გრემის წმინდა სტეფანეს ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გრემის წმ. სტეფანეს ეკლესია''' (VI-VII სს.), არქიტექტურული ძეგლი,„ ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''გრემის წმ. სტეფანეს ეკლესია''' (VI-VII სს.),  არქიტექტურული ძეგლი,„ ”მდებარეობს სოფელ გრემის დასავლეთით, 4-5 კმ-ზე, ბოლიის ხეობაში, [[მდინარე]]ების – ბოლიისა და მასხარის შესართავთან.  
 
'''გრემის წმ. სტეფანეს ეკლესია''' (VI-VII სს.),  არქიტექტურული ძეგლი,„ ”მდებარეობს სოფელ გრემის დასავლეთით, 4-5 კმ-ზე, ბოლიის ხეობაში, [[მდინარე]]ების – ბოლიისა და მასხარის შესართავთან.  
 +
[[ფაილი:Gremis wminda stefanes eklesia.JPG|thumb|290პქ|'''გრემის წმ. სტეფანეს ეკლესია''']]
  
 
ძეგლი არქიტექტურული კომპოზიციით სამეკლესიიანი [[ბაზილიკა|ბაზილიკის]] ნაირსახეობაა (გარე ზომებია – 18,2 X 15,8 მ). შედგება სამნაწილიანი [[საკურთხეველი|საკურთხევლის]], მთავარი და ჩრდილოეთ ეკლესიებისგან. [[შენობა]] მოგვიანებით (XV-XVI სს.) აღუდგენიათ, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად შეუცვლიათ მთავარი ეკლესიის პირვანდელი სახე. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. აღდგენილი ნაწილები ძირითადად [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]საა.  
 
ძეგლი არქიტექტურული კომპოზიციით სამეკლესიიანი [[ბაზილიკა|ბაზილიკის]] ნაირსახეობაა (გარე ზომებია – 18,2 X 15,8 მ). შედგება სამნაწილიანი [[საკურთხეველი|საკურთხევლის]], მთავარი და ჩრდილოეთ ეკლესიებისგან. [[შენობა]] მოგვიანებით (XV-XVI სს.) აღუდგენიათ, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად შეუცვლიათ მთავარი ეკლესიის პირვანდელი სახე. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. აღდგენილი ნაწილები ძირითადად [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]საა.  

მიმდინარე ცვლილება 16:22, 21 თებერვალი 2023 მდგომარეობით

გრემის წმ. სტეფანეს ეკლესია (VI-VII სს.), არქიტექტურული ძეგლი,„ ”მდებარეობს სოფელ გრემის დასავლეთით, 4-5 კმ-ზე, ბოლიის ხეობაში, მდინარეების – ბოლიისა და მასხარის შესართავთან.

გრემის წმ. სტეფანეს ეკლესია

ძეგლი არქიტექტურული კომპოზიციით სამეკლესიიანი ბაზილიკის ნაირსახეობაა (გარე ზომებია – 18,2 X 15,8 მ). შედგება სამნაწილიანი საკურთხევლის, მთავარი და ჩრდილოეთ ეკლესიებისგან. შენობა მოგვიანებით (XV-XVI სს.) აღუდგენიათ, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად შეუცვლიათ მთავარი ეკლესიის პირვანდელი სახე. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. აღდგენილი ნაწილები ძირითადად აგურისაა.

ნაგებობა დაზიანებულია: ჩაქცეულია მთავარი ეკლესიის კამარა და მისი საბჯენი თაღები. მთლიანად დანგრეულია ჩრდილოეთ ეკლესია.

თავდაპირველად ნაგებობას მხოლოდ სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ჰქონდა შესასვლელები, რომლებიც შიგნიდან მკვეთრად გამოხატული ნალისებრი თაღით იყო გადახურული, ხოლო გარედან, სავარაუდოდ, თარაზული გადახურვა ჰქონდა. განახლების დროს ორივე კარის ღიობში გაცილებით დაბალი, შეისრული თაღით გადახურული კარი მოუწყვიათ. ამავე დროსაა გაჭრილი დასავლეთ შესასვლელი, რომელიც ფორმითა და ზომით ისეთია, როგორიცაა გვერდის კარები გადაკეთების შემდეგ.

მთავარი ეკლესია ვრცელია (შიდა ზომები: 16 X 7,4 მ). აღმოსავლეთით დასრულებულია საკურთხევლის მკვეთრად გამოხატული ნალისებრი აფსიდით, რომლის წინ მცირე სიღრმის ბემისმაგვარი სივრცეა. განახლების დროს ბემა დაუგრძელებიათ და გადაუხურავთ შეისრული კამარით, აფსიდი კი – დადაბლებული კონქით. აფსიდის ღერძზე გაჭრილია ვიწრო, მაღალი თაღოვანი სარკმელი. აფსიდის შუაში დგას გვიანდრლი აგურით ნაგები ტრაპეზი, რომლის ძირი კვადრატულია, შუა ნაწილი – ცილინდრული, ხოლო ზემოდან ქვის სწორკუთხა ფილა ხურავს.

აფსიდის ორივე მხარეს გეგმით კვადრატული თითო სათავსია – სამკვეთლო და სადიაკვნე. მთავარი ეკლესია ორივეს ბემის კედელში მოწყობილი ვიწრო (სიგანე 0,8მ) გასასვლელით უკავშირდება. სადიაკვნეს მეორე შესასვლელი დასავლეთიდანაც აქვს. კარი გარედან ტიმპანითაა დასრულებული, შიგნით კი – აგურით აღდგენილი განიერი თაღით. შიგნიდან სადიაკვნე გადახურულია დადაბლებული, არაწესიერი ფორმის გუმბათოვანი კამარით, რომელიც წრიულ საფუძველზე გადადის სათავსის ოთხივე კუთხეში ირიბად გადებული ორ-ორი ბრტყელი ქვით. სამკვეთლო გადახურულია ცილინდრული კამარით. ორივე სათავსი განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი თითო თაღოვანი სარკმლით, რომლის ქვემოთ მიდგმულია გვიანდელი ტრაპეზი.

აფსიდის გვერდებზე, კედლის სისქეში, მოწყობილია თითო სამარხი კამერა, რომელთა კარის ძირი აღმოსავლეთ ფასადზე, ცოკოლიდან ოცდაათიოდე სმ-ის სიმაღლეზეა.

დარბაზის გრძივ კედლებზე თავდაპირველად გამოყოფილი ყოფილა ორი წყვილი მარტივი პილასტრი, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. მოგვიანებით, გრძივი კედლების ზემოთა ნაწილების აღდგენისას, არსებულ პილასტრებზე მიუშენებიათ თითქმის ორჯერ უფრო განიერი, მძლავრი პილასტრები, რომლებსაც ეყრდნობოდა კამარის საბჯენი თაღები. პილასტრებს შორის თითო შეისრული თაღია. თაღებს ზემოთ კი – თითო დაბალი, შეისრულთაღოვანი სარკმელი, რომელთა ნახევარი კამარის მრუდშია მოქცეული და შიგნიდან გარეთკენ მაღლდება. ერთი სარკმელი დასავლეთის შესასვლელის თავზეა.

ჩრდილოეთ ეკლესიიდან საძირკველიღაა დარჩენილი. აღმოსავლეთით იგი დასრულებული იყო ნახევარწრიული აფსიდით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

მხითარ აირივანეცი, „ქრონოგრაფიული ისტორია“, ლ. დავლიანიძე-ტატიშვილის გამოც., თბ., 1990.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები