მოსკოვის XXII ოლიმპიური თამაშები (1980)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მოსკოვის XXII ოლიმპიური თამაშები''' - ზაფხულის XXII [[ოლიმპიური თა...)
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Moskovis olimpiada.PNG|thumb|300პქ|მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების ბოიკოტისა, მოსკოვში ამერიკელთა მოკავშირე არაერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა მცირერიცხოვანი დელეგაციებით მაინც იასპარეზეს, მაგრამ არა სახელმწიფო, არამედ - ოლიმპიური ან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშით. გამარჯვების შემთხვევაშიც, ქვეყნის ჰიმნის ნაცვლად ოლიმპიურ ჰიმნს იყენებდნენ]]
 
'''მოსკოვის XXII ოლიმპიური თამაშები''' - ზაფხულის XXII [[ოლიმპიური თამაშები]] ჩატარდა 1980 წელს (19 ივლისი - 3 აგვისტო) ქალაქ მოსკოვში.
 
'''მოსკოვის XXII ოლიმპიური თამაშები''' - ზაფხულის XXII [[ოლიმპიური თამაშები]] ჩატარდა 1980 წელს (19 ივლისი - 3 აგვისტო) ქალაქ მოსკოვში.
  
ხაზი 8: ხაზი 9:
 
'''ყველაზე მეტი ოქროს მედალი'''<br />
 
'''ყველაზე მეტი ოქროს მედალი'''<br />
 
კაცებში: ალექსანდრ დიტიატინი (ტანვარჯიში, სსრკ) 3,4,1<br />
 
კაცებში: ალექსანდრ დიტიატინი (ტანვარჯიში, სსრკ) 3,4,1<br />
ქალებში: კარენ მეჩუკი (ცურვა, გდრ) 3,1,0
+
ქალებში: კარენ მეჩუკი ([[ცურვა]], გდრ) 3,1,0
 
+
[[ფაილი:Moskovis plakati.PNG|მარცხნივ|150პქ|]]
 
1980 წლის XXII [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები]]ს მასპინძლობის მსურველი მხოლოდ ორი ქალაქი - მოსკოვი და ლოს
 
1980 წლის XXII [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები]]ს მასპინძლობის მსურველი მხოლოდ ორი ქალაქი - მოსკოვი და ლოს
 
ანჯელესი აღმოჩნდა. გამარჯვება აღმოსავლეთ [[ევროპა|ევროპის]] წარმომადგენელს დარჩა, რაც პირველი შემთხვევა იყო. ასევე პირველად ასეთი პატივი სოციალისტური ბლოკის წარმომადგენელს ერგო, ხოლო ლოს ანჯელესს 4 წლით მოცდა მოუწია. სსრკ-ის დედაქალაქში 80 ქვეყნის სპორტსმენმა მოიყარა თავი, რაც [[მელბურნის XVI ოლიმპიური თამაშები (1956)|1956 წლის მელბურნის თამაშები]]ს შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამგვარი მცირერიცხოვნობის მიზეზი დასავლეთის ქვეყნების ბოიკოტი იყო, რომლებმაც 1979 წლის დეკემბერში [[ავღანეთი|ავღანეთში]] საბჭოთა [[ჯარები]]ს შესვლა აშშ-ის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის თაოსნობით ამგვარად დაგმეს. მიუხედავად ამისა, ამერიკელთა მოკავშირე არაერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა მცირერიცხოვანი დელეგაციებით მოსკოვში მაინც იასპარეზეს, მაგრამ წარსდგნენ არა [[სახელმწიფო]], არამედ ოლიმპიური ან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის [[დროშა|დროშით]]. გამარჯვების
 
შემთხვევაშიც, [[სახელმწიფო ჰიმნი|ქვეყნის ჰიმნი]]ს ნაცვლად [[ოლიმპიური ჰიმნი|ოლიმპიურ ჰიმნს]] იყენებდნენ.
 
შემთხვევაშიც, [[სახელმწიფო ჰიმნი|ქვეყნის ჰიმნი]]ს ნაცვლად [[ოლიმპიური ჰიმნი|ოლიმპიურ ჰიმნს]] იყენებდნენ.
  
ბოიკოტის მიუხედავად, ოლიმპიური ნათლობა ექვსმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის - [[ანგოლა]]მ, [[ბოტსვანა]]მ, [[იორდანია]]მ, [[ლაოსი|ლაოსმა]], [[მოზამბიკი|მოზამბიკმა]] და [[სეიშელის რესპუბლიკა|სეიშელმა]]. ზაფხულის თამაშებზე ასევე პირველად გამოჩნდა [[კვიპროსი]], რომლის ოლიმპიური დებიუტიც რამდენიმე თვით ადრე ლეიკ
+
ბოიკოტის მიუხედავად, ოლიმპიური ნათლობა ექვსმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის - [[ანგოლა]]მ, [[ბოტსვანა]]მ, [[იორდანია]]მ, [[ლაოსი|ლაოსმა]], [[მოზამბიკი|მოზამბიკმა]] და [[სეიშელის რესპუბლიკა|სეიშელმა]]. ზაფხულის თამაშებზე ასევე პირველად გამოჩნდა [[კვიპროსი]], რომლის ოლიმპიური დებიუტიც რამდენიმე თვით ადრე ლეიკ პლესიდის ზამთრის ოლიმპიადაზე შედგა, ხოლო [[შრი-ლანკა|შრი ლანკა]], [[ბენინი]] და [[ზიმბაბვე]] შესაბამისი სახელით პირველად წარდგნენ (ადრეულ თამაშებზე მონაწილეობდნენ შესაბამისად, როგორც ცეილონი, დაგომეა და როდეზია).
პლესიდის ზამთრის ოლიმპიადაზე შედგა, ხოლო [[შრი-ლანკა|შრი ლანკა]], [[ბენინი]] და [[ზიმბაბვე]] შესაბამისი სახელით პირველად წარდგნენ (ადრეულ თამაშებზე მონაწილეობდნენ შესაბამისად, როგორც ცეილონი, დაგომეა და როდეზია).
+
[[ფაილი:Moskovis olimpiuri cecxli.PNG|thumb|200პქ|ლუჟნიკის სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სოხუმელმა [[ვიქტორ სანეევი|ვიქტორ სანეევმა]] შემოიტანა]]
 
+
 
ბოიკოტმა არაერთგვაროვანი გავლენა მოახდინა მოცურავეთა, მძლეოსანთა, მოკრივეთა, კალათბურთელთა, წყალში მხტომელთა, ბალახის ჰოკეისტთა თუ ცხენოსანთა ასპარეზობებზე. შეიძლება ითქვას, რომ შედარებით დაბალი კლასის
 
სპორტსმენებს წარმატების მეტი შანსი მიეცათ. 25 ქვეყნის წარმომადგენელმა შეძლო ოქროს მედლის მოპოვება, რაც
+
სპორტსმენებს წარმატების მეტი შანსი მიეცათ. 25 ქვეყნის წარმომადგენელმა შეძლო [[ოქრო]]ს მედლის მოპოვება, რაც
 
მხოლოდ ერთით ჩამორჩება მონრეალის თამაშების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, 36 ქვეყნის წარმომადგენელი
 
მხოლოდ ერთით ჩამორჩება მონრეალის თამაშების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, 36 ქვეყნის წარმომადგენელი
 
გახდა მედალოსანი. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემდეგ, ბოიკოტით ყველაზე მეტი სარგებელი [[იტალია]]მ მიიღო, რომელმაც წინა ოლიმპიადისგან განსხვავებით ოთხჯერ მეტი ოქრო დაისაკუთრა, ხოლო [[საფრანგეთი|საფრანგეთმა]] უმაღლესი სინჯის მედლები გაასამმაგა. მოსკოვის თამაშები წარმატებული გამოდგა [[რუმინეთი]]სთვისაც, რომელმაც მისთვის სარეკორდო ოქროს ჯილდო დაიმსახურა. „მესამე სამყაროს“ ათლეტები კი უფრო მეტ სახეობებში დაწინაურდნენ და ადრეულ ოლიმპიადებთან შედარებითაც მეტი მედალი მოიპოვეს.
 
მონაწილეთა 21 პროცენტს ქალები შეადგენდნენ, რაც სარეკორდო მაჩვენებლი იყო. მათგან ოლიმპიური დებიუტი ჰქონდათ ბალახის ჰოკეისტებს, გამარჯვება კი, ყველასთვის მოულოდნელად, ასპარეზობებამდე ერთი კვირით ადრე შეკრებილ
+
მონაწილეთა 21 პროცენტს ქალები შეადგენდნენ, რაც სარეკორდო მაჩვენებლი იყო. მათგან ოლიმპიური დებიუტი ჰქონდათ ბალახის ჰოკეისტებს, გამარჯვება კი, ყველასთვის მოულოდნელად, ასპარეზობებამდე ერთი კვირით ადრე შეკრებილ [[ზიმბაბვე]]ს დარჩა.
ზიმბაბვეს დარჩა.
+
  
მოსკოვის თამაშებიდან თუ რომელიმე სახეობის შედეგებეზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, მათ შორის პირველყოვლისა ძალოსნობა უნდა გამოვარჩიოთ, სადაც ოლიმპიური თამაშების ისტორიაში არნახულად ბევრი - 16 მსოფლიო რეკორდი დამყარდა.  
+
მოსკოვის თამაშებიდან თუ რომელიმე სახეობის შედეგებეზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, მათ შორის პირველყოვლისა [[ძალოსნობა]] უნდა გამოვარჩიოთ, სადაც ოლიმპიური თამაშების ისტორიაში არნახულად ბევრი - 16 მსოფლიო რეკორდი დამყარდა.  
  
მოსკოვი, ისევე, როგორც წინამორბედი 12 ოლიმპიური თამაშები, უმედლოდ არ დაუტოვებია (1928 წლიდან მოყოლებული)
 
მოსკოვი, ისევე, როგორც წინამორბედი 12 ოლიმპიური თამაშები, უმედლოდ არ დაუტოვებია (1928 წლიდან მოყოლებული)

მიმდინარე ცვლილება 16:28, 19 სექტემბერი 2022 მდგომარეობით

მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების ბოიკოტისა, მოსკოვში ამერიკელთა მოკავშირე არაერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა მცირერიცხოვანი დელეგაციებით მაინც იასპარეზეს, მაგრამ არა სახელმწიფო, არამედ - ოლიმპიური ან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშით. გამარჯვების შემთხვევაშიც, ქვეყნის ჰიმნის ნაცვლად ოლიმპიურ ჰიმნს იყენებდნენ

მოსკოვის XXII ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1980 წელს (19 ივლისი - 3 აგვისტო) ქალაქ მოსკოვში.

  • მონაწილე ქვეყანა 80
  • სპორტსმენი 5,179 / 1,115 ქალი / 4,064 კაცი
  • სპორტის სახეობა 21
  • მედლების კომპლექტი 203

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: ალექსანდრ დიტიატინი (ტანვარჯიში, სსრკ) 3,4,1
ქალებში: კარენ მეჩუკი (ცურვა, გდრ) 3,1,0

Moskovis plakati.PNG

1980 წლის XXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მსურველი მხოლოდ ორი ქალაქი - მოსკოვი და ლოს ანჯელესი აღმოჩნდა. გამარჯვება აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელს დარჩა, რაც პირველი შემთხვევა იყო. ასევე პირველად ასეთი პატივი სოციალისტური ბლოკის წარმომადგენელს ერგო, ხოლო ლოს ანჯელესს 4 წლით მოცდა მოუწია. სსრკ-ის დედაქალაქში 80 ქვეყნის სპორტსმენმა მოიყარა თავი, რაც 1956 წლის მელბურნის თამაშების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამგვარი მცირერიცხოვნობის მიზეზი დასავლეთის ქვეყნების ბოიკოტი იყო, რომლებმაც 1979 წლის დეკემბერში ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლა აშშ-ის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის თაოსნობით ამგვარად დაგმეს. მიუხედავად ამისა, ამერიკელთა მოკავშირე არაერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა მცირერიცხოვანი დელეგაციებით მოსკოვში მაინც იასპარეზეს, მაგრამ წარსდგნენ არა სახელმწიფო, არამედ ოლიმპიური ან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშით. გამარჯვების შემთხვევაშიც, ქვეყნის ჰიმნის ნაცვლად ოლიმპიურ ჰიმნს იყენებდნენ.

ბოიკოტის მიუხედავად, ოლიმპიური ნათლობა ექვსმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის - ანგოლამ, ბოტსვანამ, იორდანიამ, ლაოსმა, მოზამბიკმა და სეიშელმა. ზაფხულის თამაშებზე ასევე პირველად გამოჩნდა კვიპროსი, რომლის ოლიმპიური დებიუტიც რამდენიმე თვით ადრე ლეიკ პლესიდის ზამთრის ოლიმპიადაზე შედგა, ხოლო შრი ლანკა, ბენინი და ზიმბაბვე შესაბამისი სახელით პირველად წარდგნენ (ადრეულ თამაშებზე მონაწილეობდნენ შესაბამისად, როგორც ცეილონი, დაგომეა და როდეზია).

ლუჟნიკის სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სოხუმელმა ვიქტორ სანეევმა შემოიტანა

ბოიკოტმა არაერთგვაროვანი გავლენა მოახდინა მოცურავეთა, მძლეოსანთა, მოკრივეთა, კალათბურთელთა, წყალში მხტომელთა, ბალახის ჰოკეისტთა თუ ცხენოსანთა ასპარეზობებზე. შეიძლება ითქვას, რომ შედარებით დაბალი კლასის სპორტსმენებს წარმატების მეტი შანსი მიეცათ. 25 ქვეყნის წარმომადგენელმა შეძლო ოქროს მედლის მოპოვება, რაც მხოლოდ ერთით ჩამორჩება მონრეალის თამაშების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, 36 ქვეყნის წარმომადგენელი გახდა მედალოსანი. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემდეგ, ბოიკოტით ყველაზე მეტი სარგებელი იტალიამ მიიღო, რომელმაც წინა ოლიმპიადისგან განსხვავებით ოთხჯერ მეტი ოქრო დაისაკუთრა, ხოლო საფრანგეთმა უმაღლესი სინჯის მედლები გაასამმაგა. მოსკოვის თამაშები წარმატებული გამოდგა რუმინეთისთვისაც, რომელმაც მისთვის სარეკორდო ოქროს ჯილდო დაიმსახურა. „მესამე სამყაროს“ ათლეტები კი უფრო მეტ სახეობებში დაწინაურდნენ და ადრეულ ოლიმპიადებთან შედარებითაც მეტი მედალი მოიპოვეს.

მონაწილეთა 21 პროცენტს ქალები შეადგენდნენ, რაც სარეკორდო მაჩვენებლი იყო. მათგან ოლიმპიური დებიუტი ჰქონდათ ბალახის ჰოკეისტებს, გამარჯვება კი, ყველასთვის მოულოდნელად, ასპარეზობებამდე ერთი კვირით ადრე შეკრებილ ზიმბაბვეს დარჩა.

მოსკოვის თამაშებიდან თუ რომელიმე სახეობის შედეგებეზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, მათ შორის პირველყოვლისა ძალოსნობა უნდა გამოვარჩიოთ, სადაც ოლიმპიური თამაშების ისტორიაში არნახულად ბევრი - 16 მსოფლიო რეკორდი დამყარდა.

მოსკოვი, ისევე, როგორც წინამორბედი 12 ოლიმპიური თამაშები, უმედლოდ არ დაუტოვებია (1928 წლიდან მოყოლებული) უნგრეთის წყალბურთელთა ნაკრებს. უნგრელთა მოსკოვური მონაგარი ბრინჯაოს მედალია.

საბჭოთა ტანმოვარჯიშე ალექსანდრ დიტიატინმა რვავე დისციპლინაში მედალი დაიმსახურა და გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ერთ თამაშებზე მსგავს წარმატებას მიაღწია. კუბელი ტეოფილო სტივენსონი გახდა პირველი მძიმეწონოსანი მოკრივე, რომელიც ერთ წონაში გახდა სამგზის ჩემპიონი.

საბჭოთა მოცურავე ვლადიმერ სალნიკოვი, გარდა იმისა, რომ 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა, პირველი იყო, ვინც 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში 15-წუთიანი ნიშნულიდან გამოვიდა. ქალ მოცურავეთა ასპარეზობები აღმოსავლეთგერმანელთა კარნახით წარიმართა - მათ ცამეტიდან 11 ოქრო მოიპოვეს და 6 მსოფლიო რეკორდიც დაამყარეს. ბარბარა კრაუზე გახდა პირველი, ვინც 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში 55-წამიანი „დაახურდავა.~ თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ გდრ-ის წარმომადგენლებმა ასეთ წარმატებებს სახელმწიფოსგან მართული დოპინგ სისტემის დახმარებით მიაღწიეს.

აშშ-ის ბოიკოტმა ცვლილებები შეიტანა დახურვის ცერემონიალში: მომავალი თამაშების მასპინძელი ქალაქის - ლოს ანჯელესისთვის ოლიმპიური დროშის გადაცემისას აშშ-ის სახელმწიფო დროშის ნაცვლად ლოს ანჯელესის დროშა აღიმართა, ხოლო ქვეყნის ჰიმნის ნაცვლად, ოლიმპიური ჰიმნი აჟღერდა.

[რედაქტირება] წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები