სეიშელის კუნძულები
სეიშელის კუნძულები - (Republique des Seychelles - სეიშელის რესპუბლიკა), სახელმწიფო აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ინდოეთის ოკეანის სეიშელის, მაეს, ამირანტის, ალდაბრის, კოსმოლედოს, ფარკუარის და სხვა კუნძულებზე.
ფართობი - 455 კმ2.
მოსახლეობა – 87,6 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენები- კრეოლური, ინგლისური და ფრანგული.
დედაქალაქი - ქ. ვიქტორია.
ადმინისტრაციულად იყოფა 23 ოლქად. დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული კრება, აღმასრულებელი – პრეზიდენტი და მთავრობა.
დამოუკიდებლობა გამოაცხადდა 1976 წლის 28 ივნისს.
ეკონომიკის წამყვანი დარგებია: საერთაშორისო ტურიზმი, ტროპიკული მიწათმოქმედება და მეთევზეობა.
ძირითადი საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი ვიქტორია (კუნძული მაე).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 470 კაცი (2012), სახმელეთო 200, საჰაერო 20 და სანაპირო დაცვა 250.