ჰარმონია (მითი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰარმონია''' – ''(ბერძნ.)'' აფროდიტესა და არესის ასული. [[კადმო...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ჰარმონია''' – ''(ბერძნ.)'' [[აფროდიტე]]სა და [[არესი]]ს ასული. [[კადმოსი]]ს მეუღლე.  
 
'''ჰარმონია''' – ''(ბერძნ.)'' [[აფროდიტე]]სა და [[არესი]]ს ასული. [[კადმოსი]]ს მეუღლე.  
  
როდესაც [[ათენა]]მ კადმოსი თებეს მეფედ აკურთხა, ცოლად ღმერთების ქალიშვილი, მშვენიერი ჰარმონია შერთო და დიდებული ქორწილი გადაუხადა. კადმოსის სასახლის ნათელ დარბაზში თორმეტი ოქროს [[სავარძელი]] დაიდგა. ეს იყო მოკვდავის პირველი ქორწილი, რომელსაც დაესწრო ყველა [[ოლიმპიელი]] ღმერთი. ჰარმონიას ათენამ უძღვნა ოქროცურვილი მოსასხამი, რომელიც ღვთაებრივ იერს ანიჭებდა მის მფლობელს. [[ჰერმესი|ჰერმესმა]] ლირა უსახსოვრა. [[დემეტრე]]მ უხვი მოსავალი განუწესა მის სამეფოს იმით, რომ [[იასიონი|იასიონს]] თანაეყო თებეს სამგზის გადახნულ მინდორზე. თავად კადმოსმა ოქროს პეპლოსი მიართვა ძვირფას მეუღლეს. აფროდიტემ კი თავის ასულს უანდერძა გამაოგნებელი მშვენიერების მიმნიჭებელი ოქროს ყელსაბამი, რომელიც [[ჰეფესტოსი|ჰეფესტოს]] უზადო ხელოვნებით იყო ნაკეთები. სწორედ ეს ყელსაბამი ითამაშებს საბედისწერო როლს მოგვიანებით თებესა და მთელი მისი მოდგმის გადაშენებაში ([[შვიდნი თებეს წინააღმდეგ]]).
+
როდესაც [[ათენა]]მ კადმოსი თებეს მეფედ აკურთხა, ცოლად ღმერთების ქალიშვილი, მშვენიერი ჰარმონია შერთო და დიდებული ქორწილი გადაუხადა. კადმოსის სასახლის ნათელ დარბაზში თორმეტი ოქროს [[სავარძელი]] დაიდგა. ეს იყო მოკვდავის პირველი ქორწილი, რომელსაც დაესწრო ყველა [[ოლიმპიელი]] ღმერთი. ჰარმონიას ათენამ უძღვნა ოქროცურვილი მოსასხამი, რომელიც ღვთაებრივ იერს ანიჭებდა მის მფლობელს. [[ჰერმესი|ჰერმესმა]] [[ლირა]] უსახსოვრა. [[დემეტრე]]მ უხვი მოსავალი განუწესა მის სამეფოს იმით, რომ [[იასიონი|იასიონს]] თანაეყო თებეს სამგზის გადახნულ მინდორზე. თავად კადმოსმა ოქროს პეპლოსი მიართვა ძვირფას მეუღლეს. აფროდიტემ კი თავის ასულს უანდერძა გამაოგნებელი მშვენიერების მიმნიჭებელი ოქროს ყელსაბამი, რომელიც [[ჰეფესტოსი|ჰეფესტოს]] უზადო ხელოვნებით იყო ნაკეთები. სწორედ ეს ყელსაბამი ითამაშებს საბედისწერო როლს მოგვიანებით თებესა და მთელი მისი მოდგმის გადაშენებაში ([[შვიდნი თებეს წინააღმდეგ]]).
  
 
კადმოსსა და ჰარმონიას ოთხი ასული და ერთი ვაჟი ჰყავდათ: ავტონოე, [[ინო]], [[სემელე]], [[აგავე]] და პოლიდოროსი. ამ დიდებულმა წყვილმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა. როდესაც მათი გარდაცვალების ჟამი დადგა, ბედის [[განგება|განგებით]] ისინი ლურჯ ხალებიან
 
კადმოსსა და ჰარმონიას ოთხი ასული და ერთი ვაჟი ჰყავდათ: ავტონოე, [[ინო]], [[სემელე]], [[აგავე]] და პოლიდოროსი. ამ დიდებულმა წყვილმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა. როდესაც მათი გარდაცვალების ჟამი დადგა, ბედის [[განგება|განგებით]] ისინი ლურჯ ხალებიან

მიმდინარე ცვლილება 00:17, 6 იანვარი 2022 მდგომარეობით

ჰარმონია(ბერძნ.) აფროდიტესა და არესის ასული. კადმოსის მეუღლე.

როდესაც ათენამ კადმოსი თებეს მეფედ აკურთხა, ცოლად ღმერთების ქალიშვილი, მშვენიერი ჰარმონია შერთო და დიდებული ქორწილი გადაუხადა. კადმოსის სასახლის ნათელ დარბაზში თორმეტი ოქროს სავარძელი დაიდგა. ეს იყო მოკვდავის პირველი ქორწილი, რომელსაც დაესწრო ყველა ოლიმპიელი ღმერთი. ჰარმონიას ათენამ უძღვნა ოქროცურვილი მოსასხამი, რომელიც ღვთაებრივ იერს ანიჭებდა მის მფლობელს. ჰერმესმა ლირა უსახსოვრა. დემეტრემ უხვი მოსავალი განუწესა მის სამეფოს იმით, რომ იასიონს თანაეყო თებეს სამგზის გადახნულ მინდორზე. თავად კადმოსმა ოქროს პეპლოსი მიართვა ძვირფას მეუღლეს. აფროდიტემ კი თავის ასულს უანდერძა გამაოგნებელი მშვენიერების მიმნიჭებელი ოქროს ყელსაბამი, რომელიც ჰეფესტოს უზადო ხელოვნებით იყო ნაკეთები. სწორედ ეს ყელსაბამი ითამაშებს საბედისწერო როლს მოგვიანებით თებესა და მთელი მისი მოდგმის გადაშენებაში (შვიდნი თებეს წინააღმდეგ).

კადმოსსა და ჰარმონიას ოთხი ასული და ერთი ვაჟი ჰყავდათ: ავტონოე, ინო, სემელე, აგავე და პოლიდოროსი. ამ დიდებულმა წყვილმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა. როდესაც მათი გარდაცვალების ჟამი დადგა, ბედის განგებით ისინი ლურჯ ხალებიან შავ გველებად გარდაისახნენ და ზევსის ნებით დაივანეს ნეტართა კუნძულებზე.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები