; Марр 1940:99-107; აღწერილობა 1978: 162-187; ჯღამაია 2016: 143-144; 190-194, 200).

Sin.Geo.O.64. იადგარი.

X ს. 207 ფ.; ეტრატი; 32x27,5სმ.; ნუსხური; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულითა და სინგური; ნაკლული; გადამწერი: იოვანე; მომგებელი: კჳრიკე; ტექსტი შიგადაშიგ ნევმირებულია; ზოგი საგალობელი იწყება ქართული ტრანსკრიფციით ნაწერი ბერძნული წარწერებით; უყდო. მკვლევართა აზრით, Sin. Geo.O.64 და Sin.Geo.O.65 ერთი ხელნაწერი უნდა იყოს, რომელიც იოვანე-ზოსიმემ გადაწერა 970 წელს (ინგოროყვა 1965: 541-542). ც. ჭანკიევის აზრით, მინაწერში დასახელებული იოვანე არ არის იოვანე-ზოსიმე (ჭანკიევი 1973: 45-48). კრებული შესწავლილია (Марр 1940:135; Цагарели 1888: 214 n°42; აღწერილობა 1978: 162-187; ჯღამაია 2016:143-144, 190, 200).

Sin.Geo.O.65.იადგარი.

X ს. II ნახ.220 ფ.; ეტრატი; 32x26,5 სმ.; ნაკლული; უყდო; ნუსხური; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით; გადამწერი იოვანე. მომგებელი კჳრიკე. მკვლევართა აზრით, Sin. Geo.O.65 და Sin.Geo.O.64 ერთი ხელნაწერის ნაწილებია (ინგოროყვა 1965: 541-542). იადგარში შესული აღდგომის საგალობელთა ტექსტი ახალი რედაქციისაა (ჯღამაია 2016: 143-144); უხვადაა ტექსტუალური შინაარსის შემცველი შენიშვნები. წიგნი შემკულია წნული ორნამენტისაგან შემდგარი პატარა ზომის კვადრიფოლიუმის ტიპის ჯვრებით (Цагарели 1888: 215, n°44; Марр 1940: 141-142; აღწერილობა 1978: 208-229)..

Sin..Geo.N.2.იადგარი

X ს.(987 წ. შემდეგ) 21 ფ.; ეტრატი; 30,5x24,5სმ.; დაშლილი; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები, საზედაო ასოები, ბერძნულ ძლისპირთა დასაწყისების ქართული ტრანსკრიპციები სინგურით. ფრაგმენტი Sin.Geo.O.65-ის ნაწილია. მომგებელი: კჳრიკე მიძნაძორელი; გადამწერი: იოვანე ხუცეს-მონაზონი; ადგილი: სინაწმიდა. ხელნაწერს ერთვის გადამწერისა (20r) და მომგებლის (20v) ვრცელი ანდერძები, რომლებიც საინტერესო ცნობებს გვაწვდიან სინაწმინდაზე ქართველ მოწესეთა დამკვიდრება-მოღვაწეობის შესახებ. მომგებლის ანდერძში ვკითხულობთ: „...აღვაშჱნე მცირე ეკლესიაჲგარეგან კართა დიდისა ეკლესიისა დაკუალად აღვაშენე სახლები სადგურად არაბთათჳს და ...მოუგე წმიდასა მთასა წიგნები ჩემითა გულსმოდგინებითა...“. ანდერძში დასახელებული მომგებლის მიერ სინაწმინდისთვის დაფინანსებული 10 წიგნი, რომელთა ნაწილი ამჟამად იდენტიფიცირებულია აღმწერელთა მიერ და ანდერძები გამოქვეყნებულია (აღმოჩენები 2005:246-248).

Sin.Geo.N.5. იადგარი.

X ს.42 ფ.; ეტრატი; 24,5x19 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები, საგალობელთა დასახელებები, ბერძნულ ძლისპირთა დასაწყისების ქართული ტრანსკრიპციები და საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით. ხელნაწერი წარმოადგენს Sin. Geo.O.59-ის ნაწილს – დასაწყისისა და დასასრულის ტექსტებს.

Sin.Geo.N.19. იადგარი.

980 წ. 61+1 ფ. სირიული ფრაგმენტი, სავარაუდოდ, ყდის საცავი ფურცელი; ეტრატი; 20,5x18სმ.; პალიმფსესტი; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები, დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურშემოვლებული შავი მელნით; ქვედა ფენა ბერძნული, შიგადაშიგ სირიული და კოპტური; პირველ ფურცელზე იკითხება არაბული წარწერის კვალი; ბოლონაკლული; უყდო; იადგარის მოკლე რედაქცია; შემდგენელ-გადამწერი იოვანე-ზოსიმე: „..მომემადლა მე, ფრიად ცოდვილსა იოვანეს, დავჩხრიკე წმიდაჲ ესე წიგნი იადგარი - მსგებსი ახალი, რომელი ახლად გამოვიდა ჩუენდა ენად კჳპრით, ამას უნდოსა და შებღარჯულსა ეტრატსა ზედა სადედედჴელითა ჩემითა... სინაწმიდას და შევწირე მუნვე... ქრისტე, შეიწყალე გაბრიელ, გიორგი, მიქაელ, კჳრიკე, იოვანე-ზოსიომე... ამენ “ (50r-v).

Sin. Geo.N.29. იადგარი.

X ს. 8ფ.; ეტრატი; 15x11სმ.; ნუსხური, შავი მელნი; 7v და ფ.8 შედარებით წვრილი მთავრულით; სათაურები და საგალობელთა დასაწყისები სინგურით; ფრაგმენტი წარმოადგენს Sin.Geo.O.40-ის ნაწილს. შეიცავს ოქტოიხოსის პირველიხმის საგალობლებს. ტექსტი მოკლე რედაქციისაა (იადგარი 1980: 368-379).

Sin..Geo.N.34. იადგარი.

X ს. 4ფ.; ეტრატი; 22(23)x15(17)სმ.; ნუსხური, 4v მთავრული; შავი მელანი; უცნობი ნუსხის ფრაგმენტი.

Sin..Geo.N.36. იადგარი.

X ს. 8ფ.; ეტრატი;16,2(16,5)x14,5სმ.; მთავრული; შავი მელანი; სათაურები, საგალობელთა სახელწოდებები და საზედაო ასოები სინგურით; ფურცელთა ზომების, ხელისა და სხვამონაცემთა მიხედვით მიეკუთვნება Sin. Geo. O.41 ხელნაწერს. ფრაგმენტი შეიცავს ზოგიერთ ისეთ საგალობელს, რომლებიც უძველესი იადგარის ტექსტის კრიტიკულ გამოცემაში არ გვხვდება (იადგარი 1980).

Sin.Geo.N.37. იადგარი.

X ს.1ფ.; 20x15სმ.;ეტრატი; მთავრული; ყავისფერი მელანი; საგალობელთა მითითებები სინგურით; შეიცავს ხარების დღესასწაულის საგალობლების ნაწყვეტებს და მთლიანად ემთხვევა გამოცემის შესაბამის ტექსტებს (იადგარი 1980:689-691).

Sin..Geo.N38.იადგარი.

Xს.6ფ.;20,2x14,5სმ.; ეტრატი; ნუსხური; შავიმელანი, სათაურები, საგალობელთა სახელწოდებები და საზედაო ასოები სინგურით; ოქტოიხოსის საგალობლები VII-VIII ხმების ფარგლებში. ფრაგმენტები ძირითადად მისდევს გამოცემულ ტექსტს (იადგარი 1980: 488-507).

Sin.Geo.N.39. იადგარი.

Xს. 23ფ.; ეტრატი; 15,5x13,5სმ.; ნუსხური; შავი მელანი, სათაურები, საგალობელთა სახელწოდებები და საზედაო ასოები სინგურით; ფრაგმენტი შეიცავს სხვადასხვა ხსენების საგალობლებს იადგარის სათვეო ნაწილიდან. ფრაგმენტში დასახელებულია: წმ.ნინო (14 იანვ.), საგალობელი გამოქვეყნებულია Sin.Geo.O.59-ის მიხედვით (Марр 1940: 103-106). საგალობელთა ნაწილი სრულად არ არის მოღწეული. თანხვდება Sin.Geo.O.59 და Sin.Geo.O.64 იადგრების შესაბამის ხსენებათა საგალობლებს, რომელთა მიხედვით შესაძლებელია ფრაგმენტის ნაკლული ტექსტების სრულად აღდგენა.

Sin.Geo.N.46. იადგარი.

X ს.8ფ.; ეტრატი; 15x13სმ.; ნაკლული; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და საგალობელთა სახელწოდებები სინგურით. ფრაგმენტი შეიცავს წმ.მამა ანტონი რავახის ხსენებისა და ხარების დღესასწაულის საგალობლებს. საგალობლების ტექსტები თანხვდება Sin. Geo.O.59 და Sin.Geo.O.64 იადგრების შესაბამისი საგალობლების გვიანდელ ფენას.

Sin. Geo.N.56. იადგარი.

X ს. 103ფ.; ეტრატი; 11,5x11,5სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები, საგალობელთა სახელწოდებები და საზედაო ასოები სინგურით; უყდო; დაშლილი. შეიცავს უძველესი იადგრის ერთ-ერთ ნაწილის-მარხვანის დასაწყისს (ხორცის აღების კვირიდან) ვნების ხუთშაბათამდე. იადგრის ეს ნაწილი ცალკე ნუსხად ჩანს გადაწერილი. მცირე განსხვავებებით ტექსტი მიჰყვება Sin.Geo.O. 18-ს.

Sin.Geo.N.73. იადგარი.

X ს. 4ფ.;ეტრატი; ყველა ფურცელი სხვადასხვა ზომისაა: 17,5 x19სმ, 24,5x19სმ 10,5x11,5სმ., 8,5x3სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით; საგალობლები ნევმირებულია. ფრაგმენტი შეიცავს III–VI ხმათა საშაბათო დასდებლების ნაწყვეტებს. ფ.3 ამ ხელნაწერს არ მიეკუთვნება. დაზიანების გამო არ ხერხდება ფ.4-ის იდენტიფიკაცია.

Sin.Geo.N.74. იადგარი.

X ს.7ფ.; ეტრატი; 16x14სმ.; მთავრული; შავი მელანი; სათაურები, საგალობელთა სახელწოდებები და საზედაო ასოები სინგურით. დაზიანების გამო ტექსტის ამოკითხვა რთულია. ფრაგმენტი უძველსი იადგარის ნაწილია. შეიცავს ზოგიერთ ისეთ საგალობელს, რომლებიც „უძველესი იადგარის“ კრიტიკული ტექსტის გამოცემაში არ არის (შდრ.იადგარი 1980).

Sin..Geo.N87. იადგარი.

X ს. II ნახ.8ფ.; ეტრატი; სხვადასხვაზომისა: 8×8სმ; 8,5×10,5სმ, 6,5×7სმ; წვრილინუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურითა და მთავრულით. გადამწერი: იოანე-ზოსიმე. იკითხება მხოლოდ 2r-3v. ტექსტი ემთხვევა Sin.Geo.O.59 და Sin. Geo.O.64 შესაბამის საგალობლებს, პირველ ფურცელზე სინგურით კალენდარული მითითება: მაისსა იე. ვარდობაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ“

Sin.Geo.N.95. იადგარი.

X ს. დასასრული. 8ფ., ეტრატი, 31x26სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები, საგალობელთა სახელწოდებები, ბერძნულ ძლისპირთა ქართული ტრანსკრიპციები და საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით; გადამწერი: იოვანე ხუცესმონაზონი; მომგებელი: კვირიკე მიძნაძოროელი; გადაწერის ადგილი: სინაწმიდა. ფრაგმენტი წარმოადგენს ნაწყვეტს Sin. Geo.O.64-დან. გადამწერისა და მომგებელის ვინაობა, აგრეთვე გადაწერის ადგილი და თარიღი მითითებულია Sin. Geo.N.2-ის ანდერძთა მიხედვით.

Sin.Geo.N96. იადგარი.

X ს.1ფ.; 16,2×14,2სმ; ეტრატი; მთავრული; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით. შეიცავს ოქტოიხოსის I-II ხმების საგალობლებს. მისდევს გამოცემულ ტექსტს (იადგარი 1980: 384), დამატებით შეიცავს „სიწმიდისაჲს“ უცნობ ტექსტს. Sin. Geo.N.97. იადგარი. Xს. 8ფ.; ეტრატი; ყველა ფურცელი პალიმფსესტია, ქვედა ფენა ტექსტი ბერძნულია. ფურცელთა ზომები მერყეობს 10,5×10,5-დან 14×13სმ-ს შორის. ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და გალობათა სახელწოდებები სინგურით. ფრაგმენტი შეიცავს ქართული ირმოლოგიონის უძველეს ფენას. ფრაგმენტები Sin. Geo.O.49-ის ნაწყვეტია.

Sin. Geo.O.69. სტიქარონ-იადგარი.

XII-XIII სს. 151 ფ.; 26,5x19სმ.; ქაღალდი; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით; დამკვეთი: სოლომონი; გადამწერი: იოსები; გადაწერის ადგილი: იერუსალიმი; ხელნაწერი გადაწერილია სინის მთის გიორგი მთავარმოწამის მონასტრისათვის; წარმოდგენილია მხოლოდ სტიქარონები, რომელთა უმეტესობა იძებნება გიორგი მთაწმინდლის თვენში. იერუსალიმში გადაწერილი ნუსხა თავად გადამწერის მიერვე შევსებულია სინაზე, დამატებულია წმ. ირინეს ცისკრის კანონი. კრებულს ერთვის გადამწერის ანდერძი (150v) და საკმაოდ ბევრი მინაწერი. ა. ცაგარლის აღწერილობაში გამოქვეყნებულ ანდერძში მითითებულია სინის მთაზე კრებულის შევსების თარიღი 1282 (Цагарели 1888:208 n°26;Марр 1940:189-196).

Sin. Geo.O.21. პარაკლიტონი.

X-XI სს. 352 ფ.; 13,5x10 სმ.; ეტრატი; ნაკლული; ნუსხური; საზედაო ასეობი და სათაურები მთავრულით; ორი გადამწერი: გიორგი და ანონიმი (57r); მომგებელი: იონა (231v). პარაკლიტონი შეიცავს: 8 ხმის საკვირაო (აღდგომის) და საშაბათო და კვირის სადა დღეების საგალობლებს. აღდგომის დასდებელთა ტექსტი ახალი რედაქციისაა. Sin.Geo.O.21-ის ტექსტი თანხვდება Sin.Geo.O.3-ის საგალობელთა ერთ ფენას გარკვეული განსხვავევებით (ჯავახიშვილი 1947: 43-44, №21).

Sin.Geo.O.3.პარაკლიტონი.

XI ს.278 ფ.; ეტრატი; 25,5x18,5სმ; ნაკლული; ნუსხური, დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურით; უყდო. რესტავრირებულია არაბული ხელნაწერის ფრაგმენტით; გადამწერი: ბასილი(31v);მართალია, კრებული ხელნაწერში ორჯერ იხსენიება „ოქტოიხოსად“, მაგრამ ტრადიციის მიხედვით პარაკლიტონი ეწოდა (შდრ.: Jer.Geo 48, A 93, A 94). რედაქციულად მიჰყვება Jer. Geo. 48-ს. აღდგომის დასდებლები ახალი რედაქციისაა, „ძლისპირები“-მეორე რედაქციისა. მინაწერების სახით ერთვის ტექსტუალური შენიშვნები. კრებული შესწავლილია (ჯავახიშვილი 1947:12; ინგოროყვა 1965: 370, 486, 576; კეკელიძე 1980:594; ჯღამაია 1972, 57-66).

Sin.Geo.O.96. პარაკლიტონი.

XIს. 303 ფ.; ქაღალდი; 32x22 სმ.; ბოლონაკლული; ნუსხური; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; რესტავრირებულია ნუსხურით ნაწერი ხელნაწერის ფურცლით; ტყავის დაზიანებული ყდა; ყდის საცავ ფურცლად გამოყენებულია X-XI სს. ეტრატის ხელნაწერის ფრაგმენტი; გაცხოველებულია გაბრიელ ვარძელის მიერ; გადამწერი იოვანე ბარალაამწმიდელი(166v); მესამედ შემკაზველი გაბრიელ ვარძელი(166v); გადაწერილია შავ მთაზე (166v); შეწირულია სინის მთისთვის. პარაკლიტონი გიორგი ათონელის რედაქციისაა. შეიცავს აღდგომის საგალობლებს და საკითხავებს; ერთვის არაბული მინაწერები. (Марр 1940: 273-276; კარანაძე 2002: 33-34).

Sin.Geo.O.13.პარაკლიტონი.

1044 წ. 271ფ.;19,5x13სმ; ეტრატი; თავნაკლული; ნუსხური; სათაურები და დასაწყისები სინგურით, ზოგიერთი ფურცელი გადანაცვლებულია. 5 გადამწერი: პეტრე, გაბრიელი და სამი ანონიმი. მომგებელი-პეტრე გადაწერის ადგილი გესმანია(270v), შეწირულია სინის მთისათვის(270v). ხელნაწერში შესული მასალა საერთოს პოულობს როგორც X ს-ის იადგარებთან, ასევე გიორგი ათონელის რედაქციის პარაკლიტონთან და ახალ საწელიწდო იადგართან. რედაქციულად ერთიანდება Jer.Geo. 48-ის ჯგუფის პარაკლიტონებთან. (ჯავახიშვილი 1947:32; ინგოროყვა 1965: 370, 576).

Sin.Geo.N.14. პარაკლიტონი.

1044 წ. 16 ფ.; 19x13,5; ეტრატი; ნუსხური;ყავისფერი მელანი; სათაურები, საგალობელთა სახელწოდებები, რიტმული ნიშნები და საზედაო ასოები სინგურით; მომგებელი: პეტრე, გადაწერის ადგილი: გეთსიმანია.ფრაგმენტი შეიცავს პირველი ხმის სამშაბათ-შაბათისა და მეორე ხმის საკვირაო საგალობლებს. ხელის, ფურცელთა ზომის, შედგენილობისა და სხვა მონაცემების მიხედვით, წარმოადგენს Sin.Geo.O.13 ხელნაწერის ნაწყვეტს, ნაწილობრივ ავსებს მის დანაკლის დასაწყის ნაწილში.

Sin.Geo.O.17.პარაკლიტონი.

1061წ. 309 ფ., 20,6x14,2 სმ.; ეტრატი, თავნაკლული; ნუსხური; დასაწყისები სინგურით;აქვს მოხატული საზედაო ასოები და გრაფიკულად შესრულებული თავსამკაული; გადაწერილია ჯვრის მონასტერში გიორგის მამობის დროს (307v); შეწირულია სინის მთის ქართველთა ეკლესიისათვის; გადამწერი: გაბრიელ საყუარელი (307v); ხის დაზიანებული ყდა; პარაკლიტონი შეიცავს აღდგომის დასდებლებს, 8 ხმაზე დალაგებულ ოთხსტროფიან გალობებს. ერთიანდება Jer. Geo. 48-ის რედაქციის პარაკლიტონთა ჯგუფში: Jer Geo. 48, Sin. Geo.O.3, Sin. Geo.O.13, Sin. Geo.O.17, Sin.O.Geo.O.21.

Sin.Geo.N.25.პარაკლიტონი.

XI ს. 48ფ; 17X12სმ.; ეტრატი; თავბოლონაკლული; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და საგალობელთა სახელწოდებები სინგურით. ფრაგმენტი შეიცავს მეშვიდე-მერვე ხმათა საგალობლებს. მისდევს XI ს. პირველი ნახევრის რედაქციის პარაკლიტონებს: Sin.Geo.O.3, Sin.Geo.O.13,Sin. Geo.O.17, Sin.Geo.O.21; Sin.Geo.N. 25 შედარებით მოკლე შედგენილობისაა.

Sin..Geo.N 57. პარაკლიტონი.

XI ს. 181ფ.; 12x8,5სმ.; ეტრატი; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით, სინგურით;მომგებელი: დავითი.პარაკლიტონი წარმოადგენს გამონაკრებს. ამავე რედაქციას მიეკუთვნება Sin.Geo.O.3, Sin.Geo.O.13, Sin.Geo.O.17, Sin.Geo.O.21 ხელნაწერები. ნუსხა დაწერილი უნდა იყოს შავ მთაზე, სვიმეონ საკვირველთმოქმედის ლავრაში, რაზედაც უნდა მიუთითებდეს წმ. სვიმეონის მოხსენიება ანდერძში: „სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა...წმიდისა სუმეონ საკურველთმოქმედისაჲთადა ყოველთა ნებისმყოფელთა მისთაჲთა ღირს ვიქმენ მე, გლახაკი დავით, მოგებად ამათ წმიდათა საგალობელთა პარაკლიტონთა...(180r-v).

Sin..Geo.N 40. პარაკლიტონი.

XI ს. 6 ფ. ეტრატი; 16,3x12,5; ნუსხური; შავი მელანი, სათაურები, საგალობელთა დასახელებები სინგურით. პარაკლიტონი XI ს- I ნახ. რედაქციისაა. შეიცავს ნაწყვეტებს VII და VIII ხმების საკვირაო საგალიბლებიდან. რედაქციულად დგას:Sin.Geo.O.3, Sin. Geo.O.13, Sin.Geo.O.17, Sin.Geo.O.21 და Sin.Geo.N.14, Sin.Geo N.25, Sin.Geo.N.76-თან.

Sin.Geo.N.76. პარაკლიტონი.

XIს.13ფ.; ეტრატი; 16,5x12,3სმ.; ნუსხური; შავიმელანი და ყავისფერი; სათაურები, საგალობელთა სახელწოდებები და საზედაო ასოები სინგურით; განკვეთის ნიშნებად გამოყენებულია შავი და წითელი წერტილები. ფრაგმენტი შეიცავს პარაკლიტონის XI ს-ის I ნახ-ში შემუშავებული რედაქციის ტექსტს. იხ. აგრეთვე Sin.Geo.O.34 (147r,195v) და პეტერბურგის ეროვნული ბიბლიოთეკის ბერძნული ფონდის ხელნაწერი Греч.XI, 1r-v. აგრეთვე Sin.Geo.O.17, 301r–303r. პარაკლიტონის ამავე რედაქციას მიეკუთვნება Sin.Geo.O.3, Sin.Geo.O.13, Sin.Geo.O.17, Sin.Geo.O.21 დაSin. Geo.N.14, Sin.Geo. N.25, Sin.Geo. N.40.

Sin.Geo.N.30. პარაკლიტონი.

XII ს.28ფ.; ეტრატი; 16x11,5სმ.; ნუსხური; შავიმელანი; სათაურები და საგალობელთა სახელწოდებები სინგურით; ფრაგმენტები შეიცავს პარაკლიტონის I ხმის კვირა დღის, სამშაბათ-ხუთშაბათის სტიქარონებსა და კანონებს. წარმოადგენს გამონაკრებს გიორგი ათონელის რედაქციის ვრცელი პარაკლიტონიდან.

Sin.Geo.O.67. პარაკლიტონი.

XIII ს. 331ფ.; 32x24სმ.; ქაღალდი, ნუსხური. სათაურები და დასაწყისები სინგურით, თავფურცელზე გამოსახულია გოლგოთის ჯვარი; ტყავის დაზიანებული ყდა; გადამწერი: ბასილი; შემმოსველი: თევდორე; გადაწერის ადგილი: სინა; პარაკლიტონი გიორგი ათონელის რედაქციისაა. შეიცავს აღდგომის დასდებლებს. ტექსტს ბოლოში ერთვის აკროსტიქული იამბიკო. ხელნაწერის საცავ ფურცლად გამოყენებულია Sin.Geo.O.35 ხელნაწერის ბოლო ფურცელი – გადამწერის ანდერძი იოანე-ზოსიმეს ავტოგრაფი. კრებული ნაკვლევია (Цагарелиნ1888: 221 n°55; Марр 1940: 162; დვალი 1978: 72-80; კუტიბაშვილი 1980:122-126; კარანაძე 2002: 18- 19). ერთვის როგორც თანადროული, ასევე XV-XVI სს-ის ანდერძ-მინაწერები.

Sin.Geo.O.5. მარხვანი.

1052 წ.414 ფ.; ეტრატი; 24,5x16სმ.; ნუსხური; დასაწყისები და სათაურები სინგურით; ორი გადამწერი: იოვანე და დიმიტრი, მომგებელი: გიორგი მორკნეველი, შემმოსველი: ნისთერეონი, გადაწერის ადგილი: საბაწმინდის ჯერაკუმია. ყდა ამოუტვიფრავი ყავისფერი ტყავისა. წარმოადგენს მარხვანის ყველაზე ადრეულ, ვრცელ რედაქციას, რომელსაც საფუძვლად უდევს კოსტანტინეპოლური საღვთისმსახურო წესი, მაგრამ კრებულის სტრუქტურაში შენარჩუნებულია დიდი იადგარისთვის დამახასიათებელი ისეთი მოვლენები, რომლებსაც არ იცნობს ბიზანტიური წარმომავლობის მარხვანები. კრებული ჩამოყალიბებულია პალესტინურ გარემოში. მარხვანში შეტანილია ეფთვიმე ათონელის თარგმნილი ერთი განგება (ხევსურიანი 2016:42- 43,45).ხელნაწერი თარიღდება ანდერძის საფუძველზე:„...ამათ ყოველთა ოხითა და შეწევნითა მოძღურისა ჩემისა იოვანე გოლგოთელისაჲთა ღირს მყო სახიერმან მღდელი ცოდვილი იოვანეაღწერად წმიდისა ამას წიგნისა... დაიწერა ქორონიკონსა ობ ჯერაკუმიას. და შეიმოსა ჴელითა ნისთერეონისითა, ღმერთმან აკურთხენ სული მათი, ამენ“ (414r). მარხვანი აღწერილი და შესწავლილია (Цагарели 1888: 222 n°56; КеКелидзе 1908: 392; ჯავახიშვილი 1947: 14-16; ჯღამაია 1961: 33-57; ინგოროყვა 1965: 238, 369; აღწერილობა 1979: 8-27; მენაბდე 1980:38; ხაჩიძე 2000: 18-37).

Sin.Geo.O.75. მარხვანი.

XI ს. 450 ფ. (346 ფ. ეტრატი+94 ფ. ქაღალდი); 19,5x14 სმ.; ქაღალდი; ნაკლული, დაზიანებული; ნუსხური, დასაწყისები და სათაურები სინგურით; უყდო; გადამწერები: მათე, თევდორე, მოძღვარი სამოთხელი. კრებული წარმოადგენს მარხვანის ყველაზე ადრეულ, ვრცელ რედაქციას. ხელნაწერმა ნაკლული სახით მოაღწია. იწყება ხორცის აღების კვირიაკის საგალობლებით და წყდება დიდი ხუთშაბათის ცისკრის კანონზე. კრებულს საფუძვლად უდევს ღვთისმსახურების კოსტანტინეპოლური ტრადიცია; ამავე დროს კრებულის სტრუქტურაში შენარჩუნებულია დიდი იადგარისთვის დამახასიათებელი ისეთი მოვლენები, რომლებსაც არ იცნობს ბიზანტიური წარმომავლობის მარხვანები. ამდენად, ცხადი ხდება, რომ Sin.Geo.O.5. ხელნაწერის მსგავსად Sin.Geo.O.75 ჩამოყალიბებულია პალესტინურ გარემოში (ხევსურიანი 2016:42-43).რედაქციულად მიჰყვება Sin.Geo.O.5.

Sin..Geo.O.70. მარხვანი.

XII-XIII სს.255 ფ.; 27x20სმ; ქაღალდი; ნუსხური; გამოიყოფა 5 ხელი, დასაწყისები და სათაურები სინგურით; ტყავგადაკრულ ხის ყდა. ხელნაწერი Sin.Geo.O.5-ისაგან განსხვავებული რედაქციისაა. ერთვის არსენ იყალთოელის ანდეძი: „ვინაჲთგან წმიდათა მამათა... ეფთჳმის და გიორგის მთაწმიდელთა ორგზის ეთარგმნნეს წმიდისა ანდრეა კრიტელის მწყემსმთავრის მიერ აღწერილნი ესე გალობანი...მე, უღირსმან... მონაზონმან არსენი ვიკადრე მესამედ თარგმნაჲ ამათი უცვალებელად... რომელთა ზედა წმიდასა ანდრეას ბერძულად აღეწერნეს,...ბრძანებითა...დავით, აფხაზთა და ქართველთა და რანთა და კახთა მეფისაჲთა, რომელმან მე თარგმანებისა, ხოლო წმიდასა მწყემსთა მწყემსსა იოვანეს, ქართლისა კათალიოზსა, ჴმისა დადებისა ჴელყოფაჲ გჳბოძა, ვიანაჲთგან უცხონი იყვნეს ენისა ჩუენისაგან ძლისპირნი ამათნი...“(131). ხელნაწერი აღწერილი და შესწავლილია, ანდერძი გამოქვეყნებულია (Цагарели 1888: 222 n°57; Марр 1903:42; 1907: 141; 1940:196-205; აღწერილობა 1979:44-45). არსენ იყალთოელის ამავე შინაარსის ანდერძი დასტურდება საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერში Geo.5, რომლის ანდერძი გამოქვეყნებულია (თაყაიშვილი 1933:42).

Sin.Geo.N.26p. მარხვანი.

XIII-XIV სს.1ფ; 26x16,5 სმ.; ქაღალდი; ნუსხურით; შავი მელანი; სათაური და საზედაო ასოები სინგურით;recto შეიცავს უფლის მეორედ მოსვლის თემაზე ჰიმნოგრაფიულ კანონს. ტექსტის სიმცირისა და დაზიანების გამო ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირებული, v-ზე იწყება ლაზარეს მწუხრი.

Sin.Geo.N.27p. ზატიკი.

XII-XIIIსს. 7 ფ; ქაღალდი; 23x17სმ.; ნუსხური; შავი მელანი; გალობათა სათაურები და ტროპართა დასაწყისები სინგურით. ფრაგმენტი წარმოადგენს გიორგი მთაწმიდლის შედგენილი ზატიკის უცნობი ნუსხის ფრაგმენტს. ნაწყვეტების სახით შემონახულია: აღვსების (1r), აღდგომის შემდგომი ორშაბათისა (1r-v) და პარასკევის (2r-v), ახალკვირის (3r–5v), შუა ზატიკისა (6r-v) და მარტვილიის (7r-v) სტიქარონები, კანონები და წარდგომანი. Sin.Geo.N.10p. ანდრია კრიტელი. დიდი კანონი. XII-XIIIსს. 7ფ.; ქაღალდი; 24x17 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები დამუხლების დასაწყისები სინგურით. კანონი, რომელსაც შეიცავს ხელნაწერი თარგმნილია არსენ იყალთოელის მიერ და შედის მარხვანის გიორგი მთაწმინდლის შემდგომ რედაქციაში. სრულდება დიდმარხვის მეხუთე ხუთშაბათს.

Sin. Geo.O.72. ზატიკი.

XIIIს.173ფ.; ქაღალდი; ნუსხური; სათაურები და დასაწყისები სინგურით; ხელნაწერი წარმოადგენს გიორგი ათონელის რედაქციის ზატიკის შემოკლებულ ვარიანტს. იწყება აღდგომის ორშაბათიოთ, ბრწყინვალე შვიდეული შეიცავს სრულ კანონებს, ასევე სრულ კანონითაა წარმოდგენილი განგება კვირა დღეებისა. ძველი ფენა აჩვენებს თანხვედრას Sin.Geo.O.5 ხელნაწერთან, ხოლო გარკვეული ნაწილი კი მიჰყვება შემოქმედის გულანს (ხეც. Q 103) (ჯავახიშვილი 1947: 109-112).

Sin..Geo.N.24. თვენი.

XI ს.6ფ.; ეტრატი;ნ 17x12სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი;საგალობელთა დასახელებები და დასაწყისები სინგურით; რიტმული პუნქტუაციისათვის გამოყენებულია როგორც შავი მელანი, ისე სინგური. შეიცავს წმ.საბა განწმედილის ხსენების (5დეკ.) საგალობლებს. ფრაგმენტები ამჟამად უცნობი ხელნაწერის ნაწილია. ტექსტობრივად მისდევს დუმბარტონ ოუქსში დაცული XI ს-ის I ნახ. რედაქციის თვენის Dumbarton Oaks MS2 შესამაბის საგალობლებს (20r-27v). ამავე რედაქციისაა Sin.Geo.N.41.

Sin.Geo.N.41. თვენი.

XI ს. 15ფ.; ეტრატი, 19,5(20)x17სმ.; ნუსხური;შავი მელანი, სათაურები მთავრულითა და სინგურით; მეტრული პუნქტუაცია წითელი წერტილებით. შეიცავს კონსტანტინეპოლური კალენდრით 6, 21, 25, 27, 31 დეკემბრისა და 1-2 იანვრის დღესასწაულთა და ხსენებათა საგალობლების ფრაგმენტებს. რედაქციულად მისდევს Dumbarton Oaks MS2-ს. ქართული თვენის ეს რედაქცია ჩამოყალიბდა XI ს-ის I ნახ-ში X ს-ის იადგარის ბაზაზე ახალი შევსებით. თვენის ეს რედაქცია Dumbarton Oaks-ის ხელნაწერის საფუძველზე ნაკვლევია, გამოქვეყნებულია წმ. ბოასადმი მიძღვნილი საგალობელი (Blake 1960; Garitte 1964:29-64; კეკელიძე 1962: 5-36; ჯღამაია 1961:33-57).

Sin. Geo.O.7/2. თვენი.

XI-XII სს. 237 ფ.; ეტრატი; 25,5x19,5 სმ.; ნაკლული; ნუსხური; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით. ორივე ნუსხა შეიცავს სექტემბერ-დეკემბრის თვის მასალას. იანვრის თვის მხოლოდ ერთი ფურცელია შემონახული. არშიებზე მიწერილია ავტორთა სახელები. კრებულის მთარგმნელ-რედაქტორია გიორგი ათონელი. Sin.Geo.O.7/2-ის 129 v-ზე იოვანე დამასკელის ჰიმნებს ერთვის ქართულ თარგმანთან დაკავშირებული რედაქტორისეული განმარტება. ხელნაწერში ბერძნულ საგალობლებთან ერთად შესულია ქართული მასალაც; ქართველჰიმნოგრაფ იოვანე მიჩხის საგალობელს ახლავს შემდეგი განმარტებითი მინაწერი: „ხოლო ესე გალობანი მას კარგსა გიორგი მეფესა დიდსა დიდითა ვედრებითა აღუწერვებიან მინჩხისადა...“(3r). „გალობანი“ ნაკვლევი და გამოცემულია (Марр 1903:13;ჯავახიშვილი 1947:145;ინგოროყვა 1965:130-136;კვირიკაშვილი 1969: 26-29,ჯღამაია 1972: 52-66); გადამწერს კრებულში ასევე შეაქვს ილარიონ ქართველის სახელზე შედგენილი ჰიმნებიც (დოლაქიძე 1971:159-185). კრებულში შესული იოვანე დამასკელის შობის ჰიმნის ქართული თარგმანი ნაკვლევია (კეკელიძე 1956:183-197;1980:172; აღწერილობა 1979:162-200).

Sin. Geo.O.9.თვენი.

XI-XII სს. 72 ფ.; ეტრატი; 26x20 სმ.; აქვს კოპტური ფურცლობრივი პაგინაცია; ნუსხური; სათაურები და დასაწყისები სინგურით; თავფურცელზე გამოსახულია აყვავებული ჯვრი. ტექსტს ამკობს წნული ორნამენტისაგან შედგენილი თავსამკაული; შეიცავს მარტისა და აპრილის დასაწყისის მასალას, საგალობლების გასწვრივ გვხვდება ავტორთა სახელები. კრებულის მთარგმნელ-რედაქტორია გიორგი ათონელი. თვენი განეკუთვნება Sin.Geo.O 7/2 და Sin. Geo.O. 56 ჯგუფის ხელნაწერებს (ჯავახიშვილი 1947: 22-23).

Sin..Geo.O.56. თვენი.

XI-XII სს. 86ფ.; ეტრატი; 25x20სმ.; ნაკლული; ნუსხური; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; ორი ხელი. II ხელითაა გადაწერილი Sin-7/2.შეიცავს 21 ივნისიდან-11 აგვისტომდე პერიოდის მასალას. ადგილ-ადგილ საგალობლის გასწვრივ არშიაზე მიწერილია ავტორების სახელები. კრებულის მთარგმნელ-რედაქტორია გიორგი ათონელი (Марр 1940:90-92).

Sin.Geo.N.18. თვენი.

XI-XII სს.154 ფ.; ეტრატი; აკინძულია სამ ნაწილად; 5x20სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები, საგალობელთა სახელწოდებები და საზედაო ასოები სინგურით; ორი გადამწერი; ხელნაწერის II ნაწილს აქვს ტყავგადაკრული ხის ყდა. ხელნაწერი შეიცავს იანვარ-თებერვლისა და მაის-ივნისის საგალობლებს თვენის იმ რედაქციიდან, რომელიც შეადგინა გიორგი მთაწმიდელმა ბერძნული თვენების საფუძველზე. Sin.Geo.N.18 თითქმის მთლიანად ავსებს ძველი სინური კოლექციის თვენის ერთ ჯგუფს: Sin.Geo.O.7/2, Sin.Geo.O.9, Sin.Geo.O.56. თვენის ესრედაქცია ნაკვლევია (კეკელიძე 1980: 226-228).

Sin..Geo.O.92.თვენი.

XIII-XIVსს. 390ფ.; ქაღალდი; ჩაკინძულია ორად გაკეცილი ეტრატის პალიმფსესტური ფურცელები (373v, 386r), 21,5x14,5სმ.; თავბოლონაკ-ლული; ნუსხური; აქვს ქართულ-ბერძნული რვეულებრივი პაგინაცია; ამავე ხელითაა გადაწერილი Sin.Geo.O.93, Sin. Geo.O.94, Sin.Geo.O.95. ხელნაწერი შეიცავს 21 ნოემბერ-14 აგვისტოს „უფალო ღაღადტყავსას“ და „წარდგომანს“. ახლოს დგას გიორგი ათონელის თვენთან, თუმცა ზოგიერთი ადგილი სხვაობს. პალიმფსესტური ფურცელის ქვედა ფენა დაწერილია X-ის მთავრულითა და წარმოადგენს სინური წიგნსაცავის კატალოგს (Марр1940:264-268; Outtie1973: 38; აღწერილობა 1979:262-288).

Sin. Geo.O.93. გამოკრებილი თვენი.

XIII-XIV სს. 412 ფ.; ქაღალდი; 21,5x14სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით; ნაკლული; ყდიანი; ერთვის ყდაში ჩაკერებულიორად გაკეცილი ეტრატის ფურცელი,რომელიც შეიცავს საკითხავების ფრაგმენტებს პავლეს ეპისტოლედან ეფესელთა მიმართ და ფსალმუნიდან (ფრაგმენტიX ს. თარიღდება).საგალობელთა უმრავლესობა იძებნება გიორგი ათონელის რედაქტირებული თვენის ადრეულ ნუსხაში (Цагарели 1888: 215 n°48; Марр 1940: 268-269; აღწერილობა 1979:288-298).

Sin..Geo.O.94. გამოკრებილი თვენი.

XIII-XIV სს.212 ფ.; ქაღალდი; 22x14,5სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულით, სინგურით; ნაკლული; ყდიანი; ხელნაწერს აქვს რვეულებრივი სათვალავი არაბულად და ფურცლობრივი სათვალავი კოპტური ასოებით. შეიცავს 3 სექტემბრი-27 აგვისტოს საგალობლებს. თვენი გამოკრებილია. ტექსტებს აქვს მიწერილი საგალობელთა ავტორების სახელები. გალობათა უმრავლესობა იძებნება გიორგი ათონელისეული თვენის ადრეულ ნუსხებში. (Цагарели 1888: 208-209 n°27; Марр 1940: 269-270; აღწერილობა 1979: 298-303).

Sin..Geo.O.95. გამოკრებილი თვენი.

XIII-XIVსს. 69ფ.; ქაღალდი+2 ფ., ეტრატი; 22x13,5სმ.; ნუსხური. ბოლონაკლული; შეიცავს 1 სექტემბერი -26 ოქტომბრის ჰიმნოგრაფიულ კანონებს; რედაქციულად დგას გიორგი მთწმიდელის თვენთან, თუმცა სხვაობები მაინც შეინიშნება. Sin.Geo.O.95 ავსებს Sin.Geo.O. 93-ს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ორი ნუსხა ერთი ჰიმნოგრფიული კრებულის ნაწილებია. ხელნაწერის პირველი ორი ფურცელი წარმოადგენს დიდი ფორმატის ეტრატს, რომელიც შეიცავს X ს-ის ლექციონარის ფრაგმენტს, კერძოდ, 15 იანვარს არჩილ ქართველის ხსენება (Garitte 1958:132). ტექსტი გამოქვეყნებულია (Цагарели 1888: 209 n° 28; Марр 1940: 271; აღწერილობა 1979:303-305).

Sin.Geo.O.66 კურთხევანი.

X ს., 133 ფ.; ეტრატი; 19x16სმ.; ნუსხური; სამი ხელი; ნაკლული; ხელნაწერი იოანე-ზოსიმეს რედაქტირებულია; 83v-ზე გამოსახული არიან პეტრე და პავლე; ხელნაწერი წინა ათონური პერიოდის კურთხევანია; კეკელიძის აზრით, კურთხევანი იერუსალიმურ-პალესტინური რედაქციისაა (კეკელიძე 1980: 584). ჟ. გარიტმა ნუსხის დასაწყის ფურცლებს მიაკვლია მინაგანას ქართულ კოლექციაში Mingana.Geo.1 (Цагарели 1888: 212-213 n° 37; Марр 1940:152-162; Garitte 1960:249-251;გარიტი 1973: 170-182; კარანაძე 2002: 14, შენ. 75, დამ. I, №14).

Sin.Geo.N.49. კურთხევანი.

XI-XIIსს. 16ფ.; ეტრატი; 13,5x10,5სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით; ფრაგმენტი რედაქციულად მისდევს Sin.Geo.O.73 (აღწერილობა1987: 96,100).

Sin.Geo.O.73. კურთხევანი.

XII-XIII სს. 266ფ.; ქაღალდი; 16x10,5სმ; ნუსხური; სათაურები დასაზედაო ასოები სინგურით; აქვს რვეულებრივი პაგინაცია; ყდის საცავ ფურცლად გამოყენებულია X ს-ის მთავრულით დაწერილი ნევმირებული იდგარის (Sin.Geo.O.1) ფრაგმენტი; რესტავრირებულია X-XVI სს-ის ქართული, არაბული და ბერძნული ხელნაწერების ფრაგმენტებით. ხელნაწერს ერთვის ლოცვები და ლიტურგიკული ხასიათის შენიშვნები. ხელნაწერს უძღვის „ზანდუკი კურთხევათაჲ“. განსხვავდება Sin.Geo.O.66-ისა და Sin.Geo.O.12 კურთხევანებისაგან. ნუსხას ერთვის XVI ს-ის მინაწერები: 94v, 173v, 263r, 266r [Цагарели 1888: 213 n°38; ჯავახიშვილი 1947: 112- 118).

Sin.Geo.N72. კურთხევანი.

XIIIს. 14ფ; ეტრატი; 12,4x9,5 სმ; ნუსხური; შავი მელანი; საზედაო ასოები მთავრულით. შეიცავს: ნაწყვეტს ჰიმნოგრაფიული კანონიდან, ნაწყვეტს კურთხევანიდან და მარკოზ მონაზვნის სავედრებელ ლოცვას ღმრთისმშობლისადმი.

Sin.Geo.N.2s. საგალობლები.

X-XIსს. ეტრატი; გრაგნილი; 184X16,5 სმ.; შედგება 4 კეფისაგან; ნუსხური, სხვადასხვა ხელი, recto – მოყავისფრო მელანი; verso – შავი მელანი; საგალობელთა სათაურები, ტროპართა დასაწყისი მთავრულით, სინგურით; ნევმები სინგურით. recto-ზე ქრისტეს შობის საგალობლები: კოზმა იერუსალიმელის ჰიმნოგრაფიული კანონი, ორი სტიქარონი „აქებდითსა“ზედა, ცისკრის ლოცვები. კოზმა იერუსალიმელის ჰიმნოგრაფიული კანონის ტექსტი ემთხვევა Sin.Geo.O.1, 35v-37vდა Sin.Geo.N.3s; იბაკოები დალაგებულია ხმათა თანმიმდევრობით. ზოგიერთი მათგანი დადასტურებულია იადგარის უძველეს რედაქციაში (იადგარი 1980:335-336). verso-ზე გადაწერილია ჯვრისა და აღდგომის საგალობლები, რომლებიც ასევე დასტურდება სხვა სინურ ჰიმნოგრაფიულ კრებულებში (Sin.Geo.O.1,155v-158v,354v-355v; Sin. Geo.O.64,169r-170v; Sin.Geo.O.65,220v).

Sin.Geo.N.3s. საგალობლები.

X, XII-XIII სს.ეტრატი; 103x16(16,5)სმ.; 2 კეფი,გრაგნილის recto: კოზმა იერუსალიმელის ქრისტესშობის კანონი; ნუსხური; შავი მელანი;მისდევს ტექსტს, რომელიც ნათარგმნია X ს. პირველ ნახევარში და შეტანილია იადგრის ერთ-ერთ უძველეს ნუსხაში (Sin.O.Geo.1,35v–37r) [Xს.]. verso-ს ხვადასხვა შინაარსისა და ლიტურგიკული დანიშნულების სტიქარონები, ნუსხური, ყავისფერი მელანი, ტექსტი არ იკითხება.

Sin.Geo.N.16. საგალობლები. XII ს.2 ფ; ეტრატი; 15,5X12სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით. ფრაგმენტი პარაკლიტონის ან ჟამნის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. სრული სახით შესულია გიორგი ათონელის რედაქციის პარაკლიტონის ავტოგრაფიულ ნუსხაში (Ath. 45, 248r) (Blake 1933-1934:238).

Sin.Geo.N.32p. საგალობელთა კრებული.

XII-XIII სს.15ფ.; ქაღალდი;15x11სმ.;ნუსხური; შავი მელანი; გალობათა სახელწოდებები სინგურით; ხელნაწერის ტექსტი გიორგი მთაწმიდლის მარხვანიდან უნდა იყოს მიღებული. შეიცავს: იოანე დამასკელის აღვსების კანონს, ნაწყვეტს საკვირაო საცისკრო ანტიფონური გალობის რვახმიანი კომპლექტიდან, რომელიც თეოდორე სტუდიელს მიეწერება.

Sin.Geo.N7. საგალობელთა კრებული.

XIIIს. 154ფ.; ეტრატი; 24x18,5სმ.; ხელნაწერის ფურცლები, გარდა რამდენიმესი, პალიმფსესტია; ორივე ფენა ნუსხურია; შავი მელანი; სათაურები სინგურით; საზედაო ასოები მთავრულით; უყდო; მისდევს კონსტანტინოპოლურ კალენდარს. კრებული მოკლე რედაქციისაა. შეიცავს ნაწყვეტს პარაკლიტონდან. წარმოადგენს გამონაკრებს გიორგი ათონელის მიერ შედგენილი ვრცელი პარაკლიტონიდან.


Sin.Geo.N.21p. საგალობელი.

XII-XIII სს. 3ფ.; ქაღალდი; 16,5x12,5სმ.; ნუსხური; შავი მელანი; გალობათა სათაურები, ძლისპირისა და საგალობლის დასაწყისი ასოები მთავრულითა და სინგურით. ფრაგმენტებში შემორჩენილია ნაწყვეტები კანონის სამი გალობიდან: კურთხეულარსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა. შეადარეთ ძლისპრებს n°140,143,147 (მეტრეველი 1971:95,96,98). არ ჩანს, თუ რომელი წმინდანისადმია მიძღვნილი საგალობელი.

Sin.Geo.N64. ძლისპირნი და ღვთისმშობლისანი.

Xს. 60 ფ; ეტრატი; 12,5x10 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; ძლისპირ-ღმრთისმშობლისების დასაწყისი ასოები მთავრულით; საზედაო ასოები უმეტეს შემთხვევაში მხატვრულადაა გაფორმებული შავი მელნითა და სინგურით; ზოგიერთი ძლისპირი ნევმირებულია. წარმოდგენილია ძლისპირთა და ღმრთისმშობლისათა უძველესი ფენა. კრებული ცალკე წიგნად ჩანს გადაწერილი

Sin.Geo.N69. ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი.

Xს.51ფ.; ეტრატი; [15,5x12სმ.]; პალიმფსესტი; ქვედა ტექსტი ბერძნულია; ნუსხური; ყავისფერი მელანი, სათაურები და საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით; [გადამწერი: იოვანე-ზოსიმე]. ხელნაწერი გადაწერილია ცალკე წიგნად. ძლისპირთა რიგი არ მისდევს ირმოლოგიონებისათვის დამახასიათებელ წესს (მეტრეველი1971:11). ძლისპირები წარმოდგენილია ცალკეულ კანონებად; მათი განმეორების შემთხვევაში მოცემულია მხოლოდ ტექსტის დასაწყისი.ხელნაწერში ძლისპირებთან ერთად შეტანილია შესატყვისი ღვთისმშობლისას ტექსტი. ზოგი ძლისპირი გამოცემულ ტექსტებში არ ჩანს(მეტრეველი 1971; კიკნაძე 1982)

in.Geo.N.78. ღმრთისმშობლის საგალობელი.

XI-XIIსს. 4ფ; ეტრატი; 18,5x15სმ.; ნუსხური, შავი მელანი

Sin.Geo.N28p. ღმრთისმშობლის საგალობელი.

XIIს.1ფ; ქაღალდი; 27x14,5სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაური სინგურით. აქვს რამდენიმე გვიანდელი მინაწერი.

Sin.Geo. N.30p. ღმრთისმშობლის საგალობლები.

XII-XIII სს. 4ფ., ქაღალდი; 16x11სმ.; ნუსხური, შავი მელანი; საგალობელთა სახელწოდებები და საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით. ფრაგმენტი შეიცავს ღმრთისმშობლისადმი მიძღვნილი V და VI ხმების ორი კანონის არასრულტექსტებს. კანონები შეტანილია გიორგი ათონელის პარაკლიტონის ავტოგრაფულ ხელნაწერსა Ath.45(შდრ. Blake 1933-1934 :238) და ჟამნის გიორგი ათონელის რედაქციაში (Jer.127, 181r–186v) (შდრ.Blake 1925-1926: 136) .

Sin.Geo.N.44. ფსალმუნისა და ლოცვანის ფრაგმენტები.

X-XI სს.4+1+1ფ; ეტრატი; 19x13,5; 17,2x13,5; ფურცლები სხვადასხვა ზომისაა და, სავარაუდოდ, ორი სხვადასხვა ხელნაწერის ფრაგმენტებია. ნუსხური;შავი მელანი;გამოყენებულია სინგურიც; ფსალმუნის დასაწყისსა და დასასრულს გვხვდება ბიბლიური გალობები, რომელთა ტექსტი ძველი, წინარე ათონური რედაქციისაა. ფსალმუნის ტექსტი,სავარაუდოდ, გიორგი ათონელის რედაქციისაა.

Sin.Geo.N.45. იბაკონი.

XIIს. 4ფ; ეტრატი, 17X12,5სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები სინგურით. ფრაგმენტში შედის: კვირიაკეთა ღამისთევისათვის განკუთვნილი „ღვთისმშობლის იბაკოები“ და „იბაკონი სულისანი“.

Sin. Geo.N.7s. ზიარების ლოცვები.

ფრაგმენტები. XIV ს. გრაგნილი; 1 კეფი; ქაღალდი; 30×18,5; ნუსხური; შავიმელანი; სათაურებისინგურით; გადამწერი: ელისე. ნაწერია კეფის ორივე მხარეს. გრაგნილში მოხსენიებული ელისე უნდა იყოს XIV-ის I მეოთხედში სინაზე მოღვაწე ელისე ჩიდანის ძე (კარანაძე 2002: 33), რომელიც გაბრიელ ვარძელთან ერთად მონაწილეობას იღებდა ხელნაწერების გადაწერასა და აღდგენა განახლებით პროცესებში (აღწერილობა 1979:131, შენ. 9; 1987:147, შენ.7; 169, შენ.4; ჯავახიშვილი 1947:20). გრაგნილი XIV-ის I მეოთხედით უნდა დათარიღდეს.

Sin.Geo.N.86. ლოცვანი.

XII-XIII ს.10ფ.; ეტრატი; 8,3x6,3სმ.; ნუსხური; შავი მელანი; დასაწყისები მთავრულით და სინგურით

Sin.Geo.N.91.ლოცვა.

XI ს. 3ფ.; ეტრატი;17x13სმ.; ნუსხური; შავი მელანი; საზედაო ასოები მთავრულით; მთარგმნელის ანდერძის დასაწყისი სინგურით, მთავრულით. მთარგმნელი: ეფთვიმე (3v). ლოცვის ტექსტი, ეროვნული არქივის №321 ხელნაწერის მიხედვით გამოქვეყნებულია, ავტორად მიჩნეულია ეფთვიმე ათონელი (კეკელიძე 1974:11). ფრაგმენტის ტექსტი ემთხვევა გამოცემის 16,26-17 გვერდებს. სხვა ქართულ ხელნაწერებში ავტორად დასახელებულია ბასილი კესარიელი. ავტორობა საბოლოოდ დადგენილი არ არის (ქაჯაია1992:156).

Sin.Geo.O.77. ჰიმნოგრაფიული კრებული.

XIII-XIV სს. 204ფ., ქაღალდი, ბოლოში ჩაკრულია ეტრატის პალიმფსესტური ფურცელი, მთავრული, ნუსხური; ხელნაწერი კონვოლუტია, სამი სხვადასხვა ნუსხის საფუძველზეა შედგენილი; ზომებიც სხვაობს: 16,4x11,8სმ.; 20,4x13,8სმ.; 19,2x13,3სმ.; II ნაწილს აქვს კოპტური ფურცლობრივი სათვალავი; რესტავრირებულია ქართული, ბერძნული და არაბული ხელნაწერების ნაკუწებით; შეიცავს სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პირის მიერ ნუსხურითა და მხედრულით გადაწერილს სინის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნს, ბევრ ჩამატებასა თუ მინაწერს. წარმოადგენს პარაკლიტონის სხვადასხვა ტექსტის ნაკრებს. ტექსტები ძირითადად გიორგი ათონელის რედაქცისაა; ხელნაწერი ჩასმულია ტყავგადაკრულ ხის ყდაში (Цагарели 1888: 217-221, №54; ჯავახიშვილი 1947:123-124, № 77; აღწერილობა 1987: 150-169).

Sin.Geo.O 90. კრებული.

XIV ს. 89ფ., ქაღალდი; 9,5x7სმ., ნაკლული; დასაწყისები და სათაურები სინგურით. გამოიყოფა ხუთი ხელი, ერთ-ერთი გადამწერი: ბართლომე (67v-73r). შედის: ა. კალენდარული თანამიმდევრობით ხსენებები, მიჰყვება გიორგი ათონელის სვინაქსარის კალენდარს, ქართველ წმინდანთააგან მხოლოდ წმ. ნინოს ხსენებაა შეტანილი; ბ. კვიმატი დღეების კალენდარ, გ. ავგაროზი, დ. კალენდარული წინასწარმეტყველება, ე. მოციქულთა წილთა ყრის ტექსტი და ცხრილი, ვ. ლოცვა სახლისათვის, ზ. ქრონიკონი, თ. აღდგომის მარხვისა და ზატიკის მასალა ლიტურგიკული შენიშვნებით (Цагарели 1888: 213,n 39; Марр 1940: 251-255).

Sin.Geo.N16p. საწელიწდო დღესასწაულების სტიქარონ-წარდგომათა კრებული.

XII-XIII სს., 44ფ; 21,5x12,5 სმ; ქაღალდი; მთავრული; შავი მელანი; სათაურები სინგურით. სტიქარონ-წარდგომანი დალაგებულია კონსტანტინოპოლური კალენდრის მიხედვით. ხელნაწერი შეიცავს მასალას 1 სექტემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით.

Sin.Geo.N.93. უცნობი ხელნაწერის ანდერძები

X ს.1ფ.; ეტრატი; ფრაგმენტი; 10x7,5სმ.; ფურცლისrectoნაწერია ნუსხურითა და მთავრულით, verso-წვრილი მთავრულით;მელანი შავი; 2 ანდერძი: „დაიწერა წმიდაჲ ესე წიგნი ლავრასა შინა წმიდისა ხარიტონისა პალავრას“ იქვე: „ლოცვა-ყავთ. თევდორეს და მისთა მშობელთა შეუნდოს ღმერთმან, ამენ“.

Sin.Geo.N.5p.დაუდგენელი შინაარსის ფრაგმენტი.

XI ს.1ფ.; ქაღალდი; 11,5x9 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; ფრაგმენტი წარმოადგენდა ტყავის ცარიელი ყდის საცავ ფურცელს. ფოტოასლი გამოქვეყნებულია (აღმოჩენები 2005: 627).

Sin. Geo.N.33p. სხვადასხვა ფრაგმენტი.

XII-XIV სს.4ფ; ქაღალდი;13×11სმ.; 15x12სმ, 25x16 სმ., 28x20სმ.; ნუსხური; საგალობელთა და ლოცვის არაიდენტიფიცირებული ტექსტები.


წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები