კ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კ“ გადაიტანა გვერდზე „კანი (ასო)“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კანი (ასო)“ გადაიტანა გვერდზე „კ“ გადამისამართებაზე) |
10:58, 8 იანვარი 2024-ის ვერსია
„კ“ – „ქართული ანბანი“ს მეათე (ძველი ქართული ანბანის – მეთერთმეტე) ასო. მისი სახელია „კანი“; გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი ხშული აბრუპტივისა. ასომთავრულში იწერებოდა „Ⴉ“. მისი მოხასულობა ხაზებისა და წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ⴉ ნუსხურში კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილია. იგი ნუსხურში ოთხ ხაზში, ხოლო მხედრულში ქვედა სამ ხახს შორის იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნაედა ოცს (20).