ლიმონითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ლიმონითი − (გერმ. limonit < ბერძ. მდელობი, სველი ადგილი), რკინის მადანი, მურა ან მოყვითალო შეფერილობის რკინაქვა, ბუნებრივად წვრილ- ან ფარულკრისტალური, ზოგჯერ ამორფულ მინერალთა აგრეგატები, რომლებიც სამვალენტიანი რკინის ჰიდროჟანგების გოეთიტის, ჰიდროგოეთიტის, ლეპიდოკროკიტის, ჰიდროლეპიდოკროკიტისა და ჰიდროჰემატიტის ნარევს წარმოადგენს.

ქიმიური ფორმულა – FeO(OH)·nH2O; ს
იმკვრივე – 2700-4300 კგ/მ3.

ლიმონითი ჩვეულებრივ წარმოიქმნება რკინის სულფიდებისა და სხვა რკინიანი მინერალების დაჟანგვის დროს. ცნობილია აგრეთვე, რომ ლიმონითი წარმოიქმნება ვულკანური აირებიდან ან მინერალური წყაროებიდან. ქმნის მთლიან მასებს, ფოროვან, წიდისებრ ან მიწისებრ აგრეგატებს, ოოლითებს და კონკრეციებს. ლიმონითი რკინის მნიშვნელოვან მადანს წარმოადგენს. კალიფორნიაში (აშშ) ოქროსშემცველი ლიმონითის მასივებისაგან მოიპოვებდნენ ოქროს, ხოლო საქართველოში ოქროს იღებდნენ ლიმონოთებით მდიდარი ლატერიტული და საპროპიტული მიწისაგან.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები