პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებები 1947

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:საერთაშორისო ხელშეკრულებები]]
 
[[კატეგორია:საერთაშორისო ხელშეკრულებები]]
 
[[კატეგორია:საზავო ხელშეკრულებები]]
 
[[კატეგორია:საზავო ხელშეკრულებები]]
 +
[[კატეგორია:მეორე მსოფლიო ომი]]

მიმდინარე ცვლილება 15:28, 15 ივლისი 2024 მდგომარეობით

პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებები 1947 – ხელი მოაწერეს 10.II. მეორე მსოფლიო ომში 1939-45 გამარჯვებელმა სახელმწიფოებმა ჰიტლერული გერმანიის მოკავშირე 5 ქვეყანასთან: იტალიასთან, ფინეთთან, ბულგარეთთან, უნგრეთთან და რუმინეთთან. ძალაში შევიდა 15.IX.1947 სსრკ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ მათი რატიფიკაციის შემდეგ. საზავო ხელშეკრულებათა მომზადება მიმდინარეობდა ბერლინის (პოტსდამის) კონფერენციის 1945 გადაწყვეტილების შესაბამისად საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში.

[რედაქტირება] საზავო ხელშეკრულება იტალიასთან

ხელი მოაწერა, ერთი მხრივ, 20-მა სახელმწიფომ, რომელთაც ომი გამოუცხადეს იტალიას და, მეორე მხრივ, იტალიამ. ტერიტორიულმა დადგენილებებმა განამტკიცა უმნიშვნელო ცვლილებები საფრანგეთ-იტალიის საზღვარზე საფრანგეთის სასარგებლოდ, იტალია–იუგოსლავიის საზღვრის შეცვლა იუგოსლავიის სასარგებლოდ; ტრიესტი მცირე ოლქთან ერთად გამოცხადდა „თავისუფალ ტერიტორიად“. დოდეკანესის კუნძულები საბერძნეთს გადაეცა. პოლიტიკური დადგენილებები იტალიას აკისრებდა თავის მოქალაქეთა უზრუნველყოფას ადამიანთა უფლებებით და ყველა თავისუფლებით, მათ, შორის სიტყვის, პრესის, რელიგიის თავისუფლებით. იტალიას აეკრძალა თავის ტერიტორიაზე ფაშისტური ორგანიზაციების აღორძინება. იტალიამ აღიარა ალბანეთისა და ეთიოპიის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და უარი თქვა ყველა იმ უფლებასა და პრივილეგიაზე, რომლებიც მან ამ ქვეყნებში აგრესიის შედეგად მიიღო. ხელშეკრულების III ნაწილის შესაბამისად იტალიამ იკისრა იმ პირთა დაკავება და სასამართლოსთვის გადაცემა, რომელთაც სამხედრო დანაშაული ან მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს. სამხედრო დადგენილებები ითვალისწინებდა სამხედრო ნაგებობათა განადგურებას იტალია–საფრანგეთის და იტალია–იუგოსლავიის საზღვრების გასწვრივ, ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზების მშენებლობის აკრძალვას, კუნძულების – სარდინიისა და სიცილიის ნაწილობრივ დემილიტარიზაციას; იტალიას აეკრძალა ნებისმიერი სასის ატომური იარაღის შემუშავება და წარმოება; ხელშეკრულებამ შეზღუდა ასევე იტალიის სახმელეთო, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების საერთო რაოდენობა: განსაზღვრა იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნაწილის მოკავშირე სახელმწიფოებისათვის გადაცემის წესები. იტალიამ იკისრა მოკავშირე სახელმწიფოებთან თანამშრომლობა გერმანიისა და იაპონიის შეიარაღების თავიდან ასაცილებლად.

[რედაქტირება] საზავო ხელშეკრულებები რუმინეთთან, ბულგარეთთან და უნგრეთთან

ერთი მხრივ, ხელი მოაწერა 12-მა სახელმწიფომ. რომელთაც ომი გამოუცხადეს თითოეულ ამ ქვეყანას და, მეორე მხრივ, რუმინეთმა, ბულგარეთმა და უნგრეთმა. ხელშეკრულების ტერიტორიულმა დადგენილებებმა დაადასტურა: ბულგარეთის საზღვრების უცვლელობა იმ სახით, როგორც 1.I.1941 არსებობდა: უნგრეთის საზღვრები იმ სახით, როგორც 1.I.1938 არსებობდა (გარდა უმნიშვნელო ცვლილებებისა ჩეხოსლოვაკიის სასარგებლოდ ბრატისლავის რაიონში; რუმინეთის საზღვრები იმ სახით, როგორც I.I.1941 არსებობდა, ხოლო რუმინეთ-უნგრეთის საზღვარი 1.I.1938 მდგომარეობით. საბჭოთა კავშირ-უნგრეთის საზღვარი დადგინდა უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიას შორის ადრე არსებული საზღვრის გასწვრივ; საბჭოთა კავშირ-რუმინეთის საზღვარი დადგინდა საბჭოთა კავშირ-რუმინეთის შეთანხმების 28.VI.1940 და საბჭოთა კავშირ-ჩეხოსლოვაკიის შეთანხმების 29.VI.I945 შესაბამისად. ე.წ. ვენის არბიტრაჟების 1938 და 1940 გადაწყვეტილებები არარსებულად გამოცხადდა. ხელშეკრულების სპეციალურმა მუხლებმა განსაზღვრა მოკავშირეთა ჯარების გაყვანა სამი ქვეყნიდან ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 90 დღის განმავლობაში). გამონაკლისს წარმოადგენდა სსრკ, რომლის ჯარებმა შეინარჩუნეს რუმინეთსა და უნგრეთში ყოფნის უფლება. ხელშეკრულებებმა დაადგინა შესაბამისი ქვეყნების მიერ გაერთიანებულ ერებში შემავალი ქვეყნების ტერიტორიიდან გატანილი ქონების რეპარაციის გადახდა სსრკ-თვის; ბულგარეთმა – იუგოსლავიისათვის და საბერძნეთისთვის, უნგრეთმა – სსრკ-თვის, ჩეხოსლოვაკიისა და იუგოსლავიისათვის, სსრკ-ის ინიციატივით მიიღეს ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების პრინციპი. ეკონომიკურ დადგენილებებში რუმინეთის, უნგრეთისა და ბულგარეთის მთავრობებმა აღიარეს სსრკ-ის უფლება ამ ქვეყნებში არსებულ გერმანულ აქტივებზე. სამივე ხელშეკრულებაში სპეციალური მუხლები მიეძღვნა დუნაიზე სავაჭრო ნაოსნობის საკითხებს.

[რედაქტირება] წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები