ჩოგბურთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წესები)
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Laun tenisi 1887 weli.jpg|thumb|ლაუნ ტენისი 1887 წელი]]
 
[[ფაილი:Laun tenisi 1887 weli.jpg|thumb|ლაუნ ტენისი 1887 წელი]]
'''ჩოგბურთი''' (ლაუნ-ტენისი. ინგლ. Lawn – გაზონი, მდელო; ფრანგ. tenez – აიღე, დაიჭირე). პოპულარული სპორტული თამაში ბურთით  და ჩოგნით ბადით გაყოფილ სპეციალურ მოედანზე – კორტზე. მოთამაშის მიზანია ბურთის ისე გადაგდება მეტოქის მოედანზე, რომ მოწინააღმდეგემ მისი დაბრუნება ვერ შეძლოს.
+
'''ჩოგბურთი''' (ლაუნ-ტენისი. ინგლ. Lawn – [[გაზონი]], მდელო; ფრანგ. tenez – აიღე, დაიჭირე). პოპულარული სპორტული თამაში ბურთით  და ჩოგნით ბადით გაყოფილ სპეციალურ მოედანზე – კორტზე. მოთამაშის მიზანია ბურთის ისე გადაგდება მეტოქის მოედანზე, რომ მოწინააღმდეგემ მისი დაბრუნება ვერ შეძლოს.
  
===ისტორია===
 
===ისტორია===
 
[[ფაილი:Pirveli ilimpiuri tamaSebis finaluri marCi.jpg|thumb|<small>პირველი ოლიმპიური თამაშების ფინალური მატჩი წყვილთა თანრიგში. ათენი 1895. წელი</small>]]
 
[[ფაილი:Pirveli ilimpiuri tamaSebis finaluri marCi.jpg|thumb|<small>პირველი ოლიმპიური თამაშების ფინალური მატჩი წყვილთა თანრიგში. ათენი 1895. წელი</small>]]
 
ჩოგბურთის მსგავსი თამაშის კვალი არაერთ ქვეყანაშია ნაპოვნი. დასტურდება, რომ მას იცნობდნენ ძველ [[ეგვიპტე]]სა და [[ჩინეთი|ჩინეთში]], სამხრეთ-აღმოსავლეთ [[აზია]]ში, ძველ [[საბერძნეთი|საბერძნეთსა]] და [[რომი|რომში]], [[იაპონია]]ში და აცტეკთა მიწაზე. იმდროინდელი წესებიც და მოთამაშეთა აღჭურვილობაც დროის შესაფერისი იყო. პარიზის ჩოგბურთის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან ჩოგბურთის ევოლუციაზე. აქ ნახავთ ჯავშნიან [[ხელთათმანი|ხელთათმანს]] ლითონფირფიტის სამაგრით, ტყავის ძალებიან პირველ ჩოგნებს, ასევე  ტყავისგან დამზადებულ და მატყლით დატენილ ბურთებს, ფარშავანგის ბუმბულით  გაწყობილ ჩოგნებს და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ საჩოგბურთო ინვენტარს. ჩოგანმომარჯვებული დიდგვაროვნები  გამოსახულნი არიან ჩვენამდე მოღწეულ  სხვადასხვა ეპოქის არაერთ ნახატზე, პორტრეტსა თუ გრავიურაზე. „კორტ-ტენისი – მეფეთა თამაში“ – ასეთი წარწერა ამშვენებს ჰენრი VIII-ის პორტრეტს.  
 
[[ფაილი:Britaneli Sarlota kuperi.jpg|thumb|<small>ბრიტანელი შარლოტა კუპერი - პირველი ოლიმპიური ჩამპიონი ჩოგბურთელი ქალი. [[პარიზის II ოლიმპიური თამაშები (1900)|პარიზი 1900]]</small>]]
+
 
დღევანდელი ჩოგბურთის უშუალო წინაპრად მიიჩნევენ სწორედ კორტ-ტენისს –  XV-XVI საუკუნეების ინგლისში, [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[იტალია]]ში ფართოდ გავრცელებულ თამაშს (ბურთის ბადეზე გადაგდება), რომელსაც საფრანგეთში ჟე დე პომი  ერქვა, იტალიაში – რომის ტრიგონი. იმ  პერიოდში საფრანგეთში იყო 100-ზე მეტი  ჩოგბურთის სათამაშო სახლი და ჩოგნების  დამამზადებელი რამდენიმე საწარმო. XVIII  საუკუნის მიწურულს ინგლისში გავრცელდა რეკიტსი, რომელმაც, ისევე როგორც [[ბადმინტონი|ბადმინტონმა]] და ფაივსმა, გავლენა  მოახდინა ჩოგბურთის შემდგომ განვითარებაზე. ეს ისტორია 4 პირობით პერიოდს მოიცავს: I – თამაშის თავდაპირველი გავრცელება (1874-1890), II – სპორტის  სახეობად ჩამოყალიბება (1891-1905), III –  ჩოგბურთის შემდგომი განვითარება, ეროვნული ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების მომრავლება (1906-1939),  IV – თამაშის ყოველმხრივი სრულყოფა  მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და ინტენსიური საერთაშორისო კავშირების საფუძველზე (1946-დან). ამ სახეობის შემდგომ წინსვლას ხელი შეუწყო 1968 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ პროფესიონალ და მოყვარულ ჩოგბურთელთა ტურნირების შერწყმის თაობაზე. პირველი ასეთი ღია ტურნირი იმავე წელს გაიმართა ბორნმუთში (ინგლისი).   
 
[[ფაილი:Artur gori.jpg|thumb|<small>არტურ გორი - ორგზის ოლიმპიური ჩამპიონი 1908 წელი, ლონდონი</small>]]
 
[[ფაილი:Artur gori.jpg|thumb|<small>არტურ გორი - ორგზის ოლიმპიური ჩამპიონი 1908 წელი, ლონდონი</small>]]
თანამედროვე ჩოგბურთის ისტორია იწყება 1874 წლიდან, როცა ინგლისელმა [[ოფიცერი|ოფიცერმა]] უოლტერ ვინგფილდმა მიიღო პატენტი ლაუნ-ტენისის გამოგონებაზე და გამოაქვეყნა თამაშის პირველი წესები. ამ წესებით მოეწყო რამდენიმე საცდელი  შეჯიბრება, 1877 წელს კი სათავე დაედო  მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად  აღიარებულ უიმბლდონის ტურნირს.  
+
თანამედროვე ჩოგბურთის ისტორია იწყება 1874 წლიდან, როცა ინგლისელმა [[ოფიცერი|ოფიცერმა]] უოლტერ ვინგფილდმა მიიღო [[პატენტი]] ლაუნ-ტენისის გამოგონებაზე და გამოაქვეყნა თამაშის პირველი წესები. ამ წესებით მოეწყო რამდენიმე საცდელი  შეჯიბრება, 1877 წელს კი სათავე დაედო  მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად  აღიარებულ უიმბლდონის ტურნირს.  
  
ჩოგბურთი სპორტის კონსერვატიული სახეობაა. თამაშის ძირითადი წესები დღემდე თითქმის უცვლელია. სამაგიეროდ, გამუდმებით იცვლებოდა და იხვეწებოდა  თამაშის სტილი და ესთეტიკა, ტექნიკურ-ტაქტიკური არსენალი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სულ უფრო გახშირდა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირები. უიმბლდონთან ერთად ყველაზე პოპულარულ, გრანდ სლემის ტურნირების ოთხეულში შევიდა საფრანგეთის, [[აშშ]]-ისა და [[ავსტრალია|ავსტრალიის]] ღია ჩემპიონატები. გუნდურ ტურნირებს შორის უმთავრესია დევისის (კაცები) და ფედერაციის (ქალები) თასების გათამაშება.  
 
ხაზი 18: ხაზი 18:
 
===ჩოგბურთი საქართველოში===
 
===ჩოგბურთი საქართველოში===
 
[[ფაილი:Pirveli taobis qarTveli CogburTelebi 1927 weli.jpg|thumb|<small>პირველი თაობის ქართველი ჩოგბურთელები. 1927 წელი</small>]]
 
[[ფაილი:Pirveli taobis qarTveli CogburTelebi 1927 weli.jpg|thumb|<small>პირველი თაობის ქართველი ჩოგბურთელები. 1927 წელი</small>]]
[[საქართველო]]ში ჩოგბურთის განვითარება დასაბამს იღებს XIX საუკუნის დამლევიდან, როცა ინგლისის ფირმა „Forward and salinas“-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ ჭიათურის მკვიდრთ ახალი თამაში გააცნო. გამოჩენილი ჩოგბურთელისა და პედაგოგის, იან ჰომერის გადმოცემით, საჩოგბურთო სანახაობას აკაკი წერეთელიც დასწრებია ოჯახის წევრებთან ერთად. ჭიათურიდან ჩოგბურთი გავრცელდა ჯერ [[თბილისი|თბილისსა]] და ბათუმში, მოგვიანებით კი – სხვა ქალაქებშიც.  
+
[[საქართველო]]ში ჩოგბურთის განვითარება დასაბამს იღებს XIX საუკუნის დამლევიდან, როცა ინგლისის [[ფირმა]] „Forward and salinas“-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ ჭიათურის მკვიდრთ ახალი თამაში გააცნო. გამოჩენილი ჩოგბურთელისა და პედაგოგის, იან ჰომერის გადმოცემით, საჩოგბურთო სანახაობას აკაკი წერეთელიც დასწრებია ოჯახის წევრებთან ერთად. ჭიათურიდან ჩოგბურთი გავრცელდა ჯერ [[თბილისი|თბილისსა]] და ბათუმში, მოგვიანებით კი – სხვა ქალაქებშიც.  
 
[[ფაილი:Leila mesxi.jpg|thumb|<small>ლეილა მესხი - ეთადერთი ქართველი ოლიმპიური მედალოსანი ჩოგბურთში</small>]]
 
[[ფაილი:Leila mesxi.jpg|thumb|<small>ლეილა მესხი - ეთადერთი ქართველი ოლიმპიური მედალოსანი ჩოგბურთში</small>]]
 
1910 წელს თბილისში დაფუძნდა ჩოგბურთის პირველი საზოგადოება, რომელმაც ორ წელიწადში საქმიანობა დროებით შეწყვიტა, 1916 წელს კი კვლავ განაახლა. 1913 წელს გამოცემულ თბილისის ცნობარში მითითებულია მისამართი ქალაქის პირველი ჩოგბურთის კლუბისა, რომელიც ახლანდელ ჩიტაძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ მდებარეობდა. 1915 წელს მიხეილის პროსპექტზე (ახლანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტი)  გაიხსნა ახალი კლუბი, რომლის ეზოშიც დასახლდა ჭიათურიდან თბილისში გადმოსული იან ჰომერი – ქართველ ჩოგბურთელთა პირველი მწვრთნელი. 1919 წელს თბილისის [[ტანვარჯიშის მოყვარულთა საზოგადოება შევარდენი|ტანვარჯიშულ საზოგადოება „შევარდენში“]] დაარსდა ე. წ. ჩოგბურთის  განწევრი, რომელიც მოგვიანებით, საქართველოს შევარდენთა კავშირში გაერთიანდა და ხელს უწყობდა ჩოგბურთის განვითარებას. ამ საქმეს გიორგი ლორთქიფანიძე უძღვებოდა.  
 
ხაზი 25: ხაზი 25:
  
===წესები===
 
===წესები===
[[ფაილი:Nikoloz basilaSvili.jpg|thumb|<small>ნიკოლოზ ბასილაშვილი [[რიო დე ჟანეიროს XXXI ოლიმპიური თამაშები (2016)|რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე]]. 2016 წელი</small>]]
 
ჩოგბურთს თამაშობენ მართკუთხა მოედანზე – კორტზე. ერთეულთა თამაშისთვის განკუთვნილი კორტის სიგრძეა – 23,77 მ, სიგანე – 8,23 მ. წყვილებისთვის – შესაბამისად 23,77 მ და 10,97 მ. კორტის შუაგამყოფი ბადის სიმაღლე: ცენტრში - 0,914 მ, ბოძებთან – 1,066 მ. კორტი  შემოსაზღვრულია უკანა და გვერდითი  ხაზებით, აგრეთვე დამატებითი გვერდითი ხაზით ერთეულთა შეხვედრებისთვის.  ბადის პარალელურად, ორივე მხარეს, 6,4 მეტრზე გავლებულია მოწოდების ხაზი.  მოწოდების მოედნების ცენტრში ბადის პერპენდიკულარული ხაზი ამ მოედნებს 4  თანაბარ ნაწილად ყოფს (თითოეულ მხარეს – 2-2). თითოეულ უკანა ხაზს შუაზე  ყოფს ცენტრალური ხაზის წარმოსახვითი  გაგრძელება (10 სმ). ბადე მთლიანად ავსებს ბოძებს შორის სივრცეს. ბადის ზედა და ქვედა კიდეები შემოსაზღვრულია თეთრი თასმით (თასმის სიგანე – 5-6,35 სმ). უკანა ხაზსიქითა სივრცე არ შეიძლება იყოს  5,5 მეტრზე, გვერდებზე კი – 3 მეტრზე  ნაკლები. კორტის საფარი სხვადასხვაგვარია. ყველაზე გავრცელებულია ე.წ. რბილი (თიხის), მკვრივი (ბეტონის საფუძვლით და  სინთეტიკური საფრით) და ბალახის კორტები.
 
მიმდინარე ცვლილება 15:52, 7 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

ლაუნ ტენისი 1887 წელი

ჩოგბურთი (ლაუნ-ტენისი. ინგლ. Lawn – გაზონი, მდელო; ფრანგ. tenez – აიღე, დაიჭირე). პოპულარული სპორტული თამაში ბურთით და ჩოგნით ბადით გაყოფილ სპეციალურ მოედანზე – კორტზე. მოთამაშის მიზანია ბურთის ისე გადაგდება მეტოქის მოედანზე, რომ მოწინააღმდეგემ მისი დაბრუნება ვერ შეძლოს.

სარჩევი

[რედაქტირება] ისტორია

პირველი ოლიმპიური თამაშების ფინალური მატჩი წყვილთა თანრიგში. ათენი 1895. წელი

ჩოგბურთის მსგავსი თამაშის კვალი არაერთ ქვეყანაშია ნაპოვნი. დასტურდება, რომ მას იცნობდნენ ძველ ეგვიპტესა და ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ძველ საბერძნეთსა და რომში, იაპონიაში და აცტეკთა მიწაზე. იმდროინდელი წესებიც და მოთამაშეთა აღჭურვილობაც დროის შესაფერისი იყო. პარიზის ჩოგბურთის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან ჩოგბურთის ევოლუციაზე. აქ ნახავთ ჯავშნიან ხელთათმანს ლითონფირფიტის სამაგრით, ტყავის ძალებიან პირველ ჩოგნებს, ასევე ტყავისგან დამზადებულ და მატყლით დატენილ ბურთებს, ფარშავანგის ბუმბულით გაწყობილ ჩოგნებს და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ საჩოგბურთო ინვენტარს. ჩოგანმომარჯვებული დიდგვაროვნები გამოსახულნი არიან ჩვენამდე მოღწეულ სხვადასხვა ეპოქის არაერთ ნახატზე, პორტრეტსა თუ გრავიურაზე. „კორტ-ტენისი – მეფეთა თამაში“ – ასეთი წარწერა ამშვენებს ჰენრი VIII-ის პორტრეტს.

დღევანდელი ჩოგბურთის უშუალო წინაპრად მიიჩნევენ სწორედ კორტ-ტენისს – XV-XVI საუკუნეების ინგლისში, საფრანგეთსა და იტალიაში ფართოდ გავრცელებულ თამაშს (ბურთის ბადეზე გადაგდება), რომელსაც საფრანგეთში ჟე დე პომი ერქვა, იტალიაში – რომის ტრიგონი. იმ პერიოდში საფრანგეთში იყო 100-ზე მეტი ჩოგბურთის სათამაშო სახლი და ჩოგნების დამამზადებელი რამდენიმე საწარმო. XVIII საუკუნის მიწურულს ინგლისში გავრცელდა რეკიტსი, რომელმაც, ისევე როგორც ბადმინტონმა და ფაივსმა, გავლენა მოახდინა ჩოგბურთის შემდგომ განვითარებაზე. ეს ისტორია 4 პირობით პერიოდს მოიცავს: I – თამაშის თავდაპირველი გავრცელება (1874-1890), II – სპორტის სახეობად ჩამოყალიბება (1891-1905), III – ჩოგბურთის შემდგომი განვითარება, ეროვნული ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების მომრავლება (1906-1939), IV – თამაშის ყოველმხრივი სრულყოფა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და ინტენსიური საერთაშორისო კავშირების საფუძველზე (1946-დან). ამ სახეობის შემდგომ წინსვლას ხელი შეუწყო 1968 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ პროფესიონალ და მოყვარულ ჩოგბურთელთა ტურნირების შერწყმის თაობაზე. პირველი ასეთი ღია ტურნირი იმავე წელს გაიმართა ბორნმუთში (ინგლისი).

არტურ გორი - ორგზის ოლიმპიური ჩამპიონი 1908 წელი, ლონდონი

თანამედროვე ჩოგბურთის ისტორია იწყება 1874 წლიდან, როცა ინგლისელმა ოფიცერმა უოლტერ ვინგფილდმა მიიღო პატენტი ლაუნ-ტენისის გამოგონებაზე და გამოაქვეყნა თამაშის პირველი წესები. ამ წესებით მოეწყო რამდენიმე საცდელი შეჯიბრება, 1877 წელს კი სათავე დაედო მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად აღიარებულ უიმბლდონის ტურნირს.

ჩოგბურთი სპორტის კონსერვატიული სახეობაა. თამაშის ძირითადი წესები დღემდე თითქმის უცვლელია. სამაგიეროდ, გამუდმებით იცვლებოდა და იხვეწებოდა თამაშის სტილი და ესთეტიკა, ტექნიკურ-ტაქტიკური არსენალი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სულ უფრო გახშირდა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირები. უიმბლდონთან ერთად ყველაზე პოპულარულ, გრანდ სლემის ტურნირების ოთხეულში შევიდა საფრანგეთის, აშშ-ისა და ავსტრალიის ღია ჩემპიონატები. გუნდურ ტურნირებს შორის უმთავრესია დევისის (კაცები) და ფედერაციის (ქალები) თასების გათამაშება.

XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩოგბურთის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა – ეს თამაში ყველა კონტინენტზე და თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა. ამას ხელი შეუწყო საჩოგბურთო ინდუსტრიის განვითარებამ, პროფესიონალთა სკოლებისა და კლუბების, კომერციული ტურნირების მომრავლებამ. ამგვარი ტურნირები მთელი კალენდარული წლის განმავლობაში ტარდება.

თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლის, პიერ დე კუბერტენის თაოსნობით, ჩოგბურთი პირველივე ოლიმპიადის (1896) პროგრამაში შეიტანეს. გათამაშდა ერთეულთა და წყვილთა პირველობა (კაცები). ორივე შეჯიბრებაში გაიმარჯვა ბრიტანელმა ჯონ ბოლანდმა (წყვილებში – გერმანელ ფრიდრიხ ტრაუნთან ერთად). ქალთა შორის პირველი ოლიმპიური ჩემპიონის სახელი მოიპოვა ასევე ბრიტანელმა შარლოტა კუპერმა (1900). ანტვერპენის თამაშების ჩათვლით (1924), ჩოგბურთი სრულუფლებიანი ოლიმპიური სახეობა იყო, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციასა და სოკ-ს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, პროგრამიდან ამოიღეს და ხელახლა მხოლოდ 1988 წელს, სეულის ოლიმპიადაზე შეიტანეს. თამაშებზე მოყვარულებთან ერთად პროფესიონალებიც დაუშვეს. ერთეულთა თანრიგში გაიმარჯვეს შტეფი გრაფმა (გერმანია) და მიროსლავ მეჩირჟმა (ჩეხოსლოვაკია).

[რედაქტირება] ჩოგბურთი საქართველოში

პირველი თაობის ქართველი ჩოგბურთელები. 1927 წელი

საქართველოში ჩოგბურთის განვითარება დასაბამს იღებს XIX საუკუნის დამლევიდან, როცა ინგლისის ფირმა „Forward and salinas“-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ ჭიათურის მკვიდრთ ახალი თამაში გააცნო. გამოჩენილი ჩოგბურთელისა და პედაგოგის, იან ჰომერის გადმოცემით, საჩოგბურთო სანახაობას აკაკი წერეთელიც დასწრებია ოჯახის წევრებთან ერთად. ჭიათურიდან ჩოგბურთი გავრცელდა ჯერ თბილისსა და ბათუმში, მოგვიანებით კი – სხვა ქალაქებშიც.

ლეილა მესხი - ეთადერთი ქართველი ოლიმპიური მედალოსანი ჩოგბურთში

1910 წელს თბილისში დაფუძნდა ჩოგბურთის პირველი საზოგადოება, რომელმაც ორ წელიწადში საქმიანობა დროებით შეწყვიტა, 1916 წელს კი კვლავ განაახლა. 1913 წელს გამოცემულ თბილისის ცნობარში მითითებულია მისამართი ქალაქის პირველი ჩოგბურთის კლუბისა, რომელიც ახლანდელ ჩიტაძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ მდებარეობდა. 1915 წელს მიხეილის პროსპექტზე (ახლანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტი) გაიხსნა ახალი კლუბი, რომლის ეზოშიც დასახლდა ჭიათურიდან თბილისში გადმოსული იან ჰომერი – ქართველ ჩოგბურთელთა პირველი მწვრთნელი. 1919 წელს თბილისის ტანვარჯიშულ საზოგადოება „შევარდენში“ დაარსდა ე. წ. ჩოგბურთის განწევრი, რომელიც მოგვიანებით, საქართველოს შევარდენთა კავშირში გაერთიანდა და ხელს უწყობდა ჩოგბურთის განვითარებას. ამ საქმეს გიორგი ლორთქიფანიძე უძღვებოდა.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდანვე ქართულმა ჩოგბურთმა ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა ყოფილ სსრკ-ში. საქართველოს ჩოგბურთელებით დაკომპლექტებული ამიერკავკასიის გუნდი სსრკ ხალხთა სპარტაკიადაში (1928) II ადგილზე გავიდა, ედუარდ ნეგრებეცკის თამაშმა კი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 30-იან წლებში თბილისს სამი საჩოგბურთო ბაზა შეემატა: მარჯანიშვილის ქუჩაზე, ვერის პარკში და ყოფილ მადათოვის კუნძულზე. იმავე პერიოდში საკავშირო სარბიელზე თავი გამოიჩინეს არჩილ მდივანმა და თამარ გოგოლაურმა, მოგვიანებით – ბორის კრუპენიკოვმა, ვანო ელერდაშვილმა, გივი კოკაიამ, ვიქტორ ურაევსკიმ. სხვადასხვა დროს ნაყოფიერად მუშაობდნენ მწვრთნელები: აიამ ხანგულიანი, ვახტანგ დიდიძე, მარიამ კლდიაშვილი, ვლადიმერ სერებრენიკოვი, არჩილ ელერდაშვილი, გურამ თოხაძე, მარლენ ქობალია, გივი ახალაძე და სხვები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ჩოგბურთელთა აღზრდა-დაოსტატებაში. 60-იანი წლებიდან გამოჩნდა ნიჭიერ ჩოგბურთელთა ახალი თაობა. საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე წარმატებით გამოდიოდნენ ირინა ერმოლოვა, რენა აბჟანდაძე, ალა ივანოვა, ნინო თუხარელი, ნუგზარ მეძმარიაშვილი და სხვები. მათი უმეტესობა შემდგომში არანაკლებ წარმატებული მწვრთნელი გახდა. დიდ სარბიელზე განსაკუთრებული წარმატებები მოიპოვეს ალექსანდრე მეტრეველმა და თეიმურაზ კაკულიამ, რომლებმაც 60-70-იან წლებში არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი მოიგეს, მეტრეველმა კი უიმბლდონის ფინალშიც ითამაშა. შემდეგ ასპარეზზე გამოვიდა ჩოგბურთელთა ახალი თაობა. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ლეილა მესხი, ირინე მალაციძე, ვლადიმერ გაბრიჩიძე, დავით კაჭარავა. ლეილა მესხმა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (წყვილთა თანრიგში) და მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელ ქალთა ოცეულში შედიოდა. გარდა ბრინჯაოს მედალოსან ლეილა მესხისა, ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიდნენ ანა ტატიშვილი, მარგარიტა ჩახნაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ქართული ჩოგბურთის ლიდერად გვევლინება. ბასილაშვილმა რამდენიმე მაღალი დონის ტურნირი მოიგო და მსოფლიო ჩოგბურთის ელიტაში შევიდა.

[რედაქტირება] წესები

ჩოგბურთს თამაშობენ მართკუთხა მოედანზე – კორტზე. ერთეულთა თამაშისთვის განკუთვნილი კორტის სიგრძეა – 23,77 მ, სიგანე – 8,23 მ. წყვილებისთვის – შესაბამისად 23,77 მ და 10,97 მ. კორტის შუაგამყოფი ბადის სიმაღლე: ცენტრში - 0,914 მ, ბოძებთან – 1,066 მ. კორტი შემოსაზღვრულია უკანა და გვერდითი ხაზებით, აგრეთვე დამატებითი გვერდითი ხაზით ერთეულთა შეხვედრებისთვის. ბადის პარალელურად, ორივე მხარეს, 6,4 მეტრზე გავლებულია მოწოდების ხაზი. მოწოდების მოედნების ცენტრში ბადის პერპენდიკულარული ხაზი ამ მოედნებს 4 თანაბარ ნაწილად ყოფს (თითოეულ მხარეს – 2-2). თითოეულ უკანა ხაზს შუაზე ყოფს ცენტრალური ხაზის წარმოსახვითი გაგრძელება (10 სმ). ბადე მთლიანად ავსებს ბოძებს შორის სივრცეს. ბადის ზედა და ქვედა კიდეები შემოსაზღვრულია თეთრი თასმით (თასმის სიგანე – 5-6,35 სმ). უკანა ხაზსიქითა სივრცე არ შეიძლება იყოს 5,5 მეტრზე, გვერდებზე კი – 3 მეტრზე ნაკლები. კორტის საფარი სხვადასხვაგვარია. ყველაზე გავრცელებულია ე.წ. რბილი (თიხის), მკვრივი (ბეტონის საფუძვლით და სინთეტიკური საფრით) და ბალახის კორტები.

ბურთი ქსოვილგადაკრული რეზინისაა, უმეტესად ყვითელი ფერის, წონა - 56,7-58,5 გ. ჩოგანი ოვალურია, დასარტყმელი ზედაპირი – ბრტყელი, ერთგვაროვნად დაჭიმული ლარებით. პროფესიონალთა თამაშისთვის განკუთვნილი ჩოგნის სიგრძე (რკალი და სახელური) არ უნდა აღემატებოდეს 73,66 სმ-ს, რკალის სიგანე – 29,21 სმ-ს. წონა სიმების გარეშე არ აღემატება 300 გრამს.

ჩოგბურთელთა შეჯიბრებები, როგორც წესი, იმართება ოლიმპიური სისტემით (წაგებული ტურნირს ეთიშება). მატჩი შედგება 3 სეტისგან (პარტიისგან). მნიშვნელოვან ტურნირებში კაცები 5 სეტს თამაშობენ. სეტი შედგება გეიმებისგან. სეტში გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც პირველი მოიგებს 6 გეიმს, ოღონდ, სულ ცოტა 2-გეიმიანი სხვაობით. თუ მეტოქეებმა 6-6 გეიმი მოიგეს, ინიშნება „ტაი-ბრეიკი“ 7 მოგებიან ქულამდე (აუცილებელი 2-ქულიანი სხვაობით). უშუალოდ გეიმის გათამაშებისას ქულები შემდეგნაირად ირიცხება: პირველი და მეორე მოგებული ბურთი – 15-15 ქულა, მესამე – 10 ქულა. მეოთხე – გადამწყვეტი ქულა და გეიმში გამარჯვება. როცა ანგარიშია 40:40, ცხადდება „თანაბარი“ (Deuce), და თამაში გრძელდება პრინციპით – „მეტი“ (Advantage), „ნაკლები“ (Advantage) 2-ქულიან სხვაობამდე.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები