დოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ლიტერატურა)
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
== ლიტერატურა ==
 
== ლიტერატურა ==
გრ. ჩხიკვაძე, ქართველი ხალხის უძველესი სამუსიკო კულტურა, 1948.  
+
* გრ. ჩხიკვაძე, ქართველი ხალხის უძველესი სამუსიკო კულტურა, 1948.  
[[ჯავახიშვილი ივანე|ივ. ჯავახიშვილი]], ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938. მ.შ.
+
* [[ჯავახიშვილი ივანე|ივ. ჯავახიშვილი]], ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938. მ.შ.
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==

23:12, 9 ნოემბერი 2021-ის ვერსია

დოლი

დოლი - დასარტყამი ინსტრუმენტი. აქვს ცილინდრული კორპუსი, რომლის ორივე მხარეზე ტყავია გადაკრული და დამაგრებულია თასმებით. ტრაფარეტული ზომები არ გვხვდება. კორპუსის სიმაღლე ისე შეეფარდება ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. უკრავენ ხელებით ან პატარა ჯოხებით, რომლებსაც ზოგჯერ გაგანიერებული ბოლო აქვთ. დაკვრის დროს დოლი შემსრულებელს უჭირავს მარცხენა იღლიის ქვეშ. ჯოხებით დაკვრის შემთხვევაში ერთ ჯოხს საკრავის ერთ მხარეს ურტყამენ, მეორე ჯოხს - მეორე მხარეს. დაკვრის ასეთი წესი უფრო ხშირად გურიასა და აჭარაშია გავრცელებული.

დოლის ძირითადი დანიშნულებაა ცეკვის თანხლება, მისი მეტრისა და რიტმის ხაზგასმა. მასთან ერთად ზოგჯერ ერთიანდება რომელიმე ერთი საკრავი - სალამური, ჭიბონი, ჩონგური. დოლის ტიპის საკრავი ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით შუა საუკუნეებში იყო დაფდაფი.



ლიტერატურა

  • გრ. ჩხიკვაძე, ქართველი ხალხის უძველესი სამუსიკო კულტურა, 1948.
  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938. მ.შ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები