ცოკოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცოკოლი – შენობის გარე კედლის ქვედა ნაწილი, ჩვეულებრივ რამდენადმე შვერილი, შენობის საფუძველი, რომელიც უშუალოდ საძირკველს ეყრდნობა. ცოკოლის გარე (მიწისზედა) ზედაპირებს აკეთებენ ხანგამძლე მასალებისაგან: გრანიტი, ბაზალტი, ტუფი, კლინკერის აგური, მოჯავშნული აგური, მკვრივი ბეტონი, ქვიშაქვა და სხვ. მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შესაძლებელია მსხვილგაბარიტიანი ბეტონის ბლოკების და რკინაბეტონის პანელების გამოყენებაც;