ფითრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 15: ხაზი 15:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
 
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
 
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
  
ხაზი 21: ხაზი 21:
 
[[კატეგორია:პარაზიტული მცენარეები]]
 
[[კატეგორია:პარაზიტული მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ფითრისებრნი]]
 
[[კატეგორია:ფითრისებრნი]]
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]

19:46, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია

ფითრი

ფითრი – (Viscum album L.); ოჯახი: ფითრისებრნი (Loranthaceae).

მეგრულად – ლიყვი, ლეყვი, ფიფი.

მოყვითალო მწვანე ფერის ბუჩქია, სიმაღლით – 50 სმ-მდე. ღერო შიშველია, მოპირდაპირედ ორი თითის მსგავსად დატოტვილი; ფოთოლი არ სცვივა, ტყავისებურია, ხორცოვანი, ფორმით მოგრძოდან ელიფსურამდე, 5-6 პარალელური ძარღვით, ძირისკენ წაზიდული, თავში ბლაგვი. 5-6 ყვავილი ერთადაა შეკრებილი ტოტების კენწეროზე და ღეროს ორკაპებში. ყვ. ნაყ. II-VII. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში. პარაზიტობს ფოთლოვან, მერქნიან მცენარეებზე, ხეხილზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

მარადმწვანე, მრავალწლოვანი 40-50 სმ-მდე სიმაღლის დატოტვილი ბუჩქია, მოყვითალო-მწვანე და შიშველი. ფესვების ნაცვლად საწოვრები უვითარდება, რომლებსაც ხის ტოტებში ჩაუშვებს და აქედან წყალსა და მასში გახსნილ საკვებ მარილებს იწოვს. ნახევრადპარაზიტია, ვინაიდან ორგანულ ნივთიერებებს მწვანე ფოთლებში თვითონ ქმნის, ასე საზრდოობს წლობით, სანამ მკვებავ მცენარეს დასუსტებული ტოტი არ მოახმება. ღეროები ორთითივითაა დატოტვილი. ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული, სქელია, ხორცოვანი, მეზამთრე, მოგრძო ან ელიფსური, პარალელურად დაძარღვული, თავბლაგვი, ტყავისებრი. ყვავილები ერთსქესიანია, ერთსახლიანი ან ორსახლიანი, ტოტების ბოლოებსა და განშტოებების ადგილებში ჯგუფ¬ჯგუფად შეკრებილი. ნაყოფი ბურთივით მრგვალია, თეთრი, ოდნავ გამჭვირვალე და წებოვანი, 1-თესლიანი, გვიან შემოდგომით მწიფდება და ზამთარში ხეზე რჩება. ნაყოფები ძალიან უყვართ ფრინველებს, რომლებიც ხელს უწყობენ მის გავრცელებას: წებოვანი თესლი მიეკვრება ნისკარტს, მის მოსაცილებლად ფრინველი ნისკარტს ტოტებზე იწმენდს, თესლი მიეწებება ტოტს, გამოიტანს ღივს, რომელიც ქერქის გავლით მერქანში იჭრება. პარაზიტობს მრავალნაირ ხეზე, უფრო ხშირად კი პანტაზე, მსხალზე, ვაშლზე, ვერხვზე, ოფზე, მუხაზე,ტირიფზე; უფრო იშვიათად წიწვოვან მცენარეებზე, რომლებსაც დიდ ზიანს აყენებს (მაყაშვილი, 1995).

შეიცავს მთელ რიგ აქტიურ ბიოლოგიურ ნივთიერებებს: აზოტისშემცველ და ორგანულ მჟავებს, ტერპენოიდებს, ვიტამინებს С, Е, В, აცეტილქოლინს, ფლავონოიდებს, გუმფისს, საპონინებს და ალკალოიდებს. ХХ ს-ში ჩატარებული მეცნიერული გამოკვლევებით გამოვლინდა რიგი ფარმაკოლოგიური ნივთიერებები, რომლებმაც პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა ოფიცინალურ მედიცინაში. დადგენილია, რომ ფითრის პრეპარატები აძლიერებს გულის მუშაობას, აფართოებს სისხლძარღვებს, ადაბლებს არტერიალურ წნევას, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას, იწვევს შემკვრელ, სისხლშემაჩერებელ მოქმედებას. მისი პრეპარატები გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ჰიპერტონია, ნაწლავების ათონია, ნევრალგიის იშვიათი სახეები, სტენოკარდია, ეფექტურია ინსულტის შემდგომ პერიოდში, ასევე სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციის, ვირუსული ბუნების დაავადებებისას (პაპილომა).

ხალხურ მედიცინაში ფითრი ადრიდანვე გამოიყენებოდა ეპილეპსიისა და ისტერიის სამკურნალოდ, ცნობილი იყო მისი თვისება კონვულსიის შემცირების. გარეგანად მას იყენებდნენ რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, სხვადასხვა სახის წყლულების დროს. გარდა ამისა მისი ნაყენები და ნახარშები შველის შეუძლოდ ყოფნას, თავის ტკივილებს, სისხლდენას (ჰემოროიდალურ, ფილტვების, კუჭ-ნაწლავის, საშვილოსნოს, გახანგრძლივებულ მენსტრუაციებს), ჰელმინტურ ინფექციებს, რევმატიზმს, ნიკრისის ქარს, ჭრილობებს, ფსორიაზს, ენტერიტს, გასტრიტს, კოლიტს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებას, ისტერიას, ნერვული სისტემის დაავადებებს. ომელას პრეპარატები უკუმაჩვენებელია შემდეგი დაავადებებისას: ასთენია, ფეხმძიმობა და ლაქტაციის პერიოდი, დაბალი არტერიალური წნევა, ინდივიდუალური შეუთავსებლობა, თირკმლისმიერი უკმარისობა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები