ოფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოფი - Populus nigra L. ქართლ. – თეთრი ნერგი, ქვ. იმერ. – სკვილენჯი, სუროჯი, სპილენძი, აჭარ. — ყავაღი
ოფი ეკუთვნის ტირიფისებრთა ოჯახს. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, იზრდება ჭალის ტყეებში, ტირიფთან, ხვალოსთან, მურყანთან ერთად. გვხვდება აგრეთვე დაბლობის ტყის პირში და ხშირად მთის შუა სარტყელშიც. ოფი სიმაღლეში 30 მ-ს, სიგანეში კი 2-3 მ-ს აღწევს.
ღეროს ქერქი მუქი და დახეთქილია.ოფი ყვავის მარტში და აპრილში, ფოთლის გამოსვლამდე. ყვავილედი მჭადაა, მამრობითი - მჯდომარე, მდედრობითი - ყუნწიანი. ნაყოფი კოლოფია, ივნისში მწიფდება. თესლი საფრენი ბეწვითაა აღჭურვილი.