სიდერიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:მინერალები]] | [[კატეგორია:მინერალები]] | ||
+ | [[კატეგორია:შპატი]] |
15:24, 26 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
სიდერიტი (რკინის შპატი) – (ფრანგ. sidérite < ბერძ. sideros რკინა), კალციტის სტრუქტურის მინერალი, რკინის კარბონატი.
ქიმიური ფორმულა – FeCO3; შედგენილობა (%): FeO – 61,1; CO2 – 37,9;
სიმკვრივე – 3960 კგ/მ3;
სიმაგრე მოოსის სკალით – 3,75-4,25.
ფერი – მოყვითალო-თეთრი, ღია-მწვანე, რუხი, მოწითალო-ყავისფერი მინისებრი ელვარებით.
გვხვდება ჰიდროთერმულ ან დანალექ ქანებში. თანამდევი მინერალებია: კასიტერიტი, კრიოლითი, გალენიტი, სფალერიტი, მაგნეტიტი, ქლორიტი, ანკერიტი, ლიმონითი, ჰემატიტი. სიდერიტი რკინის მისაღები საუკეთესო მადანია (შემადგენლობაში შედის 48%-მდე რკინა და არ შეიცავს გოგირდსა და ფოსფორს). გამოიყენება აგრეთვე ჭაბურღილების ცემენტაციის პროცესში ხსნარის სიმკვრივის გასაზრდელად (დამამძიმებელი).